სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა
დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა

პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ დუ­ის­ში, ად­გი­ლობ­რივ ქის­ტებ­სა და ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" რე­გი­ო­ნუ­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი წუ­ხელ გვი­ან ღა­მით მოხ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჩხუ­ბი სო­ფელ დუ­ის­ში და­ი­წყო და შემ­დეგ სო­ფელ მა­ტან­ში გაგ­რძელ­და. მა­თი­ვე თქმით, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტში ახ­მე­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

სი­ტუ­ა­ცია ად­გილ­ზე სპეც­რაზ­მის მის­ვლის შემ­დეგ გა­ნი­მუხ­ტა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბის შე­სა­რი­გებ­ლად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­სა და დუ­ი­სის უხუ­ცე­სებს შო­რის დი­ლი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, შს სა­მი­ნის­ტროს დუ­ი­სის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე ქის­ტი ახალ­გაზ­რდე­ბის და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე 239-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ ჩხუბ­ში 30-მდე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ­გან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არც ერთს მი­უ­ღია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა

დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. მათივე თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმაც მონაწილეობდა.

სიტუაცია ადგილზე სპეცრაზმის მისვლის შემდეგ განიმუხტა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდების შესარიგებლად, ზურაბ ზვიადაურსა და დუისის უხუცესებს შორის დილიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამის პარალელურად, შს სამინისტროს დუისის პოლიციის განყოფილებაში ინციდენტის მონაწილე ქისტი ახალგაზრდების დაკითხვა მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 239-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

პანკისის ხეობაში მომხდარ ჩხუბში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათგან სერიოზული დაზიანება არც ერთს მიუღია.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა