მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბეგი სიორიძე: "თხილის გადამყიდველებისგან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ შედის"
ბეგი სიორიძე: "თხილის გადამყიდველებისგან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ შედის"

ოზურ­გეთ­ში თხი­ლის ფასს ბიზ­ნეს­მე­ნი ბეგი სი­ო­რი­ძე და მისი გუნ­დი არე­გუ­ლი­რებს, რომ­ლე­ბიც გზას უკე­ტა­ვენ ინ­ვეს­ტო­რებს და თხი­ლის ფასს ხე­ლოვ­ნუ­რად დაბ­ლა წე­ვენ. ამის შე­სა­ხებ 16 აგ­ვის­ტოს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ოზურ­გე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეხ­ვედ­რი­სას ით­ქვა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მწვა­ვე რე­აქ­ცია მოყ­ვა თა­ვად ბიზ­ნეს­მენ ბეგი სი­ო­რი­ძის­გან, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტებს ამ თე­მე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვა მოს­თხო­ვა.

"გუ­რი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 000 ტონა თხი­ლი მო­დის. შარ­შან ჩვენ­მა სა­წარ­მომ სულ 500 ტონა თხი­ლი მი­ი­ღო, 14 500 ტონა სად წა­ვი­და? ეს არის, სულ მცი­რე 2 ლარ­ზე ნა­ან­გა­რი­შე­ბით, 29 მი­ლი­ო­ნი ლარი, სად წა­ვი­და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბის თხი­ლი? აქე­დან ბი­უ­ჯეტ­ში რა თან­ხა შე­ვი­და და თუ გა­და­ი­ხა­და, რო­მე­ლი­მე სა­წყობ­მა, რო­მე­ლი­მე გა­დამ­ყიდ­ველ­მა? ხის ძირ­ში რომ ქალი ზის და თხილს იბა­რებს, მას ყო­ველ­დღე მი­აქვს სახ­ლში, მი­ნი­მუმ 200 ლარი, სა­ი­და­ნაც ერთ თეთ­რს არ იხ­დის ბი­უ­ჯეტ­ში. ამ ქა­ლე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რი მო­სახ­ლე­ო­ბამ არ იცის, მაგ­რამ იცის ბეგი სი­ო­რი­ძის სა­ხე­ლი. რად­გან მე მაქვს დიდი სა­წარ­მო, ამი­ტომ მე ვარ ქვეყ­ნის და­მაქ­ცე­ვა­რი? ხალ­ხს გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ, ბეგი სი­ო­რი­ძემ და­აგ­დო ფა­სიო. და­ი­ჯე­რა გლეხ­მა და გა­ი­მე­ო­რა", - აცხა­დებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ბეგი სიორიძე: "თხილის გადამყიდველებისგან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ შედის"

ბეგი სიორიძე: "თხილის გადამყიდველებისგან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ შედის"

ოზურგეთში თხილის ფასს ბიზნესმენი ბეგი სიორიძე და მისი გუნდი არეგულირებს, რომლებიც გზას უკეტავენ ინვესტორებს და თხილის ფასს ხელოვნურად დაბლა წევენ. ამის შესახებ 16 აგვისტოს "პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების შეხვედრისას ითქვა. აღნიშნულ ინფორმაციას მწვავე რეაქცია მოყვა თავად ბიზნესმენ ბეგი სიორიძისგან, რომელმაც ჟურნალისტებს ამ თემებით დაინტერესება და სიტუაციაში გარკვევა მოსთხოვა.

"გურიაში დაახლოებით 15 000 ტონა თხილი მოდის. შარშან ჩვენმა საწარმომ სულ 500 ტონა თხილი მიიღო, 14 500 ტონა სად წავიდა? ეს არის, სულ მცირე 2 ლარზე ნაანგარიშებით, 29 მილიონი ლარი, სად წავიდა ამ ღირებულების თხილი? აქედან ბიუჯეტში რა თანხა შევიდა და თუ გადაიხადა, რომელიმე საწყობმა, რომელიმე გადამყიდველმა? ხის ძირში რომ ქალი ზის და თხილს იბარებს, მას ყოველდღე მიაქვს სახლში, მინიმუმ 200 ლარი, საიდანაც ერთ თეთრს არ იხდის ბიუჯეტში. ამ ქალების სახელი და გვარი მოსახლეობამ არ იცის, მაგრამ იცის ბეგი სიორიძის სახელი. რადგან მე მაქვს დიდი საწარმო, ამიტომ მე ვარ ქვეყნის დამაქცევარი? ხალხს გადამყიდველები ეუბნებიან, ჩვენ რა შუაში ვართ, ბეგი სიორიძემ დააგდო ფასიო. დაიჯერა გლეხმა და გაიმეორა", - აცხადებს ბიზნესმენი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ