სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუბა ელიაშვილი - "მე-9 არხს" შესაძენად არაერთი დაინტერესებული პირი გამოუჩნდა
ლუბა ელიაშვილი - "მე-9 არხს" შესაძენად არაერთი დაინტერესებული პირი გამოუჩნდა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ლუბა ელი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "მე-9 არხს" შე­სა­ძე­ნად არა­ერ­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი გა­მო­უჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ლუბა ელი­აშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ა­კე­თა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მე-9 არ­ხი­სა" და "ინფო 9"-ის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი არა­ერ­თს პირს გა­უჩ­ნდა, თუმ­ცა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს "ინფო 9"-ის მხო­ლოდ ბრენ­დის შე­ძე­ნა სურთ.

ლუბა ელი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ჯერ არ შეხ­ვედ­რია ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხი­სა" და "ინფო 9"-ის მფლო­ბე­ლებს.

რო­გორც ელი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გუ­შინ­დე­ლი მძი­მე დღის შემ­დეგ დღეს დას­ვე­ნე­ბა სურ­და, თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან გა­მოჩ­ნდნენ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" და "ინფო-9"_ის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია პა­კე­ტე­ბი, რო­მელ­საც შეს­თა­ვა­ზე­ბენ პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ვე­ლებს. ელი­აშ­ვი­ლის თქმით, პა­კეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­მუ­შა­ოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

რო­გორც ლუბა ელი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნია "მე-9 არხზე" ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია, დათ­ვლი­ლია პა­სი­უ­რი და აქ­ტი­უ­რი აქ­ტი­ვე­ბი და სწო­რედ ამის წარ­დგე­ნა მოხ­დე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლე­ბის­თვის.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ლუბა ელი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ტექ­ნი­კა თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის 1/3 ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა. რო­გორც ლუბა ელი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ის კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, შე­ად­გენს სპე­ცი­ა­ლურ პა­კე­ტებს და ამის შემ­დეგ ის შეხ­ვდე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხი­სა" და "ინფო 9"-ის მფლო­ბე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლუბა ელიაშვილი - "მე-9 არხს" შესაძენად არაერთი დაინტერესებული პირი გამოუჩნდა

ლუბა ელიაშვილი - "მე-9 არხს" შესაძენად არაერთი დაინტერესებული პირი გამოუჩნდა

ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის განცხადებით, "მე-9 არხს" შესაძენად არაერთი დაინტერესებული პირი გამოუჩნდა. აღნიშნული განცხადება ლუბა ელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი ინფორმაციით, "მე-9 არხისა" და ”ინფო 9”-ის შეძენის სურვილი არაერთს პირს გაუჩნდა, თუმცა დაინტერესებულ პირებს "ინფო 9"-ის მხოლოდ ბრენდის შეძენა სურთ.

ლუბა ელიაშვილის განცხადებით, ის ჯერ არ შეხვედრია ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის მფლობელებს.

როგორც ელიაშვილმა განაცხადა, გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ დღეს დასვენება სურდა, თუმცა, ვინაიდან გამოჩნდნენ ტელეკომპანია "მე-9 არხის" და "ინფო-9"_ის შეძენის მსურველები, მოსამზადებელია პაკეტები, რომელსაც შესთავაზებენ პოტენციურ მყიდველებს. ელიაშვილის თქმით, პაკეტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამშრომელთა სამუშაოს შენარჩუნება.

როგორც ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, კომპანია "მე-9 არხზე" ჩატარებულია ინვენტარიზაცია, დათვლილია პასიური და აქტიური აქტივები და სწორედ ამის წარდგენა მოხდება პოტენციური მყიდველებისთვის.

გარდა ამისა, როგორც ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, ტელეკომპანია "მე-9 არხის" ტექნიკა თვითღირებულების 1/3 ფასად გაიყიდება. როგორც ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, ის კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ დოკუმენტაციას, შეადგენს სპეციალურ პაკეტებს და ამის შემდეგ ის შეხვდება ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის მფლობელებს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"