კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი: "27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება"
გიორგი მარგველაშვილი: "27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება"

"ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის ლი­დე­რი და არა ზე­კა­ცი და ყვე­ლას პატ­რო­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ჩვენ მა­გივ­რად გა­და­წყვეტს", - ამ სი­ტყვე­ბით წა­რუდ­გი­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ მუ­დამ გა­დამ­რჩე­ნი­სა და პატ­რო­ნის ძებ­ნა­ში იყო. რა შან­სი აქვს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს, რო­მე­ლიც პატ­რო­ნო­ბას კი არა, პარტნი­ო­რო­ბას ჰპირ­დე­ბა ქარ­თველ ამომ­რჩე­ველს? ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ:

- ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­დე­ნად ევ­რო­პუ­ლია, ქარ­თველ­სა და ევ­რო­პელს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას ვერც იპო­ვით, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კა გან­სხვავ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი კა­ცის ევ­რო­პუ­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ თავ­სდე­ბო­და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, სა­დაც დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი იყო პოსტსაბ­ჭო­თა ფორ­მა­ტი: მე­სი­ე­ბის, პატ­რო­ნე­ბი­სა და ხა­ნაც ყო­ჩე­ბის ძებ­ნა. რად­გან ინ­დი­ვი­დი და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ. დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ევ­რო­პუ­ლი თა­მა­შის წე­სებს ამ­კვიდ­რებს, რაც მი­სა­ღე­ბია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და მი­უ­ღე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სხვა თა­მა­შის წე­სებს შე­ეჩ­ვივ­ნენ.

- დას­რულ­და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რე­ბის დრო, რო­მელ­საც აქამ­დე ითხოვ­და ამომ­რჩე­ვე­ლი?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ ჰქო­ნო­და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რე­ბის მო­თხოვ­ნა, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბო­და ამ ყა­ი­დის ლი­დე­რებ­თან. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხალ­ხს სთა­ვა­ზობს პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც მისი მსა­ხუ­რი იქ­ნე­ბა. ვნა­ხოთ, რო­მე­ლი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა: ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ფიქ­რობს თა­ვის გან­დი­დე­ბა­ზე, თუ პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ფიქ­რობს ადა­მი­ა­ნებ­ზე. მე ვიქ­ნე­ბი მთავ­რო­ბი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარტნი­ო­რი, რაც გუ­ლის­ხმობს მთავ­რო­ბის რე­ფორ­მე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რას. ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი და წელ­ში გა­მარ­თუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ქვე­ყა­ნა. აქამ­დე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არა ვართ საკ­მა­რი­სად ევ­რო­პე­ლე­ბი და წარ­მო­ვად­გენთ გა­ფუ­ჭე­ბულ პოსტსაბ­ჭო­თა პრო­დუქტს.

ჩვენ ქარ­თველს ვხე­დავთ რო­გორც ევ­რო­პის უნი­კა­ლურ ნა­წილს, არა იდენ­ტუ­რო­ბა­და­კარ­გულ­სა და ტრა­დი­ცი­ა­მოშ­ლილს, არა­მედ მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ნა­წილს.

- ხალ­ხის ოც­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დამ­კვიდ­რე­ბაა, რაც კო­ა­ბი­ტა­ცი­ამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­ყოვ­ნა. ამის გამო ზოგს გული აუც­რუვ­და...

- 9 წლის დან­გრე­ულს 9 თვე­ში ვერ გა­ას­წო­რებ. 9 წლის სტრეს­მი­ღე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერ­თბა­შად ვერ აღად­გენ. სწო­რედ იმის­თვის გვინ­და კო­ა­ბი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა, რომ აღა­რა­სო­დეს აღ­დგეს პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო და კლა­ნუ­რი კონ­ტრო­ლი მე­დი­ა­ზე,27 ოქ­ტომ­ბერს უნდა დას­რულ­დეს კო­ა­ბი­ტა­ცია.

სწო­რედ ამის გამო გულ­გა­ტე­ხილ ადა­მი­ა­ნებს უნდა ჰქონ­დეთ მეტი მო­ტი­ვა­ცია, მი­ვიდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში, შე­მო­ხა­ზონ 41 და კო­ა­ბი­ტა­ცია და­ას­რუ­ლონ.

- რა იქ­ნე­ბა მერე? და­ის­ჯე­ბი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რო­მელ­თაც კო­ა­ბი­ტა­ცი­ის გამო ინ­დობ­დნენ?

- მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის დას­ჯის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. 40-მდე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია მი­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. 300-მდე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ხე­ლე სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სუ­ბი­ექ­ტია. რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის რთუ­ლი და არა­პო­პუ­ლის­ტუ­რი გზით, მი­ვი­ღებ­დით იმას, რაც წლე­ბის წინ მი­ი­ღო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

გა­ცი­ლე­ბით იო­ლია დამ­ნა­შა­ვე­თა კო­ცონ­ზე "დაწ­ვა", ამას ბევ­რი პი­ა­რუ­ლი დი­ვი­დენ­დი მო­აქვს, მაგ­რამ სა­მარ­თლის გვერ­დის ავ­ლით დან­თე­ბუ­ლი კო­ცო­ნი მო­მა­ვა­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს ფუნ­და­მენტს წვავს.

- კო­ა­ბი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას რით იგ­რძნობს მო­ქა­ლა­ქე?

- ყვე­ლა და­ი­ნა­ხავს, რომ აღარ ეყო­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი პი­ა­რის­თვის ქვეყ­ნის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ეწე­ვა. მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტი ერ­თობ­ლი­ვად იმოქ­მე­დე­ბენ, რომ მო­ქა­ლა­ქემ თავი უკე­თე­სად იგ­რძნოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტო ერთი მიზ­ნის­კენ - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ იქ­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

- ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, "ოც­ნე­ბი­დან" ხალ­ხი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ა­ში მი­დი­სო...

- ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი იდე­ა­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლია და ცდი­ლო­ბენ მის პი­არ­ტრი­უ­კებს მიჰ­ბა­ძონ: არი­ქა! "ოც­ნე­ბა" იშ­ლე­ბა და იქი­დან მა­სობ­რი­ვად მი­დი­ან წევ­რე­ბიო. ასეთ ტრი­უ­კებს სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ცი­ლე­ბით ნი­ჭი­ე­რად იყე­ნებ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

გიორგი მარგველაშვილი: "27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება"

გიორგი მარგველაშვილი: "27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება"

"ევროპული ყაიდის ლიდერი და არა ზეკაცი და ყველას პატრონი, რომელიც ყველაფერს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტს", - ამ სიტყვებით წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მუდამ გადამრჩენისა და პატრონის ძებნაში იყო. რა შანსი აქვს საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც პატრონობას კი არა, პარტნიორობას ჰპირდება ქართველ ამომრჩეველს? ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- ქართველი საზოგადოება იმდენად ევროპულია, ქართველსა და ევროპელს შორის განსხვავებას ვერც იპოვით, მაგრამ ქართული და ევროპული პოლიტიკა განსხვავდება. ქართველი კაცის ევროპულობა, სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერ თავსდებოდა პოლიტიკურ პროცესებში, სადაც დამკვიდრებული იყო პოსტსაბჭოთა ფორმატი: მესიების, პატრონებისა და ხანაც ყოჩების ძებნა. რადგან ინდივიდი და პოლიტიკური პროცესი სრულიად განსხვავებული იყვნენ. დღეს "ქართული ოცნება" ევროპული თამაშის წესებს ამკვიდრებს, რაც მისაღებია მოქალაქეებისთვის და მიუღებელია პოლიტიკური ელიტებისთვის, რომლებიც სხვა თამაშის წესებს შეეჩვივნენ.

- დასრულდა ქარიზმატული ლიდერების დრო, რომელსაც აქამდე ითხოვდა ამომრჩეველი?

- საზოგადოებას რომ ჰქონოდა ქარიზმატული ლიდერების მოთხოვნა, ამდენი პრობლემა არ ექნებოდა ამ ყაიდის ლიდერებთან. "ქართული ოცნება" ხალხს სთავაზობს პრეზიდენტს, რომელიც მისი მსახური იქნება. ვნახოთ, რომელი უფრო საინტერესო იქნება: ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ფიქრობს თავის განდიდებაზე, თუ პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს ადამიანებზე. მე ვიქნები მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი, რაც გულისხმობს მთავრობის რეფორმებისთვის მხარდაჭერას. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და წელში გამართული ევროპული ტიპის ქვეყანა. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ არა ვართ საკმარისად ევროპელები და წარმოვადგენთ გაფუჭებულ პოსტსაბჭოთა პროდუქტს.

ჩვენ ქართველს ვხედავთ როგორც ევროპის უნიკალურ ნაწილს, არა იდენტურობადაკარგულსა და ტრადიციამოშლილს, არამედ მის ინდივიდუალურ ნაწილს.

- ხალხის ოცნება სამართლიანობის დამკვიდრებაა, რაც კოაბიტაციამ მნიშვნელოვნად შეაყოვნა. ამის გამო ზოგს გული აუცრუვდა...

- 9 წლის დანგრეულს 9 თვეში ვერ გაასწორებ. 9 წლის სტრესმიღებულ საზოგადოებას ერთბაშად ვერ აღადგენ. სწორედ იმისთვის გვინდა კოაბიტაციის დასრულება, რომ აღარასოდეს აღდგეს პოლიციური სახელმწიფო და კლანური კონტროლი მედიაზე,27 ოქტომბერს უნდა დასრულდეს კოაბიტაცია.

სწორედ ამის გამო გულგატეხილ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი მოტივაცია, მივიდნენ საარჩევნო უბანში, შემოხაზონ 41 და კოაბიტაცია დაასრულონ.

- რა იქნება მერე? დაისჯებიან დამნაშავეები, რომელთაც კოაბიტაციის გამო ინდობდნენ?

- მთავარი ბრალდებულებისა და ეჭვმიტანილების დასჯის პროცესი მიმდინარეობს. 40-მდე მაღალჩინოსანია მიცემული პასუხისგებაში. 300-მდე წინა ხელისუფლების მოხელე სამართლებრივი დევნის სუბიექტია. რომ არ წავსულიყავით სამართლიანობის აღდგენის რთული და არაპოპულისტური გზით, მივიღებდით იმას, რაც წლების წინ მიიღო საზოგადოებამ.

გაცილებით იოლია დამნაშავეთა კოცონზე "დაწვა", ამას ბევრი პიარული დივიდენდი მოაქვს, მაგრამ სამართლის გვერდის ავლით დანთებული კოცონი მომავალი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტს წვავს.

- კოაბიტაციის დასრულებას რით იგრძნობს მოქალაქე?

- ყველა დაინახავს, რომ აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი პიარისთვის ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევა. მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი ერთობლივად იმოქმედებენ, რომ მოქალაქემ თავი უკეთესად იგრძნოს. ხელისუფლების ყველა შტო ერთი მიზნისკენ - გამარჯვებული საქართველოსკენ იქნება მობილიზებული.

- ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, "ოცნებიდან" ხალხი ნინო ბურჯანაძის პარტიაში მიდისო...

- ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური და მენტალური იდეალი სააკაშვილია და ცდილობენ მის პიარტრიუკებს მიჰბაძონ: არიქა! "ოცნება" იშლება და იქიდან მასობრივად მიდიან წევრებიო. ასეთ ტრიუკებს სააკაშვილი გაცილებით ნიჭიერად იყენებდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა