პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსახიობებთან დამოკიდებულებას თუ არ შეცვლიან და ტონს არ შეარბილებენ, არც "ალი და თეო" მინდა და არც "ბაში-აჩუკი"
"მსახიობებთან დამოკიდებულებას თუ არ შეცვლიან და ტონს არ შეარბილებენ, არც "ალი და თეო" მინდა და არც "ბაში-აჩუკი"

მსა­ხი­ო­ბი ზუზუ, იგი­ვე ზაზა ბეჟაშ­ვი­ლი ცოტა ხნის წინ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-ქარ­თულ სე­რი­ალ­ში - "ალი და თეო" იღებ­დნენ... ზუ­ზუს სე­რი­ა­ლებ­სა და კი­ნო­ში მუ­შა­ო­ბის საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და და მას­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ თე­მებ­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ, მაგ­რამ ხელ­ში ოდ­ნავ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი შეგ­ვრჩა, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-ქარ­თულ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას ერთ უსი­ა­მოვ­ნო ფაქტს გა­უ­ღი­ზი­ა­ნე­ბია...

- ზუზუ, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მუ­შა­ობ­დი... კი­დევ რო­მელ სე­რი­ალ­ში ყო­ფილ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი?

- არც ერთ სე­რი­ალ­ში არ მი­მუ­შა­ვია, თუ არ ჩავ­თვლით "დე­ტექ­ტი­ვებს", სა­დაც 2 სე­რი­ა­ში გა­და­მი­ღეს, იქ მა­ნი­ა­კის როლი მქონ­და. მა­შინ ჩავ­თვა­ლე, რომ კი­ნო­გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი და ის მა­ნი­ა­კის როლი ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გახ­ლდათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უსი­ა­მოვ­ნო პერ­სო­ნაჟს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დი. ისე, სხვა სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და უა­რის თქმა მი­წევ­და, რად­გა­ნაც კი­ნო­გა­და­ღე­ბე­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც მე­ცა­ლა სე­რი­ა­ლე­ბის­თვის. პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უცხო­ეთ­ში ხში­რად დავ­დი­ო­დი, თუმ­ცა ამ მხრივ არც ჩვენ­თან მო­მი­წყე­ნია. გა­მი­მარ­თლა - მე­ო­რე კურ­სი­დან კი­ნო­ში ვარ...

- მაგ­რამ ყვე­ლა კინო ხომ კინო არ არის?

- რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს კარ­გი და ცუდი კინო, ისე­ვე რო­გორც, კარ­გი და ცუდი სე­რი­ა­ლი... მოკ­ლედ, რაც უნდა უც­ნა­უ­რი იყოს, კი­ნომ უფრო გა­მა­თა­მა­მა, ვიდ­რე სე­რი­ალ­მა და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისევ ჩემ­თვის.

- რო­გორ ფიქ­რობ, სად გა­დის ზღვა­რი კარ­გსა და ცუდ სე­რი­ალ­სა თუ კი­ნოს შო­რის (ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ას ვგუ­ლის­ხმობ)?

- პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ­ბა­ვი, თუ რა­ზეა ესა თუ ის ნა­მუ­შე­ვა­რი აგე­ბუ­ლი. ჩვენ­თან უმე­ტე­სად, ჯერ გა­და­ღე­ბას იწყე­ბენ და მერე ფიქ­რო­ბენ და არ­კვე­ვენ, რაზე გა­და­ი­ღონ. არა­და, ჯერ ხომ უნდა გა­წუ­ხებ­დეს რა­ღაც, რომ მერე მო­გინ­დეს იმის გინდ ფილ­მად გა­დაქ­ცე­ვა და გინ­დაც - ნა­ხა­ტად, წიგ­ნად, სე­რი­ა­ლად... შემ­დეგ უკვე საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი, რო­მე­ლიც თა­ვის საქ­მე­ში კარ­გად ერ­კვე­ვა. ჩემი აზ­რით, ეს არის ყვე­ლაფ­რის ზღვა­რიც და სა­ზღვა­რიც.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" კი არის პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლი, მაგ­რამ რო­გორ გგო­ნია, ხა­რის­ხი გან­სა­ზღვრავს მის პო­პუ­ლა­რო­ბას?

- იცი, რას მივ­ხვდი? შე­მოქ­მე­დე­ბი­თად რაც უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზეა ესა თუ ის პრო­ექ­ტი, ნაკ­ლე­ბი ამ­ბი­ცი­ე­ბი აწუ­ხებთ იქ ადა­მი­ა­ნებს, მთლი­ა­ნად საქ­მე­ზე არი­ან გა­დარ­თუ­ლე­ბი. ასე რომ, იქ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­სა­ბა­მი­სია, ანა­ზღა­უ­რე­ბაც და მუ­შა­ო­ბაც სა­სი­ა­მოვ­ნოა. რაც შე­ე­ხე­ბა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს", მას­ზე ასე­თი აზრი მაქვს: ძა­ლი­ან კარ­გი სე­რი­ა­ლია. არაფ­რის ჩხირ­კე­დე­ლა­ო­ბას და გა­მო­ძი­ე­ბას არ და­ვი­წყებ, მხო­ლოდ ჩემს სუ­ბი­ექ­ტურ აზრს ვი­ტყვი: - მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ პირ­ვე­ლი 2 სე­ზო­ნი უკე­თე­სი იყო. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ იქ მა­შინ ჩემი გმი­რი აქ­ტი­უ­რობ­და. არა, უბ­რა­ლოდ, ასე მგო­ნია და არც ეს არის სე­რი­ა­ლის­თვის ტრა­გე­დია, რად­გა­ნაც ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს დრო ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის.

რაც შე­მე­ხე­ბა მე, ვფიქ­რობ, რომ ჩემი როლი არც ისე ცუ­დად გა­კეთ­და.

- დღეს რა­ტომ აღარ ხარ იქ?

- ამ კი­თხვით ალ­ბათ სცე­ნა­რისტს უნდა მი­მარ­თოთ. სე­რი­ალ­ში წინა პლან­ზე ბა­ბუ­ლი­კებ­მა წა­მო­ი­წი­ეს, - ამას იუ­მო­რით ვამ­ბობ, თო­რემ ბა­ბუ­ლი­კე­ბიც ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ქეთი დევ­და­რი­ა­ნიც (სცე­ნა­რის ავ­ტო­რი), მა­გა­რი გო­გოა და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, ჩემს თავს კი - ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- რას გვე­ტყვი იმ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-ქარ­თულ პრო­ექ­ტზე - სე­რი­ალ "ალი და თე­ო­ზე", რო­მელ­შიც ახლა გი­ღე­ბენ? მოგ­წონს?

- ჯერ ვერ მო­ვას­წა­რი მო­წო­ნე­ბა არ­მო­წო­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან სცე­ნა­რი მთლი­ა­ნად არ მაქვს წა­კი­თხუ­ლი. მას­ში ჩემი შეს­ვლა უეც­რად გა­და­წყდა. ამ გმირ­ზე ჩე­მამ­დე სხვა მუ­შა­ობ­და. მოკ­ლედ, ის ჩე­მით შეც­ვა­ლეს. თა­ვი­დან ტექ­ტე­ბის და­ზე­პი­რე­ბის დიდი პრობ­ლე­მა მქონ­და. თა­ნაც, წინა დღით მიგ­ზავ­ნიდ­ნენ... მერე იქ უხა­სი­ა­თო პრო­დი­უ­სერ­თან რა­ღაც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ნი­უ­ან­სი მოხ­და. ამას­თან, უხა­სი­ა­თო­ებ­თან კარ­გი ხა­სი­ა­თით არც მე გა­მო­ვირ­ჩე­ვი და...

მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს მა­ინც საღი და ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­სა­ზღვრავს, რა­ზეც უკვე ვი­ლა­პა­რა­კე. სა­დაც ამის დე­ფი­ცი­ტია, იქ ჩემი ად­გი­ლიც არ არის... ამი­ტომ, ამ პრო­ექ­ტზე ვერც ცუდს ვი­ტყვი და ვერც კარ­გს. მოკ­ლედ, ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბა.

- ახლა წარ­სულ­ში რომ გა­და­ვი­ნაც­ვლოთ და ვი­ლა­პა­რა­კოთ ფილ­მებ­ზე, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დი და წარ­მა­ტე­ბე­ბი გქო­ნია, პრი­ზი გად­მო­უ­ცი­ათ...

- სულ 9 მხატ­ვრულ ფილმში ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა, ეს დიდი ფილ­მოგ­რა­ფია არ არის, მაგ­რამ, ჩვენს დრო­ში, არც ცო­ტაა. აქე­დან 3 ნა­მუ­შე­ვა­რი კი­ნო­ფირ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი (ნამ­დვილ კი­ნო­ზე მაქვს ლა­პა­რა­კი). ამას რომ ვამ­ბობ, ეს იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ მო­წი­წე­ბით უნდა მე­ლა­პა­რა­კონ, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბებ­თან ცოტა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თუ არ შეც­ვლი­ან და ტონს არ შე­არ­ბი­ლე­ბენ, არც "ალი და თეო" მინ­და და არც "ბაში-აჩუ­კი"... აქვე ვი­ტყვი, რომ თავს არას­დროს ვი­მარ­თლებ.

- ხომ არ და­ტო­ვე კი­დეც პრო­ექ­ტი?

- სა­ერ­თოდ, ჩემ გამო გა­და­ღე­ბა არას­დროს ჩაშ­ლი­ლა და არც ერთ რე­ჟი­სორს თუ პრო­დუ­სერს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავს. არც ჩემი ნა­მუ­შევ­რით დარ­ჩე­ნი­ლა ვინ­მე გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი. მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ჩემ­ზე გა­მი­გია, რომ უთ­ქვამთ, - მძი­მე­აო. ამას ის ხალ­ხი ამ­ბობს, ვი­საც ჰგო­ნია, თუ უხე­ში ტო­ნით და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, ამით მი­გა­ნიშ­ნე­ბენ, რომ პრო­დუ­სე­რე­ბი არი­ან! ჰოდა, მეც ვახ­ვედ­რებ იქვე, რომ მე მსხი­ო­ბი ვარ!

მოკ­ლედ, მეტ და­ფა­სე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას ვუ­სურ­ვებ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვის სფე­რო­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ა­ლის­ვის უკვე გა­და­ღე­ბუ­ლია ჩემი გმი­რი და რა­ღა­ცე­ბი და­სამ­თავ­რე­ბე­ლია, რომ ხაზი არ და­ირ­ღვეს. რა თქმა უნდა, ამა­ში ხელს არა­ვის შე­ვუშ­ლი და მი­ვალ თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­ან, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვგიჟ­დე­ბი ისე მინ­და იქ მის­ვლა.

- შენი პრე­ტენ­ზია ქარ­თველ თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ პრო­დი­უ­სერს ეხე­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თველ პრო­დი­უ­სერს... თან, ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­ე­შა­ლა... მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ხომ ნი­უ­ან­სე­ბის­გან შედ­გე­ბა?… თო­რემ თვი­თონ ჯგუ­ფი არ არის ცუდი და არც ის პრო­დი­უ­სე­რი, რო­მელ­საც მარ­თლა პა­ტივს ვცემ. ყვე­ლას კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აგ­ვე­წყო, რე­ჟი­სორ ლე­ვან კი­ტი­ას­თან და გა­დამ­ღებ ჯგუფ­თა­ნაც.

- იმ პრიზ­ზე გვი­ამ­ბე, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის გად­მოგ­ცეს...

- კი, პრი­ზი ერთი მაქვს და ძა­ლი­ან მა­გა­რი - 2010 წელს, მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის "ოქ­როს აფ­რო­დი­ტე" გად­მო­მე­ცა ფილ­მის­თვის "გან­ყო­ფი­ლე­ბა". იმ ფეს­ტი­ვალ­ზე 140 ევ­რო­პუ­ლი კინო მო­ნა­წი­ლე­ობ­და და სულ ევ­რო­პუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი იყო წარ­დგე­ნი­ლი. ვინ იცის, იმ ნა­მუ­შევ­რებ­ში რამ­დე­ნი მსა­ხი­ო­ბი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ ის პრი­ზი მხო­ლოდ მე გად­მომ­ცეს. რა­მაც სტი­მუ­ლი მომ­ცა იმი­სა, რომ ამ საქ­მე­ში ვიყო და მივ­ხვდი, რა არის პრო­ფე­სი­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ისიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტი გახ­ლდათ, მაგ­რამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი (რუ­სე­ბი, ფრან­გე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი) იყო, ქარ­თვე­ლი მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი. რე­ჟი­სო­რი ილ­გარ სა­ფა­ტი სულ ერთ რა­მეს მთხოვ­და, სე­რი­ა­ლებ­ში არ ითა­მა­შოო (იმ პე­რი­ო­დის­თვის ჯერ არ მქონ­და ნა­თა­მა­შე­ვი). ახლა მან ბა­ქო­ში იმ სე­რი­ალ­ში მი­ხი­ლა, ალ­ბათ მის­გან ზარს უნდა ვე­ლო­დო, მაგ­რამ სე­რი­ა­ლებს არ უყუ­რებს და მგო­ნი, გა­დავ­რჩე­ბი.

- იმ პრიზს სა­ნაც­ვლოდ ფუ­ლა­დი ჯილ­დო თუ მოჰ­ყვა?

- პრიზს ფული არ მო­უ­ტა­ნია, მაგ­რამ დიდი სი­ხა­რუ­ლი კი მო­მი­ტა­ნა. ფილ­მის ჰო­ნო­რა­რი კი საკ­მა­ოდ კარ­გი იყო (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის).

- ახლა რას ელო­დე­ბი? არის რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!?

- მას შემ­დეგ არა­ერთ პრო­ექ­ტზე ვი­მუ­შა­ვე და ცოტა ხან­ში კი­დევ ვე­ლო­დე­ბი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს. მინ­და, რომ კი­დევ ერთხელ, ცოტა "კარ­გში ჩა­მე­ტი­ოს ფეხი".

ისე კი, მგო­ნია, რომ ერთ ოთახ­შიც შე­იძ­ლე­ბა ღი­რე­ბუ­ლი კი­ნოს გა­კე­თე­ბა. მოკ­ლედ, ყო­ველ­თვის მზად ვარ მუ­შა­ო­ბის­თვის.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"მსახიობებთან დამოკიდებულებას თუ არ შეცვლიან და ტონს არ შეარბილებენ, არც "ალი და თეო" მინდა და არც "ბაში-აჩუკი"

"მსახიობებთან დამოკიდებულებას თუ არ შეცვლიან და ტონს არ შეარბილებენ, არც "ალი და თეო" მინდა და არც "ბაში-აჩუკი"

მსახიობი ზუზუ, იგივე ზაზა ბეჟაშვილი ცოტა ხნის წინ ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ აზერბაიჯანულ-ქართულ სერიალში - "ალი და თეო" იღებდნენ... ზუზუს სერიალებსა და კინოში მუშაობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მასთან საუბარი სწორედ ამ თემებზე გადავწყვიტეთ, მაგრამ ხელში ოდნავ განაწყენებული მსახიობი შეგვრჩა, რომელიც აზერბაიჯანულ-ქართულ პროექტზე მუშაობისას ერთ უსიამოვნო ფაქტს გაუღიზიანებია...

- ზუზუ, "ჩემი ცოლის დაქალებში" მუშაობდი... კიდევ რომელ სერიალში ყოფილხარ საქართველოში დაკავებული?

- არც ერთ სერიალში არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით "დეტექტივებს", სადაც 2 სერიაში გადამიღეს, იქ მანიაკის როლი მქონდა. მაშინ ჩავთვალე, რომ კინოგადაღებაზე ვიყავი და ის მანიაკის როლი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო პერსონაჟს განვასახიერებდი. ისე, სხვა სერიალებიდანაც მქონია შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და უარის თქმა მიწევდა, რადგანაც კინოგადაღებებით ვიყავი დაკავებული და, საბედნიეროდ, არც მეცალა სერიალებისთვის. პროფესიიდან გამომდინარე, უცხოეთში ხშირად დავდიოდი, თუმცა ამ მხრივ არც ჩვენთან მომიწყენია. გამიმართლა - მეორე კურსიდან კინოში ვარ...

- მაგრამ ყველა კინო ხომ კინო არ არის?

- რა თქმა უნდა, არსებობს კარგი და ცუდი კინო, ისევე როგორც, კარგი და ცუდი სერიალი... მოკლედ, რაც უნდა უცნაური იყოს, კინომ უფრო გამათამამა, ვიდრე სერიალმა და, საბედნიეროდ, ისევ ჩემთვის.

- როგორ ფიქრობ, სად გადის ზღვარი კარგსა და ცუდ სერიალსა თუ კინოს შორის (ქართულ პროდუქციას ვგულისხმობ)?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამბავი, თუ რაზეა ესა თუ ის ნამუშევარი აგებული. ჩვენთან უმეტესად, ჯერ გადაღებას იწყებენ და მერე ფიქრობენ და არკვევენ, რაზე გადაიღონ. არადა, ჯერ ხომ უნდა გაწუხებდეს რაღაც, რომ მერე მოგინდეს იმის გინდ ფილმად გადაქცევა და გინდაც - ნახატად, წიგნად, სერიალად... შემდეგ უკვე საქმისადმი დამოკიდებულებაა და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც თავის საქმეში კარგად ერკვევა. ჩემი აზრით, ეს არის ყველაფრის ზღვარიც და საზღვარიც.

- "ჩემი ცოლის დაქალები" კი არის პოპულარული ტელესერიალი, მაგრამ როგორ გგონია, ხარისხი განსაზღვრავს მის პოპულარობას?

- იცი, რას მივხვდი? შემოქმედებითად რაც უფრო მაღალ საფეხურზეა ესა თუ ის პროექტი, ნაკლები ამბიციები აწუხებთ იქ ადამიანებს, მთლიანად საქმეზე არიან გადართულები. ასე რომ, იქ დამოკიდებულებაც შესაბამისია, ანაზღაურებაც და მუშაობაც სასიამოვნოა. რაც შეეხება "ჩემი ცოლის დაქალებს", მასზე ასეთი აზრი მაქვს: ძალიან კარგი სერიალია. არაფრის ჩხირკედელაობას და გამოძიებას არ დავიწყებ, მხოლოდ ჩემს სუბიექტურ აზრს ვიტყვი: - მეჩვენება, რომ პირველი 2 სეზონი უკეთესი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ იქ მაშინ ჩემი გმირი აქტიურობდა. არა, უბრალოდ, ასე მგონია და არც ეს არის სერიალისთვის ტრაგედია, რადგანაც ყოველთვის არსებობს დრო ხარვეზის გამოსწორებისთვის.

რაც შემეხება მე, ვფიქრობ, რომ ჩემი როლი არც ისე ცუდად გაკეთდა.

- დღეს რატომ აღარ ხარ იქ?

- ამ კითხვით ალბათ სცენარისტს უნდა მიმართოთ. სერიალში წინა პლანზე ბაბულიკებმა წამოიწიეს, - ამას იუმორით ვამბობ, თორემ ბაბულიკებიც ჩემი მეგობრები არიან. ქეთი დევდარიანიც (სცენარის ავტორი), მაგარი გოგოა და ყველას წარმატებას ვუსურვებ, ჩემს თავს კი - ბევრ საინტერესო პროექტში მონაწილეობას.

- რას გვეტყვი იმ აზერბაიჯანულ-ქართულ პროექტზე - სერიალ "ალი და თეოზე", რომელშიც ახლა გიღებენ? მოგწონს?

- ჯერ ვერ მოვასწარი მოწონება არმოწონება, ვინაიდან სცენარი მთლიანად არ მაქვს წაკითხული. მასში ჩემი შესვლა უეცრად გადაწყდა. ამ გმირზე ჩემამდე სხვა მუშაობდა. მოკლედ, ის ჩემით შეცვალეს. თავიდან ტექტების დაზეპირების დიდი პრობლემა მქონდა. თანაც, წინა დღით მიგზავნიდნენ... მერე იქ უხასიათო პროდიუსერთან რაღაც არასასიამოვნო ნიუანსი მოხდა. ამასთან, უხასიათოებთან კარგი ხასიათით არც მე გამოვირჩევი და...

მგონია, რომ ყველაფერს მაინც საღი და ჯანსაღი ურთიერთობები განსაზღვრავს, რაზეც უკვე ვილაპარაკე. სადაც ამის დეფიციტია, იქ ჩემი ადგილიც არ არის... ამიტომ, ამ პროექტზე ვერც ცუდს ვიტყვი და ვერც კარგს. მოკლედ, ვერ მივხვდი, რა ხდება.

- ახლა წარსულში რომ გადავინაცვლოთ და ვილაპარაკოთ ფილმებზე, რომლებშიც მონაწილეობდი და წარმატებები გქონია, პრიზი გადმოუციათ...

- სულ 9 მხატვრულ ფილმში ვარ გადაღებული. შეიძლება, ეს დიდი ფილმოგრაფია არ არის, მაგრამ, ჩვენს დროში, არც ცოტაა. აქედან 3 ნამუშევარი კინოფირზეა გადაღებული (ნამდვილ კინოზე მაქვს ლაპარაკი). ამას რომ ვამბობ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მოწიწებით უნდა მელაპარაკონ, მაგრამ მსახიობებთან ცოტა დამოკიდებულებას თუ არ შეცვლიან და ტონს არ შეარბილებენ, არც "ალი და თეო" მინდა და არც "ბაში-აჩუკი"... აქვე ვიტყვი, რომ თავს არასდროს ვიმართლებ.

- ხომ არ დატოვე კიდეც პროექტი?

- საერთოდ, ჩემ გამო გადაღება არასდროს ჩაშლილა და არც ერთ რეჟისორს თუ პროდუსერს უკმაყოფილება არ გამოუხატავს. არც ჩემი ნამუშევრით დარჩენილა ვინმე გაწბილებული. მაგრამ რატომღაც ჩემზე გამიგია, რომ უთქვამთ, - მძიმეაო. ამას ის ხალხი ამბობს, ვისაც ჰგონია, თუ უხეში ტონით დაგელაპარაკებიან, ამით მიგანიშნებენ, რომ პროდუსერები არიან! ჰოდა, მეც ვახვედრებ იქვე, რომ მე მსხიობი ვარ!

მოკლედ, მეტ დაფასებასა და პატივისცემას ვუსურვებ ნებისმიერ ადამიანს თავის სფეროში.

აღნიშნული სერიალისვის უკვე გადაღებულია ჩემი გმირი და რაღაცები დასამთავრებელია, რომ ხაზი არ დაირღვეს. რა თქმა უნდა, ამაში ხელს არავის შევუშლი და მივალ თუ საჭიროდ ჩათვლიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვგიჟდები ისე მინდა იქ მისვლა.

- შენი პრეტენზია ქართველ თუ აზერბაიჯანელ პროდიუსერს ეხება?

- სამწუხაროდ, ქართველ პროდიუსერს... თან, ძალიან ელემენტარული შეეშალა... მაგრამ ყველაფერი ხომ ნიუანსებისგან შედგება?… თორემ თვითონ ჯგუფი არ არის ცუდი და არც ის პროდიუსერი, რომელსაც მართლა პატივს ვცემ. ყველას კარგი ურთიერთობა აგვეწყო, რეჟისორ ლევან კიტიასთან და გადამღებ ჯგუფთანაც.

- იმ პრიზზე გვიამბე, რომელიც მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადმოგცეს...

- კი, პრიზი ერთი მაქვს და ძალიან მაგარი - 2010 წელს, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოქროს აფროდიტე" გადმომეცა ფილმისთვის "განყოფილება". იმ ფესტივალზე 140 ევროპული კინო მონაწილეობდა და სულ ევროპული ნამუშევრები იყო წარდგენილი. ვინ იცის, იმ ნამუშევრებში რამდენი მსახიობი იყო დაკავებული და გადაღებული, მაგრამ მიხარია, რომ ის პრიზი მხოლოდ მე გადმომცეს. რამაც სტიმული მომცა იმისა, რომ ამ საქმეში ვიყო და მივხვდი, რა არის პროფესიული ბედნიერება. ისიც აზერბაიჯანულ-ქართული პროექტი გახლდათ, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი მრავალეროვანი (რუსები, ფრანგები, აზერბაიჯანელები) იყო, ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. რეჟისორი ილგარ საფატი სულ ერთ რამეს მთხოვდა, სერიალებში არ ითამაშოო (იმ პერიოდისთვის ჯერ არ მქონდა ნათამაშევი). ახლა მან ბაქოში იმ სერიალში მიხილა, ალბათ მისგან ზარს უნდა ველოდო, მაგრამ სერიალებს არ უყურებს და მგონი, გადავრჩები.

- იმ პრიზს სანაცვლოდ ფულადი ჯილდო თუ მოჰყვა?

- პრიზს ფული არ მოუტანია, მაგრამ დიდი სიხარული კი მომიტანა. ფილმის ჰონორარი კი საკმაოდ კარგი იყო (ყოველ შემთხვევაში, ქართველი მსახიობისთვის).

- ახლა რას ელოდები? არის რაიმე საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- მას შემდეგ არაერთ პროექტზე ვიმუშავე და ცოტა ხანში კიდევ ველოდები ჩემთვის საინტერესო პროექტს. მინდა, რომ კიდევ ერთხელ, ცოტა "კარგში ჩამეტიოს ფეხი".

ისე კი, მგონია, რომ ერთ ოთახშიც შეიძლება ღირებული კინოს გაკეთება. მოკლედ, ყოველთვის მზად ვარ მუშაობისთვის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება