პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონტროლიორი გოგონას ეჩხუბებოდა, ის კი გამოექომაგა" - რას შეეწირა N140 ავტობუსის მგზავრი
"კონტროლიორი გოგონას ეჩხუბებოდა, ის კი გამოექომაგა" - რას შეეწირა N140 ავტობუსის მგზავრი

17 აგ­ვის­ტოს, დახ­ლო­ე­ბით თორ­მე­ტის ნა­ხე­ვარ­ზე, ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, N140 ავ­ტო­ბუს­ში ხან­დაზ­მუ­ლი მა­მა­კა­ცი, ა. გ კონ­ტრო­ლი­ორ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის გამო გარ­და­იც­ვა­ლა, - ეს ინ­ფორ­მა­ცია იმ ად­გილ­ზე მყოფ­მა თვითმხილ­ვე­ლებ­მა მო­მა­წო­დეს, სა­დაც პო­ლი­ცი­ამ ავ­ტო­ბუ­სი ლენ­ტით შე­მო­ა­კა­ვა. ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ძაფ­რე სრუ­ლად მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, როცა ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე. ვერც ერ­თმა მათ­გან­მა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ვერ შეძ­ლო. თუმ­ცა მარ­ტო მდგო­მი გარ­დაც­ვლი­ლის ერთ-ერთი ვაჟი ერ­თსა და იმა­ვეს იმე­ო­რებ­და: - მა­მა­ჩემს გულ­ზე ისე­თი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ინ­ფარ­ქტიც რომ მოს­ვლო­და, სამი სა­ა­თი მა­ინც უნდა ეცო­ცხლა. ალ­ბათ სცე­მეს, ხელი გულ­ში მო­ახ­ვედ­რეს და ასე სწრა­ფად იმი­ტომ მოკ­ვდაო; ან რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, მკვდა­რი მამა სამი სა­ა­თია პა­პა­ნა­ქე­ბა­ში ავ­ტო­ბუს­ში მყავს და ექ­სპერ­ტი­ზა არ მო­დის, რომ სახ­ლში წა­ვიყ­ვა­ნო­თო!

იქვე მან­ქა­ნა­ში იჯდა გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლეც - "რა ვქნა, რა გა­ვა­კე­თო, არ ვიცი. დღეს მე და ჩემი მე­უღ­ლე სხვის დაკ­რძალ­ვა­ზე მივ­დი­ო­დით. სხვა­ზე ვტი­რო­დით, იმ დაკ­რძალ­ვის­თვის ნა­ყი­დი ყვა­ვი­ლე­ბი ახ­ლაც მან­ქა­ნა­ში მი­დევს და ახლა ჩვენ გავ­ხდით უბე­დუ­რე­ბი" მი­თხრა მან და ლა­პა­რა­კი ვე­ღარ შეძ­ლო. ვი­ღა­ცამ წყა­ლი მი­ა­წო­და, - იქვე გარ­დაც­ვლი­ლის ნაც­ნო­ბე­ბიც იყ­ვნენ.

გ. კ., გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი: -

"აქვე ცხოვ­რობ­და ეს უბე­დუ­რი. რა­ინ­დი კაცი იყო, გო­გო­ნას გა­მო­ქო­მა­გე­ბია, იმ გო­გოს კონ­ტრო­ლი­ო­რი ეუბ­ნე­ბო­და თურ­მე, - ბი­ლე­თი არ გაქვს და დაბ­ლა ჩა­მო­დიო. ეს კი­დევ შე­კა­მა­თე­ბია, რას ჰქვია, გო­გო­ნა დაბ­ლა ჩაგ­ყავს, თუ ჯა­რი­მის გა­მო­წე­რა გინ­და, აქვე გა­მო­უ­წე­რეო. ამა­ზე გას­კდო­მია გული, ყვე­ლას გული ხომ ვერ უძ­ლებს იმ უხე­შო­ბას, რაც დღეს ხდე­ბა!

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"კონტროლიორი გოგონას ეჩხუბებოდა, ის კი გამოექომაგა" - რას შეეწირა N140 ავტობუსის მგზავრი

"კონტროლიორი გოგონას ეჩხუბებოდა, ის კი გამოექომაგა" - რას შეეწირა N140 ავტობუსის მგზავრი

17 აგვისტოს, დახლოებით თორმეტის ნახევარზე, ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე, N140 ავტობუსში ხანდაზმული მამაკაცი, ა. გ კონტროლიორთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გარდაიცვალა, - ეს ინფორმაცია იმ ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა მომაწოდეს, სადაც პოლიციამ ავტობუსი ლენტით შემოაკავა. ამ ტრაგედიის სიმძაფრე სრულად მაშინ გავაცნობიერე, როცა ადგილზე გარდაცვლილის მეუღლე და შვილები დავინახე. ვერც ერთმა მათგანმა კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო. თუმცა მარტო მდგომი გარდაცვლილის ერთ-ერთი ვაჟი ერთსა და იმავეს იმეორებდა: - მამაჩემს გულზე ისეთი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ინფარქტიც რომ მოსვლოდა, სამი საათი მაინც უნდა ეცოცხლა. ალბათ სცემეს, ხელი გულში მოახვედრეს და ასე სწრაფად იმიტომ მოკვდაო; ან რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მკვდარი მამა სამი საათია პაპანაქებაში ავტობუსში მყავს და ექსპერტიზა არ მოდის, რომ სახლში წავიყვანოთო!

იქვე მანქანაში იჯდა გარდაცვლილი მეუღლეც - "რა ვქნა, რა გავაკეთო, არ ვიცი. დღეს მე და ჩემი მეუღლე სხვის დაკრძალვაზე მივდიოდით. სხვაზე ვტიროდით, იმ დაკრძალვისთვის ნაყიდი ყვავილები ახლაც მანქანაში მიდევს და ახლა ჩვენ გავხდით უბედურები" მითხრა მან და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ვიღაცამ წყალი მიაწოდა, - იქვე გარდაცვლილის ნაცნობებიც იყვნენ.

გ. კ., გარდაცვლილის მეზობელი: -

"აქვე ცხოვრობდა ეს უბედური. რაინდი კაცი იყო, გოგონას გამოქომაგებია, იმ გოგოს კონტროლიორი ეუბნებოდა თურმე, - ბილეთი არ გაქვს და დაბლა ჩამოდიო. ეს კიდევ შეკამათებია, რას ჰქვია, გოგონა დაბლა ჩაგყავს, თუ ჯარიმის გამოწერა გინდა, აქვე გამოუწერეო. ამაზე გასკდომია გული, ყველას გული ხომ ვერ უძლებს იმ უხეშობას, რაც დღეს ხდება!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ