საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათი სკანდალური ქართველი წყვილი, რომლებმაც საზოგადოება შოკში ჩააგდეს
ათი სკანდალური ქართველი წყვილი, რომლებმაც საზოგადოება შოკში ჩააგდეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­დია ხა­ნია, არა­ფე­რი გვიკ­ვირს და სკან­და­ლებ­საც ისე მი­ვეჩ­ვი­ეთ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ყვი­თე­ლი პრე­სა მხო­ლოდ იოც­ნე­ბებ­და ისეთ სკან­და­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახლა ხე­ლის გულ­ზე გვი­დევს. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და ჭორი მალე ვრცელ­დე­ბა, ამი­ტომ თით­ქმის არც ერთი ცნო­ბი­ლი წყვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აღარ დარ­ჩა პრე­სის ფურ­ცლებს მიღ­მა.

გან­ქორ­წი­ნე­ბა და ქორ­წი­ნე­ბა ყვი­თე­ლი პრე­სის­თვის საყ­ვა­რე­ლი თე­მე­ბია. ფაქ­ტია, რომ ორი­ვე ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებს მკი­თხველს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად გვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ სხვი­სი საც­ვლე­ბის ქექ­ვა­ში, ასეთ მა­სა­ლებს დიდი ინ­ტე­რე­სით კი­თხუ­ლო­ბენ.

გა­დავ­წყვი­ტეთ, ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ათი წყვი­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვე­ყო­ლა. მათ შე­სა­ხებ ბევ­რი და­წე­რი­ლა, შემ­დგომ­შიც და­ი­წე­რე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უამ­რავ­ჯერ მოხ­ვედ­რი­ლა ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის პირ­ველ გვერ­დზე.

გიგი და ლელა

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ლელა კი­ლა­ძი­სა და გიგი უგუ­ლა­ვას ქორ­წი­ნე­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მა­მა­კა­ცი ქა­ლა­ქის მერი გახ­ლდათ, ქალ­ბა­ტო­ნი - მისი ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ლელა კი­ლა­ძე მა­ნამ­დე პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ვი­ზა­ჟის­ტი იყო და უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტებ­ზე ხში­რად დაჰ­ყვე­ბო­და. სამ­სა­ხუ­რებ­რივ რო­მან­ში ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი ის გახ­ლდათ, რომ უგუ­ლა­ვა მის გამო პირ­ველ მე­უღ­ლეს, თაკო ცა­გუ­რი­ას გა­შორ­და, რო­მელ­თა­ნაც ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. ლე­ლას კი - ორი ვაჟი წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან. უგუ­ლა­ვა რომ საყ­ვა­რელ ქალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ანე­ბივ­რებ­და, ამ თე­მა­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მერი- გიგი ხში­რად ჩნდე­ბო­და ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მე­უღ­ლის გა­რე­მოც­ვა­ში, თუმ­ცა თბი­ლი­სის "პირ­ვე­ლი" ქალ­ბა­ტო­ნი ლელა კი­ლა­ძე ბეჭ­დურ და ტე­ლე­მე­დი­ას არა­სო­დეს სწყა­ლობ­და. მათი წყვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კი­დევ ერთხელ გა­ეხ­ვია სკან­დალ­ში. ინ­ტერ­ნე­ტით უგუ­ლა­ვა-კი­ლა­ძის სტრიპ­ტი­ზკ­ლუბ­ში გარ­თო­ბის კად­რე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"მეფე" და შო­რე­ნა

დე­დო­ფა­ლი ვერ გახ­და, მაგ­რამ ამ რო­მან­მა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა ერ­თი­ო­რად გა­ზარ­და. დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "პლე­ი­ბო­ი­ში" და­ბეჭ­დი­ლი შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბით გა­იც­ნო, ხში­რად ხვდე­ბო­და ჟურ­ნა­ლე­ბის ფურ­ცლებ­ზე, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მისი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ- მუხ­რა­ნე­ლის რო­მა­ნის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, შო­რე­ნა ყვი­თე­ლი პრე­სის­თვის გემ­რი­ელ ლუკ­მად იქცა. ალ­ბათ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ ამ­ბავს ერთ- ერთ რი­გით რო­მა­ნად ჩათ­ვლიდ­ნენ, მით უმე­ტეს, რომ და­ვითს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იც­ნობ­დნენ, მაგ­რამ რო­მა­ნის გამ­ჟღავ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში და­ვი­თი ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე ქორ­წინ­დე­ბო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა­ზე. ამ­ბობ­დნენ, რომ შო­რე­ნას მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლი დეპ­რე­სია და­ე­მარ­თა. ტახ­ტის გამო გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პლი საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს არ აპა­ტია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთ- ერთ გა­და­ცე­მა­ში იმა­ზეც ისა­უბ­რა, რომ "მეფე" არ­ცთუ ისე კარ­გად ექ­ცე­ო­და და ფი­ზი­კუ­რა­დაც შე­ხე­ბია. სკან­და­ლუ­რი წყვი­ლის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ჭორი აგორ­და და მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და­ვი­თი და ანა ამ რო­მა­ნის გახ­მა­უ­რე­ბის გამო და­შორ­დნენ. თუმ­ცა შემ­დეგ შე­რიგ­დნენ და დღეს ტახ­ტის მემ­კვიდ­რეს­თან ერ­თად ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. ამ ამ­ბავ­მა შო­რე­ნას მარ­თლაც თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ფილმში გა­და­ი­ღეს და დღეს "რუს­თა­ვი 2" - ზე გა­და­ცე­მა "იღ­ბლი­ან ბორ­ბალ­ში" ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლის თა­ნა­წამ­ყვა­ნია. და­ვი­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ვერ აა­წყო და რამ­დე­ნი­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი რო­მა­ნის შემ­დეგ ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს სტამ­ბოლ­ში შვილ­თან ერ­თად ატა­რებს.

ლალი და გი­ორ­გი

ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ლალი და სკან­და­ლი გა­ნუ­ყო­ფე­ლი რამ იყო, მაგ­რამ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ სო­ზარ სუ­ბა­რის მრჩე­ვე­ლი მო­როშ­კი­ნა სკან­და­ლებ­ში იშ­ვი­ა­თად ეხ­ვე­ვა. მარ­თა­ლია, მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გა­გო­ნე­ბა­ზე ყვე­ლას ჩან­გა­ლი ახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელს რომ ეარ­სე­ბა, ლალი მო­როშ­კი­ნა­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­ზე ბევ­რს და­წერ­დნენ. ამ ის­ტო­რი­ა­ში სკან­და­ლუ­რი გი­ორ­გის ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­ლდათ. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი კან­დე­ლა­კი ქვე­ყა­ნა­ში ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლალი თა­ვის პირ­ველ წიგნ­ში "მე, პრე­ზი­დენ­ტი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი" ამ სიყ­ვა­რუ­ლის დე­ტა­ლებ­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით მოგ­ვიყ­ვა. მას შემ­დეგ ლა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ყო­ფი­ლა, ერთხელ თხოვ­დე­ბო­და კი­დეც, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვი­თხრა, რომ იხუმ­რა, მაგ­რამ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი ყო­ველ­თვის რჩე­ბა მისი წარ­სუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­გო­ნე­ბად.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ათი სკანდალური ქართველი წყვილი, რომლებმაც საზოგადოება შოკში ჩააგდეს

ათი სკანდალური ქართველი წყვილი, რომლებმაც საზოგადოება შოკში ჩააგდეს

საქართველოში დიდია ხანია, არაფერი გვიკვირს და სკანდალებსაც ისე მივეჩვიეთ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რამდენიმე წლის წინ ყვითელი პრესა მხოლოდ იოცნებებდა ისეთ სკანდალებზე, რომლებიც ახლა ხელის გულზე გვიდევს. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჭორი მალე ვრცელდება, ამიტომ თითქმის არც ერთი ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრება აღარ დარჩა პრესის ფურცლებს მიღმა.

განქორწინება და ქორწინება ყვითელი პრესისთვის საყვარელი თემებია. ფაქტია, რომ ორივე ყველაზე მეტად აინტერესებს მკითხველს და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვადანაშაულებენ სხვისი საცვლების ქექვაში, ასეთ მასალებს დიდი ინტერესით კითხულობენ.

გადავწყვიტეთ, ბოლო წლების ყველაზე სკანდალური ათი წყვილის შესახებ მოგვეყოლა. მათ შესახებ ბევრი დაწერილა, შემდგომშიც დაიწერება და თითოეული მათგანი უამრავჯერ მოხვედრილა ბეჭდური მედიის პირველ გვერდზე.

გიგი და ლელა

რამდენიმე წლის წინ ლელა კილაძისა და გიგი უგულავას ქორწინებამ შოკში ჩააგდო საზოგადოება. მამაკაცი ქალაქის მერი გახლდათ, ქალბატონი - მისი ერთ-ერთი თანამშრომელი. ლელა კილაძე მანამდე პრეზიდენტის პირადი ვიზაჟისტი იყო და უცხოეთში ვიზიტებზე ხშირად დაჰყვებოდა. სამსახურებრივ რომანში ყველაზე დიდი სკანდალი ის გახლდათ, რომ უგულავა მის გამო პირველ მეუღლეს, თაკო ცაგურიას გაშორდა, რომელთანაც ორი ქალიშვილი ჰყავდა. ლელას კი - ორი ვაჟი წინა ქორწინებებიდან. უგულავა რომ საყვარელ ქალს განსაკუთრებულად ანებივრებდა, ამ თემაზე ლეგენდები დადიოდა. პირველი ცოლისგან განსხვავებით, მერი- გიგი ხშირად ჩნდებოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე მეუღლის გარემოცვაში, თუმცა თბილისის "პირველი" ქალბატონი ლელა კილაძე ბეჭდურ და ტელემედიას არასოდეს სწყალობდა. მათი წყვილი არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გაეხვია სკანდალში. ინტერნეტით უგულავა-კილაძის სტრიპტიზკლუბში გართობის კადრები გამოქვეყნდა.

"მეფე" და შორენა

დედოფალი ვერ გახდა, მაგრამ ამ რომანმა შორენა ბეგაშვილის პოპულარობა ერთიორად გაზარდა. დამწყები მსახიობი, რომელიც საზოგადოებამ "პლეიბოიში" დაბეჭდილი შიშველი ფოტოებით გაიცნო, ხშირად ხვდებოდა ჟურნალების ფურცლებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი და დავით ბაგრატიონ- მუხრანელის რომანის შესახებ გახდა ცნობილი, შორენა ყვითელი პრესისთვის გემრიელ ლუკმად იქცა. ალბათ, ჟურნალისტები ამ ამბავს ერთ- ერთ რიგით რომანად ჩათვლიდნენ, მით უმეტეს, რომ დავითს საქართველოში არ იცნობდნენ, მაგრამ რომანის გამჟღავნების პერიოდში დავითი ანა ბაგრატიონზე ქორწინდებოდა და საქართველოში უკვე სერიოზულად ლაპარაკობდნენ მონარქიის აღდგენაზე. ამბობდნენ, რომ შორენას მაშინ სერიოზული დეპრესია დაემართა. ტახტის გამო გაღებული მსხვერპლი საყვარელ ადამიანს არ აპატია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ- ერთ გადაცემაში იმაზეც ისაუბრა, რომ "მეფე" არცთუ ისე კარგად ექცეოდა და ფიზიკურადაც შეხებია. სკანდალური წყვილის გარშემო უამრავი ჭორი აგორდა და მალე ცნობილი გახდა, რომ ახალდაქორწინებული დავითი და ანა ამ რომანის გახმაურების გამო დაშორდნენ. თუმცა შემდეგ შერიგდნენ და დღეს ტახტის მემკვიდრესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობენ. ამ ამბავმა შორენას მართლაც თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა. მას შემდეგ რამდენიმე ფილმში გადაიღეს და დღეს "რუსთავი 2" - ზე გადაცემა "იღბლიან ბორბალში" ვანიკო თარხნიშვილის თანაწამყვანია. დავითისგან განსხვავებით, ჯერჯერობით პირადი ცხოვრება ვერ ააწყო და რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ ზაფხულის ცხელ დღეებს სტამბოლში შვილთან ერთად ატარებს.

ლალი და გიორგი

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ლალი და სკანდალი განუყოფელი რამ იყო, მაგრამ ახალი სამსახურის შემდეგ სოზარ სუბარის მრჩეველი მოროშკინა სკანდალებში იშვიათად ეხვევა. მართალია, მისი სახელისა და გვარის გაგონებაზე ყველას ჩანგალი ახსენდება, მაგრამ რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელს რომ ეარსება, ლალი მოროშკინასა და მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის სიყვარულის ამბავზე ბევრს დაწერდნენ. ამ ისტორიაში სკანდალური გიორგის ოჯახური მდგომარეობა გახლდათ. დაოჯახებული კანდელაკი ქვეყანაში ცნობილ ჟურნალისტზე იყო შეყვარებული და ერთად ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ლალი თავის პირველ წიგნში "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" ამ სიყვარულის დეტალებზე დაწვრილებით მოგვიყვა. მას შემდეგ ლალის ცხოვრებაში ბევრი თაყვანისმცემელი მამაკაცი გამოჩნდა, შეყვარებულიც ყოფილა, ერთხელ თხოვდებოდა კიდეც, თუმცა მოგვიანებით გვითხრა, რომ იხუმრა, მაგრამ გიორგი კანდელაკი ყოველთვის რჩება მისი წარსულის მნიშვნელოვან მოგონებად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია