Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონი ბათუმში 22 აგვისტოს გაიხსნება
"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონი ბათუმში 22 აგვისტოს გაიხსნება

22 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში "სექ­ტორ 26"-ში პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" III სე­ზო­ნის სა­ზე­ი­მო გახ­სნაა და­გეგ­მი­ლი, რო­მელ­შიც I და II სე­ზო­ნის კონ­კურ­სან­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბა­თუმ­ში კონ­კურ­სან­ტებ­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნის წამ­ყვა­ნე­ბიც იქ­ნე­ბი­ან. ჩვენ მო­დელ კრის­ტი ყიფ­ში­ძეს, I სე­ზო­ნის ვარ­სკვლავს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- 22 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში და­ვეს­წრე­ბი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" III სე­ზო­ნის სა­ზე­ი­მო გახ­სნას. ჩემ­თვის ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი კა­რის გახ­სნას ნიშ­ნავ­და, რა­შიც ჩემი მე­წყვი­ლე, ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნი და­მეხ­მა­რა. ლე­ვა­ნი უძ­ლი­ე­რე­სი მო­ცეკ­ვა­ვეა, ცეკ­ვის სა­ო­ცა­რი ტექ­ნი­კა აქვს. თუკი რამ ვის­წავ­ლე, ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თა­ვი­დან სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად რომ გა­მო­ვე­დი, ცოტა კი ვი­ნერ­ვი­უ­ლე და და­ვი­ბე­ნი. ვი­ფიქ­რე: აქ სად შევ­ყა­ვი თავი-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფერს ალღო ავუ­ღე. იმ კონ­კურ­სან­ტე­ბის­გან გვან­სხვა­ვე­ბით, ვინც I-ელ ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ბავ­შვო­ბა­ში ცეკ­ვა­ზე არას­დროს მივ­ლია. მათ კი ასე თუ ისე, ჰქონ­დათ კავ­ში­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ცეკ­ვას­თან, თუმ­ცა მე ბუ­ნებ­რი­ვი უნა­რი აღ­მო­მაჩ­ნდა, რომ კარ­გად მე­ცეკ­ვა. ამი­ტომ, ბო­ლოს კი მე­წყი­ნა, პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა რომ მო­მიხ­და. ისე ცოტა უსა­მარ­თო­დაც და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს პრო­ექ­ტი, მე­წყი­ნა.

წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და მას შემ­დეგ და სა­დაც არ უნდა შე­ვი­დე, ვი­საც არ უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კო, ყვე­ლას ახ­სოვს, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მოკ­ლედ, ხომ ვამ­ბობ, ამ პრო­ექ­ტმა ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი კარი გა­მიხ­სნა-მეთ­ქი. უბ­რა­ლოდ ის იყო, რომ ბავ­შვმა, ჩემ­მა ნა­ტა­ლი­ამ დამ­ძა­ბა, იტი­რა, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან ეწყი­ნა, პრო­ექ­ტი რომ დავ­ტო­ვე. ისე, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" ისე უნდა შე­ხე­დო, რომ ეს არის თა­მა­ში და გული არა­ფერ­ზე არ უნდა დაგ­წყდეს.

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, II სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე:

- ძა­ლი­ან მა­გა­რი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც ყვე­ლამ უნდა ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ. მან ჩემ­ზე უზო­მოდ დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. 100-ჯერ რომ მი­მიწ­ვი­ონ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა, 100-ვე დავ­თან­ხმდე­ბო­დი მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. ამ პრო­ექ­ტმა სა­კუ­თა­რი თავი სრუ­ლი­ად სხვა კუ­თხით და­მა­ნახ­ვა და ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით წარვდე­ქი მა­ყუ­რე­ბე­ლის წი­ნა­შეც. სა­ინ­ტე­რე­სო, და­ძა­ბუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო ცხოვ­რე­ბა მქონ­და, რო­დე­საც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მოკ­ლედ, ექ­სტრე­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მოვ­ცა­დე სა­კუ­თა­რი თავი და მო­მე­წო­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ ვე­რაფ­რით გა­ვი­გე, ვინ იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. კუ­ლუ­ა­რუ­ლა­დაც ვერ შევ­ძე­ლი ამის გარ­კვე­ვა, რად­გა­ნაც მკაც­რად არის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. მაგ­რამ რო­გორც არ უნდა იყოს საქ­მე, პრო­ექტს ყვე­ლამ უნდა ვუ­ყუ­როთ და ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონი ბათუმში 22 აგვისტოს გაიხსნება

"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონი ბათუმში 22 აგვისტოს გაიხსნება

22 აგვისტოს, ბათუმში "სექტორ 26"-ში პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის საზეიმო გახსნაა დაგეგმილი, რომელშიც I და II სეზონის კონკურსანტები მონაწილეობენ. როგორც ამბობენ, ბათუმში კონკურსანტებთან ერთად, სხვადასხვა სეზონის წამყვანებიც იქნებიან. ჩვენ მოდელ კრისტი ყიფშიძეს, I სეზონის ვარსკვლავს დავუკავშირდით:

- 22 აგვისტოს ბათუმში დავესწრები "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის საზეიმო გახსნას. ჩემთვის ამ პროექტში მონაწილება ცხოვრებაში რაღაც ახალი კარის გახსნას ნიშნავდა, რაშიც ჩემი მეწყვილე, ლევან ახვლედიანი დამეხმარა. ლევანი უძლიერესი მოცეკვავეა, ცეკვის საოცარი ტექნიკა აქვს. თუკი რამ ვისწავლე, ეს მისი დამსახურებაა. თავიდან სცენაზე პირველად რომ გამოვედი, ცოტა კი ვინერვიულე და დავიბენი. ვიფიქრე: აქ სად შევყავი თავი-მეთქი, მაგრამ მერე ყველაფერს ალღო ავუღე. იმ კონკურსანტებისგან გვანსხვავებით, ვინც I-ელ ტურში მონაწილეობდა, ბავშვობაში ცეკვაზე არასდროს მივლია. მათ კი ასე თუ ისე, ჰქონდათ კავშირი პროფესიონალურ ცეკვასთან, თუმცა მე ბუნებრივი უნარი აღმომაჩნდა, რომ კარგად მეცეკვა. ამიტომ, ბოლოს კი მეწყინა, პროექტის დატოვება რომ მომიხდა. ისე ცოტა უსამართოდაც დამატოვებინეს პროექტი, მეწყინა.

წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ და სადაც არ უნდა შევიდე, ვისაც არ უნდა დაველაპარაკო, ყველას ახსოვს, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვმონაწილეობდი. მოკლედ, ხომ ვამბობ, ამ პროექტმა ცხოვრებაში რაღაც ახალი კარი გამიხსნა-მეთქი. უბრალოდ ის იყო, რომ ბავშვმა, ჩემმა ნატალიამ დამძაბა, იტირა, რადგანაც ძალიან ეწყინა, პროექტი რომ დავტოვე. ისე, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ისე უნდა შეხედო, რომ ეს არის თამაში და გული არაფერზე არ უნდა დაგწყდეს.

ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი, II სეზონის მონაწილე:

- ძალიან მაგარი პროექტია, რომელსაც ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ. მან ჩემზე უზომოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 100-ჯერ რომ მიმიწვიონ ორგანიზატორებმა, 100-ვე დავთანხმდებოდი მასში მონაწილეობაზე. ამ პროექტმა საკუთარი თავი სრულიად სხვა კუთხით დამანახვა და ასევე განსხვავებული კუთხით წარვდექი მაყურებელის წინაშეც. საინტერესო, დაძაბული, სასიამოვნო ცხოვრება მქონდა, როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვმონაწილეობდი. მოკლედ, ექსტრემალურ ვითარებაში გამოვცადე საკუთარი თავი და მომეწონა. სამწუხაროდ, ჯერ ვერაფრით გავიგე, ვინ იქნებიან ახალი სეზონის მონაწილეები. კულუარულადაც ვერ შევძელი ამის გარკვევა, რადგანაც მკაცრად არის ყველაფერი გასაიდუმლოებული. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს საქმე, პროექტს ყველამ უნდა ვუყუროთ და ვუგულშემატკივროთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება