მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
EurActiv - აგვისტოს ომმა ნატო იმპოტენტად წარმოაჩინა
EurActiv - აგვისტოს ომმა ნატო იმპოტენტად წარმოაჩინა

"რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან ხუთი წლის შემ­დეგ", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ევ­რო­პუ­ლი გა­მო­ცე­მა EurActiv ამე­რი­კუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო-ანა­ლი­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია Stratfor-ის სტა­ტი­ას. რო­გორც სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს რუ­სულ­მა ტან­კებ­მა ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თი­დან რო­კის გვი­რა­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სამ­ხრეთ ოსე­თის­კენ გა­დაკ­ვე­თეს. ხუთ­დღი­ა­ნი ომის შე­დე­გად, რუ­სეთ­მა გა­ა­ნად­გუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა მისი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლე­ბი და სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქტრა.

"მოს­კოვ­მა სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში სა­კუ­თა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და­ა­ყე­ნა და ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რა. რუ­სე­თის არ­მი­ამ აღარ გა­რის­კა უფრო ღრმად შეჭ­რი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და თბი­ლი­სი­დან 45 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით გა­ჩერ­და", - აღ­ნიშ­ნავს ანა­ლი­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია და დას­ძენს, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი დღემ­დე რჩე­ბი­ან სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სე­თის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მხო­ლოდ ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კი­სა და ოკე­ა­ნე­თის რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ აღი­ა­რა. თუმ­ცა, მათ აღი­ა­რე­ბა­ზე მოს­კო­ვის უახ­ლო­ეს­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფილ­მა ქვეყ­ნებ­მაც კი თქვეს უარი.

"გზავ­ნი­ლი, რომ­ლის გაგ­ზავ­ნა­საც რუ­სე­თი შე­ე­ცა­და, რომ და­სავ­ლე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა ფუჭი იყო და რომ რუ­სეთ­მა და­იბ­რუ­ნა მხარ­და­ჭე­რა, რო­გორც რე­გი­ო­ნულ­მა ზე­სა­ხელ­მწი­ფომ, მი­ღე­ბუ­ლი იქნა და დღემ­დე მუ­შა­ობს.

"ქარ­თუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ფეს­ვე­ბი არა სამ­ხრეთ ოსეთ­ში, არა­მედ ევ­რო­პა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ. ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს ექ­სპან­სია აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ი­წყო და 2000 წლამ­დე წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბო­და, რა­მაც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ფე­რი­ა­ზე და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნა მოს­კოვ­ზე გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბით გა­ნამ­ტკი­ცა. და­სავ­ლე­თის მიერ კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბამ 2008 წელს სერ­ბე­თის­გან, რუ­სე­თის ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­კავ­ში­რის­გან, ომი გა­მო­იწ­ვია. მი­უ­ხე­და­ვად მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­მართ, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, მათ შო­რის საფ­რან­გეთ­მა, გერ­მა­ნი­ამ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ და აშშ-მა მა­ინც და­უ­ჭი­რეს მხა­რი კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, ბუ­ქა­რეს­ტში ნატო-ს სა­მიტ­ზე, სამ­ხედ­რო ალი­ან­სმა პი­რო­ბა დადო, რომ სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ნატო-ს წევ­რე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ", - ნათ­ქვა­მია შტრატ­ფორ-ის სტა­ტი­ა­ში.

ამე­რი­კუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო-ანა­ლი­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს იმ დროს ხდე­ბო­და, როცა და­სავ­ლეთ­ში ბევ­რი კვლა­ვაც ფიქ­რობ­და, რომ რუ­სე­თი 90-იანი წლე­ბის სუს­ტი და ქა­ო­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მელ­საც ძლივს მარ­თავ­და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ბო­რის ელ­ცი­ნი.

"მაგ­რამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი არ იყო ბო­რის ელ­ცი­ნი. 2008 წლის­თვის პუ­ტინს ბი­უ­როკ­რა­ტი­ი­სა და ოლი­გარ­ქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­კუ­თა­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ ჰყავ­და დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი, რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ენერ­გე­ტი­კა­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბით იზ­რდე­ბო­და. პუ­ტი­ნის აზ­რით, და­სავ­ლეთ­მა არა­ერ­თხელ გა­დად­გა ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც ძირს უთხრი­და რუ­სე­თის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს და ამი­ტო­მაც სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ის დრო იყო. სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის პა­სუ­ხის იდე­ა­ლუ­რი სა­მიზ­ნე იყო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლე­თის­კენ მკვეთ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-სკენ მი­ის­წრა­ფო­და, კვლა­ვაც არ ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი ალი­ან­სში წევ­რო­ბის უფ­ლე­ბა და არც ნატო-ს კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-5 მუხლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. გარ­და ამი­სა, მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სიმ­ცი­რი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის - რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­თან მო­სა­ზღვრე­ო­ბი­სა და ევ­რო­პის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი­დან მო­შო­რე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის სამ­ხედ­რო პრო­ექ­ტის შე­სა­ნიშ­ნა­ვი პლატ­ფორ­მა გა­მოდ­გა. სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომი რუ­სეთს სამი ამო­ცა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და: მო­ეხ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დეგ­რა­დი­რე­ბა, წარ­მო­ე­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და­სავ­ლე­თის სი­სუს­ტე, რო­მელ­მაც ვერ შე­ას­რუ­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი რუ­სე­თის პე­რი­ფე­რი­ა­ზე მისი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომით რუ­სეთ­მა სა­მი­ვე ამო­ცა­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა", - ნათ­ქვა­მია ანა­ლი­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ის სტა­ტი­ა­ში.

Stratfor-ის სტა­ტი­ა­შია ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ომის შე­დე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­საც გას­ცდა და ბევ­რის თვალ­ში ნატო და არა რუ­სე­თი, იმ­პო­ტენ­ტად და მერ­ყე­ვად წარ­მო­ა­ჩი­ნა მა­შინ, როცა რუ­სე­თი ძლი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი სამ­ხედ­რო ძა­ლის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფოდ გა­მოჩ­ნდა.

"მი­უ­ხე­და­ვად მათი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა, ეს იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი აღ­ქმა, გან­სა­კუ­თა­რე­ბით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფილ ქვეყ­ნებ­ში. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომმა შეც­ვა­ლა მათი მო­საზ­რე­ბე­ბი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მართ. ომის შემ­დეგ წლებ­ში სწო­რედ ეს აღ­ქმა იქცა მთა­ვარ ფაქ­ტო­რად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ქმე­დე­ბებ­ში. უკ­რა­ი­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი უკუ­აგ­დო ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ამ­ბი­ცი­ე­ბი და ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­რო ალი­ან­სის წევ­რო­ბა კა­ნო­ნით აკ­რძა­ლა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი და დას­ძე­ნენ, რომ რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებ­მა კი, რო­გო­რე­ბიც ბე­ლო­რუ­სი, სომ­ხე­თი და ყირ­გი­ზე­თია, კი­დევ უფრო გა­ზარ­დეს რუ­სეთ­თან უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და და 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მოს­ვლის შემ­დეგ, რო­მელ­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია და­ა­მარ­ცხა, ქვეყ­ნის რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი შე­იც­ვა­ლა. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცდი­ლობს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ სწრაფ­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უფრო პრაგ­მა­ტუ­ლი გახ­და.

"ხუთ­დღი­ა­ნი ომის შე­დე­გე­ბი ხუთი წლის შემ­დეგ უფრო თვალ­სა­ჩი­ნოა. რუ­სე­თი ვერ და­იბ­რუ­ნებს აშშ-სთან გა­ტო­ლე­ბუ­ლი ზე­სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუსს ისე­თის, რო­გო­რიც საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში იყო. მაგ­რამ მისი ყვე­ლა­ზე მკაც­რი ოპო­ნენ­ტე­ბიც კი ვერ უარ­ყო­ფენ მის რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თუმ­ცა შე­ლა­ხუ­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს როლს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ევ­რო­კავ­ში­რი ღრმა პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს გა­ნიც­დის და და­სავ­ლეთ­ზე სწო­რე­ბა ისე­თი­ვე მომ­ხიბ­ვლე­ლი აღარ არის, რო­გორც 10 წლის წინ იყო. ამ მხრივ, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მოვ­ლე­ნა, რო­მელ­ზეც და­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო; ეს ომი გზამ­კვლე­ვია რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გზას გა­ნი­ხი­ლა­ვენ", - ნათ­ქვა­მია Stratfor-ის სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია EurActiv-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

EurActiv - აგვისტოს ომმა ნატო იმპოტენტად წარმოაჩინა

EurActiv - აგვისტოს ომმა ნატო იმპოტენტად წარმოაჩინა

"რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ", - ამ სათაურით აქვეყნებს ევროპული გამოცემა EurActiv ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის სტატიას. როგორც სტატიაში აღნიშნული, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსულმა ტანკებმა ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბი საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისკენ გადაკვეთეს. ხუთდღიანი ომის შედეგად, რუსეთმა გაანადგურა საქართველოს სამხედრო ძალები და მწყობრიდან გამოიყვანა მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტრა.

"მოსკოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში საკუთარი შეიარაღებული ძალები დააყენა და ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის არმიამ აღარ გარისკა უფრო ღრმად შეჭრილიყო საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე და თბილისიდან 45 კილომეტრის მოშორებით გაჩერდა", - აღნიშნავს ანალიტიკური კომპანია და დასძენს, რომ რუსი სამხედროები დღემდე რჩებიან სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რამდენიმე პატარა ქვეყანამ აღიარა. თუმცა, მათ აღიარებაზე მოსკოვის უახლოესმა მოკავშირეებმა, საბჭოთა კავშირის ყოფილმა ქვეყნებმაც კი თქვეს უარი.

"გზავნილი, რომლის გაგზავნასაც რუსეთი შეეცადა, რომ დასავლეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერა ფუჭი იყო და რომ რუსეთმა დაიბრუნა მხარდაჭერა, როგორც რეგიონულმა ზესახელმწიფომ, მიღებული იქნა და დღემდე მუშაობს.

"ქართული კონფლიქტის ფესვები არა სამხრეთ ოსეთში, არამედ ევროპაში უნდა ვეძებოთ. ევროკავშირისა და ნატო-ს ექსპანსია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 2000 წლამდე წარმატებით გრძელდებოდა, რამაც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიფერიაზე დასავლეთის გავლენა მოსკოვზე გავლენის შესუსტებით განამტკიცა. დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ 2008 წელს სერბეთისგან, რუსეთის ტრადიციული მოკავშირისგან, ომი გამოიწვია. მიუხედავად მოსკოვის წინააღმდეგობისა კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა მაინც დაუჭირეს მხარი კოსოვოს დამოუკიდებლობას. რამდენიმე თვის შემდეგ, ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე, სამხედრო ალიანსმა პირობა დადო, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ", - ნათქვამია შტრატფორ-ის სტატიაში.

ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი ეს იმ დროს ხდებოდა, როცა დასავლეთში ბევრი კვლავაც ფიქრობდა, რომ რუსეთი 90-იანი წლების სუსტი და ქაოტური სახელმწიფოა, რომელსაც ძლივს მართავდა ყოფილი პრეზიდენტი ბორის ელცინი.

"მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ იყო ბორის ელცინი. 2008 წლისთვის პუტინს ბიუროკრატიისა და ოლიგარქების უმრავლესობა საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰყავდა დაქვემდებარებული, რუსეთის ეკონომიკა კი წლების განმავლობაში ენერგეტიკაზე მაღალი ფასებით იზრდებოდა. პუტინის აზრით, დასავლეთმა არაერთხელ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ძირს უთხრიდა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს და ამიტომაც საპასუხო რეაქციის დრო იყო. საქართველო რუსეთის პასუხის იდეალური სამიზნე იყო. მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას საქართველო დასავლეთისკენ მკვეთრად ორიენტირებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიისწრაფოდა, კვლავაც არ ჰქონდა მოპოვებული ალიანსში წევრობის უფლება და არც ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხობის ხელშეკრულების მე-5 მუხლს ექვემდებარებოდა. გარდა ამისა, მისი ტერიტორიული სიმცირისა და სტრატეგიული ადგილმდებარეობის - რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონთან მოსაზღვრეობისა და ევროპის მთავარი ნაწილიდან მოშორების გამო, საქართველო რუსეთის სამხედრო პროექტის შესანიშნავი პლატფორმა გამოდგა. საქართველოსთან ომი რუსეთს სამი ამოცანის განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა: მოეხდინა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების დეგრადირება, წარმოეჩინა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეჩვენებინა დასავლეთის სისუსტე, რომელმაც ვერ შეასრულა ვალდებულებები რუსეთის პერიფერიაზე მისი პარტნიორების მიმართ. 2008 წლის აგვისტოს ომით რუსეთმა სამივე ამოცანა განახორციელა", - ნათქვამია ანალიტიკური კომპანიის სტატიაში.

Stratfor-ის სტატიაშია ასევე აღნიშნულია, რომ ომის შედეგები საქართველოსაც გასცდა და ბევრის თვალში ნატო და არა რუსეთი, იმპოტენტად და მერყევად წარმოაჩინა მაშინ, როცა რუსეთი ძლიერი და ეფექტური სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფოდ გამოჩნდა.

"მიუხედავად მათი რეალური შესაძლებლობებისა, ეს იყო პოპულარული აღქმა, განსაკუთარებით საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში. რუსეთ-საქართველოს ომმა შეცვალა მათი მოსაზრებები რუსეთთან ურთიერთობების მიმართ. ომის შემდეგ წლებში სწორედ ეს აღქმა იქცა მთავარ ფაქტორად საბჭოთა კავშირის ყოფილი სახელმწიფოების ქმედებებში. უკრაინამ ოფიციალური უკუაგდო ნატო-ში გაწევრიანების ამბიციები და ნებისმიერი სამხედრო ალიანსის წევრობა კანონით აკრძალა", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები და დასძენენ, რომ რუსეთის მოკავშირე ქვეყნებმა კი, როგორებიც ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთია, კიდევ უფრო გაზარდეს რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებში დაკავშირებული თანამშრომლობა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ცვლილებები მოხდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, რომელმაც სააკაშვილის პარტია დაამარცხა, ქვეყნის რუსეთთან დაკავშირებული პოზიციები შეიცვალა. მათივე განცხადებით, ივანიშვილი ცდილობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარებას და მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად ცდილობს შეინარჩუნოს ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციისკენ სწრაფვა, საქართველოს ნაციონალური მიდგომა რუსეთთან მიმართებაში უფრო პრაგმატული გახდა.

"ხუთდღიანი ომის შედეგები ხუთი წლის შემდეგ უფრო თვალსაჩინოა. რუსეთი ვერ დაიბრუნებს აშშ-სთან გატოლებული ზესახელმწიფოს სტატუსს ისეთის, როგორიც საბჭოთა ეპოქაში იყო. მაგრამ მისი ყველაზე მკაცრი ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ მის როგორც მნიშვნელოვანი, თუმცა შელახული, რეგიონული სახელმწიფოს როლს განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროკავშირი ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და დასავლეთზე სწორება ისეთივე მომხიბვლელი აღარ არის, როგორც 10 წლის წინ იყო. ამ მხრივ, რუსეთ-საქართველოს ომი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ მოვლენა, რომელზეც დაფიქრებაა საჭირო; ეს ომი გზამკვლევია რეგიონის ქვეყნებისთვის, რომლებიც მომავალში რუსეთთან ურთიერთობების გზას განიხილავენ", - ნათქვამია Stratfor-ის სტატიაში.

მომზადებულია EurActiv-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა