მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი - ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა
მეუფე იაკობი - ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ღმერ­თმა წაგ­ვარ­თვა და ღმერ­თი­ვე დაგ­ვიბ­რუ­ნებს, - ამის შე­სა­ხებ დღეს, სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­უ­ფე ია­კობ­მა ბრძა­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა იცხოვ­როს ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით და ისე არ უნდა იყოს, რომ "ერ­თმა­ნეთს არ ვუფრ­თხილ­დე­ბო­დეთ".

"ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა მი­უ­ძღვნას ღმერ­თს და მო­ე­რი­დოს იმას, რაც სა­ძა­გე­ლია უფ­ლის­თვის. თუ გა­დავ­ხე­დავთ კა­ცი­ობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ას, სა­დაც უკვე გა­და­დი­ან ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე, იქ შე­მო­დის ყო­ველ­გვა­რი გარ­ყვნი­ლე­ბა, ცოდ­ვე­ბის მო­რევ­ში გა­დაშ­ვე­ბა. რო­დე­საც ფუ­ფუ­ნე­ბა­შია ადა­მი­ა­ნი, მას თავი ხში­რად ღმერ­თზე დი­და­დაც წარ­მო­უდ­გე­ნია. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ მათი ნა­ფიქ­რა­ლი არის მარ­თა­ლი, ღვთის სი­მარ­თლეს კი გა­ურ­ბი­ან, მაგ­რამ არის მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ამას ვერც ერთი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ შეც­ვლის, რად­გან ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფემ.

მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნი ცოდ­ვა­თა ჭა­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას უნდა ეცა­დოს. "თუ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, არი­ან ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ღმერ­თს არ იხ­სე­ნი­ე­ბენ, ზო­გან კი ღმერ­თის სხვა სი­ტყვე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა იწყე­ბა. ეს კი გვა­გო­ნებს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც არა­ფე­რი იცი­ან. დად­გა დრო, რო­დე­საც უარ­ყო­ფენ ღმერ­თს და ათე­ის­ტო­ბა მი­აჩ­ნი­ათ კარ­გად. თუ მორ­წმუ­ნეს დას­ცი­ნე­ბენ, რა­ტომ­ღაც თვი­თონ უფრო უკე­თე­სე­ბი ჰგო­ნი­ათ თავი და მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნით არი­გე­ბენ, რო­გორ უნდა იცხოვ­რონ და რა უნდა გა­ა­კე­თონ", - ბრძა­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამ­ყა­რო­ში მრა­ვა­ლი კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა და ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა მო­ე­რი­დონ ისეთ სი­ახ­ლე­ებს, რო­მე­ლიც ღმერ­თს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მე­უ­ფის გან­ცხა­დე­ბით, სა­ში­შია სუ­ლი­ე­რი კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ცოდ­ვე­ბის მო­რევ­ში აგ­დებს. "ჩვენ ყო­ველ­თვის უნდა მო­ვე­რი­დოთ ცოდ­ვას, არ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ სცო­დავს. ჩვენ იმ ადა­მი­ა­ნებს კი არ უნდა ვებ­რძო­ლოთ, რო­მე­ლიც სცო­დავს, არა­მედ უნდა ვებ­რძო­ლოთ ჩვენს ცოდ­ვილ მიდ­რე­კი­ლე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

მის­ვე თქმით, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა იცხოვ­როს სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით და ყვე­ლამ უნდა შე­იყ­ვა­როს სამ­შობ­ლო.

"სა­ქარ­თვე­ლო მოგ­ვცა უფალ­მა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­ში გა­მოვ­ხა­ტოთ. რამ­დე­ნი ჩვე­ნი წი­ნა­პა­რია სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი და მათ დღე­ვან­დლამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნეს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩვე­ნი ერი ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლებს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რაც მის წი­ნა­შე დგას და აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებთ ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გა­უფრ­თხილ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ღმერ­თის სამ­სა­ხურ­ში იცხოვ­რონ და ღმერ­თს სთხო­ვონ პა­ტი­ე­ბა სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის­თვის. "არა­ვინ იზ­რუ­ნებს იმის­თვის, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღ­ვად­გი­ნოთ. ეს ჩვენ ღმერ­თმა წაგ­ვარ­თვა და ღმერ­თი დაგ­ვიბ­რუ­ნებს. ამის­თვის კარ­გად უნდა ვი­ცხოვ­როთ, უნდა ვი­ყოთ ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ერ­თმა­ნეთს უნდა ვუფრ­თხილ­დე­ბო­დეთ. უნდა დავ­ფიქ­რდეთ, რას ითხოვს უფა­ლი ჩვენ­გან და უნდა ვი­ცხოვ­როთ ისე, რომ ვი­ფიქ­როთ, რა და­ვა­კე­ლით ჩვენს სუ­ლებს. ღმერ­თს უნდა ვთხო­ვოთ პა­ტი­ე­ბა და შეც­დო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­როთ", - ბრძა­ნა მე­უ­ფემ.

მან წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მრევლს ფე­რიც­ვა­ლე­ბის დამ­დე­გი დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა. დღეს­ვე მე­უ­ფემ თავ­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის კურ­სან­ტე­ბი და მე­ცა­მე­ტე ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­შვი­დო­ბო ოცე­უ­ლი და­ლო­ცა და მათ მშვი­დო­ბი­ან და გა­მარ­ჯვე­ბის გზა­ზე სი­ა­რუ­ლი უსურ­ვა. გარ­და ამი­სა, მე­უ­ფე ია­კობ­მა რამ­დე­ნი­მე გვა­რი და­ლო­ცა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მეუფე იაკობი - ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა

მეუფე იაკობი - ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა

ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა და ღმერთივე დაგვიბრუნებს, - ამის შესახებ დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა ბრძანა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს ნამდვილი ადამიანივით და ისე არ უნდა იყოს, რომ "ერთმანეთს არ ვუფრთხილდებოდეთ".

"ადამიანმა ყველაფერი უნდა მიუძღვნას ღმერთს და მოერიდოს იმას, რაც საძაგელია უფლისთვის. თუ გადავხედავთ კაციობრიობის ისტორიას, სადაც უკვე გადადიან ფუფუნებაზე, იქ შემოდის ყოველგვარი გარყვნილება, ცოდვების მორევში გადაშვება. როდესაც ფუფუნებაშია ადამიანი, მას თავი ხშირად ღმერთზე დიდადაც წარმოუდგენია. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ნაფიქრალი არის მართალი, ღვთის სიმართლეს კი გაურბიან, მაგრამ არის მარადიული ღირებულებები და ამას ვერც ერთი საზოგადოება ვერ შეცვლის, რადგან ყველაფერს თავისი სახელი აქვს", - აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, ადამიანი ცოდვათა ჭაობიდან თავის დაღწევას უნდა ეცადოს. "თუ ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, არიან ქვეყნები, სადაც ღმერთს არ იხსენიებენ, ზოგან კი ღმერთის სხვა სიტყვებით ჩანაცვლება იწყება. ეს კი გვაგონებს იმ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი იციან. დადგა დრო, როდესაც უარყოფენ ღმერთს და ათეისტობა მიაჩნიათ კარგად. თუ მორწმუნეს დასცინებენ, რატომღაც თვითონ უფრო უკეთესები ჰგონიათ თავი და მენტორული ტონით არიგებენ, როგორ უნდა იცხოვრონ და რა უნდა გააკეთონ", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, სამყაროში მრავალი კატასტროფა ხდება და ამიტომ ადამიანები უნდა მოერიდონ ისეთ სიახლეებს, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. მეუფის განცხადებით, საშიშია სულიერი კატასტროფა, რომელიც ადამიანს ცოდვების მორევში აგდებს. "ჩვენ ყოველთვის უნდა მოვერიდოთ ცოდვას, არ არის ადამიანი, რომელიც არ სცოდავს. ჩვენ იმ ადამიანებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, რომელიც სცოდავს, არამედ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს", - განაცხადა მეუფემ.

მისვე თქმით, ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს სულიერი ცხოვრებით და ყველამ უნდა შეიყვაროს სამშობლო.

"საქართველო მოგვცა უფალმა და ვალდებულები ვართ ღვთის სიყვარული ჩვენი ქვეყნის სიყვარულში გამოვხატოთ. რამდენი ჩვენი წინაპარია სამშობლოსთვის თავდადებული და მათ დღევანდლამდე მოგვიყვანეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ვალდებულებები. ჩვენი ერი ღირსეულად გაუძლებს იმ გამოწვევებს, რაც მის წინაშე დგას და აუცილებლად ვიბრძოლებთ ღირსეული მომავლისთვის", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, ღმერთის სამსახურში იცხოვრონ და ღმერთს სთხოვონ პატიება საკუთარი შეცდომებისთვის. "არავინ იზრუნებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს ჩვენ ღმერთმა წაგვართვა და ღმერთი დაგვიბრუნებს. ამისთვის კარგად უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიყოთ ნამდვილი ადამიანები და ერთმანეთს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. უნდა დავფიქრდეთ, რას ითხოვს უფალი ჩვენგან და უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიფიქროთ, რა დავაკელით ჩვენს სულებს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ პატიება და შეცდომები გამოვასწოროთ", - ბრძანა მეუფემ.

მან წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ფერიცვალების დამდეგი დღესასწაული მიულოცა. დღესვე მეუფემ თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტები და მეცამეტე ბატალიონის სამშვიდობო ოცეული დალოცა და მათ მშვიდობიან და გამარჯვების გზაზე სიარული უსურვა. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა რამდენიმე გვარი დალოცა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია