პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის დახურვის გადაწყვეტილება მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ
ბიძინა ივანიშვილი - "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის დახურვის გადაწყვეტილება მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი "მე-9 არხთან" და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "ახლა, როცა დგე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი - ახ­ლოვ­დე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ დე­მოკ­რა­ტი­ის კი­დევ ერთი ტეს­ტი უნდა ჩა­ა­ბა­როს".

"ეს არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გახ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის სა­წინ­და­რი. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ ჩა­ვა­ტა­როთ თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, რომ არა­ვინ, გან­სა­კუთ­რე­ბით ამომ­რჩე­ველ­მა, ეჭვი არ შე­ი­ტა­ნოს მის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში. ვგრძნობ იმ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც მა­კის­რია, რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­სა და კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერს.

ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა და დღე­საც მი­მაჩ­ნია, რომ ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია არ უნდა ჰქონ­დეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამას არ კრძა­ლავს. პი­რა­დად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერ­ხუ­ლო­ბას გვიქ­მნის, რაც არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დე კი­დეც.

არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თა­ნა­ვე მე და ჩემს ოჯახს გვინ­დო­და გაგ­ვეს­ხვი­სე­ბი­ნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არხი" და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინფო 9", მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გამო კი­დევ 10 თვე გა­ვა­ხან­გრძლი­ვეთ ამ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვე­ძებ­დით მყიდ­ველს, რო­მე­ლიც ამუ­შა­ვებ­და ამ მე­დი­ა­სა­შუ­ლე­ბებს. 16 აგ­ვის­ტოს, პა­რას­კევს, ბოლო მყიდ­ველ­მაც უარი გვი­თხრა.

მე პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, პირ­ვე­ლი­ვე წე­რილ­ში შევ­თა­ვა­ზე რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, რომ დრო­ე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, შე­ვის­ყი­დი­დი ტე­ლე­ვი­ზი­ას, თუმ­ცა, მა­შინ ამ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ყვე­ლამ უარი თქვა. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რა პი­რო­ბებ­ში უწევ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ოპო­ზი­ცი­ას საქ­მი­ა­ნო­ბა, ისიც ყვე­ლამ იცის, რამ­ხე­ლა ძალა აქვს ტე­ლე­ვი­ზი­ას. ნა­ცი­ო­ნა­ლურ მა­უ­წყებ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებ­და, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი მუ­შა­ობ­დნენ უზარ­მა­ზა­რი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წნე­ხის ქვეშ და მის რუ­პო­რად იყ­ვნენ ქცე­უ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩემს მე­უღ­ლეს გა­ეხ­სნა ტე­ლე­ვი­ზია.

არც მე და არც ჩემი ოჯა­ხი არა­სო­დეს ჩავ­რე­ულ­ვართ ტე­ლე­ვი­ზი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად აშუ­ქებ­დნენ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს.

დღეს, როცა ახ­ლოვ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, მე­დი­ა­სა­შა­უ­ლე­ბე­ბის ვა­ლია, ობი­ექ­ტუ­რად აშუ­ქებ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყვე­ლა კან­დი­დატს უქ­მნი­დეს თა­ნა­ბარ პი­რო­ბებს. სწო­რედ ამის­თვის არის სა­ჭი­რო ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გას­ხვი­სე­ბა, რათა ამომ­რჩე­ველს არ დარ­ჩეს გან­ცდა და არ შე­ექ­მნას აღ­ქმა იმი­სა, რომ კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა კო­ა­ლი­ცი­ი­სა­ვე კან­დი­დატს სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებს შე­უქ­მნის და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნებს მას.

ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო კან­დი­და­ტია, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის გა­რე­შეც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­პო­ვებს გა­მარ­ჯვე­ბას.

მე და ჩემ­მა ოჯახ­მა მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხი­სა" და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინფო 9"-ის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მე-9 არ­ხი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინფო 9"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს, მათ კო­ლექ­ტივს, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი იყო. "ინფო9"-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შეძ­ლეს ჩემი ერთ-ერთი მთა­ვა­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა - ტე­ლე­კა­მე­რე­ბით წინ აღ­დგო­მოდ­ნენ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ზონ­დერბრი­გა­დებს. ჩვენ არ დავ­ზო­გეთ სახ­სრე­ბი, ავიყ­ვა­ნეთ ძა­ლი­ან ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი და თი­თო­ე­ულ ზონ­დერს თითო კა­მე­რა და­ვუ­პი­რის­პი­რეთ. "ინფო 9"-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, ყვე­ლა სო­ფელ­ში, ქუ­ჩებ­ში კა­მე­რით აღ­ბეჭ­დავ­დნენ იმ უმ­სგავ­სო­ბას, რო­მელ­საც ზონ­დერბრი­გა­დე­ბი სჩა­დი­ოდ­ნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბი­სათ­ვის, თი­თო­ე­უ­ლი კად­რის მო­პო­ვე­ბი­სათ­ვის ისი­ნი არ ერი­დე­ბოდ­ნენ გან­საც­დელს და სრუ­ლი­ად უნი­კა­ლურ კად­რებს აწ­ვდიდ­ნენ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს, მათ შო­რის, უცხო­ურ მე­დი­ა­საც.

იმ პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­სივ­რცე­ში მე-9 არ­ხი­სა და "ინფო9"-ის გა­მო­ჩე­ნამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს "მა­ესტრო­სა" და "კავ­კა­სი­ას" გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ და უფრო დიდი აუ­დი­ტო­რი­ი­სათ­ვის მი­ე­წო­დე­ბი­ნათ ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და კად­რე­ბი. მად­ლო­ბა მათ ამი­სათ­ვის.

დღე­ი­დან, 19 აგ­ვის­ტო­დან 1-ელ სექ­ტემ­ბრამ­დე, კი­დევ ვი­ტო­ვებთ დროს ამ მე­დია სა­შუ­ლე­ბე­ბის გა­სას­ხვი­სებ­ლად. მყიდ­ველს ამ­ჯე­რად სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­სა­მედ ფა­სად ვთა­ვა­ზობთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს, თა­ვი­სი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზით, იმ პი­რო­ბით, რომ მყიდ­ვე­ლი ამუ­შა­ვებს ტე­ლე­ვი­ზი­ას და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ სამ­სა­ხურს.

თუ 1-ელ სექ­ტემ­ბრამ­დე არ გა­მოჩ­ნდე­ბა მყიდ­ვე­ლი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბით, შევ­წყვი­ტოთ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხი­სა" და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინფო9"-ის მუ­შა­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ნამ­შრო­მელ­თათ­ვის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­დახ­დას, მე და ჩემ­მა ოჯახ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს გა­და­ვუ­ხა­დოთ 2 თვის კომ­პენ­სა­ცია.

მი­მაჩ­ნია, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ას და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ფუ­ლით არ უნდა ვეხ­მა­რე­ბო­დე ქვე­ყა­ნას.მე ჩემს ქვე­ყა­ნას სხვა, უფრო ეფექ­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში შე­ვუ­წყობ ხელს",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წილი შპს "აქ­ცეპტს" ეკუთ­ვნის. ამ კომ­პა­ნი­ის 80%-ის მფლო­ბე­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე, ხოლო 20% -ის ვინ­მე კახა კო­ბი­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი - "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის დახურვის გადაწყვეტილება მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ

ბიძინა ივანიშვილი - "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის დახურვის გადაწყვეტილება მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "მე-9 არხთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ახლა, როცა დგება ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი - ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს".

"ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საქართველოს წინსვლის საწინდარი. ჩვენ ვალდებული ვართ ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ყველა წესის დაცვით, რომ არავინ, განსაკუთრებით ამომრჩეველმა, ეჭვი არ შეიტანოს მის სამართლიანობაში. ვგრძნობ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მაკისრია, როგორც მთავრობის მეთაურსა და კოალიციის ლიდერს.

ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც.

არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია "მე-9 არხი" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9", მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა.

მე პოლიტიკაში შემოსვლისთანავე, პირველივე წერილში შევთავაზე რამდენიმე ტელეკომპანიას, რომ დროებით, არჩევნების პერიოდში, შევისყიდიდი ტელევიზიას, თუმცა, მაშინ ამ შეთავაზებაზე სხვადასხვა მიზეზით ყველამ უარი თქვა. ყველამ კარგად იცის, რა პირობებში უწევდა წინასაარჩევნოდ ოპოზიციას საქმიანობა, ისიც ყველამ იცის, რამხელა ძალა აქვს ტელევიზიას. ნაციონალურ მაუწყებლებს ხელისუფლება აკონტროლებდა, ტელევიზიები მუშაობდნენ უზარმაზარი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ და მის რუპორად იყვნენ ქცეული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩემს მეუღლეს გაეხსნა ტელევიზია.

არც მე და არც ჩემი ოჯახი არასოდეს ჩავრეულვართ ტელევიზიის საქმიანობაში - ჟურნალისტები მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

დღეს, როცა ახლოვდება არჩევნები, მედიასაშაულებების ვალია, ობიექტურად აშუქებდნენ საარჩევნო პროცესს, ხოლო ხელისუფლება პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უქმნიდეს თანაბარ პირობებს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ზემოაღნიშნული მედიასაშუალებების გასხვისება, რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნას აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისავე კანდიდატს სასათბურე პირობებს შეუქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს მას.

ხოლო რაც შეეხება ჩემ მიერ დასახელებულ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ღირსეული და უალტერნატივო კანდიდატია, პრივილეგიების გარეშეც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.

მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება 1-ელი სექტემბრიდან ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის დახურვასთან დაკავშირებით.

მადლობა მინდა გადავუხადო მე-9 არხისა და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს, მათ კოლექტივს, რომელთა საქმიანობაც საპარლამენტო არჩევნების დროს გმირობის ტოლფასი იყო. "ინფო9"-ის თანამშრომლებმა შეძლეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი იდეის განხორციელება - ტელეკამერებით წინ აღდგომოდნენ ნაციონალური მოძრაობის ზონდერბრიგადებს. ჩვენ არ დავზოგეთ სახსრები, ავიყვანეთ ძალიან ბევრი ჟურნალისტი და თითოეულ ზონდერს თითო კამერა დავუპირისპირეთ. "ინფო 9"-ის ჟურნალისტები ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ქუჩებში კამერით აღბეჭდავდნენ იმ უმსგავსობას, რომელსაც ზონდერბრიგადები სჩადიოდნენ. საზოგადოების ინფორმირებულობისათვის, თითოეული კადრის მოპოვებისათვის ისინი არ ერიდებოდნენ განსაცდელს და სრულიად უნიკალურ კადრებს აწვდიდნენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს, მათ შორის, უცხოურ მედიასაც.

იმ პერიოდში ტელესივრცეში მე-9 არხისა და "ინფო9"-ის გამოჩენამ საშუალება მისცა ტელეკომპანიებს "მაესტროსა" და "კავკასიას" გამოეყენებინათ და უფრო დიდი აუდიტორიისათვის მიეწოდებინათ ობიექტური ინფორმაცია და კადრები. მადლობა მათ ამისათვის.

დღეიდან, 19 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედია საშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს.

თუ 1-ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო9"-ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია.

მიმაჩნია, რომ ტელევიზიას და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას.მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს",- ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი შპს "აქცეპტს" ეკუთვნის. ამ კომპანიის 80%-ის მფლობელია პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, ხოლო 20% -ის ვინმე კახა კობიაშვილი.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა