პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანა ღურწკაია სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება
დიანა ღურწკაია სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი დი­ა­ნა ღურწკა­ია "სოჭი-2014"-ის ოლიმ­პი­უ­რი ჩი­რაღ­დნის ეს­ტა­ფე­ტა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. უსი­ნათ­ლო მომ­ღე­რა­ლი რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი ადა­მი­ა­ნი­დან აარ­ჩი­ეს, იგი 14 000 წევ­რის­გან შემ­დგარ სა­პა­ტიო გუნდში მოხ­ვდა, რო­მელ­საც თა­მა­შე­ბის და­წყე­ბამ­დე ოლიმ­პი­უ­რი ცე­ცხლის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას ან­დო­ბენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით ეს­ტა­ფე­ტის და­წყე­ბის დღე და მისი მარ­შრუ­ტი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ირ­კვა, რომ ერთ-ერთი დე­და­ქა­ლა­ქი, სა­დაც მას­შტა­ბუ­რი ეს­ტა­ფე­ტა გა­ივ­ლის გროზ­ნო იქ­ნე­ბა. სწო­რედ იქ მო­უ­წევს ღურწკა­ი­ას ცე­ცხლის ტა­რე­ბა.

თა­ვად დი­ა­ნას­თვის ამ­ბა­ვი სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა. და­ბა­დე­ბი­დან უსი­ნათ­ლო მომ­ღე­რალს ჩი­რაღ­დნით ხელ­ში სირ­ბილ­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან. მი­უ­ხე­და­ვად და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის სირ­თუ­ლი­სა, ღურწკა­ია გა­ხა­რე­ბუ­ლია, რომ ეს სა­პა­ტიო უფ­ლე­ბა სწო­რედ მას ერგო.

"ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი­დან მა­შინ და­მი­რე­კეს, რო­დე­საც ოჯახ­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში ვის­ვე­ნებ­დი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ოლიმ­პი­ა­დის და­წყე­ბამ­დე ძვე­ლი ელა­დას სული შე­ვიგ­რძე­ნი, რად­გან სწო­რედ ოლიმ­პი­ა­ში აინ­თო ოლიმ­პი­უ­რი ცე­ცხლი", - ამ­ბობს დი­ა­ნა.

მომ­ღე­რა­ლი და აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ოლიმ­პი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პირ­ვე­ლად არ იღებს. 2010 წელს ღურწკა­ია რუს პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლებს ამ­ხნე­ვებ­და და ვან­კუ­ვერ­ში ოლიმ­პი­ა­დის და­ხურ­ვა­ზე მღე­რო­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Heat.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

დიანა ღურწკაია სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება

დიანა ღურწკაია სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია "სოჭი-2014"-ის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას.  უსინათლო მომღერალი რამდენიმე ასეული ათასი ადამიანიდან აარჩიეს, იგი 14 000 წევრისგან შემდგარ საპატიო გუნდში მოხვდა, რომელსაც თამაშების დაწყებამდე ოლიმპიური ცეცხლის ტარების უფლებას ანდობენ.

ჯერჯერობით ესტაფეტის დაწყების დღე და მისი მარშრუტი გასაიდუმლოებულია. მიუხედავად ამისა, გაირკვა, რომ ერთ-ერთი დედაქალაქი, სადაც მასშტაბური ესტაფეტა გაივლის გროზნო იქნება. სწორედ იქ მოუწევს ღურწკაიას ცეცხლის ტარება.

თავად დიანასთვის ამბავი სიურპრიზი აღმოჩნდა. დაბადებიდან უსინათლო მომღერალს ჩირაღდნით ხელში სირბილში მოხალისეები დაეხმარებიან. მიუხედავად დასახული მიზნის სირთულისა, ღურწკაია გახარებულია, რომ ეს საპატიო უფლება სწორედ მას ერგო.

"ოლიმპიური კომიტეტიდან მაშინ დამირეკეს, როდესაც ოჯახთან ერთად საბერძნეთში ვისვენებდი, ძალიან გამიხარდა, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე ძველი ელადას სული შევიგრძენი, რადგან სწორედ ოლიმპიაში აინთო ოლიმპიური ცეცხლი", - ამბობს დიანა.

მომღერალი და აქტიური საზოგადო მოღვაწე ოლიმპიურ მოძრაობაში მონაწილეობას პირველად არ იღებს. 2010 წელს ღურწკაია რუს პარაოლიმპიელებს ამხნევებდა და ვანკუვერში ოლიმპიადის დახურვაზე მღეროდა.

მომზადებულია Heat.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება