გუშინ ია ფარულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერდა: "ჟურნალისტები მირეკავენ, ვიქნები თუ არა ახალ "დღის შოუში" ("იმედზე") და ასევე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში - პასუხი: "დღის შოუში" არ ვიქნები, არც ყოველდღე და არც კვირაში ერთხელ (რაც არ უნდა გადამიხადონ $$$$$), ხოლო თუ კარგად გადამიხდიან ($$$$), ჟიურში დავჯდები. აიტაცეთ, ჰე".
ვინაიდან ია თავად სცემს პირველ კითხვას პასუხს, ამიტომ ჩვენ მეორე საკითხით დავინტერესდით, - მართლაც მიიწვევენ თუ არა ია ფარულავას "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში და გადაუხდიან თუ არა სოლიდურ თანხას.
როგორც "ამბები.გე"-მ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, პროექტის ავტორები ია ფარულავას III სეზონის ჟიურის შემადგენლობაში მიწვევას არ აპირებენ და ეს საკითხი არც განუხილავთ.