პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი სამწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - "ამ შოუში იქნება ყველაფერი, რაც აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისთვის"
უცნობი სამწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - "ამ შოუში იქნება ყველაფერი, რაც აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისთვის"

გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან, იმა­ვე უც­ნობ­თან, ინ­ტერ­ვიუ ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე ჩავ­წე­რეთ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბოლო წლე­ბია აინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით სამი წე­ლი­წა­დია, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თავს არი­დებს. მისი ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა, ბევ­რი ზა­რის შემ­დეგ, მხო­ლოდ ახლა მო­ვა­ხერ­ხეთ. გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და ნატო მე­ტო­ნი­ძემ 26 ივ­ლისს ლო­პო­ტა­ზე კონ­ცერ­ტი გა­მარ­თეს და იქ შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ნატ­რე­ბუ­ლი ჰან­გე­ბი მო­ას­მე­ნი­ნეს, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სიმ­ღე­რაც გა­აც­ნეს იმ პრო­ექ­ტი­დან, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა უც­ნო­ბის ახა­ლი შოუს სა­ხით იხი­ლავს მა­შინ, რო­დე­საც შემ­სრუ­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მის, არ­ცთუ მცი­რე და­ფი­ნან­სე­ბას მო­ძებ­ნის... მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წილს მი­ე­ცა "ვა­გო­ნი მიქ­რის" - ახა­ლი ვერ­სი­ის მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­დაც ნატო მე­ტო­ნი­ძეც მღე­რის.

- რო­გო­რი იყო ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ ისევ სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, თა­ნაც, ნატო მე­ტო­ნი­ძეს­თან ერ­თად?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­ცერ­ტი იყო, სამ­წლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კონ­ცერ­ტი ლო­პო­ტის ტბა­ზე გა­ი­მარ­თა, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეს­წრე­ბო­და. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც უყ­ვართ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა და გა­უ­ხარ­დათ. ძა­ლი­ან კარ­გი გან­წყო­ბა იყო და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, რაც ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო. დიდი ხანი ვფიქ­რობ­დი, გა­მე­კე­თე­ბი­ნა თუ არა ეს კონ­ცერ­ტი. მე ვამ­ზა­დებ ახალ პრო­ექტს და მინ­დო­და, რომ ამ პრო­ექ­ტით დავ­მდგა­რი­ყა­ვი პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ. დიდი თხოვ­ნის შემ­დეგ ლო­პო­ტა­ზე კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას მა­ინც დავ­თან­ხმდი, ისეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მთხო­ვეს, რომ უარი ვე­ღარ ვუ­თხა­რი. თუმ­ცა ახა­ლი პრო­ექ­ტი თა­ვის გზას მა­ინც გა­ნაგ­რძობს და ადრე თუ გვი­ან შევ­თა­ვა­ზებ მა­ყუ­რე­ბელს.

- იქ­ნებ, გვი­თხრათ, რო­მელ ახალ პრო­ექ­ტზეა სა­უ­ბა­რი?

- გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­ზე შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტია, თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი შოუ, რო­მელ­საც თა­ვი­სი სი­უ­ჟე­ტი აქვს. ტექ­სტე­ბი მე დავ­წე­რე, არი­ან მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი, რო­მელ­თაც სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით თა­ვი­ან­თი რო­ლე­ბი აქვთ. სპექ­ტაკ­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი დღე­ვან­დელ დღე­სა და მოვ­ლე­ნებ­თან, რაც ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­ა­რეთ და ალ­ბათ, მა­ყუ­რე­ბელს და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ამ შო­უ­ში იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

- რა არის დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი?

- იმის შე­ფა­სე­ბა, რაც გა­ვი­ა­რეთ და თავს გა­დაგ­ვხდა. მინ­და, ეს გად­მოვ­ცე იმ ენა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა და იმ შეგ­რძნე­ბე­ბით, რაც მე მქონ­და, ანუ ჩემი და­ნა­ხუ­ლი გან­ვლი­ლი წლე­ბი. ის პრობ­ლე­მე­ბი, რის წი­ნა­შეც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­დე­ქით, ახ­ლაც დარ­ჩე­ნი­ლია და მგო­ნია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ბევ­რია სა­მუ­შაო, ჭეშ­მა­რი­ტე­ბამ­დე და ბედ­ნი­ე­რე­ბამ­დე რომ მი­ვი­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ბევ­რი ხე­ლის შემ­შლე­ლი რამ არის და ამა­ზეც მექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი ახალ შო­უ­ში. ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ჯგუფ­თან, მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მაა.

- თქვენ გარ­და ვინ იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ პრო­ექ­ტში?

- ნატო მე­ტო­ნი­ძე, რობი კუ­ხი­ა­ნი­ძე და მარი ბოლ­ქვა­ძე, ახალ­გაზ­რდა, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მას ძა­ლი­ან კარ­გი ვო­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს, ზაურ ბოლ­ქვა­ძის შვი­ლიშ­ვილ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი. რო­ბი­სა და ნა­ტო­ზე აღარ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, მათ ყვე­ლა იც­ნობს (იღი­მის). შოუს გა­კე­თე­ბა მინ­და იმ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ახლა შე­მო­დის ევ­რო­პა­შიც და ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში.

- რო­დის­თვის აპი­რებთ მა­ყუ­რებ­ლის­თვის ახა­ლი პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნას?

- საკ­მა­ოდ დიდ ფი­ნან­სურ წყა­რო­ებს ითხოვს, ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ძვი­რი ჯდე­ბა. სა­ყი­დე­ლია ახალ ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. რო­გორც კი ფი­ნან­სურ მხა­რეს გა­დავ­წყვეტ, დარ­ჩე­ბა მხატ­ვრუ­ლი მხა­რე, ანუ უნდა და­ი­ხა­ტოს და­ახ­ლო­ე­ბით 2-სა­ა­თი­ა­ნი ანი­მა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი. სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ვა ის, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს. ეს ჩვენ­თვი­საც სი­ახ­ლეა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კუ­თხით არა­ვის უმუ­შა­ვია. სა­უ­ბა­რი მაქვს გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ გა­მო­გო­ნილ ახალ სამი დე ფორ­მა­ტის ეკ­რა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­გიძ­ლია და­ა­მონ­ტა­ჟო სცე­ნა­ზე და სივ­რცე ისე გა­მო­ი­ყე­ნო, რომ რაც ეკ­რან­ზე ხდე­ბა, მა­ყუ­რე­ბელს სცე­ნა­ზე მომ­ხდა­რი ეგო­ნოს. მა­გა­ლი-თად, შე­გიძ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი "გა­ა­ცო­ცხლო" და ა.შ. ბევ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. სცე­ნა­რიც იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მგო­ნია, რომ არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი, არა­მედ მსოფ­ლიო მა­ყუ­რებ­ლის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა. ეს არ გა­კეთ­დე­ბა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის.

- ვიცი, რომ "ვა­გო­ნი მიქ­რის" თა­ვი­დან ჩა­წე­რეთ. რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ ახ­ლე­ბუ­რად გა­და­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი? რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მხო­ლოდ მცი­რე წრე­ში გავ­რცელ­და, რა­დი­ო­თი არ­სად მოგ­ვის­მე­ნია.

- რა­დი­ო­ე­ბით ეს სიმ­ღე­რა არ ვრცელ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ეს სიმ­ღე­რაც იმ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია, რო­მელ­ზეც ახლა გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით. ახა­ლი "ვა­გო­ნი მიქ­რის" ასე­ვე სავ­სეა გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კით, მე­ლო­დი­ით, რო­მელ­საც ნატო ას­რუ­ლებს. ლო­პო­ტა­ზე მთხო­ვეს ახა­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა და თხოვ­ნა შე­ვას­რუ­ლე. ჯერ­ჯე­რო­ბით არ დატ­რი­ალ­დე­ბა არც რა­დი­ო­ში და არც ალ­ბო­მია გა­მო­სუ­ლი.

- დიდი ხა­ნია, ინ­ტერ­ვი­უ­ზე გი­რე­კავთ და ყო­ველ­თვის თა­ვა­ზი­ა­ნი უა­რით გვის­ტუმ­რებ­დით. რა­ტომ შე­წყვი­ტეთ პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბოლო წლებ­ში?

- არა­ფე­რი შე­მი­წყვე­ტია. რა­საც ახლა ვა­კე­თებ, ის გახ­ლავთ, რისი თქმაც მე მინ­და. ვფიქ­რობ, ხე­ლო­ვან­მა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი ხე­ლოვ­ნე­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბით უნდა თქვას სათ­ქმე-ლი. ტე­ლე­ვი­ზორ­ში მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის ყო­ველ­დღი­უ­რად, რაც მე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­ღი­ზი­ა­ნებს. იმ­დე­ნი ვი­ლა­პა­რა­კე ეს წლე­ბი, რომ აღარ მსურს, მა­ყუ­რე­ბელს ყელ­ში ამო­ვუყ­ვა­ნო ჩემი თავი. ჩემი აზრი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და ყვე­ლამ იცის, რა მო­საზ­რე­ბე­ბი მქონ­და, იმა­ვე აზ­რზე ვრჩე­ბი ახ­ლაც. მაქვს შე­ნიშ­ვნე­ბი დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ამ შე­ნიშ­ვნებს ზუს­ტად ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბით ვი­ტყვი. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თსა და იმა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ციყ­ვე­ბი­ვით და­დი­ან და იქით გვმო­ძღვრა­ვენ. არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, რომ ჩემი იდე­ე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვმო­ძღვრო. უფრო კარ­გად გა­მო­მი­ვა სცე­ნი­დან რა­ღა­ცის თქმა. თქვენც იმი­ტომ გე­უბ­ნე­ბო­დით უარს და ბო­დიშს გიხ­დით, მაგ­რამ არ მაქვს პო­პუ­ლა­რო­ბის მოხ­ვე­ჭი­სა და ყო­ველ­დღე გა­ზეთ­სა და ჟურ­ნალ­ში გა­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი. მირ­ჩევ­ნია, სტუ­დი­ა­ში ჩა­ვი­კე­ტო და ამ თუ სხვა პრო­ექ­ტზე ვი­მუ­შაო, რა­ზეც ვფიქ­რობ უკვე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტს ვგუ­ლის­ხმობ, ვიდ­რე ტოკ­შო­უ­ებ­ში ვი­ა­რო, რომ­ლე­ბიც აღარ დამ­თავ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც დღეს ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და მე­დი­ა­ში ხდე­ბა, მგო­ნია, ეს გა­და­ღე­ჭი­ლის მე­ა­თასედ გა­და­ღეჭ­ვაა. აქ ახა­ლი არა­ფე­რია და ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ ქარ­თულ არ­ხებს სა­ერ­თოდ აღარ ვუ­ყუ­რებ - იმ­დე­ნად მდა­რე ხა­რის­ხის, უგე­მოვ­ნო, მდა­ბიო პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზო­ბენ მა­ყუ­რე­ბელს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

უცნობი სამწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - "ამ შოუში იქნება ყველაფერი, რაც აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისთვის"

უცნობი სამწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - "ამ შოუში იქნება ყველაფერი, რაც აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისთვის"

გია გაჩეჩილაძესთან, იმავე უცნობთან, ინტერვიუ ყველა იმ საკითხზე ჩავწერეთ, რომელიც საზოგადოებას ბოლო წლებია აინტერესებს, თუმცა დაახლოებით სამი წელიწადია, ჩვენი რესპონდენტი პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებს. მისი ინტერვიუზე დათანხმება, ბევრი ზარის შემდეგ, მხოლოდ ახლა მოვახერხეთ. გია გაჩეჩილაძემ და ნატო მეტონიძემ 26 ივლისს ლოპოტაზე კონცერტი გამართეს და იქ შეკრებილ საზოგადოებას მონატრებული ჰანგები მოასმენინეს, რამდენიმე ახალი სიმღერაც გააცნეს იმ პროექტიდან, რომელსაც საზოგადოება უცნობის ახალი შოუს სახით იხილავს მაშინ, როდესაც შემსრულებელი შესაბამის, არცთუ მცირე დაფინანსებას მოძებნის... მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს მიეცა "ვაგონი მიქრის" - ახალი ვერსიის მოსმენის საშუალება, სადაც ნატო მეტონიძეც მღერის.

- როგორი იყო ამდენი ხნის შემდეგ ისევ სცენაზე დაბრუნება, თანაც, ნატო მეტონიძესთან ერთად?

- ჩვეულებრივი კონცერტი იყო, სამწლიანი შესვენების შემდეგ კონცერტი ლოპოტის ტბაზე გაიმართა, ძალიან კარგი საზოგადოება ესწრებოდა. ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ჩემი შემოქმედება და გაუხარდათ. ძალიან კარგი განწყობა იყო და ყველა კმაყოფილი დარჩა, რაც ჩემთვის მთავარი იყო. დიდი ხანი ვფიქრობდი, გამეკეთებინა თუ არა ეს კონცერტი. მე ვამზადებ ახალ პროექტს და მინდოდა, რომ ამ პროექტით დავმდგარიყავი პირველად სცენაზე ამდენი ხნის შემდეგ. დიდი თხოვნის შემდეგ ლოპოტაზე კონცერტის გამართვას მაინც დავთანხმდი, ისეთმა ადამიანებმა მთხოვეს, რომ უარი ვეღარ ვუთხარი. თუმცა ახალი პროექტი თავის გზას მაინც განაგრძობს და ადრე თუ გვიან შევთავაზებ მაყურებელს.

- იქნებ, გვითხრათ, რომელ ახალ პროექტზეა საუბარი?

- გია ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი პროექტია, თეატრალიზებული შოუ, რომელსაც თავისი სიუჟეტი აქვს. ტექსტები მე დავწერე, არიან მონაწილე გმირები, რომელთაც სიუჟეტის მიხედვით თავიანთი როლები აქვთ. სპექტაკლი აქტუალური იქნება, შესაბამისი დღევანდელ დღესა და მოვლენებთან, რაც ამ 9 წლის განმავლობაში გავიარეთ და ალბათ, მაყურებელს დააინტერესებს. ამ შოუში იქნება ყველაფერი ის, რაც აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისთვის.

- რა არის დღეს საზოგადოებისთვის აქტუალური?

- იმის შეფასება, რაც გავიარეთ და თავს გადაგვხდა. მინდა, ეს გადმოვცე იმ ენაზე, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება და იმ შეგრძნებებით, რაც მე მქონდა, ანუ ჩემი დანახული განვლილი წლები. ის პრობლემები, რის წინაშეც ამ დროის განმავლობაში ვიდექით, ახლაც დარჩენილია და მგონია, რომ ჯერჯერობით ბევრია სამუშაო, ჭეშმარიტებამდე და ბედნიერებამდე რომ მივიდეს საზოგადოება. ბევრი ხელის შემშლელი რამ არის და ამაზეც მექნება საუბარი ახალ შოუში. ჩვენი პრობლემები არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან, მთლიანად საზოგადოების პრობლემაა.

- თქვენ გარდა ვინ იქნება დაკავებული ახალ პროექტში?

- ნატო მეტონიძე, რობი კუხიანიძე და მარი ბოლქვაძე, ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მას ძალიან კარგი ვოკალური შესაძლებლობები აქვს, ზაურ ბოლქვაძის შვილიშვილზე მაქვს საუბარი. რობისა და ნატოზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, მათ ყველა იცნობს (იღიმის). შოუს გაკეთება მინდა იმ ტექნოლოგიებით, რომლებიც ახლა შემოდის ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოში.

- როდისთვის აპირებთ მაყურებლისთვის ახალი პროექტის წარდგენას?

- საკმაოდ დიდ ფინანსურ წყაროებს ითხოვს, ტექნიკური უზრუნველყოფა ძვირი ჯდება. საყიდელია ახალ ტექნიკური საშუალებები. როგორც კი ფინანსურ მხარეს გადავწყვეტ, დარჩება მხატვრული მხარე, ანუ უნდა დაიხატოს დაახლოებით 2-საათიანი ანიმაციური პროექტი. საბოლოოდ გამოვა ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ეს ჩვენთვისაც სიახლეა, რადგან საქართველოში ამ კუთხით არავის უმუშავია. საუბარი მაქვს გერმანელების მიერ გამოგონილ ახალ სამი დე ფორმატის ეკრანებზე, რომლებიც შეგიძლია დაამონტაჟო სცენაზე და სივრცე ისე გამოიყენო, რომ რაც ეკრანზე ხდება, მაყურებელს სცენაზე მომხდარი ეგონოს. მაგალი-თად, შეგიძლია გარდაცვლილი ადამიანი "გააცოცხლო" და ა.შ. ბევრის საშუალებას იძლევა მსგავსი ტექნოლოგიები. სცენარიც იმდენად საინტერესო და აქტუალურია, მგონია, რომ არა მხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიო მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო გახდება. ეს არ გაკეთდება მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის.

- ვიცი, რომ "ვაგონი მიქრის" თავიდან ჩაწერეთ. რატომ გაგიჩნდათ ახლებურად გადაკეთების სურვილი? რამდენადაც ვიცი, მხოლოდ მცირე წრეში გავრცელდა, რადიოთი არსად მოგვისმენია.

- რადიოებით ეს სიმღერა არ ვრცელდება იმიტომ, რომ ეს სიმღერაც იმ პროექტის ნაწილია, რომელზეც ახლა გელაპარაკებოდით. ახალი "ვაგონი მიქრის" ასევე სავსეა გია ყანჩელის მუსიკით, მელოდიით, რომელსაც ნატო ასრულებს. ლოპოტაზე მთხოვეს ახალი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერის შესრულება და თხოვნა შევასრულე. ჯერჯერობით არ დატრიალდება არც რადიოში და არც ალბომია გამოსული.

- დიდი ხანია, ინტერვიუზე გირეკავთ და ყოველთვის თავაზიანი უარით გვისტუმრებდით. რატომ შეწყვიტეთ პრესასთან ურთიერთობა ბოლო წლებში?

- არაფერი შემიწყვეტია. რასაც ახლა ვაკეთებ, ის გახლავთ, რისი თქმაც მე მინდა. ვფიქრობ, ხელოვანმა ადამიანმა თავისი ხელოვნებითა და შემოქმედებით უნდა თქვას სათქმე-ლი. ტელევიზორში მილიონი ადამიანი გამოდის ყოველდღიურად, რაც მე, სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებს. იმდენი ვილაპარაკე ეს წლები, რომ აღარ მსურს, მაყურებელს ყელში ამოვუყვანო ჩემი თავი. ჩემი აზრი დაფიქსირებულია და ყველამ იცის, რა მოსაზრებები მქონდა, იმავე აზრზე ვრჩები ახლაც. მაქვს შენიშვნები დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებითაც, ამ შენიშვნებს ზუსტად ჩემი ხელოვნებით ვიტყვი. ადამიანები ერთსა და იმავე ტელევიზიებში ციყვებივით დადიან და იქით გვმოძღვრავენ. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩემი იდეებით საზოგადოება ვმოძღვრო. უფრო კარგად გამომივა სცენიდან რაღაცის თქმა. თქვენც იმიტომ გეუბნებოდით უარს და ბოდიშს გიხდით, მაგრამ არ მაქვს პოპულარობის მოხვეჭისა და ყოველდღე გაზეთსა და ჟურნალში გამოჩენის სურვილი. მირჩევნია, სტუდიაში ჩავიკეტო და ამ თუ სხვა პროექტზე ვიმუშაო, რაზეც ვფიქრობ უკვე, სატელევიზიო პროექტს ვგულისხმობ, ვიდრე ტოკშოუებში ვიარო, რომლებიც აღარ დამთავრდა საქართველოში. რაც დღეს ქართულ ტელევიზიასა და მედიაში ხდება, მგონია, ეს გადაღეჭილის მეათასედ გადაღეჭვაა. აქ ახალი არაფერია და ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, რომ ქართულ არხებს საერთოდ აღარ ვუყურებ - იმდენად მდარე ხარისხის, უგემოვნო, მდაბიო პროდუქციას სთავაზობენ მაყურებელს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება