კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძე - პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ
ნინო ბურჯანაძე - პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ

პო­ლი­ტი­კა­ში კა­ცებ­მა ვერ გა­ა­მარ­თლეს, დროა ქა­ლე­ბი მი­ვეხ­მა­როთ, - ეს გან­ცხა­დე­ბა "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ფა­რე­ულ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამომ­რჩე­ველ­მა 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ხმა მის­ცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და არა კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას. "თქვე­ნი სოფ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრშია ლა­ფან­ყუ­რი და არ შე­მიძ­ლია შარ­შან­დელ მოვ­ლე­ნებს არ შე­ვე­ხო, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­ვო­კა­ცი­ამ მძი­მე შე­დე­გებმ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა და ეს საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია და ამ პრო­ვო­კა­ცი­ის ზო­გი­ერ­თი შე­მოქ­მე­დი ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რჩე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ბურ­ჯა­ნა­ძემ.

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რომ ყუ­რძნის ფასი წელს ერთი ლარი იქ­ნე­ბა, კარ­გია, თუმ­ცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მისი აზ­რით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია.

"არ­ჩევ­ნე­ბია და ყუ­რძნის მო­სა­ვალ­ში მა­ღალ ფასს დაგ­პირ­დათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ორი თვის წინ არ იყო არ­ჩევ­ნე­ბი და კა­ხელ გლე­ხებს ატა­მი ხე­ებ­ზე და­გილ­პათ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსუ­სუ­რია დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც რო­გორც სა­ში­ნაო, ასე­ვე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ვარ­დნე­ბი აქვს. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დღემ­დე ვერ მო­ა­ხერ­ხა თუნ­დაც ყა­ზა­ხეთ­ში ჩას­ვლა და ინ­ვეს­ტი­ის მო­ზიდ­ვა, რომ ერთი სა­წარ­მო მა­ინც გახ­სნი­ლი­ყო და მო­სა­ვა­ლი არ გა­და­გე­ყა­რათ", - აღ­ნიშ­ნა ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, ვის მი­იჩ­ნევს კონ­კუ­რენ­ტად მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, ბურ­ჯა­ნა­ძე ამ­ბობს, რომ ის უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა. "კან­დი­და­ტე­ბის სიმ­რავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არც ერთი კან­დი­და­ტი არ მი­მაჩ­ნია ჩემ კონ­კუ­რენ­ტად. შე­საძ­ლოა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ავ­ტო­რი­ტეტ­მა და დიდ­მა ფულ­მა გა­მი­წი­ოს მცი­რე კონ­კუ­რენ­ცია, თუმ­ცა, ვერც კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი და ვერც სხვა მე კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­მი­წევს", - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ნა­ფა­რე­უ­ლი­დან სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში, ეთ­ნი­კურ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ემ­გზავ­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნინო ბურჯანაძე - პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ

ნინო ბურჯანაძე - პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ

პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ, - ეს განცხადება ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველმა 1-ელ ოქტომბერს ხმა მისცა სამართლიანობის აღდგენას და არა კოჰაბიტაციას. ”თქვენი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრშია ლაფანყური და არ შემიძლია შარშანდელ მოვლენებს არ შევეხო, როდესაც ხელისუფლების პროვოკაციამ მძიმე შედეგებმდე მიგვიყვანა და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია და ამ პროვოკაციის ზოგიერთი შემოქმედი ისევ თანამდებობაზე რჩება”, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლების განცხადება, რომ ყურძნის ფასი წელს ერთი ლარი იქნება, კარგია, თუმცა ეს გადაწყვეტილება, მისი აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

”არჩევნებია და ყურძნის მოსავალში მაღალ ფასს დაგპირდათ ხელისუფლება. ორი თვის წინ არ იყო არჩევნები და კახელ გლეხებს ატამი ხეებზე დაგილპათ. აბსოლუტურად უსუსურია დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში ჩავარდნები აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დღემდე ვერ მოახერხა თუნდაც ყაზახეთში ჩასვლა და ინვესტიის მოზიდვა, რომ ერთი საწარმო მაინც გახსნილიყო და მოსავალი არ გადაგეყარათ”, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, ვის მიიჩნევს კონკურენტად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბურჯანაძე ამბობს, რომ ის უალტერნატივოა. ”კანდიდატების სიმრავლის მიუხედავად, არც ერთი კანდიდატი არ მიმაჩნია ჩემ კონკურენტად. შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა და დიდმა ფულმა გამიწიოს მცირე კონკურენცია, თუმცა, ვერც კოალიციის კანდიდატი და ვერც სხვა მე კონკურენციას ვერ გამიწევს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

”დემოკრატიული მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი ნაფარეულიდან სოფელ ყარაჯალაში, ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ინტერპრესნიუსი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა