მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსის" ახალი ინიციატივა - ქაღალდის პარკები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად
"ბიბლუსის" ახალი ინიციატივა - ქაღალდის პარკები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად

"იყა­ვი ბიბ­ლუ­სე­ლი, და­ი­ცა­ვი გა­რე­მო", - მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი" ახალ მომ­სა­ხუ­რე­ბას გთა­ვა­ზობთ: ქა­ღალ­დის პარ­კე­ბი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის ნაც­ვლად.

ცოტა ხნის წინ, პირ­ვე­ლად "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, მე­ო­რა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბის ქა­ღალ­დე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პარ­კე­ბი გა­მოჩ­ნდა. "ბიბ­ლუ­სის" პიარ-მე­ნე­ჯე­რი, მა­ი­რი­ამ წა­მა­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ხმა­რებ­ლის პო­ზი­ცია და­დე­ბი­თია.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს პარ­კი კვლავ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­და­მუ­შა­ვე­ბას და არ უქ­მნის საფრ­თხეს გა­რე­მოს. სწო­რედ ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი, შე­ვი­ტა­ნოთ წვლი­ლი გა­რე­მოს დაც­ვა­ში. ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ სლო­გა­ნი "იყა­ვი ბიბ­ლუ­სე­ლი - და­ი­ცა­ვი გა­რე­მო". გვსურს, რომ ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ავი­ყო­ლი­ოთ და ჩავ­რთოთ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში, რათა ყვე­ლამ ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ ქვეყ­ნის ეკო­ლო­გი­ა­ზე", - აცხა­დებს მა­რი­ამ წა­მა­ლაშ­ვი­ლი.

კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ქსე­ლის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, რეზო გე­თი­აშ­ვი­ლი "ბიბ­ლუ­სის" წა­მო­წყე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა და აცხა­დებს, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის­თვის.

"მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და ის უფრო გრძელ­ვა­დი­ან შე­დე­გებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ადა­მი­ა­ნებ­ში ნელ-ნელა უნდა ამაღ­ლდეს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბა, ამ მხრივ "ბიბ­ლუ­სი" წარ­მო­ად­გენს პი­ო­ნერს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "ბიბ­ლუ­სის" სა­შუ­ა­ლე­ბით ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მივა ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ა­ნამ­დე", - აცხა­დებს გე­თი­აშ­ვი­ლი.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის შე­ფა­სე­ბით, გა­რე­მოს დაც­ვის კუ­თხით პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პა­კებს მრა­ვა­ლი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს, რად­გან ის წარ­მო­ად­გენს სა­შიშ ნარ­ჩენს.

"ჩვენ ამ პრობ­ლე­მებს ყო­ვე­ლი ფე­ხის გა­დად­გმა­ზე ვა­წყდე­ბით და კარ­გად ვი­ცით ცე­ლოფ­ნის პარ­კე­ბით რამ­დე­ნად არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო. ეს არის ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მა მსოფ­ლი­ო­ში და სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით ცდი­ლო­ბენ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, ერთ-ერთი მე­თო­დი არის ის, რომ შე­იც­ვა­ლოს პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი, მაგ­რამ ეს არ არის მარ­ტი­ვი, მთა­ვა­რია, შე­იც­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა.

ჩემი აზ­რით, "ბიბ­ლუ­სის" მიერ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნია, კონ­კრე­ტუ­ლად არა­მარ­ტო ცე­ლოფ­ნის პარ­კებს ჩა­ა­ნაც­ვლებს, არა­მედ შეც­ვლის ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა გე­თი­აშ­ვილ­მა.

სტას­ტი­კის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ო­ში 1 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 მი­ლი­ონ­ზე მეტი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი იყ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ბუ­ნე­ბა­ში 1000 წელ­ზე მეტ­ხანს რჩე­ბა. პო­ლი­ე­თი­ლე­ნის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და მისი ქა­ღალ­დის პარ­კე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის პრო­პა­გან­და დღეს მთელს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. "ბიბ­ლუ­სი" ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით სწო­რედ ამ წა­მო­წყე­ბას უერ­თდე­ბა.

თეა ბი­თა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ბიბლუსის" ახალი ინიციატივა - ქაღალდის პარკები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად

"ბიბლუსის" ახალი ინიციატივა - ქაღალდის პარკები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად

"იყავი ბიბლუსელი, დაიცავი გარემო", - მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ახალ მომსახურებას გთავაზობთ: ქაღალდის პარკები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად.

ცოტა ხნის წინ, პირველად "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, მეორადი გადამუშავების ქაღალდებისგან დამზადებული პარკები გამოჩნდა. "ბიბლუსის" პიარ-მენეჯერი, მაირიამ წამალაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით მომხმარებლის პოზიცია დადებითია.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს პარკი კვლავ ექვემდებარება გადამუშავებას და არ უქმნის საფრთხეს გარემოს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, შევიტანოთ წვლილი გარემოს დაცვაში. ჩვენ შევიმუშავეთ სლოგანი "იყავი ბიბლუსელი - დაიცავი გარემო". გვსურს, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებელი ავიყოლიოთ და ჩავრთოთ ამ ინიციატივაში, რათა ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე", - აცხადებს მარიამ წამალაშვილი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ქსელის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი, რეზო გეთიაშვილი "ბიბლუსის" წამოწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ცნობიერების ამაღლებისთვის.

"მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია და ის უფრო გრძელვადიან შედეგებს ემსახურება. ადამიანებში ნელ-ნელა უნდა ამაღლდეს გარემოსდაცვითი ცნობიერება, ამ მხრივ "ბიბლუსი" წარმოადგენს პიონერს. მნიშვნელოვანია, რომ "ბიბლუსის" საშუალებით ეს ინიციატივა მივა ძალიან ბევრ ადამიანამდე", - აცხადებს გეთიაშვილი.

გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის შეფასებით, გარემოს დაცვის კუთხით პოლიეთილენის პაკებს მრავალი უარყოფითი მხარე აქვს, რადგან ის წარმოადგენს საშიშ ნარჩენს.

"ჩვენ ამ პრობლემებს ყოველი ფეხის გადადგმაზე ვაწყდებით და კარგად ვიცით ცელოფნის პარკებით რამდენად არის დაბინძურებული გარემო. ეს არის ურთულესი პრობლემა მსოფლიოში და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას, ერთ-ერთი მეთოდი არის ის, რომ შეიცვალოს პოლიეთილენის პარკები, მაგრამ ეს არ არის მარტივი, მთავარია, შეიცვალოს ადამიანების ცნობიერება.

ჩემი აზრით, "ბიბლუსის" მიერ დაწყებული კამპანია, კონკრეტულად არამარტო ცელოფნის პარკებს ჩაანაცვლებს, არამედ შეცვლის ადამიანების ცნობიერებას", - აღნიშნა გეთიაშვილმა.

სტასტიკის თანახმად, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომლებიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. პოლიეთილენის მოხმარების შემცირებისა და მისი ქაღალდის პარკებით ჩანაცვლების პროპაგანდა დღეს მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. "ბიბლუსი" ახალი ინიციატივით სწორედ ამ წამოწყებას უერთდება.

თეა ბითაძე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს