Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაფია, სახელად "სკაიპი"+ ნოტარიუსი, ანუ როგორ დავითრიოთ სხვისი ქონება
მაფია, სახელად "სკაიპი"+ ნოტარიუსი, ანუ როგორ დავითრიოთ სხვისი ქონება

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ოჯა­ხი დარ­ჩა უსახ­ლკა­როდ. ამ ოჯა­ხებ­მა ბან­კე­ბის­გან, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და კერ­ძო მე­ვახ­შე­ე­ბის­გან კრე­დი­ტე­ბი აი­ღეს და ვალი ვე­ღარ და­აბ­რუ­ნეს. ნა­წი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თა­ვად გა­ე­ყი­და, ზო­გი­ერ­თის ქო­ნე­ბა იპო­თე­კა­რებ­მა პირ­და­პირ გა­და­ი­ფორ­მეს, ნა­წილს აუქ­ცი­ონ­ზე გა­უ­ყი­დეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ 161 000 იპო­თე­კა­რია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მათი 70% კერ­ძო მე­ვახ­შეა. მაგ­რამ არ­სე­ბობს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბიც, შე­იძ­ლე­ბა თაღ­ლი­თებ­მა ისე გა­ა­ყალ­ბონ დო­კუ­მენ­ტე­ბი და თქვე­ნი ქო­ნე­ბა იპო­თე­კით დატ­ვირ­თონ, რომ უცებ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეთ.

ბი­ნის და­კარ­გვის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შეა თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე მცხოვ­რე­ბი ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი. მათი ბინა იპო­თე­კით ისე და­იტ­ვირ­თა, თა­ვად არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

აი, რა გვი­ამ­ბო და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ალექ­სან­დრე ბარ­ნა­ბიშ­ვილ­მა: - ბი­ნის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ზეთ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. ბი­ნის სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლი ქალი მაკა მა­ჩა­ი­ძედ გაგ­ვეც­ნო. სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­რი­ნა ჩინ­ჩა­ლა­ძე ყო­ფი­ლა. გვი­თხრა, ბი­ნას 120.000 დო­ლა­რად ვი­ყი­დი, მაგ­რამ ჯერ ახ­ლობ­ლებს ვაჩ­ვე­ნე­ბო. მე­ო­რე დღეს მო­იყ­ვა­ნა ქა­ლე­ბი (რომ­ლე­ბიც, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, იპო­თე­კა­რე­ბი ყო­ფი­ლან). კარ­გი­აო, თქვეს და წა­ვიდ­ნენ. ჩინ­ჩა­ლა­ძემ ბე და­ტო­ვა. გვი­თხრა, უცხო­ე­თი­დან ფულს ვე­ლო­დე­ბი და მალე გა­გის­ტუმ­რებ­თო. ბი­ნას მო­შე­ნე­ბაც ჰქონ­და, რომ­ლის აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზი არ გვქონ­და და ჩინ­ჩა­ლა­ძე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­მოგ­ზავ­ნას დაგვპირ­და. მარ­თლაც ორ კვი­რა­ში ორი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და, თან გა­ზი­სა და დე­ნის ქვით­რე­ბი მო­ი­თხო­ვეს. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ვკი­თხე, რად გინ­დათ-მეთ­ქი, მი­თხრეს, ახ­ლან­დე­ლი კა­ნო­ნე­ბით ასეა სა­ჭი­როო, არა­ნა­ი­რი ნა­ხა­ზი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ისევ მო­ვალ­თო, ქვით­რე­ბი წა­ი­ღეს და წა­ვიდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვე, იპო­თე­კა­რე­ბი ან­დრო როს­ტე­ვა­ნიშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ მა­ი­სუ­რა­ძე ყო­ფი­ლან... მაკა მა­ჩა­ი­ძე, იგი­ვე ჩინ­ჩა­ლა­ძე, ხში­რად მო­დი­ო­და, სამ­სა­ხურ­საც დამ­პირ­და. ერთ დღეს მა­მა­კა­ცი გა­მაც­ნო, ვინ­მე დათო (სი­ნამ­დვი­ლე­ში გი­ორ­გი ფა­ი­ლო­ძე), დამ­პირ­და ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში და­გა­წყე­ბი­ნებ მუ­შა­ო­ბა­სო, მი­ნის­ტრ კახი კა­ლა­ძის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბაც და­მა­წე­რი­ნა და ვი­თომ კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ი­ტა­ნა. მი­თხრა, მორ­ჩა, უკვე მუ­შა­ო­ბო... მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩინ­ჩა­ლა­ძე და­ი­კარ­გა. ვერ ვპო­უ­ლობ­დი, არა­და, ბე აღე­ბუ­ლი გვქონ­და და ბი­ნას ვერ ვყიდ­დი.

2013 წლის 4 იან­ვარს სა­კუთ­რე­ბის მოწ­მო­ბის აღე­ბა დამ­ჭირ­და სა­ჯა­რო რე­ესტრში და მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩემი ბინა იპო­თე­კით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. მა­შინ­ვე მივ­მარ­თე პო­ლი­ცი­ას. გა­ირ­კვა, რომ პო­ლი­ცი­ას ანა­ლო­გი­ურ საქ­მე­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­და მა­რი­ნა ჩინ­ჩა­ლა­ძე.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს უთ­ქვე­ნოდ ბი­ნის იპო­თე­კით დატ­ვირ­თვა?

- მა­რი­ნა ჩინ­ჩა­ლა­ძეს ჰქონ­და სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო მე­პატ­რო­ნის ე.ი. ჩემი ვი­ნა­ო­ბა, პი­რა­დო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი და ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად(!). მი­ვიდ­ნენ ნო­ტა­რი­უს თე­ი­მუ­რაზ ბურ­დი­ლა­ძეს­თან და უთხრეს, რომ სურ­დათ მე­პატ­რო­ნეს­თან სკა­ი­პით და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ მინ­დო­ბი­ლო­ბა. თით­ქოს მე კი­ევ­ში ვი­ყა­ვი, იქი­დან და­ვუ­კავ­შირ­დი ნო­ტა­რი­უსს და თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, ჩემი ბინა იპო­თე­კით და­ეტვირ­თა ვინ­მე ფა­ტი­მა ფუ­ხაშ­ვილს, თით­ქოს ჩემს რძალს. დე­დი­სერ­თა ვარ, არც და მყავს, არც ძმა. ფა­ტი­მა ფუ­ხაშ­ვი­ლი დას­ვეს ნო­ტა­რი­უ­სის კა­ბი­ნეტ­ში, გვერ­დით მი­უს­ვეს ორი ცრუ დამ­სწრე, ერთი ქუ­ჩა­ში აიყ­ვა­ნეს, მე­ო­რე თა­ვად ჩინ­ჩა­ლა­ძის შვი­ლი იყო, სკა­იპ­ში გა­მოჩ­ნდა ჯგუ­ფის კი­დევ ერთი თაღ­ლი­თი წევ­რი, გი­ორ­გი ფა­ი­ლო­ძე, თით­ქოს ის ალექ­სან­დრე ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი, ანუ მე ვი­ყა­ვი და ასე გა­ა­ყალ­ბეს მინ­დო­ბი­ლო­ბა. არა­და, ფა­ი­ლო­ძე სულ არ მგავს, ის მე­ლო­ტია და მსუ­ქა­ნი, ჩვენ შო­რის თვალ­ში სა­ცე­მი გან­სხვა­ვე­ბაა. ამ ყალ­ბი მინ­დო­ბი­ლო­ბით ჩემი ბინა ორ­ჯერ და­იტ­ვირ­თა იპო­თე­კით. ჯერ 26.000 დო­ლა­რად ჩა­დეს სწო­რედ იმ იპო­თე­კარ­მა ქა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩინ­ჩა­ლა­ძემ პირ­ვე­ლად მო­იყ­ვა­ნა ჩვენ­თან რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი, ერთ კვი­რა­ში კი ახა­ლი იპო­თე­კით და­იტ­ვირ­თა, უკვე 52.000 დო­ლა­რად. ამ­ჯე­რად, იმ მა­მა­კა­ცებ­ზე, რომ­ლებ­საც ჩემს ბი­ნა­ში თით­ქოს აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზე­ბი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. მოკ­ლედ, ისე­თი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, თავ­სა და ბო­ლოს ვერ გა­უ­გებ კაცი.

ალექ­სან­დრე ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი არ არის ამ თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფის ერ­თა­დერ­თი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, მა­რი­ნა ჩინ­ჩა­ლა­ძემ თა­ვი­სი მო­სა­ხე­ლე და მოგ­ვა­რეც არ და­ინ­დო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მაფია, სახელად "სკაიპი"+ ნოტარიუსი, ანუ როგორ დავითრიოთ სხვისი ქონება

მაფია, სახელად "სკაიპი"+ ნოტარიუსი, ანუ როგორ დავითრიოთ სხვისი ქონება

ბოლო წლებში საქართველოში უამრავი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ამ ოჯახებმა ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეებისგან კრედიტები აიღეს და ვალი ვეღარ დააბრუნეს. ნაწილი იძულებული გახდა, საცხოვრებელი თავად გაეყიდა, ზოგიერთის ქონება იპოთეკარებმა პირდაპირ გადაიფორმეს, ნაწილს აუქციონზე გაუყიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ 161 000 იპოთეკარია რეგისტრირებული და მათი 70% კერძო მევახშეა. მაგრამ არსებობს თაღლითური სქემებიც, შეიძლება თაღლითებმა ისე გააყალბონ დოკუმენტები და თქვენი ქონება იპოთეკით დატვირთონ, რომ უცებ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ.

ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მცხოვრები ბარნაბიშვილების ოჯახი. მათი ბინა იპოთეკით ისე დაიტვირთა, თავად არაფერი იცოდნენ.

აი, რა გვიამბო დაზარალებულმა ალექსანდრე ბარნაბიშვილმა: - ბინის გაყიდვის შესახებ განცხადება გაზეთში გამოვაქვეყნე. ბინის სანახავად მოსული ქალი მაკა მაჩაიძედ გაგვეცნო. სინამდვილეში მარინა ჩინჩალაძე ყოფილა. გვითხრა, ბინას 120.000 დოლარად ვიყიდი, მაგრამ ჯერ ახლობლებს ვაჩვენებო. მეორე დღეს მოიყვანა ქალები (რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იპოთეკარები ყოფილან). კარგიაო, თქვეს და წავიდნენ. ჩინჩალაძემ ბე დატოვა. გვითხრა, უცხოეთიდან ფულს ველოდები და მალე გაგისტუმრებთო. ბინას მოშენებაც ჰქონდა, რომლის აზომვითი ნახაზი არ გვქონდა და ჩინჩალაძე სპეციალისტების გამოგზავნას დაგვპირდა. მართლაც ორ კვირაში ორი მამაკაცი მოვიდა, თან გაზისა და დენის ქვითრები მოითხოვეს. გაკვირვებულმა ვკითხე, რად გინდათ-მეთქი, მითხრეს, ახლანდელი კანონებით ასეა საჭიროო, არანაირი ნახაზი არ გაუკეთებიათ. ისევ მოვალთო, ქვითრები წაიღეს და წავიდნენ. მოგვიანებით შევიტყვე, იპოთეკარები ანდრო როსტევანიშვილი და ნიკოლოზ მაისურაძე ყოფილან... მაკა მაჩაიძე, იგივე ჩინჩალაძე, ხშირად მოდიოდა, სამსახურსაც დამპირდა. ერთ დღეს მამაკაცი გამაცნო, ვინმე დათო (სინამდვილეში გიორგი ფაილოძე), დამპირდა ენერგეტიკის სამინისტროში დაგაწყებინებ მუშაობასო, მინისტრ კახი კალაძის სახელზე განცხადებაც დამაწერინა და ვითომ კადრების განყოფილებაში მიიტანა. მითხრა, მორჩა, უკვე მუშაობო... მოულოდნელად ჩინჩალაძე დაიკარგა. ვერ ვპოულობდი, არადა, ბე აღებული გვქონდა და ბინას ვერ ვყიდდი.

2013 წლის 4 იანვარს საკუთრების მოწმობის აღება დამჭირდა საჯარო რეესტრში და მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბინა იპოთეკით იყო დატვირთული. მაშინვე მივმართე პოლიციას. გაირკვა, რომ პოლიციას ანალოგიურ საქმეზე უკვე დაკავებული ჰყავდა მარინა ჩინჩალაძე.

- როგორ მოახერხეს უთქვენოდ ბინის იპოთეკით დატვირთვა?

- მარინა ჩინჩალაძეს ჰქონდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მითითებული იყო მეპატრონის ე.ი. ჩემი ვინაობა, პირადობის მონაცემები და ეს საკმარისი აღმოჩნდა დოკუმენტების გასაყალბებლად(!). მივიდნენ ნოტარიუს თეიმურაზ ბურდილაძესთან და უთხრეს, რომ სურდათ მეპატრონესთან სკაიპით დაემოწმებინათ მინდობილობა. თითქოს მე კიევში ვიყავი, იქიდან დავუკავშირდი ნოტარიუსს და თანახმა ვიყავი, ჩემი ბინა იპოთეკით დაეტვირთა ვინმე ფატიმა ფუხაშვილს, თითქოს ჩემს რძალს. დედისერთა ვარ, არც და მყავს, არც ძმა. ფატიმა ფუხაშვილი დასვეს ნოტარიუსის კაბინეტში, გვერდით მიუსვეს ორი ცრუ დამსწრე, ერთი ქუჩაში აიყვანეს, მეორე თავად ჩინჩალაძის შვილი იყო, სკაიპში გამოჩნდა ჯგუფის კიდევ ერთი თაღლითი წევრი, გიორგი ფაილოძე, თითქოს ის ალექსანდრე ბარნაბიშვილი, ანუ მე ვიყავი და ასე გააყალბეს მინდობილობა. არადა, ფაილოძე სულ არ მგავს, ის მელოტია და მსუქანი, ჩვენ შორის თვალში საცემი განსხვავებაა. ამ ყალბი მინდობილობით ჩემი ბინა ორჯერ დაიტვირთა იპოთეკით. ჯერ 26.000 დოლარად ჩადეს სწორედ იმ იპოთეკარმა ქალებმა, რომლებიც ჩინჩალაძემ პირველად მოიყვანა ჩვენთან როგორც ახლობლები, ერთ კვირაში კი ახალი იპოთეკით დაიტვირთა, უკვე 52.000 დოლარად. ამჯერად, იმ მამაკაცებზე, რომლებსაც ჩემს ბინაში თითქოს აზომვითი ნახაზები უნდა გაეკეთებინათ. მოკლედ, ისეთი მაქინაციები ჩაატარეს, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ კაცი.

ალექსანდრე ბარნაბიშვილი არ არის ამ თაღლითური ჯგუფის ერთადერთი დაზარალებული, მარინა ჩინჩალაძემ თავისი მოსახელე და მოგვარეც არ დაინდო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ