პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათობით ყოფილი მსჯავრდებულია შეკრებილი
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათობით ყოფილი მსჯავრდებულია შეკრებილი

პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის აქტი, რო­მე­ლიც პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის და ნა­სა­მარ­თლო­ბის მოხ­სნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის საფრ­თხეს არ შე­ი­ცავს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ან­დრო ბარ­ნოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან დი­ლი­დან შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­სე­ბენ შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას, შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, ნა­სა­მარ­თლო­ბი­სა და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის მოხ­სნის თხოვ­ნით.

რო­გორც ან­დრო ბარ­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ად­გილ­ზე მის­ვლით, ასე­ვე ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით, რის შემ­დე­გაც პრო­ცე­დუ­რუ­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცია მო­ი­თხოვს ამა თუ იმ პი­რის საქ­მის მა­სა­ლებს.

"არ მოხ­დე­ბა მა­სა­ლე­ბის ღრმა გან­ხილ­ვა და გა­და­ი­ხე­დე­ბა მხო­ლოდ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რათა ამა თუ იმ მსჯავ­რდე­ბულს სას­ჯე­ლი არ ჰქონ­დეს იმ მძი­მე მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­სნი­ლი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი არ იწყა­ლებს",-აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ად­მი­ნის­ტრა­ცია შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს გა­და­უგ­ზავ­ნის მა­სა­ლებს, რათა მოხ­დეს ნა­სა­მარ­თლო­ბის ან პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის მოხ­სნის დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი აქტი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქტი. ვიდ­რე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა ამო­ე­წუ­რე­ბა, მან გა­დად­გა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ამა თუ იმ მსჯავ­რდე­ბულს ნა­სა­მარ­თლო­ბის შემ­დეგ და­წე­სე­ბუ­ლე­ბულ შე­ზღუდ­ვებს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს და მათ მი­ე­ცე­მათ ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ან­დრო ბარ­ნოვ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ათო­ბით ყო­ფი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლია შეკ­რე­ბი­ლი. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის აქ­ტით კმა­ყო­ფი­ლი არი­ან.

პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გარ­კვე­ულ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის უკვე მო­ი­ხა­დეს სას­ჯე­ლი, ნა­სა­მარ­თლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა მო­ეხ­სნე­ბათ. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

შე­წყა­ლე­ბის აქტი არ ეხე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­მა­სარ­თლევ ადა­მი­ა­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათობით ყოფილი მსჯავრდებულია შეკრებილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათობით ყოფილი მსჯავრდებულია შეკრებილი

პრეზიდენტის შეწყალების აქტი, რომელიც პირობითი მსჯავრის და ნასამართლობის მოხსნას ითვალისწინებს, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამწვავების საფრთხეს არ შეიცავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრო ბარნოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დილიდან შეკრებილები არიან პირები, რომლებიც ავსებენ შესაბამის განცხადებას, შეწყალების აქტის საფუძველზე, ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის თხოვნით.

როგორც ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ტელეფონის მეშვეობით, რის შემდეგაც პროცედურულად ადმინისტრაცია მოითხოვს ამა თუ იმ პირის საქმის მასალებს.

"არ მოხდება მასალების ღრმა განხილვა და გადაიხედება მხოლოდ იმ მიმართულებით, რათა ამა თუ იმ მსჯავრდებულს სასჯელი არ ჰქონდეს იმ მძიმე მუხლების მიხედვით მოხსნილი, რომელსაც პრეზიდენტი არ იწყალებს",-აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

მისივე თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ადმინისტრაცია შესაბამის უწყებებს გადაუგზავნის მასალებს, რათა მოხდეს ნასამართლობის ან პირობითი მსჯავრის მოხსნის დოკუმენტის გაცემა.

"აღნიშნული აქტი არის მნიშვნელოვანი აქტი. ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, მან გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამა თუ იმ მსჯავრდებულს ნასამართლობის შემდეგ დაწესებულებულ შეზღუდვებს შეუმსუბუქებს და მათ მიეცემათ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების საშუალება", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათობით ყოფილი მსჯავრდებულია შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, პრეზიდენტის შეწყალების აქტით კმაყოფილი არიან.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გარკვეულ პირებს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადეს სასჯელი, ნასამართლობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

შეწყალების აქტი არ ეხებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნამასართლევ ადამიანებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"