საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო უწყება აფხაზეთში ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნის გამო შეშფოთებულია
საგარეო უწყება აფხაზეთში ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნის გამო შეშფოთებულია

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე "ტრანსსა­სა­ზღვრო ნაკ­რძა­ლის შექ­მნას".

რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მსგავ­სი ქმე­დე­ბა წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფას, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ მოს­კო­ვის მხრი­დან მის მი­ერ­ვე შექ­მნილ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­თან და­დე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი "შე­თან­ხმე­ბა" უკა­ნო­ნოა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის თა­ნახ­მად, რად­გან აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად არის რუ­სე­თის ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ.

რუ­სე­თის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნაკ­რძა­ლის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თა­ვად რუ­სე­თი სე­რი­ო­ზულ ზი­ანს აყე­ნებს აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნი­სა და შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლის უნი­კა­ლურ ეკო­სის­ტე­მას, სოჭ­ში და­გეგ­მი­ლი 2014 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­ტა­ნით.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გმობს მოს­კო­ვის უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, შე­წყვი­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა და შე­ას­რუ­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი", - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა რუ­სეთ-აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ზღვრის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი ნაკ­რძა­ლად გა­მო­ა­ცხა­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, პრე­მი­ერ­მა ტრანსსა­სა­ზღვრო რე­ზერ­ვა­ტის(ნაკ­რძა­ლის) შექ­მნის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბა 13 აგ­ვის­ტოს გა­მოს­ცა.

აქვე ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სულ-აფხა­ზუ­რი ტრანსსა­სა­ზღვრო რე­ზერ­ვა­ტის შექ­მნა და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას შექ­მნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი და ლან­დშაფ­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. გარ­და ამი­სა, ეს ხელს შე­უ­წყობს ორ­მხრივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი კომ­პლექ­სე­ბის და­სა­ცა­ვად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საგარეო უწყება აფხაზეთში ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნის გამო შეშფოთებულია

საგარეო უწყება აფხაზეთში ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნის გამო შეშფოთებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის რეგიონის მონაკვეთზე "ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნას".

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი ქმედება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვის მხრიდან მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი "შეთანხმება" უკანონოა საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ამჟამად არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ.

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ნაკრძალის შექმნის თაობაზე განსაკუთრებით არაადეკვატურია იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსეთი სერიოზულ ზიანს აყენებს აფხაზეთის რეგიონისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის უნიკალურ ეკოსისტემას, სოჭში დაგეგმილი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის ინერტული მასალების გატანით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის უკანონო გადაწყვეტილებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული პოლიტიკა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა. რუსული მედიის ცნობით, პრემიერმა ტრანსსასაზღვრო რეზერვატის(ნაკრძალის) შექმნის შესახებ განკარგულება 13 აგვისტოს გამოსცა.

აქვე ნათქვამია, რომ რუსულ-აფხაზური ტრანსსასაზღვრო რეზერვატის შექმნა დამატებით შესაძლებლობას შექმნის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს ორმხრივ თანამშრომლობას უნიკალური ბუნებრივი კომპლექსების დასაცავად.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?