პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ მაჭავარიანი: "სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს"
მიხეილ მაჭავარიანი: "სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს"

გა­სულ კვი­რას მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ცი­ხე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა და სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ მას­თან სა­უ­ბა­რი:

- ვანო მე­რა­ბიშ­ვილს 2 თვე­ში 15 კი­ლოგ­რა­მი აქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. გუ­ლიც აწუ­ხებს, თუმ­ცა თავს მხნედ გრძნობს.

- ალ­ბათ, უჭირს პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცი­ხი­დან, ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის არ­ჩე­ვას ხომ არ აპი­რებთ?

- არ ვა­პი­რებთ ვა­ნოს გა­დარ­ჩე­ვას. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის­თვის კარ­გი არ არის, რომ პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ცი­ხე­შია. საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, უკვე სა­სა­მარ­თლო­შია და არა­ნა­ი­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს იმი­სა, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცი­ხე­ში იყოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და გელა ხვე­დე­ლი­ძის საქ­მე­ზეც იყო პრე­ცე­დენ­ტე­ბი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ჩვე­ნი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კი ისევ ცი­ხე­შია. რო­გორც ჩანს, ვა­ნოს საქ­მეს სხვაგ­ვა­რად უდ­გე­ბი­ან. თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით, რომ 26 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "დენ­სუს გრუ­პის" დას­კვნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­გუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.

- ით­ქვა, რად­გან ეს კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას უწევ­და კონ­სულ­ტა­ცი­ას, მისი დას­კვნა ვერ ჩა­ით­ვლე­ბა ობი­ექ­ტუ­რა­დო.

- ეს არის აშშ-ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა და ამის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სშია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი. რა არ­გუ­მენ­ტიც უნდა მო­იყ­ვა­ნოს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რემ, ამ დას­კვნის გა­ბი­აბ­რუ­ე­ბა არ გა­მო­ვა. დას­კვნა ძალ­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ექ­სპერ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბუ­ლია. Aამ კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ FBI-ც და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა "დენ­სუს გრუ­პის" დას­კვნა­ში ჩა­წე­რი­ლი შე­ფა­სე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცია ქე­ბას იმ­სა­ხუ­რებს იმის გამო, რომ კარ­გად გა­არ­თვა თავი ამ­გვარ გა­მოც­დას და რთულ ვი­თა­რე­ბას". არა­და, აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას ხალ­ხი და­ი­ღუ­პა.

- ამა­ვე დას­კვნა­ში ისიც წე­რია, რომ პო­ლი­ცი­ის ზო­გი­ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა, რა­ზეც მათ პა­სუ­ხი უნდა აგონ. ეს დას­კვნა ჩვენ არ მოგ­ვი­ძებ­ნია, დაც­ვის მხა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ა­წო­და.

- პრო­კუ­რა­ტუ­რამ ისიც თქვა, რომ ეს დას­კვნა არ გა­მოდ­გე­ბა 26 მა­ისს ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად.

- პრო­კუ­რა­ტუ­რის ეს გან­ცხა­დე­ბა კი არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. უნ­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნა­ხონ, რომ ეს დას­კვნა არა­ფე­რია, რე­ა­ლუ­რად კი ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნაა და მას სა­სა­მარ­თლო იგ­ნო­რი­რე­ბას ვერ გა­უ­კე­თებს.

- ით­ქვა, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს სა­სა­მარ­თლოს.

- პრო­კუ­რა­ტუ­რა უკე­თე­სად რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო და მოწ­მე­ე­ბი ხელ­ზე და­წე­რი­ლი "შპარ­გალ­კე­ბით" არ მო­ეყ­ვა­ნა ბაჩო ახა­ლა­ი­ას პრო­ცეს­ზე, მოწ­მე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბა და მათ­ზე ძა­ლა­დო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა ისიც არ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლოს. წი­ნას­წარ არ ვიცი, რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვა­ნოს სა­სა­მარ­თლო­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე.

- "სა­ხალ­ხო კრე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი აცხა­დებს, თუ მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მო­უშ­ვეს, სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბას მო­ვა­წყობ­თო.

- სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იდარ­დოს. აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

მიხეილ მაჭავარიანი: "სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს"

მიხეილ მაჭავარიანი: "სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს"

გასულ კვირას მიხეილ მაჭავარიანმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ციხეში მოინახულა და სწორედ ამ თემით დავიწყეთ მასთან საუბარი:

- ვანო მერაბიშვილს 2 თვეში 15 კილოგრამი აქვს დაკლებული. გულიც აწუხებს, თუმცა თავს მხნედ გრძნობს.

- ალბათ, უჭირს პარტიის ხელმძღვანელობა ციხიდან, ახალი გენერალური მდივნის არჩევას ხომ არ აპირებთ?

- არ ვაპირებთ ვანოს გადარჩევას. საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შედეგებისთვის კარგი არ არის, რომ პარტიის გენერალური მდივანი ციხეშია. საქმის გამოძიება დასრულებულია, უკვე სასამართლოშია და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისა და გელა ხვედელიძის საქმეზეც იყო პრეცედენტები, დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი კი ისევ ციხეშია. როგორც ჩანს, ვანოს საქმეს სხვაგვარად უდგებიან. თუმცა ველოდებით, რომ 26 მაისთან დაკავშირებული კომპანია "დენსუს გრუპის" დასკვნა მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება მის გასათავისუფლებლად.

- ითქვა, რადგან ეს კომპანია საქართველოს მთავრობას უწევდა კონსულტაციას, მისი დასკვნა ვერ ჩაითვლება ობიექტურადო.

- ეს არის აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მომზადებული დასკვნა და ამის შესახებ საქმის კურსშია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. რა არგუმენტიც უნდა მოიყვანოს მოწინააღმდეგე მხარემ, ამ დასკვნის გაბიაბრუება არ გამოვა. დასკვნა ძალზე გავლენიანი ექსპერტების მომზადებულია. Aამ კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ FBI-ც და სხვა ორგანიზაციებიც.

- საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა "დენსუს გრუპის" დასკვნაში ჩაწერილი შეფასება: "საქართველოს პოლიცია ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ კარგად გაართვა თავი ამგვარ გამოცდას და რთულ ვითარებას". არადა, აქციის დაშლისას ხალხი დაიღუპა.

- ამავე დასკვნაში ისიც წერია, რომ პოლიციის ზოგიერთმა თანამშრომელმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რაზეც მათ პასუხი უნდა აგონ. ეს დასკვნა ჩვენ არ მოგვიძებნია, დაცვის მხარეს პროკურატურამ მიაწოდა.

- პროკურატურამ ისიც თქვა, რომ ეს დასკვნა არ გამოდგება 26 მაისს ჩადენილი ქმედებების გასამართლებლად.

- პროკურატურის ეს განცხადება კი არასწორად მიმაჩნია. უნდათ საზოგადოებას დაანახონ, რომ ეს დასკვნა არაფერია, რეალურად კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა და მას სასამართლო იგნორირებას ვერ გაუკეთებს.

- ითქვა, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება გადაწყვეტილი აქვს სასამართლოს.

- პროკურატურა უკეთესად რომ მომზადებულიყო და მოწმეები ხელზე დაწერილი "შპარგალკებით" არ მოეყვანა ბაჩო ახალაიას პროცესზე, მოწმეების გატაცება და მათზე ძალადობა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ისიც არ გაემართლებინა სასამართლოს. წინასწარ არ ვიცი, რამდენად მომზადებული იქნება ვანოს სასამართლოზე ბრალდების მხარე.

- "სახალხო კრების" თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, თუ მერაბიშვილი გამოუშვეს, სახალხო აჯანყებას მოვაწყობთო.

- სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს. აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა