პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელისუფალთა საყურადღებოდ! ბატონებო, ჯერ წვრილმანები მოაწესრიგეთ და მერე გადადით მსხვილმანებზე!
ხელისუფალთა საყურადღებოდ! ბატონებო, ჯერ წვრილმანები მოაწესრიგეთ და მერე გადადით მსხვილმანებზე!

ამ წე­რი­ლის და­წე­რა 17 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა. სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ცნო­ბით, N140 ავ­ტო­ბუ­სის ერთ-ერთ გა­ჩე­რე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი­ო­რი ავი­და და მგზავრს ბი­ლე­თის წარ­დგე­ნა მოს­თხო­ვა. მგზავრს შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი გა­მო­ე­სარ­ჩლა, ალ­ბათ, კა­მა­თი­სას ინერ­ვი­უ­ლა და გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

მო­რა­ლის კი­თხვას არ ვა­პი­რებ და არც იმა­ში და­ეჭ­ვე­ბას, რომ წეს­რი­გი უნდა იყოს ყველ­გან - ავ­ტო­ბუს­შიც, გზებ­ზეც, სა­დარ­ბა­ზო­ებ­შიც, პარ­კებ­შიც, მაგ­რამ წეს­რი­გის დაც­ვა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბუ­ჩად აგ­დე­ბა­ში არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს.

ხომ ვი­თომ წვრილ­მა­ნია კონ­ტრო­ლი­ო­რი­სა და მგზავ­რის ურ­თი­ერ­თო­ბა? მაგ­რამ ამ წვრილ­მანს ტრა­გე­დია მოჰ­ყვა. ჩვენ­თვის მი­სა­ბაძ და სა­ოც­ნე­ბო (ყო­ველ­გვა­რი ირო­ნი­ის გა­რე­შე ვამ­ბობ ამას) და­სავ­ლეთ­ში ჯერ ეს წვრილ­მა­ნე­ბი მო­ა­წეს­რი­გეს და მერე გა­და­ვიდ­ნენ მსხვილ­მა­ნებ­ზე. მა­გა­ლი­თად, იქ კონ­ტრო­ლი­ო­რი უბი­ლე­თო მგზავრს არ გა­მო­ლან­ძღავს და სა­ჯა­როდ არ და­ამ­ცი­რებს (პა­რა­ლელს არ ვავ­ლებ ავ­ტო­ბუს­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან, უბ­რა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად რომ ხდე­ბა ასე, ყვე­ლამ იცის). თუ გა­ბე­დავს კონ­კრე­ტულ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლე­ბენ და თავ­ბედს აწყევ­ლი­ნე­ბენ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ ფაქ­ტებ­ზე ვინ­მეს რომ ეჩივ­ლა და საქ­მეც მო­ე­გო, ალ­ბათ, თბი­ლი­სის მე­რია კარ­გა ხნის გა­კოტ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. მე­რი­ა­საც, მის კონ­ტრო­ლი­ო­რებ­საც და სხვა სამ­სა­ხუ­რებ­საც ჩვენ ვუხ­დით ფულს, ამი­ტომ კე­თი­ლი ინე­ბონ და ის­წავ­ლონ ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მაგ­რამ "სითი-პარ­კის" არ იყოს, თბი­ლის­ში რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ფერს უკუღ­მა აკე­თე­ბენ. ნორ­მა­ლუ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯერ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას მო­ა­წეს­რი­გებ­და, ქუ­ჩებ­ში მკა­ფი­ოდ მო­ნიშ­ნავ­და, სად და რამ­დე­ნი ხნით შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა, მო­ა­წყობ­და ავ­ტო­სად­გო­მებს და შემ­დეგ შე­მო­ი­ღებ­და მკაცრ სან­ქცი­ებს, თბი­ლისს კი "სითი-პარ­კი" შე­უ­სი­ეს და ეს კომ­პა­ნია წყვეტ­და, ჰქონ­და თუ არა მძღოლს კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე "გა­ჩე­რე­ბის" უფ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, 100-იდან 100 შემ­თხვე­ვა­ში მძღო­ლი ტყუ­ო­და. რო­გორ წყვეტ­დნენ ამას, უც­ნო­ბია, სა­მა­გი­ე­როდ, მი­ზა­ნია ნა­თე­ლი და დი­ა­დი - ფუ­ლის ამო­ღე­ბა ჩვე­ნი კის­რი­დან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ხელისუფალთა საყურადღებოდ! ბატონებო, ჯერ წვრილმანები მოაწესრიგეთ და მერე გადადით მსხვილმანებზე!

ხელისუფალთა საყურადღებოდ! ბატონებო, ჯერ წვრილმანები მოაწესრიგეთ და მერე გადადით მსხვილმანებზე!

ამ წერილის დაწერა 17 აგვისტოს თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ გადამაწყვეტინა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, N140 ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე კონტროლიორი ავიდა და მგზავრს ბილეთის წარდგენა მოსთხოვა. მგზავრს შუახნის მამაკაცი გამოესარჩლა, ალბათ, კამათისას ინერვიულა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

მორალის კითხვას არ ვაპირებ და არც იმაში დაეჭვებას, რომ წესრიგი უნდა იყოს ყველგან - ავტობუსშიც, გზებზეც, სადარბაზოებშიც, პარკებშიც, მაგრამ წესრიგის დაცვა საკუთარი მოქალაქეების აბუჩად აგდებაში არ უნდა გადაიზარდოს.

ხომ ვითომ წვრილმანია კონტროლიორისა და მგზავრის ურთიერთობა? მაგრამ ამ წვრილმანს ტრაგედია მოჰყვა. ჩვენთვის მისაბაძ და საოცნებო (ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ ამას) დასავლეთში ჯერ ეს წვრილმანები მოაწესრიგეს და მერე გადავიდნენ მსხვილმანებზე. მაგალითად, იქ კონტროლიორი უბილეთო მგზავრს არ გამოლანძღავს და საჯაროდ არ დაამცირებს (პარალელს არ ვავლებ ავტობუსში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან, უბრალოდ, საქართველოში ხშირად რომ ხდება ასე, ყველამ იცის). თუ გაბედავს კონკრეტულ სატრანსპორტო კომპანიას სასამართლოში უჩივლებენ და თავბედს აწყევლინებენ.

წარმოიდგინეთ, საქართველოში ასეთ ფაქტებზე ვინმეს რომ ეჩივლა და საქმეც მოეგო, ალბათ, თბილისის მერია კარგა ხნის გაკოტრებული იქნებოდა. მერიასაც, მის კონტროლიორებსაც და სხვა სამსახურებსაც ჩვენ ვუხდით ფულს, ამიტომ კეთილი ინებონ და ისწავლონ ჩვენთან ურთიერთობა. მაგრამ "სითი-პარკის" არ იყოს, თბილისში რატომღაც ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. ნორმალური ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებდა, ქუჩებში მკაფიოდ მონიშნავდა, სად და რამდენი ხნით შეიძლება მანქანის გაჩერება, მოაწყობდა ავტოსადგომებს და შემდეგ შემოიღებდა მკაცრ სანქციებს, თბილისს კი "სითი-პარკი" შეუსიეს და ეს კომპანია წყვეტდა, ჰქონდა თუ არა მძღოლს კონკრეტულ ადგილზე "გაჩერების" უფლება. რა თქმა უნდა, 100-იდან 100 შემთხვევაში მძღოლი ტყუოდა. როგორ წყვეტდნენ ამას, უცნობია, სამაგიეროდ, მიზანია ნათელი და დიადი - ფულის ამოღება ჩვენი კისრიდან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია