პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპრეზიდენტო კანდიდატების უცნაური დაპირებები და ამომრჩევლის ასევე უცნაური ოცნებები
საპრეზიდენტო კანდიდატების უცნაური დაპირებები და ამომრჩევლის ასევე უცნაური ოცნებები

"რუ­სებს ერთი ჭიქა ღვი­ნო უფა­სოდ უნდა და­ვა­ლე­ვი­ნო, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ჭიქა კი 2 ლარი ეღი­რე­ბა. თქვენ გი­ნა­ხავთ რუსი ერთ ჭი­ქა­ზე ჩერ­დე­ბო­დეს?"

"აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ავა­ღორ­ძი­ნოთ იდე­ო­ლო­გი­უ­რი ტუ­რიზ­მი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში ჩაჯ­დე­ბა. რუ­სეთ­ში, არ­ჩევ­ნებ­ში 30% მი­ი­ღო ზი­უ­გა­ნოვ­მა. ეს 30% არის 40 მი­ლი­ო­ნი რუსი, რო­მელ­საც აბო­დებს სტა­ლინ­ზე. ამი­ტომ ჩვენ სტა­ლი­ნი და ბე­რია იმ დო­ნემ­დე უნდა ავა­მაღ­ლოთ, რომ მათ ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდეთ და ჩა­მო­ვიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, უნდა გა­ვა­კე­თოთ ბე­რი­ას სახლ-მუ­ზე­უ­მი, წინ ძეგლით, სო­ჭი­დან გა­მო­სულ ავ­ტო­ბუსს კი ეწე­რე­ბა - "ბე­რი­ა­დან სტა­ლი­ნამ­დე", "პუ­ტინ­თან რა მე­საქ­მე­ბა? ზი­უ­გა­ნოვს 40 მი­ლი­ო­ნი რუსი უჭერს მხარს. მას ვთხოვ, გზა გა­მიხ­სნას სო­ჭი­დან, აფხა­ზეთ­ში ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს კი ზუგ­დი­დის გზას გა­ვუ­ყე­ნებ. თა­ნაც, ამ უმაღ­ლე­სი დო­ნის გზას მთლი­ა­ნად რუ­სებს ვა­კე­თე­ბი­ნებ".

გინდ და­ი­ჯე­რეთ, გინდ - არა, ეს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ-ერთი კან­დი­და­ტის, ნი­კო­ლოზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბია. ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბი­თა და ფან­ტა­ზი­ის დიდი უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა კო­ა­ლი­ცია "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის" ერთ-ერთ ლი­დე­რი, მი­ხე­ილ-გელა სა­ლუ­აშ­ვი­ლი. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მა იმ პრინ­ცი­პე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას ემ­ყა­რე­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რი მი­სი­ის არსი შე­ი­ცავს, "ბოლო ჟამ­თან" და­კავ­ში­რე­ბით. "ჩვე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: ეს არის ეროვ­ნულ-რე­ლი­გი­უ­რი და ეროვ­ნულ-პო­ლი­ტი­კუ­რი. ეროვ­ნულ-რე­ლი­გი­უ­რი ნა­წი­ლი დამ­ყა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ მი­სი­ა­ზე, ანუ მას­ში გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია ჩვე­ნი როლი მსოფ­ლიო სა­კა­ცობ­რიო ის­ტო­რი­ა­ში. ერთ-ერთ უდი­დეს ქარ­თულ ძეგლ­ში - "ქე­ბაი და დი­დე­ბაი ქარ­თუ­ლი­სა ენი­საი", გან­სა­ზღვრუ­ლია ქარ­თუ­ლი ენის მი­სია... ვფიქ­რობთ, მე­ო­რედ მოს­ვლის ად­გი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და ჩემი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამას ღირ­სე­უ­ლად დავ­ხვდე­ბით", - ამ­ბობს სა­ლუ­აშ­ვი­ლი... და­ნარ­ჩე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბით თავს აღარ შე­გა­წყენთ, მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისე­დაც ხში­რად უს­მენს და ხე­დავს. ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე ის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, თუ რას ფიქ­რო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ცნო­ბილ და უც­ნობ კან­დი­და­ტებ­ზე.

ნო­დარ ნა­თა­ძე:

- ჩემი აზ­რით, ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­და, ყვე­ლა კა­რი­კა­ტუ­რაა ან უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, - მე­გობ­რუ­ლი შარ­ჟი. "რუს­თა­ვი 2" სპე­ცი­ა­ლუ­რად ქმნის ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ას, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დე­ბი­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ე.ი. ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას უნდა დაგ­ვარ­წმუ­ნოს, რომ თითო პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს 27 ათა­სი კაცი აძ­ლევს ხმას. გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სი კაცი დე­ბი­ლია.

- "რუს­თა­ვი 2" რა შუ­ა­შია?

- რა, არ იცით, რომ "რუს­თა­ვი 2" სა­ა­კაშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­აა?

- თუნ­დაც ასე იყოს, გინ­დათ თქვათ, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტებს "რუს­თა­ვი 2" ეხ­მა­რე­ბა ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში?

- ამ ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა რო­გორც ხდე­ბა, ყვე­ლამ კარ­გად იცით, თავს ნუ იკა­ტუ­ნებთ.

- კარ­გი, ბა­ტო­ნო ნო­დარ, სა­ლუ­აშ­ვი­ლი­სა და ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის პროგ­რა­მებ­ზე რას იტყვით?

- გელა სა­ლუ­აშ­ვილს კარ­გად ვიც­ნობ და ვიცი, რომ კე­თილ­შო­ბი­ლი კა­ცია. თუმ­ცა ახლა ფან­ტას­ტი­კუ­რი პროგ­რა­მა აქვს. და­ნარ­ჩე­ნე­ბი რო­გორც უკვე გი­თხა­რით, კა­რი­კა­ტუ­რე­ბი არი­ან. აი, ბურ­ჯა­ნა­ძე კი ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა...

- ბურ­ჯა­ნა­ძე რა­ტომ არის ცალ­კე სა­უბ­რის თემა?

- ხალ­ხს ის მო­ლა­პა­რა­კე ტი­კი­ნა ჰგო­ნია, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი რუ­სე­თის "ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტია". ის ცდი­ლობს, ხალ­ხი და­ა­ჯე­როს, რომ და­სავ­ლე­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ში არ გვეხ­მა­რე­ბა. არა­და, სწო­რედ და­სავ­ლე­თის წყა­ლო­ბით არ აღი­ა­რებს მსოფ­ლიო სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ბურ­ჯა­ნა­ძე იმა­საც ცდი­ლობს, რომ ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ოს, თით­ქოს პუ­ტი­ნი მას­თან შეთ­ქმუ­ლე­ბას აწყობს თა­ვი­სი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას გვპირ­დე­ბა. მას ასე­ვე უნდა, შექ­მნას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ თით­ქოს რუ­სე­თი არის და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა ისე­თი ძალა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს თა­მა­შის წე­სებს უკარ­ნა­ხებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში რუ­სე­თი ასე­თი ძლი­ე­რი აღარ არის და აღარც არას­დროს იქ­ნე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ბურ­ჯა­ნა­ძე რუ­სე­თის "ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტია", სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად 26 მა­ი­სის ხოც­ვა-ჟლე­ტის თა­ნა­ავ­ტო­რიც არის.

- მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე რას იტყვით?

- გა­მარ­ჯვე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი შან­სი აქვს, არაშ­თამ­ბეჭ­და­ვი ფი­გუ­რაა.

- და­ვით ბაქ­რა­ძეს?

- ამას ალ­ბათ ბევ­რი ვერ ამ­ჩნევს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბაქ­რა­ძეს პა­ტა­რა ბავ­შვის ტვი­ნი აქვს. თა­ვად გან­სა­ჯეთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შე­მო­აქვს წი­ნა­და­დე­ბა, რომ პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბე­ბი შე­უკ­ვე­ცოს, რომ სულ­მა არ წას­ძლი­ოს დარ­ჩე­ნილ მცი­რე დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში და რამე არ მი­ქა­როს. ბაქ­რა­ძე კი ამ­ბობს, მხარს არ და­გი­ჭერთ, რად­გან თქვენ ჩვენს თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს აპა­ტიმ­რებთ და ამის გამო ნა­წყე­ნე­ბი ვარ­თო. ამ კაცს არ ეს­მის, რომ კა­ნო­ნის მი­უ­ღებ­ლო­ბა იმის გამო, რომ ნა­წყე­ნი ხარ, არ შე­იძ­ლე­ბა.

რეზო ესა­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის პროგ­რა­მებს კარ­გად არ ვიც­ნობ, მე მათი ნა­კე­თე­ბი საქ­მე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­კე­თებ დას­კვნებს. სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თველ­თა ალი­ან­სი ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ბურ­ჯა­ნა­ძის სა­ხით, აი, ეს არის ჩემ­თვის იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი. იმ სივ­რცის­თვის, იმ ამ­ბე­ბის­თვის, რაც დღეს ჩვენ ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს, ამა­ზე უკე­თე­სი სა­ოც­ნე­ბო მე არ მაქვს.

- მაგ­რამ ეს ალი­ან­სი არ შედ­გა და ივა­ნიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია...

- საქ­მე რა არის, იცით? ივა­ნიშ­ვი­ლი არ არის იო­ლად ამო­საც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი. მისი გო­ნე­ბა შორს მი­დის. მე ამას ვგრძნობ და სწო­რედ ეს "სი­შო­რე ფიქ­რი­სა" მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ვი­ოც­ნე­ბო ივა­ნიშ­ვი­ლი-ბურ­ჯა­ნა­ძის ალი­ანსზე.

იმე­და კა­ხი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

- საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს შო­რის მხო­ლოდ და­ვით ბაქ­რა­ძეს არ ვენ­დო­ბი. მისი პარ­ტი­ის ლი­დე­რებს ძა­ლი­ან დიდ ცოდ­ვებ­ში აქვთ ფეხი ჩად­გმუ­ლი. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ბაქ­რა­ძემ არ იცო­და, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აკე­თებ­დნენ. და­ნარ­ჩე­ნი წე­სი­ე­რი ხალ­ხია. უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბას ცოტა სხვა რამე უნდა... ეს გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი მი­სი­აა, ვიდ­რე ვი­ღა­ცებს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ.

- თქვენ არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თეთ?

- კი გა­ვა­კე­თე. მე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩევ­ნებ­ზე ხმას მარ­გვე­ლაშ­ვილს მივ­ცემ.

- მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი რომ არ იყოს, ხმას მა­ინც მის­ცემ­დით?

- კი, რა­ტო­მაც არა? ის იმ­სა­ხუ­რებს მხარ­და­ჭე­რას. ნი­ჭი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცია. თუმ­ცა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი ოც­ნე­ბა მაქვს... ნება რომ მქონ­დეს, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­ვა­სა­ხე­ლებ­დი ზუ­რაბ აბა­ში­ძეს, რო­მე­ლიც ახლა ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია რუ­სეთ­ში. ეს კაცი დიპ­ლო­მა­ტიც არის, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც და გა­ნათ­ლე­ბუ­ლიც. დი­მიტ­რი გე­ლო­ვა­ნის არ იყოს, კარ­გი შე­სა­ხე­დი, კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი. აი, რო­გო­რია ზუ­რაბ აბა­ში­ძე.

ნანა აკო­ფაშ­ვი­ლი, პე­და­გო­გი:

- ე.ი. რას არ გა­ი­გებს და მო­ის­მენს კა­ცის ყური, ეს რა მო­ვის­მი­ნე? ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე, თმა ყალ­ყზე და­მიდ­გა. არ ვი­ცო­დი, მე­ტი­რა თუ მე­ცი­ნა? ნუთუ ამ ადა­მი­ანს თან­ხას გა­მო­უ­ყო­ფენ და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნე­ბენ? კი, მაგ­რამ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დია თუ ცირ­კი? მას­ხა­რად შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი არ გვე­ყო­ფო­და?

- რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი მას­ხა­რაა?

- რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ნა­თე­ლაშ­ვი­ლი რაც თავი მახ­სოვს, გვე­ჩხუ­ბე­ბა და გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, გინ­დათ თუ არა, ქვეყ­ნის ბედი მე მან­დე­თო. რას გა­დაგ­ვკი­დე­ბია, ნე­ტავ? მა­გას ისიც ეყოს, თა­ვის დრო­ზე ხალ­ხი ხმას რომ აძ­ლევ­და და ვერ შე­იშ­ნო­ვა.

გუ­რამ მა­ლა­ზო­ნია, მძღო­ლი:

- ზუს­ტად აღარ მახ­სოვს, ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი იყო თუ სა­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლი­ღა­ცამ თქვა, ღმერ­თმა და­გი­ფა­როთ, მე რომ გავ­ხდე პრე­ზი­დენ­ტიო. კი, მაგ­რამ რას გვა­ში­ნებს? თუ ფიქ­რობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შია, და­ე­ტი­ოს თა­ვის­თვის. ისე­დაც ბევ­რი "სა­ში­ში" კან­დი­და­ტი გვყავს.

- მა­გა­ლი­თად, კი­დევ ვინ არი­ან სა­ში­შე­ბი?

- ბაქ­რა­ძე, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ბურ­ჯა­ნა­ძე.

- რა­ტომ?

- ბაქ­რა­ძე იმი­ტომ, რომ უცოდ­ვე­ლი სა­ხით გა­მო­დის და გვა­ტყუ­ებს, რომ არა­ფე­რი იცის, რო­გორ აწა­მებ­დნენ და აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ ხალ­ხს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი". ნე­ტავ, ისიც არ იცო­და, რომ ჩვენს ფუ­ლებს ჭამ­დნენ და ხალ­ხს შიმ­ში­ლით სულს ხდიდ­ნენ? მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იმი­ტომ არის სა­ში­ში, რომ რა უნდა, თვი­თონ არ იცის. ჯერ ვი­თომ მი­ნის­ტრო­ბაც არ უნ­დო­და, ახლა პრე­ზი­დენ­ტო­ბაც და­ა­ძა­ლეს თურ­მე. და­ა­ძა­ლეს რა, ტოლ­მა იყო? კი, მაგ­რამ, ამ კაცს თუ მარ­თლა არ უნდა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნა, რა­ტომ აძა­ლე­ბენ? რაც შე­ე­ხე­ბა ბურ­ჯა­ნა­ძეს, ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ქა­ლია. მახ­სოვს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო, მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და და დუ­მის დე­პუ­ტა­ტებს სულ თითი უქ­ნია. მერე სა­ა­კაშ­ვილ­ზე გაბ­რაზ­და და პუ­ტინს ლა­მის ხელ­ზე ეამ­ბო­რა. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ქა­ლია და მის­გან ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ნამ­დვი­ლად არ ვენ­დო­ბი.

- ვინ­მეს თუ ენ­დო­ბით?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ზუ­რა­ბიშ­ვილს ვენ­დო­ბი. ამ­ბი­ცი­უ­რი კი ჩანს, მაგ­რამ თა­ვი­სი სი­ტყვის პატ­რო­ნია.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საპრეზიდენტო კანდიდატების უცნაური დაპირებები და ამომრჩევლის ასევე უცნაური ოცნებები

საპრეზიდენტო კანდიდატების უცნაური დაპირებები და ამომრჩევლის ასევე უცნაური ოცნებები

"რუსებს ერთი ჭიქა ღვინო უფასოდ უნდა დავალევინო, ყოველი მომდევნო ჭიქა კი 2 ლარი ეღირება. თქვენ გინახავთ რუსი ერთ ჭიქაზე ჩერდებოდეს?"

"აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ იდეოლოგიური ტურიზმი, რომელიც ადამიანის ტვინში ჩაჯდება. რუსეთში, არჩევნებში 30% მიიღო ზიუგანოვმა. ეს 30% არის 40 მილიონი რუსი, რომელსაც აბოდებს სტალინზე. ამიტომ ჩვენ სტალინი და ბერია იმ დონემდე უნდა ავამაღლოთ, რომ მათ ინტერესი გაუჩნდეთ და ჩამოვიდნენ. მაგალითად, უნდა გავაკეთოთ ბერიას სახლ-მუზეუმი, წინ ძეგლით, სოჭიდან გამოსულ ავტობუსს კი ეწერება - "ბერიადან სტალინამდე", "პუტინთან რა მესაქმება? ზიუგანოვს 40 მილიონი რუსი უჭერს მხარს. მას ვთხოვ, გზა გამიხსნას სოჭიდან, აფხაზეთში ჩამოსულ ტურისტებს კი ზუგდიდის გზას გავუყენებ. თანაც, ამ უმაღლესი დონის გზას მთლიანად რუსებს ვაკეთებინებ".

გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, ეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნიკოლოზ ველიჯანაშვილის წინასაარჩევნო დაპირებებია. ორიგინალურობითა და ფანტაზიის დიდი უნარით გამოირჩევა კოალიცია "ერთსულოვნების" ერთ-ერთ ლიდერი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. როგორც თავად ამბობს, მისი საპრეზიდენტო პროგრამა იმ პრინციპების გამომზეურებას ემყარება, რასაც საქართველოს სულიერი მისიის არსი შეიცავს, "ბოლო ჟამთან" დაკავშირებით. "ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება: ეს არის ეროვნულ-რელიგიური და ეროვნულ-პოლიტიკური. ეროვნულ-რელიგიური ნაწილი დამყარებულია საქართველოს სულიერ მისიაზე, ანუ მასში გაანალიზებულია ჩვენი როლი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში. ერთ-ერთ უდიდეს ქართულ ძეგლში - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", განსაზღვრულია ქართული ენის მისია... ვფიქრობთ, მეორედ მოსვლის ადგილი იქნება საქართველო და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამას ღირსეულად დავხვდებით", - ამბობს სალუაშვილი... დანარჩენი საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებით თავს აღარ შეგაწყენთ, მათ საზოგადოება ისედაც ხშირად უსმენს და ხედავს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ის უფრო საინტერესო იქნება, თუ რას ფიქრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი წარმომადგენლები პრეზიდენტობის ცნობილ და უცნობ კანდიდატებზე.

ნოდარ ნათაძე:

- ჩემი აზრით, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გარდა, ყველა კარიკატურაა ან უკეთეს შემთხვევაში, - მეგობრული შარჟი. "რუსთავი 2" სპეციალურად ქმნის ისეთ სიტუაციას, რომ ქართველი ხალხი დებილად წარმოაჩინოს. ე.ი. ამ ტელეკომპანიას უნდა დაგვარწმუნოს, რომ თითო პრეზიდენტობის კანდიდატს 27 ათასი კაცი აძლევს ხმას. გამოდის, რომ საქართველოში, დაახლოებით 100 ათასი კაცი დებილია.

- "რუსთავი 2" რა შუაშია?

- რა, არ იცით, რომ "რუსთავი 2" სააკაშვილის ტელევიზიაა?

- თუნდაც ასე იყოს, გინდათ თქვათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს "რუსთავი 2" ეხმარება ხელმოწერების შეგროვებაში?

- ამ ხელმოწერების შეგროვება როგორც ხდება, ყველამ კარგად იცით, თავს ნუ იკატუნებთ.

- კარგი, ბატონო ნოდარ, სალუაშვილისა და ველიჯანაშვილის პროგრამებზე რას იტყვით?

- გელა სალუაშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ კეთილშობილი კაცია. თუმცა ახლა ფანტასტიკური პროგრამა აქვს. დანარჩენები როგორც უკვე გითხარით, კარიკატურები არიან. აი, ბურჯანაძე კი ცალკე საუბრის თემაა...

- ბურჯანაძე რატომ არის ცალკე საუბრის თემა?

- ხალხს ის მოლაპარაკე ტიკინა ჰგონია, სინამდვილეში კი რუსეთის "ნომრიანი აგენტია". ის ცდილობს, ხალხი დააჯეროს, რომ დასავლეთი ტერიტორიების დაბრუნებაში არ გვეხმარება. არადა, სწორედ დასავლეთის წყალობით არ აღიარებს მსოფლიო სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას. ბურჯანაძე იმასაც ცდილობს, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს პუტინი მასთან შეთქმულებას აწყობს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ და ტერიტორიების დაბრუნებას გვპირდება. მას ასევე უნდა, შექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს რუსეთი არის და მომავალშიც იქნება ისეთი ძალა, რომელიც მსოფლიოს თამაშის წესებს უკარნახებს. სინამდვილეში რუსეთი ასეთი ძლიერი აღარ არის და აღარც არასდროს იქნება. გარდა იმისა, რომ ბურჯანაძე რუსეთის "ნომრიანი აგენტია", სააკაშვილთან ერთად 26 მაისის ხოცვა-ჟლეტის თანაავტორიც არის.

- მარგველაშვილზე რას იტყვით?

- გამარჯვების ძალიან დაბალი შანსი აქვს, არაშთამბეჭდავი ფიგურაა.

- დავით ბაქრაძეს?

- ამას ალბათ ბევრი ვერ ამჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ბაქრაძეს პატარა ბავშვის ტვინი აქვს. თავად განსაჯეთ, საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში შემოაქვს წინადადება, რომ პრეზიდენტს უფლებები შეუკვეცოს, რომ სულმა არ წასძლიოს დარჩენილ მცირე დროის მონაკვეთში და რამე არ მიქაროს. ბაქრაძე კი ამბობს, მხარს არ დაგიჭერთ, რადგან თქვენ ჩვენს თანაპარტიელებს აპატიმრებთ და ამის გამო ნაწყენები ვართო. ამ კაცს არ ესმის, რომ კანონის მიუღებლობა იმის გამო, რომ ნაწყენი ხარ, არ შეიძლება.

რეზო ესაძე, რეჟისორი:

- სიმართლე გითხრათ, საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებს კარგად არ ვიცნობ, მე მათი ნაკეთები საქმეებიდან გამომდინარე, ვაკეთებ დასკვნებს. სახელმწიფოს მმართველთა ალიანსი ივანიშვილისა და ბურჯანაძის სახით, აი, ეს არის ჩემთვის იდეალური წყვილი. იმ სივრცისთვის, იმ ამბებისთვის, რაც დღეს ჩვენ ირგვლივ ტრიალებს, ამაზე უკეთესი საოცნებო მე არ მაქვს.

- მაგრამ ეს ალიანსი არ შედგა და ივანიშვილის კანდიდატი მარგველაშვილია...

- საქმე რა არის, იცით? ივანიშვილი არ არის იოლად ამოსაცნობი ადამიანი. მისი გონება შორს მიდის. მე ამას ვგრძნობ და სწორედ ეს "სიშორე ფიქრისა" მაძლევს საშუალებას, ვიოცნებო ივანიშვილი-ბურჯანაძის ალიანსზე.

იმედა კახიანი, მსახიობი:

- საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მხოლოდ დავით ბაქრაძეს არ ვენდობი. მისი პარტიის ლიდერებს ძალიან დიდ ცოდვებში აქვთ ფეხი ჩადგმული. ვერ დავიჯერებ, რომ ბაქრაძემ არ იცოდა, რასაც "ნაციონალები" აკეთებდნენ. დანარჩენი წესიერი ხალხია. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობას ცოტა სხვა რამე უნდა... ეს გაცილებით სერიოზული მისიაა, ვიდრე ვიღაცებს წარმოუდგენიათ.

- თქვენ არჩევანი უკვე გააკეთეთ?

- კი გავაკეთე. მე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და შესაბამისად, არჩევნებზე ხმას მარგველაშვილს მივცემ.

- მარგველაშვილი ივანიშვილის მიერ წამოყენებული კანდიდატი რომ არ იყოს, ხმას მაინც მისცემდით?

- კი, რატომაც არა? ის იმსახურებს მხარდაჭერას. ნიჭიერი, განათლებული კაცია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემი ოცნება მაქვს... ნება რომ მქონდეს, პრეზიდენტობის კანდიდატად დავასახელებდი ზურაბ აბაშიძეს, რომელიც ახლა ჩვენი წარმომადგენელია რუსეთში. ეს კაცი დიპლომატიც არის, გაწონასწორებული ადამიანიც და განათლებულიც. დიმიტრი გელოვანის არ იყოს, კარგი შესახედი, კარგი ოჯახის შვილი. აი, როგორია ზურაბ აბაშიძე.

ნანა აკოფაშვილი, პედაგოგი:

- ე.ი. რას არ გაიგებს და მოისმენს კაცის ყური, ეს რა მოვისმინე? ველიჯანაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ რომ გავიგე, თმა ყალყზე დამიდგა. არ ვიცოდი, მეტირა თუ მეცინა? ნუთუ ამ ადამიანს თანხას გამოუყოფენ და საარჩევნო კამპანიას ჩაატარებინებენ? კი, მაგრამ, წინასაარჩევნო პერიოდია თუ ცირკი? მასხარად შალვა ნათელაშვილი არ გვეყოფოდა?

- რატომ ფიქრობთ, რომ შალვა ნათელაშვილი მასხარაა?

- რატომ? იმიტომ, რომ ნათელაშვილი რაც თავი მახსოვს, გვეჩხუბება და გვავალდებულებს, გინდათ თუ არა, ქვეყნის ბედი მე მანდეთო. რას გადაგვკიდებია, ნეტავ? მაგას ისიც ეყოს, თავის დროზე ხალხი ხმას რომ აძლევდა და ვერ შეიშნოვა.

გურამ მალაზონია, მძღოლი:

- ზუსტად აღარ მახსოვს, ველიჯანაშვილი იყო თუ სალუაშვილი, რომელიღაცამ თქვა, ღმერთმა დაგიფაროთ, მე რომ გავხდე პრეზიდენტიო. კი, მაგრამ რას გვაშინებს? თუ ფიქრობს, რომ საზოგადოებისთვის საშიშია, დაეტიოს თავისთვის. ისედაც ბევრი "საშიში" კანდიდატი გვყავს.

- მაგალითად, კიდევ ვინ არიან საშიშები?

- ბაქრაძე, მარგველაშვილი და ბურჯანაძე.

- რატომ?

- ბაქრაძე იმიტომ, რომ უცოდველი სახით გამოდის და გვატყუებს, რომ არაფერი იცის, როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს "ნაციონალები". ნეტავ, ისიც არ იცოდა, რომ ჩვენს ფულებს ჭამდნენ და ხალხს შიმშილით სულს ხდიდნენ? მარგველაშვილი იმიტომ არის საშიში, რომ რა უნდა, თვითონ არ იცის. ჯერ ვითომ მინისტრობაც არ უნდოდა, ახლა პრეზიდენტობაც დააძალეს თურმე. დააძალეს რა, ტოლმა იყო? კი, მაგრამ, ამ კაცს თუ მართლა არ უნდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნა, რატომ აძალებენ? რაც შეეხება ბურჯანაძეს, ეს ყველაზე საშიში ქალია. მახსოვს, როდესაც ხელისუფლებაში იყო, მოსკოვში ჩავიდა და დუმის დეპუტატებს სულ თითი უქნია. მერე სააკაშვილზე გაბრაზდა და პუტინს ლამის ხელზე ეამბორა. გაბრაზებული და გაბოროტებული ქალია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ნამდვილად არ ვენდობი.

- ვინმეს თუ ენდობით?

- ყველაზე მეტად ზურაბიშვილს ვენდობი. ამბიციური კი ჩანს, მაგრამ თავისი სიტყვის პატრონია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა