სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმედა დარსალია: "პრემიერის ოჯახს - საკუთარი არხი, ქვეყანას კი ყველაზე თავისუფალი ტელეკომპანია აღარ აქვს"
იმედა დარსალია: "პრემიერის ოჯახს - საკუთარი არხი, ქვეყანას კი ყველაზე თავისუფალი ტელეკომპანია აღარ აქვს"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არ­ხის" ახა­ლი ამ­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი იმე­და დარ­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" მა­უ­წყებ­ლის და­ხურ­ვის თე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. დარ­სა­ლია თა­ვის წე­რილ­ში მად­ლო­ბას უხ­დის ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს.

"რაც დაგ­ვრჩა სათ­ქმე­ლი

სათ­ქმე­ლი ბევ­რი მაქვს, მაგ­რამ არ ვიცი რითი და­ვი­წყო. პირ­ველ რიგ­ში, ბო­დი­ში, რომ ამ მძი­მე დღეს მე თქვენ­გან სამი ათა­სი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით ვარ. ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. პირ­და­პირ სათ­ქმელ­ზე გა­და­ვალ და, სამ­წუ­ხა­როდ, უკვე წარ­სულ ფორ­მა­ში გე­ტყვით.

ჩვენ ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვით ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი მა­ყუ­რე­ბელ­თან ჩვე­ნი "ღია თა­მა­შით" და "ახა­ლით", ჩვენ ყო­ველ­თვის ვსვამ­დით შე­კი­თხვებს, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩვენ­გან ელო­და, ჩვენ ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლე­ბი ვრე­ა­გი­რებ­დით მა­ყუ­რებ­ლის ზა­რებ­სა და უამ­რავ წე­რილ­ზე, რო­მელ­საც ვი­ღებ­დით. დღეს ჩვენ უბ­რა­ლოდ ხმა­მაღ­ლა ვი­ტყვით, რომ "მე­ცხრე არხი" იყო სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტუ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ აქ ჩვენ ვი­ყა­ვით, ჩვენ იმ სა­ხე­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვცდი­ლობ­დით, რაც ჩვენ­გან წა­სულ კო­ლე­გებ­თან ერ­თად მო­ვი­პო­ვეთ. გვინ­დო­და, მათი და ჩვე­ნი სა­ერ­თო შრო­მა წყალ­ში არ ჩაგ­ვე­ყა­რა.

ჩვენ კი­დევ უფრო მეტი შევ­ძე­ლით, რაც არხზე მო­სუ­ლი ახა­ლი დი­რექ­ტო­რის პი­რო­ბებ­ში თა­ვი­დან არ გვე­გო­ნა. იყო და­ძა­ბუ­ლო­ბაც, მაგ­რამ უახ­ლო­ეს­მა 9 თვემ გვაჩ­ვე­ნა, რომ მან ბო­ლომ­დე და­იც­ვა ჩვე­ნი სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, და მე, რო­გორც ამ არ­ხის ახა­ლი ამ­ბე­ბის უკვე ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამა­ყი ვარ, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სვირ­ცე­ში "მე­ცხრე არხი" იყო ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა.

ასე­ვე მე­ა­მა­ყე­ბა, რომ არ­ხის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლან ჩვენ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და "მე­ცხრე არ­ხმა" უკვე აჩ­ვე­ნა ყვე­ლას გა­სა­ო­ცა­რი დე­მოკ­რა­ტია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში იყ­ვნენ ჩვე­ნი დიდი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რაფ­რით გვე­ხე­ბოდ­ნენ.

დიდი მად­ლო­ბა არ­ხის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, ახა­ლი ამ­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, თქვენ გა­ა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბა მო­გე­პო­ვე­ბი­ნათ, მათ­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყა­ვით ცი­ხის საკ­ნებ­ში, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, აქ­ცი­ებ­ზე, სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის დროს, ერთი სი­ტყვით ყველ­გან, სა­დაც კი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრი იყო. დღე­ი­დან ამ საქ­მის კე­თე­ბა ჩვენს კო­ლე­გებს მო­უ­წევთ სხვა არ­ხებ­ზე და მინ­და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვიყო, ღირ­სე­უ­ლად გა­არ­თმე­ვენ თავს.

დიდი მად­ლო­ბა ჩვენ რე­გი­ო­ნულ ბი­უ­რო­ებს - "მე­ცხრე არ­ხის" სიმ­დიდ­რეს გე­ძახ­დით ყო­ველ­თვის. თქვენ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი რე­გი­ო­ნუ­ლი სტა­ფი ხართ, რო­მე­ლიც "მე­ცხრე არ­ხმა" მო­ი­ძია და ამა­ში დიდი წვლი­ლი ირი­ნა თევ­დო­რაშ­ვილს მი­უ­ძღვის, მად­ლო­ბა მას ამის­თვის. კი­დევ ერთხელ გე­ტყვით - მე­ა­მა­ყე­ბა, რომ თქვენ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვე ძა­ლი­ან რთუ­ლი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი.

დიდი მად­ლო­ბა არ­ხის ახა­ლი ამ­ბე­ბის - წამ­ყვა­ნებს, რე­პორ­ტი­ო­რებს, რომ­ლებ­მაც დიდი შრო­მა ჩა­დეთ საქ­მე­ში, რომ მა­ყუ­რე­ბელს ეთ­ქვა ის თბი­ლი სი­ტყვე­ბი, რაც დღეს ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღე. ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

მად­ლო­ბა "ახა­ლის" და "ღია თა­მა­შის" ყვე­ლა უკვე ყო­ფილ პრო­დი­უ­სერს - თქვენ კარ­გი პრო­ექ­ტე­ბი შექ­მე­ნით.

ასე­ვე თბი­ლად მო­ვი­კი­თხავ და გა­მარ­ჯვე­ბას გი­ლო­ცავთ გრანტზე და­ფუძ­ნე­ბულ ზო­გი­ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რად­გან პრე­მი­ე­რის ოჯახს - სა­კუ­თა­რი არხი, ქვე­ყა­ნას კი ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია აღარ აქვს.

წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ

იმე­და დარ­სა­ლია

"მე­ცხრე არ­ხის" ახა­ლი ამ­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უკვე ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი", - წერს დარ­სა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

იმედა დარსალია: "პრემიერის ოჯახს - საკუთარი არხი, ქვეყანას კი ყველაზე თავისუფალი ტელეკომპანია აღარ აქვს"

იმედა დარსალია: "პრემიერის ოჯახს - საკუთარი არხი, ქვეყანას კი ყველაზე თავისუფალი ტელეკომპანია აღარ აქვს"

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ახალი ამბების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი იმედა დარსალია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მაუწყებლის დახურვის თემას გამოეხმაურა. დარსალია თავის წერილში მადლობას უხდის ყოფილ თანამშრომლებს.

"რაც დაგვრჩა სათქმელი

სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ არ ვიცი რითი დავიწყო. პირველ რიგში, ბოდიში, რომ ამ მძიმე დღეს მე თქვენგან სამი ათასი კილომეტრის დაშორებით ვარ. ეს ამბავი ჩემთვისაც მოულოდნელი და წარმოუდგენელია. პირდაპირ სათქმელზე გადავალ და, სამწუხაროდ, უკვე წარსულ ფორმაში გეტყვით.

ჩვენ ნამდვილად ვიყავით ყველაზე განსხვავებულები მაყურებელთან ჩვენი "ღია თამაშით" და "ახალით", ჩვენ ყოველთვის ვსვამდით შეკითხვებს, რასაც მაყურებელი ჩვენგან ელოდა, ჩვენ ყოველთვის პირველები ვრეაგირებდით მაყურებლის ზარებსა და უამრავ წერილზე, რომელსაც ვიღებდით. დღეს ჩვენ უბრალოდ ხმამაღლა ვიტყვით, რომ "მეცხრე არხი" იყო სრულიად დამოუკიდებელი და ყველაზე ობიექტური ტელეკომპანია. რატომ? იმიტომ, რომ აქ ჩვენ ვიყავით, ჩვენ იმ სახელის შენარჩუნებას ვცდილობდით, რაც ჩვენგან წასულ კოლეგებთან ერთად მოვიპოვეთ. გვინდოდა, მათი და ჩვენი საერთო შრომა წყალში არ ჩაგვეყარა.

ჩვენ კიდევ უფრო მეტი შევძელით, რაც არხზე მოსული ახალი დირექტორის პირობებში თავიდან არ გვეგონა. იყო დაძაბულობაც, მაგრამ უახლოესმა 9 თვემ გვაჩვენა, რომ მან ბოლომდე დაიცვა ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა, და მე, როგორც ამ არხის ახალი ამბების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ამაყი ვარ, რომ სატელევიზიო სვირცეში "მეცხრე არხი" იყო ყველაზე თავისუფალი მედიასაშუალება.

ასევე მეამაყება, რომ არხის მეპატრონეები არასოდეს ჩარეულან ჩვენ საქმიანობაში და "მეცხრე არხმა" უკვე აჩვენა ყველას გასაოცარი დემოკრატია. იმის მიუხედავად, რომ ყველა პოლიტიკურ ძალაში იყვნენ ჩვენი დიდი მოწინააღმდეგეები, რომლებიც მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით გვეხებოდნენ.

დიდი მადლობა არხის ყველა თანამშრომელს, ახალი ამბების დეპარტამენტს, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მაყურებლის ნდობა მოგეპოვებინათ, მათთან ერთად ყოფილიყავით ციხის საკნებში, სასამართლო პროცესებზე, აქციებზე, სტიქიური უბედურებების დროს, ერთი სიტყვით ყველგან, სადაც კი მოვლენების ეპიცენტრი იყო. დღეიდან ამ საქმის კეთება ჩვენს კოლეგებს მოუწევთ სხვა არხებზე და მინდა დარწმუნებული ვიყო, ღირსეულად გაართმევენ თავს.

დიდი მადლობა ჩვენ რეგიონულ ბიუროებს - "მეცხრე არხის" სიმდიდრეს გეძახდით ყოველთვის. თქვენ ყველაზე ძლიერი რეგიონული სტაფი ხართ, რომელიც "მეცხრე არხმა" მოიძია და ამაში დიდი წვლილი ირინა თევდორაშვილს მიუძღვის, მადლობა მას ამისთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით - მეამაყება, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე ძალიან რთული წელიწადნახევარი.

დიდი მადლობა არხის ახალი ამბების - წამყვანებს, რეპორტიორებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეთ საქმეში, რომ მაყურებელს ეთქვა ის თბილი სიტყვები, რაც დღეს ერთი დღის განმავლობაში მივიღე. ეს თქვენი დამსახურებაა.

მადლობა "ახალის" და "ღია თამაშის" ყველა უკვე ყოფილ პროდიუსერს - თქვენ კარგი პროექტები შექმენით.

ასევე თბილად მოვიკითხავ და გამარჯვებას გილოცავთ გრანტზე დაფუძნებულ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რადგან პრემიერის ოჯახს - საკუთარი არხი, ქვეყანას კი ყველაზე თავისუფალი ტელეკომპანია აღარ აქვს.

წარმატებებს გისურვებთ

იმედა დარსალია

"მეცხრე არხის" ახალი ამბების დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი", - წერს დარსალია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს