საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქმა ირანელ სასულიერო პირს სთხოვა, გაქრისტიანებული ქართველები არ დასაჯონ
პატრიარქმა ირანელ სასულიერო პირს სთხოვა, გაქრისტიანებული ქართველები არ დასაჯონ

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ირა­ნელ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა დე­ლე­გა­ცი­ას უმას­პინ­ძლა. შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ი­მარ­თა და მას გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პირი აია­თო­ლა შაჰ­რის­ტა­ნი ეს­წრე­ბო­და. უწ­მინ­დეს­მა აი­თო­ლა შაჰ­რის­ტანს ირან­ში მცხოვ­რე­ბი გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ თხოვ­ნით მი­მარ­თა.

"მე მინ­და გთხო­ვოთ, თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, თქვენ­თან მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, როცა შაჰ-აბას­მა წა­იყ­ვა­ნა აქე­დან, მათი წი­ნაპ­რე­ბი იყ­ვნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი და ზო­გი­ერ­თი აქ რომ ჩა­მო­დის, ისევ ქრის­ტი­ა­ნო­ბას უბ­რუნ­დე­ბა. მე მინ­და გთხო­ვოთ, რომ არ და­სა­ჯოთ ისი­ნი, შე­იძ­ლე­ბა ეს?", - მი­მარ­თა უწ­მინ­დეს­მა თხოვ­ნით აია­თო­ლა შაჰ­რის­ტანს, რა­ზეც ირა­ნელ­მა სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დერ­მა უპა­სუ­ხა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­აწ­ვდის იგი აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ვი­საც სა­ჭი­როა".

"ეს სა­ხელ­მწი­ფოს ეხე­ბა, ჩვენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ აუ­ცი­ლებ­ლად, ამ თხოვ­ნას გა­ვი­ზი­ა­რებთ", - გა­ნა­ცხა­და აია­თო­ლა შაჰ­რის­ტან­მა.

შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში მა­მუ­კა არე­ში­ძე.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, აია­თო­ლა შაჰ­რის­ტა­ნი მე­ტად გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. მისი თქმით, შაჰ­რის­ტა­ნის ვი­ზი­ტი კავ­კა­სი­ის სივ­რცე­ში სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და უწ­მინ­დე­სის მი­მართ კე­თი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბაა.

ამას­თან, არე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, ირა­ნე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი ასე­ვე არის კავ­კა­სი­ა­ში ქრის­ტი­ა­ნებ­სა და მუ­სულ­მა­ნებს შო­რის სი­ტუ­ა­ცი­ის შეს­წავ­ლა.

რო­გორც არე­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტი სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ემ­თხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნულ და მუ­სულ­მა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტი ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა, რად­გან შაჰ­რის­ტა­ნი უზარ­მა­ზა­რი გავ­ლე­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­სარ­გებ­ლო ნა­ბი­ჯი იქნა გა­დად­გმუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

პატრიარქმა ირანელ სასულიერო პირს სთხოვა, გაქრისტიანებული ქართველები არ დასაჯონ

პატრიარქმა ირანელ სასულიერო პირს სთხოვა, გაქრისტიანებული ქართველები არ დასაჯონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ირანელ სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა და მას გავლენიანი სასულიერო პირი აიათოლა შაჰრისტანი ესწრებოდა. უწმინდესმა აითოლა შაჰრისტანს ირანში მცხოვრები გაქრისტიანებული ქართველების შესახებ თხოვნით მიმართა.

"მე მინდა გთხოვოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენთან მცხოვრები ქართველები, მოგეხსენებათ, როცა შაჰ-აბასმა წაიყვანა აქედან, მათი წინაპრები იყვნენ ქრისტიანები და ზოგიერთი აქ რომ ჩამოდის, ისევ ქრისტიანობას უბრუნდება. მე მინდა გთხოვოთ, რომ არ დასაჯოთ ისინი, შეიძლება ეს?", - მიმართა უწმინდესმა თხოვნით აიათოლა შაჰრისტანს, რაზეც ირანელმა სასულიერო ლიდერმა უპასუხა, რომ აუცილებლად მიაწვდის იგი აღნიშნულ ინფორმაციას "ვისაც საჭიროა".

"ეს სახელმწიფოს ეხება, ჩვენ სასულიერო პირები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ აუცილებლად, ამ თხოვნას გავიზიარებთ", - განაცხადა აიათოლა შაჰრისტანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აიათოლა შაჰრისტანი მეტად გავლენიანი სასულიერო პირია. მისი თქმით, შაჰრისტანის ვიზიტი კავკასიის სივრცეში სამშვიდობო ინიციატივებისა და უწმინდესის მიმართ კეთილი ურთიერთობების დემონსტრირებაა.

ამასთან, არეშიძის განცხადებით, ირანელი სასულიერო პირების ვიზიტის მიზანი ასევე არის კავკასიაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის სიტუაციის შესწავლა.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი საინტერესოდ დაემთხვა საქართველოში ქრისტიანულ და მუსულმანურ ურთიერთობებს. ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ნაყოფიერი იქნება, რადგან შაჰრისტანი უზარმაზარი გავლენის მქონე ადამიანია და საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში სასარგებლო ნაბიჯი იქნა გადადგმული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია