სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა
მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა

რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა რუ­სეთ-აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ზღვრის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი ნაკ­რძა­ლად გა­მო­ა­ცხა­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, პრე­მი­ერ­მა ტრანსსა­სა­ზღვრო ნაკ­რძა­ლის შექ­მნის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­მოს­ცა.

რუ­სე­თის მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის სა­ზღვა­რი უშუ­ა­ლოდ ეკ­ვრის რუ­სე­თის მხრი­დან კავ­კა­სი­ის სა­ხელ­მწი­ფო ბი­ოს­ფე­რულ ნაკ­რძალს, აფხა­ზუ­რი მხრი­დან კი - რი­წის რე­ლიქ­ტურ ეროვ­ნულ პარკს.

"მი­თი­თე­ბულ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ცულ ბუ­ნებ­რივ ტე­რი­ტო­რი­ებს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­აჩ­ნია და­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ის ბი­ო­ლო­გი­უ­რი და ლან­დშაფ­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის. ამას­თან, ტე­რი­ტო­რი­ის ტრანსსა­სა­ზღვრო გან­ლა­გე­ბა ქმნის დიდ ეკო­ლო­გი­ურ დე­რე­ფანს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მნიშ­ვნე­ლო­ვან ფარ­თობ­ზე ცხო­ველ­თა და მცე­ნა­რე­თა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აქვე ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სულ-აფხა­ზუ­რი ტრანსსა­სა­ზღვრო რე­ზერ­ვა­ტის შექ­მნა და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას შექ­მნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი და ლან­დშაფ­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. გარ­და ამი­სა, ეს ხელს შე­უ­წყობს ორ­მხრივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი კომ­პლექ­სე­ბის და­სა­ცა­ვად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა

მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა. რუსული მედიის ცნობით, პრემიერმა ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთისა და აფხაზეთის საზღვარი უშუალოდ ეკვრის რუსეთის მხრიდან კავკასიის სახელმწიფო ბიოსფერულ ნაკრძალს, აფხაზური მხრიდან კი - რიწის რელიქტურ ეროვნულ პარკს.

"მითითებულ განსაკუთრებით დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია დასავლეთ კავკასიის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებისთვის. ამასთან, ტერიტორიის ტრანსსასაზღვრო განლაგება ქმნის დიდ ეკოლოგიურ დერეფანს, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ფართობზე ცხოველთა და მცენარეთა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აქვე ნათქვამია, რომ რუსულ-აფხაზური ტრანსსასაზღვრო რეზერვატის შექმნა დამატებით შესაძლებლობას შექმნის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს ორმხრივ თანამშრომლობას უნიკალური ბუნებრივი კომპლექსების დასაცავად.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?