პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი დეპუტატების რაოდენობით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 134-ე ადგილზეა
ქალი დეპუტატების რაოდენობით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 134-ე ადგილზეა

მსოფ­ლიო ბან­კის რე­ი­ტინ­გში, პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში 134-ე ად­გილ­ზეა. რე­ი­ტინ­გში პირ­ველ ად­გილ­ზეა აფ­რი­კუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო რუ­ან­და, სა­დაც სა­კა­ნონ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში მო­მუ­შა­ვე­თა 56% ქალ­ბა­ტო­ნია. მე­ო­რე ად­გილ­ზე, 50%-ით ან­დო­რაა. სა­მე­ულ­შია კუბა, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 45%-ს შე­ად­გენს.

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან პირ­ველ, ხოლო მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­თხე ად­გილ­ზეა შვე­ი­ცა­რია, რომ­ლის პარ­ლა­მენ­ტშიც ქალ­ბა­ტო­ნე­ბი პარ­ლა­მენ­ტარ­თა 45%-ს შე­ად­გე­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის და­ნარ­ჩენ წამ­ყვან ქვეყ­ნებს, მათ შო­რის გერ­მა­ნია რე­ი­ტინ­გში 26-ე ად­გილ­ზეა, საფ­რან­გე­თი-27-ე; პო­ლო­ნე­თი-59-ე, დიდი ბრი­ტა­ნე­თი - 65-ე; იტა­ლია-73-ე.

რაც შე­ე­ხე­ბა პოს­ტაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს, აქ არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. 25% ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით მხო­ლოდ ბე­ლო­რუს­მა გა­და­ლა­ხა და სა­ერ­თო რე­ი­ტინ­გში 43-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. აზერ­ბა­ი­ჯანს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ქვე­ყა­ნა ქალ დე­პუ­ტა­ტა­თა რა­ო­დე­ნო­ბით 102-ე ად­გილ­ზეა, რუ­სე­თი-119-ე, სა­ქარ­თვე­ლო-134-ე, სომ­ხე­თი-142-ე. პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნას აქვს და ის 151-ე ად­გილს იკა­ვებს.

მსოფ­ლიო ბან­კის კვლე­ვა 2012 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ქალი დეპუტატების რაოდენობით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 134-ე ადგილზეა

ქალი დეპუტატების რაოდენობით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 134-ე ადგილზეა

მსოფლიო ბანკის რეიტინგში, პარლამენტარი ქალების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 134-ე ადგილზეა. რეიტინგში პირველ ადგილზეა აფრიკული სახელმწიფო რუანდა, სადაც საკანონდებლო ორგანოში მომუშავეთა 56% ქალბატონია. მეორე ადგილზე, 50%-ით ანდორაა. სამეულშია კუბა, სადაც პარლამენტარი ქალების რაოდენობა 45%-ს შეადგენს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პირველ, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა შვეიცარია, რომლის პარლამენტშიც ქალბატონები პარლამენტართა 45%-ს შეადგენენ. რაც შეეხება ევროკავშირის დანარჩენ წამყვან ქვეყნებს, მათ შორის გერმანია რეიტინგში 26-ე ადგილზეა, საფრანგეთი-27-ე; პოლონეთი-59-ე, დიდი ბრიტანეთი - 65-ე; იტალია-73-ე.

რაც შეეხება პოსტაბჭოთა ქვეყნებს, აქ არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელია. 25% ქალი დეპუტატების რაოდენობით მხოლოდ ბელორუსმა გადალახა და საერთო რეიტინგში 43-ე ადგილი დაიკავა. აზერბაიჯანს რაც შეეხება, ეს ქვეყანა ქალ დეპუტატათა რაოდენობით 102-ე ადგილზეა, რუსეთი-119-ე, საქართველო-134-ე, სომხეთი-142-ე. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელი უკრაინას აქვს და ის 151-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიო ბანკის კვლევა 2012 წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობითაა მომზადებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა