კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათუნა მგელაძე სიკვდილს აჩიკო მეფარიძემ გადაარჩინა
დათუნა მგელაძე სიკვდილს აჩიკო მეფარიძემ გადაარჩინა

და­თუ­ნა მგე­ლა­ძე ორი თვეა, რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და. მი­ზე­ზი ალ­ბათ არ გა­გაკ­ვირ­ვებთ. რო­გორც ყვე­ლა მომ­ღე­რალს, მა­საც უნდა, ამ პრო­ფე­სი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სავ­სე ცხოვ­რე­ბით იცხოვ­როს. და­თუ­ნას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჰქონ­დეს კონ­ცერ­ტე­ბი, წერ­დეს ახალ სიმ­ღე­რებს, მუ­შა­ობ­დეს ბენდთან ერ­თად და ამ ყვე­ლა­ფერს აუ­დი­ტო­რია უფა­სებ­დეს, აქ კი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა სულ უფრო ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და. მომ­ღე­რალ­მა რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ჩა­წე­რა, მაგ­რამ მათი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, ვი­ნა­ი­დან ზო­გა­დად შო­უ­ბიზ­ნე­სის სა-მყა­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო ნაკ­ლე­ბად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და და­ფა­სე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, რე­ზი­კო არჩვა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და მი­სი­ვე მიწ­ვე­ვით, მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი თვე საკ­მა­ოდ რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ და­თუ­ნა თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე რუ­სეთ­ში წას­ვლა?

- იდე­ის დო­ნე­ზე სულ მქონ­და, რომ სად­მე გავმგზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი ბე­დის საც­დე­ლად. სულ ვფიქ­რობ­დი წას­ვლა­ზე, მაგ­რამ სად, ეს არ მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი. და­მი­რე­კა თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლის ქმარ­მა, რე­ზი­კო არჩვა­ძემ. მი­თხრა, რომ ჰქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და სურ­და, მოს­კოვ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­ვი­გე, რომ გა­ა­კე­თა კომ­პა­ნია, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რა­ლი, მათ შო­რის, რა თქმა უნდა, თა­მუ­ნაც არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე გა­მო­დი­ან. ერთი დღე და­სა­ფიქ­რებ­ლად ვთხო­ვე. ვი­ფიქ­რე, აქ არა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბულს არ ვა­კე­თებ-მეთ­ქი და დავ­თან­ხმდი.

მოს­კოვ­ში ორი თვის წინ გა­მო­ვემ­გზრე. რო­გორც კი ჩა­მო­ვე­დი, და­მე­მარ­თა წი­თე­ლა. ორი კვი­რა ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვერ გა­ი­გეს, რა მჭირ­და. თა­ვი­დან ან­გი­ნა ეგო­ნათ, ექი­მი კი გა­მო­ვი­ძა­ხეთ, მაგ­რამ ვერ მიხ­ვდნენ, რომ წი­თე­ლა მქონ­და. შემ­დეგ, როცა ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი, სას­წრა­ფო­თი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ანა­ლი­ზე­ბი გა­მი­კე­თეს და ბა­ტო­ნე­ბი აღ­მო­მაჩ­ნდა. ათი დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რე და გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი, თუმ­ცა სურ­დო მა­ინც დამ­რჩა. ერთი თვის თავ­ზე და­ვი­წყე მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის­კენ სწრაფ­ვა, მა­ნამ­დე არ გა­მო­მი­ვი­და (იცი­ნის).

ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და მყავს ბენ­დი, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს ნიკა ადი­კაშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კარ­გად გა­ვუ­გე მუ­სი­კა­ლუ­რად. ვარ­ჩევთ რე­პერ­ტუ­არს, უკვე და­ვი­წყეთ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე გა­მოს­ვლა. რო­გორც აქა­უ­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, კარ­გი სტარ­ტი ავი­ღეთ, ძა­ლი­ან მალე აიდ­გი ფეხი და ცოტა ნუ გვა­ში­ნე­ბო. არა­ვის ვა­ში­ნებ, მაგ­რამ ჩემს საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად ხუ­თი­ან­ზე გა­ვა­კე­თებ (იღი­მის).

- რა­ტომ აში­ნებ?

- კონ­კუ­რენ­ცი­ას გუ­ლის­ხმობ­დნენ. აქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც წლე­ბია ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ. რეს­ტორ­ნებ­ში გა­მო­დი­ან და ეს აკ­მა­ყო­ფი­ლებთ, მაგ­რამ მე ამით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას არ ვა­პი­რებ. ახალ­გაზ­რდა ვარ და რა­ტო­მაც არ უნდა ვცა­დო ბედი? კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებს ბევ­რი მუ­სი­კო­სიც ეს­წრე­ბა, ზო­გა­დად მსმე­ნე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. თუ თავს კარ­გად წარ­მო­ა­ჩენ, დიდი შან­სია, რომ აქა­უ­რი შო­უ­ბიზ­ნე­სის ბა­ზარ­ზე გახ­ვი­დე. სამი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბას ჯერ არ გა­ვამ­ჟღავ­ნებ, რომ­ლე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, სექ­ტემ­ბრამ­დე დაგ­ვა­ცა­დე და ყვე­ლა­ფერს გა­გი­კე­თებ­თო. მე მათ­ზე დი­დად ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ ამ სამი ადა-მი­ა­ნი­დან ერ­თმა მა­ინც რომ შე­ას­რუ­ლოს პი­რო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. თავს კარ­გად ვგრძნობ და სა­ერ­თოდ არ ვნა­ნობ, რომ აქ ვარ.

- ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დახ­ვე­დი.

- რად­გან ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, რომ აქაც მინ­და კა­რი­ე­რა გა­ვი­კე­თო, ასე გა­მო­ვი­და. მინ­და, ავის­რუ­ლო ჩემი სურ­ვი­ლი და ასეც იქ­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი პირი უჩანს.

- ინ­ტერ­ვი­უმ­დე მე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ავად­მყო­ფო­ბი­სას მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან და­გიდ­გნენ გვერ­დში.

- რე­ზი­კო და თა­მუ­ნა ბო­ლომ­დე მედგნენ გვერ­დში და დიდი პა­ტი­ვი მცეს. ვი­ნა­ი­დან არ ვი­ცო­დი, რა მჭირ­და, ჩემ თავ­საც ვერ ვშვე­ლო­დი. მე ისე­თი ბატი ვარ, ვიწ­ვე­ბო­დი და უბ­რა­ლოდ, წამ­ლებს დავ­ლევ­დი, რაც თურ­მე წი­თე­ლას არ შვე­ლის. აჩი­კო მე­ფა­რი­ძემ რომ გა­ი­გო ჩემი ავად­მყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი, სას­წრა­ფოდ მო­ვი­და ჩემ სა­ნა­ხა­ვად და რად­გან ექი­მია, თქვა, ანა­ლი­ზე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუ­კე­თო­თო. ფაქ­ტობ­რი­ვად, აჩი­კომ გა­და­მარ­ჩი­ნა. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამ სამ ადა­მი­ანს, რად­გან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წო­ლი­სას ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ღა­მით ქვე­ვით იყ­ვნენ, რად­გან პა­ლა­ტა­ში არა­ვის უშ­ვებ­დნენ და ელო­დე­ბოდ­ნენ, რა­ი­მე რომ არ დამ­ჭირ­ვე­ბო­და.

- ოჯა­ხის წევ­რებ­მა მო­გი­წო­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- როცა ოჯახ­თან ცხოვ­რობ, ისი­ნი პირ­ვე­ლე­ბი ის­მე­ნენ შენს წუ­წუნს, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, კონ­ცერ­ტის "ლომ­კა" მქონ­და, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, რომ­ლე­ბიც არ ვი­ცო­დი, სად უნდა გა­მეშ­ვა და ასე უბ­რა­ლოდ მედო სახ­ლში.

- ეს პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ პე­რი­ოდს ეხე­ბა?

- არა, არა, კონ­ცერ­ტე­ბი მა­ნამ­დეც არ მქონ­და. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხში­რად მოს­წრე­ბი­ან ჩემს უხა­სი­ა­თოდ ყოფ­ნას, სულ ვკი­თხუ­ლობ­დი, რა­ტომ არ მქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი, მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. დე­და­ჩემს ვუ­თხა­რი, ჯერ ახალ­გაზ­რდა ვარ და წა­ვალ-მეთ­ქი. ერთი თვეა, რაც და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და ყვე­ლამ თუ არა, ნა­ხე­ვარ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა წრემ მა­ინც იცის, რომ არ­სე­ბობს ვინ­მე და­თუ­ნა მგე­ლა­ძე, რო­მე­ლიც არ­ცთუ ური­გოდ მღე­რის და ეს უკვე კარ­გია (იღი­მის).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

დათუნა მგელაძე სიკვდილს აჩიკო მეფარიძემ გადაარჩინა

დათუნა მგელაძე სიკვდილს აჩიკო მეფარიძემ გადაარჩინა

დათუნა მგელაძე ორი თვეა, რუსეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადავიდა. მიზეზი ალბათ არ გაგაკვირვებთ. როგორც ყველა მომღერალს, მასაც უნდა, ამ პროფესიისთვის დამახასიათებელი სავსე ცხოვრებით იცხოვროს. დათუნასთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს კონცერტები, წერდეს ახალ სიმღერებს, მუშაობდეს ბენდთან ერთად და ამ ყველაფერს აუდიტორია უფასებდეს, აქ კი, როგორც თავად ამბობს, ამის საშუალება სულ უფრო ნაკლებად ჰქონდა. მომღერალმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერა, მაგრამ მათი საზოგადოებისთვის წარდგენის საშუალება არ მიეცა, ვინაიდან ზოგადად შოუბიზნესის სა-მყარო საქართველოში სულ უფრო ნაკლებად აქტუალური და დაფასებულია. შესაბამისად, თამუნა ამონაშვილის მეუღლის, რეზიკო არჩვაძის ინიციატივით და მისივე მიწვევით, მოსკოვში გამგზავრება გადაწყვიტა, თუმცა პირველი თვე საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა. ამის შესახებ დათუნა თავად გვესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტე რუსეთში წასვლა?

- იდეის დონეზე სულ მქონდა, რომ სადმე გავმგზავრებულიყავი ბედის საცდელად. სულ ვფიქრობდი წასვლაზე, მაგრამ სად, ეს არ მქონდა გადაწყვეტილი. დამირეკა თამუნა ამონაშვილის ქმარმა, რეზიკო არჩვაძემ. მითხრა, რომ ჰქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და სურდა, მოსკოვში ჩავსულიყავი. გავიგე, რომ გააკეთა კომპანია, რომელშიც რამდენიმე მომღერალი, მათ შორის, რა თქმა უნდა, თამუნაც არის გაერთიანებული და კორპორატიულ საღამოებზე გამოდიან. ერთი დღე დასაფიქრებლად ვთხოვე. ვიფიქრე, აქ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ-მეთქი და დავთანხმდი.

მოსკოვში ორი თვის წინ გამოვემგზრე. როგორც კი ჩამოვედი, დამემართა წითელა. ორი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ვერ გაიგეს, რა მჭირდა. თავიდან ანგინა ეგონათ, ექიმი კი გამოვიძახეთ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ წითელა მქონდა. შემდეგ, როცა ძალიან ცუდად გავხდი, სასწრაფოთი საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც ანალიზები გამიკეთეს და ბატონები აღმომაჩნდა. ათი დღე საავადმყოფოში გავატარე და გამოვჯანმრთელდი, თუმცა სურდო მაინც დამრჩა. ერთი თვის თავზე დავიწყე მუსიკალური კარიერისკენ სწრაფვა, მანამდე არ გამომივიდა (იცინის).

ძალიან გამიმართლა და მყავს ბენდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნიკა ადიკაშვილი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც კარგად გავუგე მუსიკალურად. ვარჩევთ რეპერტუარს, უკვე დავიწყეთ კორპორატიულ საღამოებზე გამოსვლა. როგორც აქაური ქართველი მომღერლები მეუბნებიან, კარგი სტარტი ავიღეთ, ძალიან მალე აიდგი ფეხი და ცოტა ნუ გვაშინებო. არავის ვაშინებ, მაგრამ ჩემს საქმეს აუცილებლად ხუთიანზე გავაკეთებ (იღიმის).

- რატომ აშინებ?

- კონკურენციას გულისხმობდნენ. აქ ბევრი ადამიანია, რომლებიც წლებია ცხოვრობენ და მუშაობენ. რესტორნებში გამოდიან და ეს აკმაყოფილებთ, მაგრამ მე ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. ახალგაზრდა ვარ და რატომაც არ უნდა ვცადო ბედი? კორპორატიულ საღამოებს ბევრი მუსიკოსიც ესწრება, ზოგადად მსმენელიც ძალიან მომეწონა. თუ თავს კარგად წარმოაჩენ, დიდი შანსია, რომ აქაური შოუბიზნესის ბაზარზე გახვიდე. სამი ადამიანია, რომელთა ვინაობას ჯერ არ გავამჟღავნებ, რომლებიც მეუბნებიან, სექტემბრამდე დაგვაცადე და ყველაფერს გაგიკეთებთო. მე მათზე დიდად ჩამოკიდებული არ ვარ, მაგრამ ამ სამი ადა-მიანიდან ერთმა მაინც რომ შეასრულოს პირობა, რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნება. თავს კარგად ვგრძნობ და საერთოდ არ ვნანობ, რომ აქ ვარ.

- ფაქტობრივად, საცხოვრებლად გადახვედი.

- რადგან ასეთი ნაბიჯი გადავდგი, რომ აქაც მინდა კარიერა გავიკეთო, ასე გამოვიდა. მინდა, ავისრულო ჩემი სურვილი და ასეც იქნება, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირი უჩანს.

- ინტერვიუმდე მეუბნებოდი, რომ ავადმყოფობისას მეგობრები ძალიან დაგიდგნენ გვერდში.

- რეზიკო და თამუნა ბოლომდე მედგნენ გვერდში და დიდი პატივი მცეს. ვინაიდან არ ვიცოდი, რა მჭირდა, ჩემ თავსაც ვერ ვშველოდი. მე ისეთი ბატი ვარ, ვიწვებოდი და უბრალოდ, წამლებს დავლევდი, რაც თურმე წითელას არ შველის. აჩიკო მეფარიძემ რომ გაიგო ჩემი ავადმყოფობის ამბავი, სასწრაფოდ მოვიდა ჩემ სანახავად და რადგან ექიმია, თქვა, ანალიზები აუცილებლად უნდა გავუკეთოთო. ფაქტობრივად, აჩიკომ გადამარჩინა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ სამ ადამიანს, რადგან საავადმყოფოში წოლისას ათი დღის განმავლობაში ღამით ქვევით იყვნენ, რადგან პალატაში არავის უშვებდნენ და ელოდებოდნენ, რაიმე რომ არ დამჭირვებოდა.

- ოჯახის წევრებმა მოგიწონეს გადაწყვეტილება?

- როცა ოჯახთან ცხოვრობ, ისინი პირველები ისმენენ შენს წუწუნს, უკმაყოფილებას, კონცერტის ''ლომკა'' მქონდა, რაღაცის გაკეთება მინდოდა, რამდენიმე სიმღერა ჩავწერე, რომლებიც არ ვიცოდი, სად უნდა გამეშვა და ასე უბრალოდ მედო სახლში.

- ეს პირველი ოქტომბრის შემდეგ პერიოდს ეხება?

- არა, არა, კონცერტები მანამდეც არ მქონდა. ჩემი ოჯახის წევრები ხშირად მოსწრებიან ჩემს უხასიათოდ ყოფნას, სულ ვკითხულობდი, რატომ არ მქონდა კონცერტები, მუშაობის საშუალება. დედაჩემს ვუთხარი, ჯერ ახალგაზრდა ვარ და წავალ-მეთქი. ერთი თვეა, რაც დავიწყე მუშაობა და ყველამ თუ არა, ნახევარმა მუსიკალურმა წრემ მაინც იცის, რომ არსებობს ვინმე დათუნა მგელაძე, რომელიც არცთუ ურიგოდ მღერის და ეს უკვე კარგია (იღიმის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება