ცნობილი იტალიელი დიზაინერის დონატელა ვერსაჩეს სახელს ჰოლივუდში უკვდავყოფენ. დიზინერს კინოეკრანზე 51 წლის მსახიობი ჯინა ჰერშონი განასახიერებს, რომელიც ცნობილია როგორც "შოუ გოგონების" ვარსკვლავი.
ფილმი, სახელწოდებით "ვერსაჩეს სახლი" დონატელას ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის შესახებ გვიამბობს, როდესაც მას მოდის ბიზნესში საკუთარი ძმის, 1997 წელს მოკლული ჯანის ადგილის დაკავება მოუხდა. სურათში ასევე ასახული იქნება ნარკოტიკებთან პრომლემების ისტორია, რამაც დიზაინერი ლამის ფინანსურ ფიასკომდე მიიყვანა.
ფილმს საფუძვლად დაედება ჟურნალისტ დებორა ბოლის ნაწარმოები "ვერსაჩეს სახლი: დაუჯერებელი ამბავი გენიის, მკვლელობისა და აღორძინების შესახებ". სურათის ეკრანული პრემიერა ამერიკულ ტელეარხებზე 5 ოქტომბერს შედგება.
მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით