მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა ასლან აბაშიძეს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა შესთავაზა"
"რუსეთმა ასლან აბაშიძეს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა შესთავაზა"

აჭა­რე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის­თვის" თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რის" გა­სულ ნო­მერ­ში გი­ორ­გი აბა­ში­ძეს­თან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს ეხ­მა­უ­რე­ბა. რა ახა­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა ას­ლან აბა­ში­ძის სა­ხე­ლით აჭა­რა­ში და არის თუ არა არე­უ­ლო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამ რე­გი­ონ­ში, ამის შე­სა­ხებ თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. აჭა­რე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ავ­ჭა­ლის კო­ლო­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდსაც იხ­სე­ნებს და მამა ნი­კო­ლო­ზის შე­სა­ხე­ბაც გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ო­დე წლის წინ ამა­ვე კო­ლო­ნი­ის დი­რექ­ტო­რი იყო:

- თქვენ­თან ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­ვა­ცხა­დე, თუკი ას­ლან აბა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ჭე­რენ-მეთ­ქი. ამ ინ­ტერ­ვი­უს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, ზო­გი­ერ­თმა "ჭკვი­ან­მა" და­ას­კვნა, რომ აბა­ში­ძის აჭა­რა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. არა­და, პი­რი­ქი­თაა, ვინც კი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და, დაბ­რუ­ნე­ბის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ას­ლან აბა­ში­ძეს აქვს. უპირ­ვე­ლე­სად იმი­ტომ, რომ ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, აჭა­რის რე­ვო­ლუ­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნად არ ჩა­ივ­ლი­და, მით უმე­ტეს, რუ­სე­თი დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და.

- აბა­ში­ძეს ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გავ­ლე­ნი­ან რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თან. ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტი შე­იც­ვა­ლა და იქ­ნებ რუ­სეთ­მა ისევ სცა­დოს აბა­ში­ძის გა­მო­ყე­ნე­ბა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ აბა­ში­ძეს მხო­ლოდ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი წრე სცემ­და პა­ტივს. ერთხელ ავად გახ­და და სამ­კურ­ნა­ლოდ სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მო­ი­ნა­ხუ­ლეს. სხვა­თა შო­რის, სა­ა­კაშ­ვილს არ რგე­ბია ასე­თი პა­ტი­ვი, როცა თურ­ქეთ­ში ყოფ­ნი­სას ხელი მო­ი­ტე­ხა... აბა­ში­ძე შე­ვარ­დნა­ძემ კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხში პი­რად წარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ნა. პი­რა­დად ვახ­ლდი აჭა­რის მმარ­თველს მოს­კოვ­ში, როცა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ იგორ ივა­ნოვს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის და­სას­რულს აბა­ში­ძემ მი­თხრა: რუ­სებ­მა იცი, რა შე­მომ­თა­ვა­ზეს? და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო შენ ჩა­ი­ბა­რე, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო კი შე­ვარ­დნა­ძის იყო­სო. ისიც კი უთხრეს, თუკი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­აძ­ლი­ე­რებ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს თვი­თონ მო­უნ­დე­ბა შენ­თან შე­მო­ერ­თე­ბაო, მაგ­რამ აბა­ში­ძე არ და­თან­ხმდა.

- რა სტა­ტუ­სით უნდა ყო­ფი­ლი­ყო ას­ლან აბა­ში­ძე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი?

- დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თან არ გა­ნუ­ხი­ლავს.

- გა­მო­დის, რუ­სე­თი მის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს და­ყო­ფის მიზ­ნით ცდი­ლობ­და.

- კი, ასე იყო... რუ­სე­თი ისევ გა­აქ­ტი­ურ­და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში და ცხა­დია, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აჭა­რა. ყა­ლიბ­დე­ბა ახალ-ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი, რომ­ლის მთა­ვა­რი სლო­გა­ნია "აჭა­რა თურ­ქე­თის გა­რე­შე". ამ მოძ­რა­ო­ბის მეს­ვე­უ­რე­ბი თავს ივა­ნიშ­ვი­ლის ან აბა­ში­ძის მომ­ხრე­ე­ბად ასა­ღე­ბენ, "აღორ­ძი­ნე­ბის" ყო­ფილ წევ­რებს უხ­მო­ბენ, რომ­ლებ­საც იმე­დი ვერც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" და ვერც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­უ­მარ­თლეს. ვფიქ­რობ, აბა­ში­ძეს პო­ლი­ტი­კა აღარ აინ­ტე­რე­სებს. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვილს, ალ­ბათ, აწუ­ხებს, რომ აჭა­რა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გი დღი­თი დღე ეცე­მა. ამ­დე­ნად, რა­ღაც ახა­ლი უნდა შეს­თა­ვა­ზოს მო­სახ­ლე­ო­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს აღარ მოს­წონს თურ­ქე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის ასე­თი ზრდა რე­გი­ონ­ში. ასეა თუ ისე, ვი­თა­რე­ბა ნამ­დვი­ლად იძა­ბე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, თურქ ბიზ­ნეს­მე­ნებს პირ­და­პირ ხომ ვერ გავ­ყრით სარ­ფის სა­ბა­ჟო­დან? პა­სუ­ხად ხომ თურ­ქე­თი­დან გა­მოყ­რილ ქარ­თვე­ლებს მი­ვი­ღებთ. ცხა­დია, ამას არე­უ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბა. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ: ნუ გა­ვი­ჭყლი­ტე­ბით ორი მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ჭი­დილ­ში და ნურც ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, აჭა­რა­ში არე­უ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თურ­ქეთს ბა­თუ­მის პორ­ტის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა აქვს. არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა და ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მა­ტუ­ლობს. ამ ვი­თა­რე­ბა­ში აბა­ში­ძის რე­ი­ტინ­გი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და აჭა­რა­ში.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"რუსეთმა ასლან აბაშიძეს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა შესთავაზა"

"რუსეთმა ასლან აბაშიძეს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა შესთავაზა"

აჭარელი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე "კვირის პალიტრის" გასულ ნომერში გიორგი აბაშიძესთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება. რა ახალი მოძრაობები ყალიბდება ასლან აბაშიძის სახელით აჭარაში და არის თუ არა არეულობა მოსალოდნელი ამ რეგიონში, ამის შესახებ თამაზ ბაკურიძე სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. აჭარელი უფლებადამცველი ავჭალის კოლონიაში გატარებულ პერიოდსაც იხსენებს და მამა ნიკოლოზის შესახებაც გვესაუბრება, რომელიც ორიოდე წლის წინ ამავე კოლონიის დირექტორი იყო:

- თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე, თუკი ასლან აბაშიძე საქართველოში დაბრუნდება, აუცილებლად დაიჭერენ-მეთქი. ამ ინტერვიუს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზოგიერთმა "ჭკვიანმა" დაასკვნა, რომ აბაშიძის აჭარაში დაბრუნებას ვეწინააღმდეგები. არადა, პირიქითაა, ვინც კი საქართველოდან წავიდა, დაბრუნების მორალური უფლება ყველაზე მეტად ასლან აბაშიძეს აქვს. უპირველესად იმიტომ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს საქართველოს მთლიანობას დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აჭარის რევოლუცია მშვიდობიანად არ ჩაივლიდა, მით უმეტეს, რუსეთი დახმარებას სთავაზობდა.

- აბაშიძეს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა გავლენიან რუსულ პოლიტიკურ წრეებთან. ახლა საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა და იქნებ რუსეთმა ისევ სცადოს აბაშიძის გამოყენება?

- ვერ ვიტყვი, რომ აბაშიძეს მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური წრე სცემდა პატივს. ერთხელ ავად გახდა და სამკურნალოდ სტამბოლის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მოინახულეს. სხვათა შორის, სააკაშვილს არ რგებია ასეთი პატივი, როცა თურქეთში ყოფნისას ხელი მოიტეხა... აბაშიძე შევარდნაძემ კონფლიქტების მოგვარების საკითხში პირად წარმომადგენლად დანიშნა. პირადად ვახლდი აჭარის მმართველს მოსკოვში, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს შეხვდა. შეხვედრის დასასრულს აბაშიძემ მითხრა: რუსებმა იცი, რა შემომთავაზეს? დასავლეთ საქართველო შენ ჩაიბარე, აღმოსავლეთ საქართველო კი შევარდნაძის იყოსო. ისიც კი უთხრეს, თუკი დასავლეთ საქართველოს გააძლიერებ, აღმოსავლეთ საქართველოს თვითონ მოუნდება შენთან შემოერთებაო, მაგრამ აბაშიძე არ დათანხმდა.

- რა სტატუსით უნდა ყოფილიყო ასლან აბაშიძე დასავლეთ საქართველოს მმართველი?

- დეტალები ჩემთან არ განუხილავს.

- გამოდის, რუსეთი მის გამოყენებას საქართველოს დაყოფის მიზნით ცდილობდა.

- კი, ასე იყო... რუსეთი ისევ გააქტიურდა კავკასიის რეგიონში და ცხადია, მისთვის საინტერესოა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აჭარა. ყალიბდება ახალ-ახალი პოლიტიკური მოძრაობები, რომლის მთავარი სლოგანია "აჭარა თურქეთის გარეშე". ამ მოძრაობის მესვეურები თავს ივანიშვილის ან აბაშიძის მომხრეებად ასაღებენ, "აღორძინების" ყოფილ წევრებს უხმობენ, რომლებსაც იმედი ვერც "ნაციონალებმა" და ვერც "ქართულმა ოცნებამ" გაუმართლეს. ვფიქრობ, აბაშიძეს პოლიტიკა აღარ აინტერესებს. რაც შეეხება ივანიშვილს, ალბათ, აწუხებს, რომ აჭარაში "ქართული ოცნების" რეიტინგი დღითი დღე ეცემა. ამდენად, რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს მოსახლეობას. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ მოსწონს თურქეთის ინტერესების ასეთი ზრდა რეგიონში. ასეა თუ ისე, ვითარება ნამდვილად იძაბება. ბოლოს და ბოლოს, თურქ ბიზნესმენებს პირდაპირ ხომ ვერ გავყრით სარფის საბაჟოდან? პასუხად ხომ თურქეთიდან გამოყრილ ქართველებს მივიღებთ. ცხადია, ამას არეულობა მოჰყვება. ყველას მოვუწოდებ: ნუ გავიჭყლიტებით ორი მეზობელი სახელმწიფოს ჭიდილში და ნურც ყარსის ხელშეკრულება დაგვავიწყდება, რომლის თანახმადაც, აჭარაში არეულობის შემთხვევაში, თურქეთს ბათუმის პორტის დაკავების უფლება აქვს. არჩევნები ახლოვდება და ვნებათაღელვა მატულობს. ამ ვითარებაში აბაშიძის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა აჭარაში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა