დიზაინერ ვიქტორია ბექჰემს იმდენად მოეწონა სინგაპურულ Harper’s Bazaar-ში დაბეჭდილი საკუთარი ფოტოსესია, რომ მადლიერება "ტვიტერში" გამოხატა.
"მადლობა", - დაწერა ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის მეუღლემ და ჟურნალის გარეკანი და ორი ფოტო გამოაქვეყნა. მათი ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ელენ ფონ უნვერტია.
თუ გარეკანზე ვიქტორია ბორდოსფერ კაბაში იწონებს თავს, დანარჩენ ფოტოებზე იგი საცვლების ამარა პოზირებს. ოთხი შვილის დედას ასეთი იმიჯი ძალიან უხდება.
როგორც ბრიტანული პრესა წერს, ვიქტორიამ დაამტკიცა, რომ მას არამხოლოდ ტანსაცმლის შექმნა არამედ, მოდელად მუშაობაც შეუძლია.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.