მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა მზის სისტემაში ახალი პატარა პლანეტა აღმოაჩინეს. პლანეტა მზის გარშემო სრულ შემობრუნებას 8.5 სთ ანდომებს. ახალ პლანეტას სახელად კეპლერ 78 d ეწოდა. მეცნიერების თქმით, მზესთან სიახლოვის გამო პლანეტაზე ტემპერატურა 2760° აღწევს.
იმის გამო, რომ პლანეტა დღეღამეში მზის გარშემო ბრუნვას ორჯერ ასწრებს, ახალი სინათლის წელიწადიც იქ დღეღამეში ორჯერ დგება.
სავარაუდოდ, პლანეტაზე სიცოცხლე არ არის, პლანეტის ზედაპირი მდუღარე ლავას მოგვაგონებს. პლანეტის მასა ცოტათი მეტია დედამიწის მასაზე.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.