მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და დათო ვხუმრობდით, რომ პრინცი უილიამის შვილის დაბადებამ გადაფარა ჩვენი ქორწილი"
"მე და დათო ვხუმრობდით, რომ პრინცი უილიამის შვილის დაბადებამ გადაფარა ჩვენი ქორწილი"

ბოლო ერთი წელი ელი­სო ჩა­ფი­ძის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, შემ­დეგ - პარ­ლა­მენ­ტში და რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძე გახ­ლავთ. წყვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­იც­ნო ერ­თმა­ნე­თი და ის ფაქ­ტი, რომ ბა­ტო­ნი და­ვი­თი ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი აღ­მოჩ­ნდა, უამ­რავ­ჯერ და­ი­წე­რა. პო­ლი­ტი­კოს ქალ­ბა­ტონს თბი­ლის­ში შევ­ხვდით. ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე მთხო­ვა, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი აღარ სურს და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა­ზე გვე­სა­უბ­რა. ალ­ბათ და­ი­ღა­ლა, რად­გან ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის მე­უღ­ლე­ზე არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი გა­ავ­რცე­ლეს. ინ­ტერ­ვი­უ­ზე ელი­სოს მე­უღ­ლე ახ­ლდა. პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნი შეც­ვლი­ლია, უფრო ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლია...

- ელი­სო, რო­გორ შე­ფა­სებთ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, რო­გორც საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს?

- მე რომ გი­თხრათ, ვე­ლო­დი გი­ორ­გის და­სა­ხე­ლე­ბას-მეთ­ქი, მარ­თა­ლი არ ვიქ­ნე­ბი, რად­გან კან­დი­და­ტუ­რა კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რე­ბის­თვის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ეს იყო ბრძნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე მგო­ნი, გი­ორ­გი მარ­თლაც ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ლი­დე­რი იქ­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც კარ­გი პრე­ზი­დენ­ტი. მას არა­სო­დეს გა­უჩ­ნდე­ბა ცდუ­ნე­ბა, გას­ცდეს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებს. საბ­ჭო­თა ტი­პის მენ­ტა­ლო­ბა უნდა და­იმ­სხვრეს და ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე უნდა გა­და­ვი­დეს, სა­დაც ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ივ­ლი­ან აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე და მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდე­ბი­ან. რო­გორც მე ვიცი, გი­ორ­გი ხში­რად სე­ირ­ნობს რუს­თა­ველ­ზე, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს.

- არ­ჩევ­ნებს მუდ­მი­ვად ახლა­ვს კომ­პრო­მა­ტე­ბის ომი. რო­გორ ფი­ქრობთ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ნა­ცი­ო­ნა­ლებს არ ექ­ნე­ბათ კომ­პრო­მა­ტე­ბი გა­და­ნა­ხუ­ლი თქვე­ნი კან­დი­და­ტის წი­ნა­აღ­მდეგ?

- ეს ნა­ცა­დი მე­თო­დია და ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ში­ნე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა გა­მო­ვი­ა­რეთ. ბევ­რი რამე ვის­წავ­ლეთ ამის შე­დე­გად. ასე­თი დარ­ტყმის ქვეშ იშ­ვი­ა­თად აღ­მოჩ­ნდე­ბი ადა­მი­ა­ნი. შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის მოთ­მე­ნა ეკ­ლე­სი­უ­რა­დაც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის­თვის.

- ამ­ბო­ბენ, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც" აქვს გა­და­ნა­ხუ­ლი "სა­ინ­ტე­რე­სო" კომ­პრო­მა­ტე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ.

- ეს ის სფე­როა, სა­დაც შეს­ვლას არ ვა­პი­რებ. არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნო ის მე­თო­დი სხვის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც არ გინ­და, შენ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნონ. ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ცხოვ­რე­ბა სა­ჯა­როა. ის არის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ადა­მი­ა­ნი, მას აქვს თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ცხოვ­რობს სოფ­ლად.

- მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვად არის გან­სჯის სა­გა­ნი. ბო­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. ის ამ­ბობს, რომ სვა­ნეთ­ში მარ­გვე­ლაშ­ვილს ოჯ­ახურ მდგო­მა­რე­ო­ბას უწუ­ნე­ბენ.

- არა მგო­ნია, დე­პუ­ტა­ტის­გან ეს გან­ცხა­დე­ბა ეთი­კუ­რი იყოს ჩვე­ნი გუნ­დის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის მი­მართ. მთა­ვა­რი ის კი არ არის, მოგ­ვწონს თუ არა ერ­თმა­ნე­თი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ავი­ღეთ, რო­მე­ლიც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გას­ცა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გახ­ლავთ ამ რგო­ლის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ის უნდა გახ­დეს იმის გა­რან­ტი, რომ მო­მა­ვა­ლი ოთხი-ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შე­ას­რუ­ლებს და­ნა­პი­რებს. ჩემ­თვის გი­ორ­გის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა ნიშ­ნავს სტა­ბი­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას ევ­რო­პას­თან.

- რო­მელ ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კურ ლი­დერს გა­გო­ნებთ?

- პა­რა­ლელს ვერ გა­ვავ­ლებ, მაგ­რამ გერ­მა­ნი­ას ყო­ველ­თვის ჰყავს გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი, და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად ერე­ვა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბა­თუმ­ში სამ­ხედ­რო ხო­მალ­დზე საკ­მა­ოდ უხერ­ხუ­ლი შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ პრე­ზი­დენტს და პრე­მი­ერს. სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის დროს ივა­ნიშ­ვი­ლის და ამე­რი­კის ელ­ჩის სი­ცი­ლი ბევ­რმა ძა­ლი­ან ცუ­დად შე­ა­ფა­სა.

- მე რო­გორც ვხე­დავ­დი, ელჩს არ უთარ­გმნიდ­ნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­უ­ბარს. არ შე­მიძ­ლია, ადა­მი­ა­ნის მი­მი­კე­ბის გამო კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ვა­კე­თო. შე­საძ­ლოა, ეს პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, ან მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­შია აგ­ვის­ტოს ომის გამო. თუმ­ცა მე მგო­ნია, მთელ მსოფ­ლი­ოს ეცი­ნე­ბა ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნის შემ­დეგ. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ჩვენ­გან დანა-ჩან­გლით ითხოვ­და მტრის მო­გე­რი­ე­ბას. თბი­ლი­სი ერთი წუ­თით არ და­მი­ტო­ვე­ბია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ძნე­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია, თუ ბავ­შვო­ბა­ში არ ხარ ჩარ­ჩე­ნი­ლი, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მტე­რი დანა-ჩან­გლით რო­გორ უნდა მო­ი­გე­რიო. ეს ცოტა რთუ­ლია (იღი­მე­ბა). თუ ბა­ტო­ნი ბაქ­რა­ძე ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­და­ლი იქ­ნე­ბა, იმე­დია, თავ­დაც­ვას რჩე­ვას არ მის­ცემს, რომ მტრის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად დანა-ჩან­გა­ლი და კომ­პი­უ­ტე­რე­ბი მო­ამ­ზა­დონ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"მე და დათო ვხუმრობდით, რომ პრინცი უილიამის შვილის დაბადებამ გადაფარა ჩვენი ქორწილი"

"მე და დათო ვხუმრობდით, რომ პრინცი უილიამის შვილის დაბადებამ გადაფარა ჩვენი ქორწილი"

ბოლო ერთი წელი ელისო ჩაფიძის ცხოვრებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა. ჯერ ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა, შემდეგ - პარლამენტში და რამდენიმე კვირის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული დავით მიქაბერიძე გახლავთ. წყვილმა რამდენიმე თვის წინ გაიცნო ერთმანეთი და ის ფაქტი, რომ ბატონი დავითი ამნისტირებული პატიმარი აღმოჩნდა, უამრავჯერ დაიწერა. პოლიტიკოს ქალბატონს თბილისში შევხვდით. ინტერვიუს დაწყებამდე მთხოვა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი აღარ სურს და მხოლოდ პოლიტიკაზე გვესაუბრა. ალბათ დაიღალა, რადგან ბოლო დროს სოციალურ ქსელში მის მეუღლეზე არასასიამოვნო ინფორმაციები გაავრცელეს. ინტერვიუზე ელისოს მეუღლე ახლდა. პოლიტიკოსი ქალბატონი შეცვლილია, უფრო ბედნიერი და გახარებულია...

- ელისო, როგორ შეფასებთ გიორგი მარგველაშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს?

- მე რომ გითხრათ, ველოდი გიორგის დასახელებას-მეთქი, მართალი არ ვიქნები, რადგან კანდიდატურა კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრებისთვის გასაიდუმლოებული იყო. ეს იყო ბრძნული გადაწყვეტილება. მე მგონი, გიორგი მართლაც ევროპული ტიპის ლიდერი იქნება. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი გახდება და საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც კარგი პრეზიდენტი. მას არასოდეს გაუჩნდება ცდუნება, გასცდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს. საბჭოთა ტიპის მენტალობა უნდა დაიმსხვრეს და ქვეყანა დემოკრატიულ მმართველობაზე უნდა გადავიდეს, სადაც ყველა თანამდებობის პირი ჩვეულებრივი ადამიანი იქნება. ისინი ჩვეულებრივ ივლიან აღმაშენებელზე და მოსახლეობას შეხვდებიან. როგორც მე ვიცი, გიორგი ხშირად სეირნობს რუსთაველზე, ლექციებს კითხულობს.

- არჩევნებს მუდმივად ახლა­ვს კომპრომატების ომი. როგორ ფი­ქრობთ, წინასაარჩევნოდ ნაციონალებს არ ექნებათ კომპრომატები გადანახული თქვენი კანდიდატის წინააღმდეგ?

- ეს ნაცადი მეთოდია და ერთი წლის განმავლობაში საშინელი შეურაცხყოფა გამოვიარეთ. ბევრი რამე ვისწავლეთ ამის შედეგად. ასეთი დარტყმის ქვეშ იშვიათად აღმოჩნდები ადამიანი. შეურაცხყოფისა და ცილისწამების მოთმენა ეკლესიურადაც ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის.

- ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებასაც" აქვს გადანახული "საინტერესო" კომპრომატები "ნაციონალების" წი­ნააღმდეგ.

- ეს ის სფეროა, სადაც შესვლას არ ვაპირებ. არ უნდა გამოიყენო ის მეთოდი სხვის წინააღმდეგ, რაც არ გინდა, შენ წინააღმდეგ გამოიყენონ. ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატის ცხოვრება საჯაროა. ის არის ინტელექტუალი ადამიანი, მას აქვს თავისი პირადი ცხოვრება. ცხოვრობს სოფლად.

- მისი პირადი ცხოვრება მუდმივად არის განსჯის საგანი. ბოლოს უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ სვანეთში მარგველაშვილს ოჯ­ახურ მდგომარეობას უწუნებენ.

- არა მგონია, დეპუტატისგან ეს განცხადება ეთიკური იყოს ჩვენი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ. მთავარი ის კი არ არის, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, ხელისუფლებაში მოსვლით პასუხისმგებლობა იმ დაპირებების შესრულებაზე ავიღეთ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გასცა წინასაარჩევნოდ და გიორგი მარგველაშვილი გახლავთ ამ რგოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ის უნდა გახდეს იმის გარანტი, რომ მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" შეასრულებს დანაპირებს. ჩემთვის გიორგის ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს სტაბილურ ურთიერთობას ევროპასთან.

- რომელ ევროპულ პოლიტიკურ ლიდერს გაგონებთ?

- პარალელს ვერ გავავლებ, მაგრამ გერმანიას ყოველთვის ჰყავს გაწონასწორებული, კეთილშობილი, დამაბალანსებელი პრეზიდენტი, რომელიც იშვიათად ერევა პოლიტიკურ პროცესებში.

- რამდენიმე დღის წინ ბათუმში სამხედრო ხომალდზე საკმაოდ უხერხული შეხვედრა ჰქონდათ პრეზიდენტს და პრემიერს. სააკაშვილის გამოსვლის დროს ივანიშვილის და ამერიკის ელჩის სიცილი ბევრმა ძალიან ცუდად შეაფასა.

- მე როგორც ვხედავდი, ელჩს არ უთარგმნიდნენ სააკაშვილის საუბარს. არ შემიძლია, ადამიანის მიმიკების გამო კომენტარები გავაკეთო. შესაძლოა, ეს პრეზიდენტის გამოსვლით იყო გამოწვეული, ან მის მიმართ დამოკიდებულებით, რომელიც მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია აგვისტოს ომის გამო. თუმცა მე მგონია, მთელ მსოფლიოს ეცინება ტალიავინის დასკვნის შემდეგ. "ნაციონალების" პრეზიდენტობის კანდიდატი ჩვენგან დანა-ჩანგლით ითხოვდა მტრის მოგერიებას. თბილისი ერთი წუთით არ დამიტოვებია, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან განსხვავებით. ძნელად წარმომიდგენია, თუ ბავშვობაში არ ხარ ჩარჩენილი, რეალურ ცხოვრებაში მტერი დანა-ჩანგლით როგორ უნდა მოიგერიო. ეს ცოტა რთულია (იღიმება). თუ ბატონი ბაქრაძე ქვეყნის მთავარსარდალი იქნება, იმედია, თავდაცვას რჩევას არ მისცემს, რომ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად დანა-ჩანგალი და კომპიუტერები მოამზადონ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია