პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო იმნაძე: "მე ღირსეული მამის შვილი ვარ და მის სახელს ყოველთვის დავიცავ"
ნატო იმნაძე:  "მე ღირსეული მამის შვილი ვარ და მის სახელს ყოველთვის დავიცავ"

მიმ­დი­ნა­რე წლის 12 აგ­ვის­ტოს "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" და­ი­ბეჭ­და აჭა­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის ას­ლან აბა­ში­ძის ვა­ჟის - გი­ორ­გი აბა­ში­ძის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც იგი შე­ე­ხო აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის (1991 წელს) ნო­დარ იმ­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის სა­კითხს. ნო­დარ იმ­ნა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნატო იმ­ნა­ძე გი­ორ­გი აბა­ში­ძეს სიც­რუ­ე­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და სურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი სი­მარ­თლე უთხრას.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თუ თქვენ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­გი­დე­ნი­ათ, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და ცხოვ­რე­ბა აგიკ­რძა­ლოთ. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, სამ­შობ­ლო­ში სიც­რუ­ით დაბ­რუ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში რე­პუ­ტა­ცი­ას ვერ აგი­მაღ­ლებთ.

პირ­ვე­ლი სიც­რუე: გი­ორ­გი აბა­ში­ძე აცხა­დებს, რომ ინ­ცი­დენ­ტის დროს დე­და­სა და ბე­ბი­ას­თან ერ­თად უზე­ნა­ეს საბ­ჭოს­თან იყო. მე მაქვს და ვფიქ­რობ, გი­ორ­გი­საც უნდა ჰქონ­დეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ას­ლე­ბი, სა­დაც გი­ორ­გი აბა­ში­ძის იქ ყოფ­ნის ან მოწ­მე­ო­ბის შე­სა­ხებ სი­ტყვაც არ არის ნათ­ქვა­მი. არც ერთი მოწ­მე და თვით მა­მა­მი­სი - ას­ლან აბა­ში­ძეც კი არ ადას­ტუ­რებს გი­ორ­გის, დე­და­მი­სის და ბე­ბი­ა­მი­სის ყოფ­ნას შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ და­მი­ნა­ხა, რო­გორ გად­მო­ვე­დი მან­ქა­ნი­დან ორი ია­რა­ღით ხელ­ში. ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბით და მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბით, თქვენ იქ არ ყო­ფილ­ხართ. და­გეხ­მა­რე­ბით და გა­გახ­სე­ნებთ: მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის შე­დე­გად (მათ შო­რის - მა­მათ­ქვე­ნის) გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მე მქონ­და ერთი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც ბუ­დი­დან არც ამო­მი­ღია. მა­მათ­ქვე­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მქონ­და, ვი­ნა­ი­დან ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რი ვი­ყა­ვი. ამ­ბობთ, თქვე­ნი თვა­ლით და­ი­ნა­ხეთ, რამ­დე­ნი­მე "ტიპ­მა" რო­გორ მი­ა­დო ია­რა­ღი თავ­ზე უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბას­თან მდგარ პო­ლი­ცი­ე­ლებს. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბა­ში მო­რი­გე­ობ­დნენ და თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ ფაქტს არ ადას­ტუ­რე­ბენ...

თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის პირ­ველ ეტაპ­ზე მა­მა­ჩემ­სა და ას­ლან აბა­ში­ძეს ნორ­მა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მაგ­რამ 1991 წლის 22-23 აპ­რილს ქ.ბა­თუმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი მი­ტინ­გის შემ­დეგ, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი ას­ლან აბა­ში­ძე გახ­ლდათ, მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა. მი­ტინ­გის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი ძა­ლე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბა იყო. ნო­დარ იმ­ნა­ძის ლიკ­ვი­და­ცი­აც (ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბა) მა­შინ იყო და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, რად­გან მა­მა­ჩე­მი, ეროვ­ნულ გვარ­დი­ას­თან ერ­თად, უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბი­დან უკა­ნა გა­სას­ვლე­ლით გა­ვი­და. ეს სიმ­ხდა­ლე არ იყო, პი­რი­ქით, მა­მა­ჩემ­მა მი­ი­ღო გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია გა­ა­რი­და მო­ტყუ­ე­ბულ ხალ­ხში (მო­მი­ტინ­გე­ებს ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლებ­მაც არც იცოდ­ნენ, რის­თვის ჩა­მო­იყ­ვა­ნეს) გა­რე­ულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ნა­ძი­რა­ლებს, რომ­ლებ­მაც უზე­ნა­ეს საბ­ჭოს­თან მის­ვლი­სას მო­ა­ხერ­ხეს და სამ­ჯერ გა­ის­რო­ლეს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მა­მა­ჩე­მის ბრძა­ნე­ბით, ეროვ­ნულ გვარ­დი­ას სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი არ გა­უხ­სნია (არა­და, ეს იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ზე), ამ აქ­ცი­ის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლებს კი სწო­რედ ეს სჭირ­დე­ბო­დათ, რათა ძმა­თა შო­რის სის­ხლის ღვრა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ამის შემ­დეგ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ნი­ღაბს ამო­ფა­რე­ბულ­მა ნა­ძი­რა­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და შე­ამ­ტვრი­ეს უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს კარი, შე­იჭრ­ნენ იმ­ნა­ძის კა­ბი­ნეტ­ში, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მი აღარ დახ­ვდათ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ნატო იმნაძე: "მე ღირსეული მამის შვილი ვარ და მის სახელს ყოველთვის დავიცავ"

ნატო იმნაძე:  "მე ღირსეული მამის შვილი ვარ და მის სახელს ყოველთვის დავიცავ"

მიმდინარე წლის 12 აგვისტოს "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის ვაჟის - გიორგი აბაშიძის ინტერვიუ, სადაც იგი შეეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილის (1991 წელს) ნოდარ იმნაძის მკვლელობის საკითხს. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო იმნაძე გიორგი აბაშიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და სურს, საზოგადოებას თავისი სიმართლე უთხრას.

- ბატონო გიორგი, თუ თქვენ დანაშაული არ ჩაგიდენიათ, არავის აქვს უფლება, საქართველოში ჩამოსვლა და ცხოვრება აგიკრძალოთ. თუმცა, ვფიქრობ, სამშობლოში სიცრუით დაბრუნება საზოგადოების თვალში რეპუტაციას ვერ აგიმაღლებთ.

პირველი სიცრუე: გიორგი აბაშიძე აცხადებს, რომ ინციდენტის დროს დედასა და ბებიასთან ერთად უზენაეს საბჭოსთან იყო. მე მაქვს და ვფიქრობ, გიორგისაც უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის ასლები, სადაც გიორგი აბაშიძის იქ ყოფნის ან მოწმეობის შესახებ სიტყვაც არ არის ნათქვამი. არც ერთი მოწმე და თვით მამამისი - ასლან აბაშიძეც კი არ ადასტურებს გიორგის, დედამისის და ბებიამისის ყოფნას შემთხვევის ადგილზე. გიორგი ამბობს, რომ დამინახა, როგორ გადმოვედი მანქანიდან ორი იარაღით ხელში. ბატონო გიორგი, გამოძიების მასალებით და მოწმეების ჩვენებით, თქვენ იქ არ ყოფილხართ. დაგეხმარებით და გაგახსენებთ: მოწმეების ჩვენებების შედეგად (მათ შორის - მამათქვენის) გამოძიებამ დაადგინა, რომ მე მქონდა ერთი იარაღი, რომელიც ბუდიდან არც ამომიღია. მამათქვენისგან განსხვავებით, მე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება მქონდა, ვინაიდან ეროვნული გვარდიის წევრი ვიყავი. ამბობთ, თქვენი თვალით დაინახეთ, რამდენიმე "ტიპმა" როგორ მიადო იარაღი თავზე უზენაესი საბჭოს შენობასთან მდგარ პოლიციელებს. პოლიციელები, რომლებიც შენობაში მორიგეობდნენ და თვითმხილველები ამ ფაქტს არ ადასტურებენ...

თანამდებობაზე დანიშვნის პირველ ეტაპზე მამაჩემსა და ასლან აბაშიძეს ნორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ 1991 წლის 22-23 აპრილს ქ.ბათუმში ჩატარებული არასანქცირებული ანტიეროვნული მიტინგის შემდეგ, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ასლან აბაშიძე გახლდათ, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიტინგის მთავარი მიზანი ხელისუფლებისთვის ეროვნული ძალების ჩამოშორება იყო. ნოდარ იმნაძის ლიკვიდაციაც (ლინჩის წესით გასამართლება) მაშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან მამაჩემი, ეროვნულ გვარდიასთან ერთად, უზენაესი საბჭოს შენობიდან უკანა გასასვლელით გავიდა. ეს სიმხდალე არ იყო, პირიქით, მამაჩემმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ეროვნული გვარდია გაარიდა მოტყუებულ ხალხში (მომიტინგეებს ვგულისხმობ, რომლებმაც არც იცოდნენ, რისთვის ჩამოიყვანეს) გარეულ შეიარაღებულ ნაძირალებს, რომლებმაც უზენაეს საბჭოსთან მისვლისას მოახერხეს და სამჯერ გაისროლეს ეროვნული გვარდიის მიმართულებით. მამაჩემის ბრძანებით, ეროვნულ გვარდიას საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია (არადა, ეს იყო შეიარაღებული თავდასხმა საკანონმდებლო ორგანოზე), ამ აქციის სულისჩამდგმელებს კი სწორედ ეს სჭირდებოდათ, რათა ძმათა შორის სისხლის ღვრა დაწყებულიყო. ამის შემდეგ მომიტინგეების ნიღაბს ამოფარებულმა ნაძირალებმა მოახერხეს და შეამტვრიეს უზენაესი საბჭოს კარი, შეიჭრნენ იმნაძის კაბინეტში, მაგრამ მამაჩემი აღარ დახვდათ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა