სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!"
"მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!"

სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მა­რა­თო­ნი გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­და - საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 27 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. ჰოდა, მოს­კო­ველ­მა "გრუ­ზი­ნებ­მაც" გა­იღ­ვი­ძეს, ზოგ­მა (პრე­ზი­დენ­ტო­ბის ამ­ბი­ცი­ით შე­პყრო­ბილ­მა) სა­არ­ჩევ­ნო "ხვან­ცა­ლი" და­ი­წყო, ზოგ­მაც პო­ლი­ტი­კუ­რი სტარ­ტი არ­ცთუ შო­რე­უ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის აიღო. ამ უკა­ნას­კნელ­თა რი­ცხვშია ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რი, უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნი­აც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს რუ­სეთ­თან მე­გობ­რო­ბა­ში ხე­დავს...

- გა­ნა­ცხა­დეთ, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში აპი­რებთ მოს­ვლას. ამის ამ­ბი­ცია რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ?

- მე ყვე­ლა­ზე მძი­მე, რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რის თე­მით შე­მო­ვე­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­კუ­თა­რი თავი სა­ლან­ძღა­ვად გა­ვი­მე­ტე. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რი ძა­ლი­ან მო­დუ­რია, რა­მაც ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ჩაკ­ლა. რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რი ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ კონ­კუ­რენ­ცი­ას შექ­მნის. დღეს და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლე­ბელ მი­ნი­მუმს აკე­თებს. მე რუ­სეთს ვთა­ვა­ზობ - სა­ქარ­თვე­ლო გინ­დათ? მაქ­სი­მუ­მი გა­და­ი­ხა­დეთ!

- პატ­რუ­შე­ვის გარ­და, რო­მე­ლიც დღეს რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა, ვის ესა­უბ­რე­ბით?

- ამა­ზე მეტს ვი­ღას უნდა ვე­სა­უბ­რო? ვხვდე­ბი პო­ლი­ტო­ლო­გებს, დუ­მის წევ­რებს...

- რო­დის­თვის გეგ­მავთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას?

- საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გა­მო­რი­ცხუ­ლია, ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ ამ დრო­ში ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ვერ შევ­ძლებთ, უფრო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის.

- ვინ შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ თქვენ გვერ­დით?

- ისი­ნი, ვინც პრო­რუ­სულ ძა­ლად მო­ი­აზ­რე­ბი­ან. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით პო­ლი­ტი­კუ­რად პრან­ჭი­ა­ო­ბენ და ვნა­ხოთ..

- თქვენს პარ­ტი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც ვი­ხი­ლოთ?

- არა მგო­ნია. ვფიქ­რობ, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა.

- გა­ნა­ცხა­დეთ, რომ ბურ­ჯა­ნა­ძე­სა და კუ­კა­ვას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებ­დით. რო­გორც ვიცი, მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს.

- კუ­კა­ვა ჭკვი­ა­ნი ბი­ჭია, კარ­გი ორა­ტო­რი, და რაც მთა­ვა­რია, პრო­რუ­სია.

- ბურ­ჯა­ნა­ძე და კუ­კა­ვა რომ აცხა­დე­ბენ, პრო­რუ­სე­ბი არა ვარ­თო?

- დიახ, თუმ­ცა კუ­კა­ვა დღე­საც ფიქ­რობს... აქა­ურ ქარ­თვე­ლებ­თა­ნაც მაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან ცნო­ბი­ლი "ფე­ი­სე­ბის" უმე­ტე­სო­ბა სა­ა­კაშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

- თუ იც­ნობთ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრს?

- ლე­ვან სა­ნი­კი­ძის სი­ტყვებს მო­ვიშ­ვე­ლი­ებ, ერთხელ ვკი­თხე, ამას და ამას თუ იც­ნობ-მეთ­ქი? მე არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ის ხომ მიც­ნობ­სო... ასეა ჩემი საქ­მეც.

- რა­ხან სა­ნი­კი­ძე­ე­ბი ახ­სე­ნეთ, აქვე გკი­თხავთ, ვინ იყო ის "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", ვის დახ­მა­რე­ბა­საც თა­ვის დრო­ზე გუ­ბა­ზი გთხოვ­დათ?

- გუ­ბა­ზი ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა, ერ­თზე მთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, თუმ­ცა იმ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა სა­მარ­თლებ­რი­ვად ვერ მო­ხერ­ხდა.

- ვინ იყო ის, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი"?

- მას გარ­კვე­უ­ლი სტა­ტუ­სი აქვს, მოს­კოვ­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და მე, რო­გორც ად­ვო­კა­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე, ისე­ვე რო­გორც სხვა ქარ­თვე­ლებს, მა­საც მინ­დო­და, დავ­ხმა­რე­ბო­დი.

- უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­საც გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი. რა მოხ­და 2003 წლის 23 ნო­ემ­ბერს, გა­უ­ღეთ თუ არა კარი სა­ა­კაშ­ვილს?

- ჩემ­გან მტრის ხატი იმათ შექ­მნეს, ვინც მი­შა­სა და მის გუნდს გა­უ­ღეს კარი.

- ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის­კენ რო­გორ იშ­ვერთ ხელს? ვის გუ­ლის­ხმობთ, და­ა­სა­ხე­ლეთ.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმ ნა­წილს, ვინც იმ დროს ამინდს ქმნი­და. ვგუ­ლის­ხმობ შე­ვარ­დნა­ძეს, ჯორ­ბე­ნა­ძეს, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი არ აღ­მო­აჩ­ნდა, და "მოქკავ­შირს," რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბას იყო მო­წყვე­ტი­ლი.

- თქვენ, ანუ ძა­ლო­ვან უწყე­ბებს ვგუ­ლის­ხმობ, უდა­ნა­შა­უ­ლო­ნი იყა­ვით?

- ბრა­ლი ძა­ლო­ვა­ნებ­საც მიგ­ვი­ძღვის. იმ არ­ჩევ­ნებ­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა რე­ა­ლუ­რად 36 ად­გი­ლი აიღო, რაც პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით და­ახ­ლო­ე­ბით პირ­ველ-მე­ო­რე ად­გილს ნიშ­ნავ­და. მა­შინ ლო­გი­კუ­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ ზაზა შენ­გე­ლია აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ჩემს პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებ­და. ვამ­ბობ­დი, მოდი, და­ვუთ­მოთ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" პრო­პორ­ცი­ულ­ში პირ­ვე­ლი-მე­ო­რე ად­გი­ლი-მეთ­ქი, ჯამ­ში 36 მან­დატ­ზე იყო ლა­პა­რა­კი. სა­მა­გი­ე­როდ, მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი ვერ გაჰ­ყავ­დათ, რად­გან უპი­რა­ტე­სო­ბა "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­მა" (87 მან­და­ტი) აიღო. ამა­ზე მიშა ერთი პი­რო­ბით გვთან­ხმდე­ბო­და, ბურ­ჯა­ნა­ძე-ჟვა­ნი­ას პარ­ტია პარ­ლა­მენ­ტში არ უნდა შე­სუ­ლი­ყო, როცა თა­ვად რე­ა­ლუ­რად 7-8%-იანი ბა­რი­ე­რი ძლივს გა­და­ლა­ხეს. მა­შინ "მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბიც" პარ­ლა­მენტს გა­რეთ დარ­ჩნენ. სი­ტუ­ა­ცია მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ვით იყო, მაგ­რამ აბა­ში­ძე გა­მო­ვი­და "დიდ ფოს­ტას", უფრო მეტი მან­და­ტი მო­ი­თხო­ვა. ამან გა­ნა­პი­რო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აყ­ვი­რე­ბა. ნანა დევ­და­რი­ან­მა შე­დე­გე­ბი ერთი თვე არ გა­მო­ა­ცხა­და და სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტრო­ლი გვი­ჭირ­და. ვიხ­ვე­წე­ბო­დით, გა­მო­ა­ცხა­დეთ შე­დე­გე­ბი, პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა-მეთ­ქი!

- რა ხდე­ბო­და, ხე­ლოვ­ნუ­რად ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და?

- ვაჭ­რო­ბა მი­დი­ო­და... 6 კა­ცის მან­დატს გა­და­ა­ყო­ლეს ყვე­ლა­ფე­რი. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" და­წყე­ბუ­ლი, "ლე­ი­ბო­რის­ტე­ბით" დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ად­გი­ლე­ბი ყვე­ლას გა­ყი­დუ­ლი ჰქონ­და და მან­და­ტე­ბი არ ჰყოფ­ნი­დათ!

- რა ღირ­და ერთი სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტი?

- 250.000 დო­ლა­რი.

- მა­ჟო­რი­ტა­რო­ბაც?

- თან­ხა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და. 350.000 დო­ლა­რი­დან იწყე­ბო­და. ჩემი მი­ნის­ტრო­ბის დროს სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბა მარ­თლაც გამჭვირ­ვა­ლე გავ­ხა­დე. ამათ შე­ნო­ბე­ბი რომ გა­ხა­დეს გამჭვირ­ვა­ლე, ეგრე კი არ იყო! ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი მი­ნის­ტრი არ ვყო­ფილ­ვარ. დღეს კი იმას მე­და­ვე­ბი­ან, რა­ტომ არ ის­რო­ლეთ და კარი რა­ტომ გა­უ­ღე­თო?

მე კარი არ გა­მი­ღია, უკ­ნი­დან მაწ­ვე­ბოდ­ნენ...

- ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბიც უნდა მი­გე­ღოთ.

- სად იყო ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი, ან ვინ იცო­და, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის და­იღ­ვრე­ბო­და თუ არა ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის სის­ხლი, მა­შინ როცა ვაჭ­რო­ბა მი­დი­ო­და ორ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას შო­რის? სის­ხლის ღვრის ფა­სად არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ ღირს, მით უმე­ტეს, ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამად ნამ­დვი­ლად არ ღირ­და. ყვე­ლამ ის მი­ი­ღო, რა­საც იმ­სა­ხუ­რებ­და!

"'ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ყვე­ლა­ზე მე­ტად ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნი­ა­სი ეში­ნო­და, რად­გან სა­ჯა­როდ არა­სო­დეს ვი­მუქ­რე­ბო­დი და ტაქ­ტი­კუ­რად ვმოქ­მე­დებ­დი. დღეს შე­ვარ­დნა­ძე მე­და­ვე­ბა, კარი შენ გა­ა­ღეო! ყვე­ლა­ზე კარ­გად მან იცის, კარი ვინ გა­ა­ღო! კო­ლინ პა­უ­ელ­საც კი და­ვა­რეკ­ვი­ნე მას­თან, რათა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­ე­უქ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ და­ვი­ყო­ლიე.

- არ­ჩევ­ნე­ბის გა­უქ­მე­ბით რას მი­ვი­ღებ­დით?

- მე პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მზად ვი­ყა­ვი. მზად იყ­ვნენ ე.წ. "სა­ჯა­ი­ას ბი­ჭე­ბიც". კერ­ძოდ, სულ­ხან მო­ლაშ­ვილს შან­სი ჰქონ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი გამ­ხდა­რი­ყო.

რუ­სე­თიც მხარს გვი­ჭერ­და.

- რუ­სე­ბის ერ­თგუ­ლი დარ­ჩით?

- მე ჩემი ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი ვი­ყა­ვი და ვიქ­ნე­ბი ყო­ველ­თვის. მინ­და რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

- ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნა­ტო­ზე უა­რის თქმას ნიშ­ნავს...

- ერთხელ უსუ­ფაშ­ვილ­მა იკი­თხა, ნა­ტოს კარი ღიაა და შე­მო­ვი­დე­თო? წლე­ბია, ღია კარ­ში ვერ შევ­დი­ვართ და...

- მერე თქვენ ხომ კა­რის გა­ღე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ხართ?

- მე მხო­ლოდ და­ხუ­რულ კარს ვუხ­სნი სა­ქარ­თვე­ლოს, რა­საც რუ­სე­თი ჰქვია და ამი­ტომ ვთა­ვა­ზობ მას­თან ერ­თად სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ერ­თი­ა­ნო­ბა­ში გა­წევ­რე­ბას, რაც და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი შან­სია. აქვე მინ­და ვთქვა, რომ 2011 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი და რუ­სეთ­ში ორი წლის წინ ჩა­მო­ვე­დი. სხვე­ბი­ვით არ გავ­ქცე­ულ­ვარ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!"

"მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!"

საქართველოში პოლიტიკური მარათონი გახსნილად გამოცხადდა - საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დაინიშნა. ჰოდა, მოსკოველმა "გრუზინებმაც" გაიღვიძეს, ზოგმა (პრეზიდენტობის ამბიციით შეპყრობილმა) საარჩევნო "ხვანცალი" დაიწყო, ზოგმაც პოლიტიკური სტარტი არცთუ შორეული საპარლამენტო არჩევნებისთვის აიღო. ამ უკანასკნელთა რიცხვშია ჩვენი დღევანდელი სტუმარი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთთან მეგობრობაში ხედავს...

- განაცხადეთ, რომ ქართულ პოლიტიკაში აპირებთ მოსვლას. ამის ამბიცია რატომ გაგიჩნდათ?

- მე ყველაზე მძიმე, რუსული ვექტორის თემით შემოვედი, ფაქტობრივად, საკუთარი თავი სალანძღავად გავიმეტე. საქართველოში დასავლური ვექტორი ძალიან მოდურია, რამაც ეროვნული ფასეულობები ჩაკლა. რუსული ვექტორი ქვეყანაში პოლიტიკურ კონკურენციას შექმნის. დღეს დასავლეთი საქართველოში აუცილებელ მინიმუმს აკეთებს. მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!

- პატრუშევის გარდა, რომელიც დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, ვის ესაუბრებით?

- ამაზე მეტს ვიღას უნდა ვესაუბრო? ვხვდები პოლიტოლოგებს, დუმის წევრებს...

- როდისთვის გეგმავთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას?

- საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამორიცხულია, ადგილობრივი არჩევნებისთვის ვგეგმავდი, მაგრამ ამ დროში ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებას ვერ შევძლებთ, უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის.

- ვინ შეიძლება ვიხილოთ თქვენ გვერდით?

- ისინი, ვინც პრორუსულ ძალად მოიაზრებიან. თუმცა ჯერჯერობით პოლიტიკურად პრანჭიაობენ და ვნახოთ..

- თქვენს პარტიაში შეიძლება ოქრუაშვილიც ვიხილოთ?

- არა მგონია. ვფიქრობ, ოქრუაშვილმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა.

- განაცხადეთ, რომ ბურჯანაძესა და კუკავასთან ითანამშრომლებდით. როგორც ვიცი, მათ უარი განაცხადეს.

- კუკავა ჭკვიანი ბიჭია, კარგი ორატორი, და რაც მთავარია, პრორუსია.

- ბურჯანაძე და კუკავა რომ აცხადებენ, პრორუსები არა ვართო?

- დიახ, თუმცა კუკავა დღესაც ფიქრობს... აქაურ ქართველებთანაც მაქვს მოლაპარაკება, რაც ყველაზე რთული პროცესია, რადგან ცნობილი "ფეისების" უმეტესობა სააკაშვილთან თანამშრომლობდა.

- თუ იცნობთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს?

- ლევან სანიკიძის სიტყვებს მოვიშველიებ, ერთხელ ვკითხე, ამას და ამას თუ იცნობ-მეთქი? მე არ ვიცნობ, მაგრამ ის ხომ მიცნობსო... ასეა ჩემი საქმეც.

- რახან სანიკიძეები ახსენეთ, აქვე გკითხავთ, ვინ იყო ის "კანონიერი ქურდი", ვის დახმარებასაც თავის დროზე გუბაზი გთხოვდათ?

- გუბაზი ჩემი შვილის ნათლიაა, ერთზე მთხოვა დახმარება, თუმცა იმ საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივად ვერ მოხერხდა.

- ვინ იყო ის, "კანონიერი ქურდი"?

- მას გარკვეული სტატუსი აქვს, მოსკოვში სამართლებრივი პრობლემა შეექმნა და მე, როგორც ადვოკატის სტატუსის მქონე, ისევე როგორც სხვა ქართველებს, მასაც მინდოდა, დავხმარებოდი.

- უახლეს ისტორიასაც გადავავლოთ თვალი. რა მოხდა 2003 წლის 23 ნოემბერს, გაუღეთ თუ არა კარი სააკაშვილს?

- ჩემგან მტრის ხატი იმათ შექმნეს, ვინც მიშასა და მის გუნდს გაუღეს კარი.

- ყველა ერთმანეთისკენ როგორ იშვერთ ხელს? ვის გულისხმობთ, დაასახელეთ.

- ხელისუფლების იმ ნაწილს, ვინც იმ დროს ამინდს ქმნიდა. ვგულისხმობ შევარდნაძეს, ჯორბენაძეს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აღმოაჩნდა, და "მოქკავშირს," რომელიც რეალობას იყო მოწყვეტილი.

- თქვენ, ანუ ძალოვან უწყებებს ვგულისხმობ, უდანაშაულონი იყავით?

- ბრალი ძალოვანებსაც მიგვიძღვის. იმ არჩევნებში სააკაშვილმა რეალურად 36 ადგილი აიღო, რაც პროპორციული სისტემით დაახლოებით პირველ-მეორე ადგილს ნიშნავდა. მაშინ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ ზაზა შენგელია აღმოჩნდა, რომელიც ჩემს პოზიციას იზიარებდა. ვამბობდი, მოდი, დავუთმოთ "ნაციონალებს" პროპორციულში პირველი-მეორე ადგილი-მეთქი, ჯამში 36 მანდატზე იყო ლაპარაკი. სამაგიეროდ, მაჟორიტარები ვერ გაჰყავდათ, რადგან უპირატესობა "მოქალაქეთა კავშირმა" (87 მანდატი) აიღო. ამაზე მიშა ერთი პირობით გვთანხმდებოდა, ბურჯანაძე-ჟვანიას პარტია პარლამენტში არ უნდა შესულიყო, როცა თავად რეალურად 7-8%-იანი ბარიერი ძლივს გადალახეს. მაშინ "მემარჯვენეებიც" პარლამენტს გარეთ დარჩნენ. სიტუაცია მოგვარებულივით იყო, მაგრამ აბაშიძე გამოვიდა "დიდ ფოსტას", უფრო მეტი მანდატი მოითხოვა. ამან განაპირობა "ნაციონალების" აყვირება. ნანა დევდარიანმა შედეგები ერთი თვე არ გამოაცხადა და სიტუაციის კონტროლი გვიჭირდა. ვიხვეწებოდით, გამოაცხადეთ შედეგები, პროცესები უმართავი გახდება-მეთქი!

- რა ხდებოდა, ხელოვნურად ჭიანურდებოდა?

- ვაჭრობა მიდიოდა... 6 კაცის მანდატს გადააყოლეს ყველაფერი. "ნაციონალებიდან" დაწყებული, "ლეიბორისტებით" დამთავრებული, ადგილები ყველას გაყიდული ჰქონდა და მანდატები არ ჰყოფნიდათ!

- რა ღირდა ერთი სადეპუტატო მანდატი?

- 250.000 დოლარი.

- მაჟორიტარობაც?

- თანხა საარჩევნო ოლქის მიხედვით განისაზღვრებოდა. 350.000 დოლარიდან იწყებოდა. ჩემი მინისტრობის დროს სამინისტროს მუშაობა მართლაც გამჭვირვალე გავხადე. ამათ შენობები რომ გახადეს გამჭვირვალე, ეგრე კი არ იყო! ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელი მინისტრი არ ვყოფილვარ. დღეს კი იმას მედავებიან, რატომ არ ისროლეთ და კარი რატომ გაუღეთო?

მე კარი არ გამიღია, უკნიდან მაწვებოდნენ...

- ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, რადიკალური ზომებიც უნდა მიგეღოთ.

- სად იყო ქვეყნის ინტერესები, ან ვინ იცოდა, ქვეყნის ინტერესებისთვის დაიღვრებოდა თუ არა ქართველი ბიჭების სისხლი, მაშინ როცა ვაჭრობა მიდიოდა ორ პოლიტიკურ ძალას შორის? სისხლის ღვრის ფასად არც ერთი ხელისუფლების შენარჩუნება არ ღირს, მით უმეტეს, ის ხელისუფლება ამად ნამდვილად არ ღირდა. ყველამ ის მიიღო, რასაც იმსახურებდა!

"'ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტად ვალერი ხაბურძანიასი ეშინოდა, რადგან საჯაროდ არასოდეს ვიმუქრებოდი და ტაქტიკურად ვმოქმედებდი. დღეს შევარდნაძე მედავება, კარი შენ გააღეო! ყველაზე კარგად მან იცის, კარი ვინ გააღო! კოლინ პაუელსაც კი დავარეკვინე მასთან, რათა არჩევნების შედეგები გაეუქმებინა, მაგრამ ვერ დავიყოლიე.

- არჩევნების გაუქმებით რას მივიღებდით?

- მე პოლიტიკური საქმიანობისთვის მზად ვიყავი. მზად იყვნენ ე.წ. "საჯაიას ბიჭებიც". კერძოდ, სულხან მოლაშვილს შანსი ჰქონდა, პოლიტიკური პარტიის ლიდერი გამხდარიყო.

რუსეთიც მხარს გვიჭერდა.

- რუსების ერთგული დარჩით?

- მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვიყავი და ვიქნები ყოველთვის. მინდა რუსეთი საქართველოს საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ.

- ეს ავტომატურად ნატოზე უარის თქმას ნიშნავს...

- ერთხელ უსუფაშვილმა იკითხა, ნატოს კარი ღიაა და შემოვიდეთო? წლებია, ღია კარში ვერ შევდივართ და...

- მერე თქვენ ხომ კარის გაღების სპეციალისტი ხართ?

- მე მხოლოდ დახურულ კარს ვუხსნი საქართველოს, რასაც რუსეთი ჰქვია და ამიტომ ვთავაზობ მასთან ერთად სამხედრო-პოლიტიკურ ერთიანობაში გაწევრებას, რაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი შანსია. აქვე მინდა ვთქვა, რომ 2011 წლამდე საქართველოში ვიყავი და რუსეთში ორი წლის წინ ჩამოვედი. სხვებივით არ გავქცეულვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა