Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯილდოს ფასად კითხულობდა პაატა შამუგია წიგნებს ბავშვობაში
რა ჯილდოს ფასად კითხულობდა პაატა შამუგია წიგნებს ბავშვობაში

"წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბი" პოეტ პა­ა­ტა შა­მუ­გი­ას ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. მან შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით ისურ­ვა. ის რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნალ­ში სტი­ლის რე­დაქ­ტო­რი გახ­ლდათ და პა­სუ­ხე­ბი რომ მი­ვი­ღე, იქვე მომ­წე­რა: "თხოვ­ნა მექ­ნე­ბა - არ შე­იც­ვა­ლოს არა­ფე­რი, სას­ვე­ნი ნი­შა­ნიც კი". ასე რომ, ტექსტს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ...

- რა არის თქვენ­თვის წიგ­ნი?

- წიგ­ნიც არის და წიგ­ნიც! აი, ტოლსტო­ის "ანა კა­რე­ნი­ნა" თავს მატ­კი­ვებს, თო­მას მანი - მი­ყუ­ჩებს, დოს­ტო­ევ­სკი მსუ­ყეა, რაბ­ლე ტი­ტა­ნია თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­ვით, კინ­გი მე­ფუ­რია, სტენ­და­ლი მო­სა­წყე­ნია, სექ­სტო­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რია, ელი­ო­ტი - ფრი­გი­დუ­ლი, პავ­ლო­ვა - ასა­ტა­ნად კარ­გია, სტა­ი­ნი - აუ­ტან­ლად კარ­გი, გინსბერ­გის ნე­ბის­მი­ე­რი თავ­ხე­დუ­რი კრე­ბუ­ლი მირ­ჩევ­ნია დამ­ყა­ყე­ბულ აკა­დე­მი­ურ ან­თო­ლო­გი­ებს, გამ­სა­ხურ­დი­ას ვე­ღარ ვკი­თხუ­ლობ, რო­ბა­ქი­ძეს აღარ ვკი­თხუ­ლობ. სა­ერ­თოდ, მე "ცო­ცხა­ლი" წიგ­ნე­ბის და ავ­ტო­რე­ბის მხა­რე­ზე ვარ, მკვდრებ­მა (კო­ე­ლი­ომ და სხვებ­მა) თვი­თონ და­მარ­ხონ თა­ვი­ან­თი მკვდრე­ბი (კას­ტა­ნე­და და სხვე­ბი). ცო­ცხა­ლი არის "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" (თუ ქარ­თველ­მა რუს­თვე­ლო­ლო­გებ­მა არ მოკ­ლეს), ცო­ცხა­ლი არის უიტ­მე­ნის "ბა­ლა­ხის ფოთ­ლე­ბი" და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის "პირ­ვე­ლი ეპის­ტო­ლე კო­რინ­თელ­თა მი­მართ".

მოკ­ლედ, ასე­თია ჩემი აზრი წიგ­ნე­ბის და ავ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ - წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი, ისე­თი, რო­გო­რი­ცაა თვი­თონ ლი­ტე­რა­ტუ­რა.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი... ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე ნა­წარ­მო­ე­ბი­დან გა­მო­ყო­ლი ყვე­ლა­ზე მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა...

- ზუს­ტად მახ­სოვს, რომ ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი არ იყო "დედა ენა". ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც გა­აზ­რე­ბუ­ლად და გულ­მოდ­გი­ნედ წა­ვი­კი­თხე, იყო ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლი. ამ­დე­ნი სის­ხლი და თა­ვე­ბის პან­ტა-პუნ­ტით ცვე­ნა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი კი იყო, მაგ­რამ "ჩე­მი­ა­ნი", ანუ სუს­ტი და კე­თი­ლი, ბო­ლოს რომ იმარ­ჯვებ­და - ეს იყო ეს­თე­ტი­კუ­რი ჯილ­დო. მარ­თა­ლია, ცოტა არ იყოს, სწორ­ხა­ზო­ვა­ნი და მი­ა­მი­ტუ­რია, სუს­ტმა და კე­თილ­მა აუ­ცი­ლებ­ლად რომ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, არის ამა­ში რა­ღაც ჰო­ლი­ვუ­დუ­რი პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის წინმსწრე­ბი მო­მენ­ტი, მაგ­რამ ეს არა­ფერს ცვლის. მე ვფიქ­რობ, სი­კე­თეს უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, წიგ­ნებ­ში მა­ინც გა­ი­მარ­ჯვოს. სა­ერ­თო­დაც, წიგ­ნე­ბი ხომ ამის­თვის არ­სე­ბობს - რომ ავი­ნა­ზღა­უ­როთ ის, რაც გვაკ­ლია - სი­კე­თე, თა­ნას­წო­რო­ბა, თა­ნალ­მო­ბა.

- აფხა­ზეთ­ში ხართ და­ბა­დე­ბუ­ლი. მე არ ვიცი თქვე­ნი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი აფხა­ზე­თის ომის პე­რი­ოდ­ში, ალ­ბათ სახ­ლი, თქვე­ნი სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა იქვე დარ­ჩა...

- აფხა­ზე­თი­დან ღა­მის ორ თუ სამ სა­ათ­ზე წა­მო­ვე­დით, ტრაქ­ტო­რის მი­საბ­მელ­ზე და­ვე­ტი­ეთ მთე­ლი უბა­ნი. თითო ოჯახს მხო­ლოდ თითო ტომ­რის წა­მო­ღე­ბა შე­ეძ­ლო, სხვა­ნა­ი­რად ვერ და­ვე­ტე­ო­დით. ასეთ პი­რო­ბებ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კას ვე­რაფ­რით ვერ წა­მო­ვი­ღებ­დით. არა­და, ძა­ლი­ან დიდი და სა­ინ­ტე­რე­სო ბიბ­ლი­ო­თე­კა იყო. თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, კლა­სი­კა კი თით­ქმის სრუ­ლი სა­ხით გვქონ­და.

- არ­სე­ბობს თუ არა წიგ­ნი, რო­მელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად უბ­რუნ­დე­ბით და ხე­ლახ­ლა კი­თხუ­ლობთ?

- სა­ერ­თოდ, თუ წიგ­ნი მხო­ლოდ ერთხელ წა­ვი­კი­თხე, ესე იგი არ მომ­წო­ნე­ბია. თით­ქმის ყვე­ლა ფა­ვო­რი­ტი წიგ­ნი ორ­ჯერ ან მეტ­ჯერ მაქვს წა­კი­თხუ­ლი... ერ­თა­დერ­თი წიგ­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, მაგ­რამ არა­სო­დეს ვუბ­რუნ­დე­ბი, სა­კუ­თა­რი წიგ­ნია. როცა გა­მო­ი­ცე­მა, ვი­ვი­წყებ, მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ვშლი და ახალ ტექ­სტზე ვფიქ­რობ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ჯილდოს ფასად კითხულობდა პაატა შამუგია წიგნებს ბავშვობაში

რა ჯილდოს ფასად კითხულობდა პაატა შამუგია წიგნებს ბავშვობაში

"წიგნის მოყვარულთა კლუბი" პოეტ პაატა შამუგიას ლიტერატურული გემოვნებით დაინტერესდა. მან შეკითხვებზე პასუხების გაცემა წერილობითი სახით ისურვა. ის რამდენიმე ჟურნალში სტილის რედაქტორი გახლდათ და პასუხები რომ მივიღე, იქვე მომწერა: "თხოვნა მექნება - არ შეიცვალოს არაფერი, სასვენი ნიშანიც კი". ასე რომ, ტექსტს, შეძლებისდაგვარად, უცვლელად გთავაზობთ...

- რა არის თქვენთვის წიგნი?

- წიგნიც არის და წიგნიც! აი, ტოლსტოის "ანა კარენინა" თავს მატკივებს, თომას მანი - მიყუჩებს, დოსტოევსკი მსუყეა, რაბლე ტიტანია თავისი პერსონაჟებივით, კინგი მეფურია, სტენდალი მოსაწყენია, სექსტონი სექსუალურია, ელიოტი - ფრიგიდული, პავლოვა - ასატანად კარგია, სტაინი - აუტანლად კარგი, გინსბერგის ნებისმიერი თავხედური კრებული მირჩევნია დამყაყებულ აკადემიურ ანთოლოგიებს, გამსახურდიას ვეღარ ვკითხულობ, რობაქიძეს აღარ ვკითხულობ. საერთოდ, მე "ცოცხალი" წიგნების და ავტორების მხარეზე ვარ, მკვდრებმა (კოელიომ და სხვებმა) თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები (კასტანედა და სხვები). ცოცხალი არის "ვეფხისტყაოსანი" (თუ ქართველმა რუსთველოლოგებმა არ მოკლეს), ცოცხალი არის უიტმენის "ბალახის ფოთლები" და პავლე მოციქულის "პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ".

მოკლედ, ასეთია ჩემი აზრი წიგნების და ავტორების შესახებ - წინააღმდეგობრივი, ისეთი, როგორიცაა თვითონ ლიტერატურა.

- თქვენი პირველი წიგნები... ბავშვობიდან დღემდე ნაწარმოებიდან გამოყოლი ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება...

- ზუსტად მახსოვს, რომ ჩემი პირველი წიგნი არ იყო "დედა ენა". ყოველ შემთხვევაში, პირველი წიგნი, რომელიც გააზრებულად და გულმოდგინედ წავიკითხე, იყო ქართული ხალხური ზღაპრების კრებული. ამდენი სისხლი და თავების პანტა-პუნტით ცვენა შემაშფოთებელი კი იყო, მაგრამ "ჩემიანი", ანუ სუსტი და კეთილი, ბოლოს რომ იმარჯვებდა - ეს იყო ესთეტიკური ჯილდო. მართალია, ცოტა არ იყოს, სწორხაზოვანი და მიამიტურია, სუსტმა და კეთილმა აუცილებლად რომ უნდა გაიმარჯვოს, არის ამაში რაღაც ჰოლივუდური პოლიტკორექტულობის წინმსწრები მომენტი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მე ვფიქრობ, სიკეთეს უნდა მივცეთ საშუალება, წიგნებში მაინც გაიმარჯვოს. საერთოდაც, წიგნები ხომ ამისთვის არსებობს - რომ ავინაზღაუროთ ის, რაც გვაკლია - სიკეთე, თანასწორობა, თანალმობა.

- აფხაზეთში ხართ დაბადებული. მე არ ვიცი თქვენი ოჯახის ამბავი აფხაზეთის ომის პერიოდში, ალბათ სახლი, თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა იქვე დარჩა...

- აფხაზეთიდან ღამის ორ თუ სამ საათზე წამოვედით, ტრაქტორის მისაბმელზე დავეტიეთ მთელი უბანი. თითო ოჯახს მხოლოდ თითო ტომრის წამოღება შეეძლო, სხვანაირად ვერ დავეტეოდით. ასეთ პირობებში ბიბლიოთეკას ვერაფრით ვერ წამოვიღებდით. არადა, ძალიან დიდი და საინტერესო ბიბლიოთეკა იყო. თანამედროვე ლიტერატურა შეძლებისდაგვარად, კლასიკა კი თითქმის სრული სახით გვქონდა.

- არსებობს თუ არა წიგნი, რომელსაც პერიოდულად უბრუნდებით და ხელახლა კითხულობთ?

- საერთოდ, თუ წიგნი მხოლოდ ერთხელ წავიკითხე, ესე იგი არ მომწონებია. თითქმის ყველა ფავორიტი წიგნი ორჯერ ან მეტჯერ მაქვს წაკითხული... ერთადერთი წიგნი, რომელიც შეიძლება მაკმაყოფილებდეს, მაგრამ არასოდეს ვუბრუნდები, საკუთარი წიგნია. როცა გამოიცემა, ვივიწყებ, მეხსიერებიდან ვშლი და ახალ ტექსტზე ვფიქრობ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს