სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურიზმი აფხაზეთში: ვისი ფულით ვითარდება "ნაიარევი სამოთხე"
ტურიზმი აფხაზეთში: ვისი ფულით ვითარდება "ნაიარევი სამოთხე"

"რის­კით, ხი­ფა­თით, წვა­ლე­ბით, მაგ­რამ მა­ინც, თან­და­თან უკე­თე­სო­ბის­კენ მივ­დი­ვართ... ბოლო წლებ­ში ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უბ­რა­ლო ხალ­ხი­სად­მი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა... დამ­სვე­ნე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ბევ­რი პრობ­ლე­მა გვაქვს. ტუ­რის­ტებს პრე­ტენ­ზი­ე­ბი ძი­რი­თა­დად უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო აქვთ... დამ­წვა­რი და დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის ად­გილ­ზე ახ­ლე­ბი შენ­დე­ბა. ჩვე­ნი და თქვე­ნი "ნა­ი­ა­რე­ვი სა­მო­თხე" თან­და­თან კუ­რორ­ტს ემ­სგავ­სე­ბა", - ამ­ბობს სო­ხუ­მე­ლი აფხა­ზი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­ვი­და...

რო­გორც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა უწო­და, ჩვე­ნი და მათი "ნა­ი­ა­რე­ვი სა­მო­თხე" ომის ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მოს­ვლას რუ­სუ­ლი და თურ­ქუ­ლი ფუ­ლით ცდი­ლობს... საფრ­თხის მი­უ­ხე­და­ვად, შავ­ზღვის­პი­რა კუ­რორტზე ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას მა­ინც რის­კა­ვენ. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, "სტარ­ტის ასა­ღე­ბად" სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა გა­მო­ი­ყე­ნეს. ახლა კი უკვე თა­ვად ცდი­ლო­ბენ ფეხ­ზე დად­გო­მას...

ან­დრეი, 37 წლის, სო­ხუ­მის მკვიდ­რი:

- რუ­სე­თის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რად "ზრუ­ნავს" თურ­ქე­თი. ად­გი­ლობ­რი­ვი ტყის 50%-ზე მეტი თურ­ქეთ­ში ისე­ვე გა­დის, რო­გორც ჯარ­თი და ქვა­ნახ­ში­რი. თურ­ქე­თი­დან კი - სი­გა­რე­ტი და საკ­ვე­ბი შე­მო­აქვთ. მათი ფასი რუ­სულ პრო­დუქტზე ბევ­რად და­ბა­ლია და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამი­ტომ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა თურ­ქუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი გახ­და. ეს ეხე­ბა რო­გორც საკ­ვებს, ისე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებ­სა და ტექ­ნი­კას... სო­ხუმ­ში, გაგ­რა­სა და ბიჭ­ვინ­თა­ში ელექტრო­ტექ­ნი­კის რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა. რუ­სეთს ძა­ლი­ა­ნაც არ მოს­წონს თურ­ქუ­ლი ბიზ­ნეს­წარ­მა­ტე­ბა, მაგ­რამ აშ­კა­რად ვერ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რად­გან მათ ასო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი და­ა­საქ­მეს. პა­ტა­რა აფხა­ზეთ­ში კი, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი აფხა­ზის და­საქ­მე­ბა საკ­მა­ოდ და­დე­ბით მოვ­ლე­ნად აღიქ­მე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი ხალ­ხი ცდი­ლობ­და, გამ­ყიდ­ვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ ემუ­შა­ვა, მაგ­რამ შემ­დეგ თან­და­თან შე­ეჩ­ვივ­ნენ... თურ­ქულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა სხვა მხრი­ვაც მო­ი­გეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გული - თევ­ზჭე­რით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ეს კი შე­მო­სავ­ლი­ა­ნი საქ­მეა, რად­გან ცო­ცხალ თევზსაც იბა­რე­ბენ და ცალ­კე ჰყავთ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­თევ­ზე­თა ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც დღი­ურ ხელ­ფასს უხ­დი­ან.D

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან ამ საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი?

- აფხა­ზეთ­ში ამ მხრივ ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლია კომ­პა­ნი­ე­ბი: "ქილ ქარ­დეხ­ლე­რი", "კონ­სუ­ლი" და "თურ­ქიშ ინ­ვეს­ტი". ისი­ნი აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "აბხაზ­რი­ბას­თან" ერ­თად მუ­შა­ო­ბენ. ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე დი­დია თურ­ქულ-აფხა­ზუ­რი კომ­პა­ნია "ამ­ლა­გუ­რი", რო­მე­ლიც რეს­ტორ­ნებ­სა და სას­ტუმ­რო­ებს თევ­ზე­უ­ლით ამა­რა­გებს... ამ ბოლო დროს, თურ­ქულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში დე­ბენ. ეს ეხე­ბა ზღვის­პი­რა კა­ფე­ებს, რეს­ტორ­ნებს, პა­ტარ-პა­ტა­რა კო­ტე­ჯებ­სა და ტყვარ­ჩე­ლის შახ­ტა­საც კი...

- ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად, ჩამ­კვდარ ოჩამ­ჩი­რე­საც კი და­ე­ტყო გა­მო­ცო­ცხლე­ბა...

- დიახ, რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, აქაც თურ­ქე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. ამ ქა­ლაქს სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­დნენ კრი­მი­ნა­ლე­ბი. იმ "ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა", ვინც აფხა­ზე­თის და­ნარ­ჩე­ნი ქა­ლა­ქე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან ვერ იპო­ვეს სა­ერ­თო ენა, ოჩამ­ჩი­რეს შე­ა­ფა­რეს თავი. ამი­ტომ ეს ად­გი­ლი, ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ყვე­ლა­ზე მე­ტად "ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი" იყო, მაგ­რამ თურ­ქებ­მა აქაც იპო­ვეს გა­მო­სა­ვა­ლი, თუმ­ცა არ ვიცი, რო­გორ... მათ ოჩამ­ჩი­რის რე­გი­ონ­ში მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი აი­ღეს, თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი გა­ა­შე­ნეს და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და­ა­საქ­მეს.

- მათ რუ­სე­თი არ ზღუ­დავს?

- 2008 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც რუ­სე­თი პა­ტა­რა აფხა­ზე­თის გამო ლა­მის მთელ მსოფ­ლი­ოს და­უ­პი­რის­პირ­და და ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, რუ­სეთ­მა თურ­ქუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის "შე­ვიწ­რო­ე­ბა" და­ი­წყო, - იმ დრო­ის­თვის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ჩერ­და, მაგ­რამ ამან ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან უმუ­შევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თბა­შად მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. ანუ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფა­სად, პრაქ­ტი­კუ­ლად შიმ­ში­ლო­ბა გვი­წევ­და, რად­გან სა­მუ­შა­ოს გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ძვი­რად ღი­რე­ბულ რუ­სულ პრო­დუქ­ცი­ას ვერ შე­ი­ძენ­და... ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი მტკი­ცედ და­იც­ვა აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და თურ­ქულ ბიზ­ნესს ისევ გა­უხ­სნა ხელ-ფეხი. რო­გორც ჩანს, რუ­სე­თი დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­და, რად­გან თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა შე­წყდა. სულ რა­ღაც ორ წე­ლი­წად­ში, 2010 წელს, აფხა­ზეთ­მა ტუ­რის­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მი­ი­ღო...

მა­ნალ ხა­ში­გი, 27 წლის, სო­ხუ­მის მკვიდ­რი:

- დე­დის მხრი­დან ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი მყავს და ხში­რად ვათ­ვა­ლი­ე­რებ მათ ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­რორტზე აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი. არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ვიცი, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა... ჩემი ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი ჩა­მო­დი­ან ჩვენ­თან. ძა­ლი­ან უყ­ვართ სო­ხუ­მი. მზად ვარ, ყვე­ლა ჩა­მოს­ვლა­ზე ღირ­სე­უ­ლი მას­პინ­ძლო­ბა გა­ვუ­წიო, მაგ­რამ ისი­ნი აქ სა­ცხოვ­რებ­ლად ვერ დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ეს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის, აფხაზ­მა ხალ­ხმა არ­ჩია ასე და ამის­თვის სის­ხლი დაღ­ვა­რა. ამ საქ­მეს ჩემი ახალ­გაზ­რდა ბი­ძე­ბი შე­ე­წირ­ნენ. არც ერთს ოჯა­ხი არ ჰყო­ლია. გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ მე დავ­რჩი... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, მა­თაც და­კარ­გეს ოჯა­ხის წევ­რი ამ ომში. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სის­ხლის ღვრის გა­რე­შე მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ არ მოხ­და. ახლა კი ჩვენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა ვართ, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. წინა წლებ­ში ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ წელს უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, გაჩ­ნდა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, რაც აქ და­სარ­ჩე­ნად სტი­მუ­ლია.

- თქვენ სად მუ­შა­ობთ?

- მე ერთ-ერთი მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­როს ბარ­ში ვმუ­შა­ობ. ბარ­მე­ნის კურ­სე­ბი მოს­კოვ­ში გა­ვი­ა­რე და შემ­დეგ თან­და­თან, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­და­ნაც მი­ვა­მა­ტე რა­ღა­ცე­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე... სე­ზონ­ზე, 5 ათას დო­ლა­რამ­დე ავ­სულ­ვარ. აქ დო­ლა­რის კურ­სი არც ისე მა­ღა­ლია, მაგ­რამ მე მე­ყო­ფა.

- თქვე­ნი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბი სად არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი?

- ბან­კებ­ში, კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ამ ბოლო დროს უკვე კა­ფე­ებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­შიც და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა. ეს ბევ­რს არ მოს­წონს, მაგ­რამ თან­და­თან შე­ე­გუ­ე­ბი­ან. პი­რა­დად ჩემ­თვის, ამა­ში მი­უ­ღე­ბე­ლი არა­ფე­რია, თუ ადა­მი­ა­ნი პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით ცდი­ლობს თა­ვის გა­ტა­ნას. პი­რი­ქით, პა­ტივ­სა­ცე­მია...

და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა სერ­ვისს სთა­ვა­ზო­ბენ მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­რო­ე­ბი ტუ­რის­ტებს... ინ­ტერ­ნეტ­ში რუ­სულ-აფხა­ზუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე. სას­ტუმ­რო­ე­ბის, სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი­სა და პან­სი­ო­ნა­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ფა­სე­ბიც გან­სხვავ­დე­ბო­და, თუმ­ცა რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს იქ მო­ცე­მუ­ლი სერ­ვი­სის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სხვა სა­კი­თხია... ისე კი, სას­ტუმ­რო "გაგ­რა" დამ­სვე­ნებ­ლებს სტან­დარ­ტულ ოთახ­ში სთა­ვა­ზობს: ტე­ლე­ვი­ზორს, მა­ცი­ვარს, კონ­დი­ცი­ო­ნერს, ტუ­ა­ლეტს, თმის ფენ­სა და საშ­ხა­პეს. იქვე წე­რია - "მუდ­მი­ვი წყლით"... ასე­ვე: ოთა­ხის და­ლა­გე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად, თეთ­რე­უ­ლის გა­მოც­ვლა - ყო­ველ მე­ხუ­თე დღეს. ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას, ოდ­ნავ მა­ღალ ფას­ში სთა­ვა­ზობს სა­ნა­ტო­რი­უ­მი "აიბ­გა", რო­მელ­საც თურ­მე აუ­ზიც აქვს და ზამ­თარ­ში თბე­ბა... ამ მომ­სა­ხუ­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სტან­დარ­ტუ­ლი ნო­მე­რი ორ­ჯე­რა­დი კვე­ბით (შვე­დუ­რი მა­გი­და) 70-110 დო­ლა­რი ღირს. გარ­და ამი­სა, დამ­სვე­ნებ­ლებს ჰპირ­დე­ბი­ან, რომ მათ­თან ახ­ლოს ფა­სი­ა­ნი აკვა-პარ­კით სარ­გებ­ლო­ბაც შე­უძ­ლი­ათ.

უფრო ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა გაგ­რის სას­ტუმ­რო Alex Beach Hotel-ში დას­ვე­ნე­ბა: - ორ­ჯერ მე­ტია მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ოღონდ ინ­ტერ­ნე­ტიც გექ­ნე­ბათ და მი­ნი­ბა­რიც, სე­ი­ფი და ლო­ჯი­აც. ჰი­გი­ე­ნის მხრივ იქ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბია, თეთ­რე­ულს 3-4 დღე­ში ერთხელ ცვლი­ან... ნომ­რებ­ში სა­რე­ცხი მან­ქა­ნე­ბი­ცაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი აღი­ა­რებს, რომ თურ­ქუ­ლი ბიზ­ნე­სი მათ­თვის უფრო მი­სა­ღე­ბია, რად­გან რუ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ისი­ნი არ აპი­რე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი პი­რად ქო­ნე­ბად აქ­ცი­ონ. ახ­სოვთ მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მე­რის, იური ლუჟ­კო­ვის ქმე­დე­ბე­ბი. მან აფხა­ზეთ­ში თით­ქმის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი შე­ი­ძი­ნა: კონ­კრე­ტუ­ლად, გაგ­რა­ში: სა­ნა­ტო­რი­უ­მი "ამრა", პან­სი­ო­ნა­ტი "გაგ­რიფ­ში", "კოლ­ხი­და", სას­ტუმ­რო "ოქ­როს კა­რიბ­ჭე"... ბიჭ­ვინ­თა­ში: და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ბაზა "ოქ­როს გორა", და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი "კუ­რორ­ტი ბიჭ­ვინ­თა"; სო­ხუმ­ში: სას­ტუმ­რო "რიწა", "აფხა­ზე­თი", "სო­ხუ­მი"; სო­ხუ­მის ცენ­ტრში - მი­წის დიდი ნაკ­ვე­თი, სა­დაც გა­სარ­თობ ცენ­ტრსა და გოლფკ­ლუბს აშე­ნებ­და, მაგ­რამ მისი დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ას­წრო და ახლა იქა­უ­რო­ბა აფხა­ზებ­მა გა­და­ი­ბა­რეს...

რო­გორც აფხა­ზე­თის ტუ­რიზ­მის კო­მი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა იგეგ­მე­ბა კო­დო­რის ხე­ო­ბა­შიც. "ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვა, სხვა და­ნარ­ჩენს ბუ­ნე­ბა გვჩუქ­ნის", - აცხა­დე­ბენ აფხა­ზუ­რი ტუ­რიზ­მის სამ­სა­ხურ­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ტურიზმი აფხაზეთში: ვისი ფულით ვითარდება "ნაიარევი სამოთხე"

ტურიზმი აფხაზეთში: ვისი ფულით ვითარდება "ნაიარევი სამოთხე"

"რისკით, ხიფათით, წვალებით, მაგრამ მაინც, თანდათან უკეთესობისკენ მივდივართ... ბოლო წლებში ცხოვრების პირობები, უსაფრთხოება და დამოკიდებულება უბრალო ხალხისადმი უკეთესობისკენ შეიცვალა... დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს. ტურისტებს პრეტენზიები ძირითადად უსაფრთხოებისა და მომსახურების გამო აქვთ... დამწვარი და დანგრეული შენობების ადგილზე ახლები შენდება. ჩვენი და თქვენი "ნაიარევი სამოთხე" თანდათან კურორტს ემსგავსება", - ამბობს სოხუმელი აფხაზი, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ჩამოვიდა...

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა უწოდა, ჩვენი და მათი "ნაიარევი სამოთხე" ომის ნანგრევებიდან გამოსვლას რუსული და თურქული ფულით ცდილობს... საფრთხის მიუხედავად, შავზღვისპირა კურორტზე ინვესტიციის ჩადებას მაინც რისკავენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, "სტარტის ასაღებად" საზღვარგარეთიდან შემოსული თანხა გამოიყენეს. ახლა კი უკვე თავად ცდილობენ ფეხზე დადგომას...

ანდრეი, 37 წლის, სოხუმის მკვიდრი:

- რუსეთის შემდეგ, აფხაზეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის აქტიურად "ზრუნავს" თურქეთი. ადგილობრივი ტყის 50%-ზე მეტი თურქეთში ისევე გადის, როგორც ჯართი და ქვანახშირი. თურქეთიდან კი - სიგარეტი და საკვები შემოაქვთ. მათი ფასი რუსულ პროდუქტზე ბევრად დაბალია და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ, ადგილობრივების უმეტესობა თურქული პროდუქციის მომხმარებელი გახდა. ეს ეხება როგორც საკვებს, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკას... სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში ელექტროტექნიკის რამდენიმე მაღაზია გაიხსნა, რომელიც ყოველწლიურად ფართოვდება. რუსეთს ძალიანაც არ მოსწონს თურქული ბიზნესწარმატება, მაგრამ აშკარად ვერ ეწინააღმდეგება, რადგან მათ ასობით ადგილობრივი დაასაქმეს. პატარა აფხაზეთში კი, რამდენიმე ასეული აფხაზის დასაქმება საკმაოდ დადებით მოვლენად აღიქმება. თავდაპირველად, ჩვენი ხალხი ცდილობდა, გამყიდველის თანამდებობაზე არ ემუშავა, მაგრამ შემდეგ თანდათან შეეჩვივნენ... თურქულმა კომპანიებმა სხვა მხრივაც მოიგეს ადგილობრივების გული - თევზჭერით არიან დაინტერესებული. ეს კი შემოსავლიანი საქმეა, რადგან ცოცხალ თევზსაც იბარებენ და ცალკე ჰყავთ დაქირავებული მეთევზეთა ჯგუფები, რომელთაც დღიურ ხელფასს უხდიან.D

- კონკრეტულად რომელი კომპანიები არიან ამ საქმიანობით დაინტერესებული?

- აფხაზეთში ამ მხრივ ძალიან ცნობილია კომპანიები: "ქილ ქარდეხლერი", "კონსული" და "თურქიშ ინვესტი". ისინი აფხაზეთის სახელმწიფო კომპანია "აბხაზრიბასთან" ერთად მუშაობენ. ამ დროისთვის ყველაზე დიდია თურქულ-აფხაზური კომპანია "ამლაგური", რომელიც რესტორნებსა და სასტუმროებს თევზეულით ამარაგებს... ამ ბოლო დროს, თურქულ ინვესტიციებს აფხაზეთის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში დებენ. ეს ეხება ზღვისპირა კაფეებს, რესტორნებს, პატარ-პატარა კოტეჯებსა და ტყვარჩელის შახტასაც კი...

- ამბობენ, რომ ბოლო დროს ყველაზე მეტად, ჩამკვდარ ოჩამჩირესაც კი დაეტყო გამოცოცხლება...

- დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, აქაც თურქები აქტიურობენ. ამ ქალაქს სრულად აკონტროლებდნენ კრიმინალები. იმ "ავტორიტეტებმა", ვინც აფხაზეთის დანარჩენი ქალაქების სამართალდამცავ ორგანოებთან ვერ იპოვეს საერთო ენა, ოჩამჩირეს შეაფარეს თავი. ამიტომ ეს ადგილი, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით, ყველაზე მეტად "ჩაბნელებული" იყო, მაგრამ თურქებმა აქაც იპოვეს გამოსავალი, თუმცა არ ვიცი, როგორ... მათ ოჩამჩირის რეგიონში მიწის ნაკვეთები აიღეს, თხილის პლანტაციები გააშენეს და ადგილობრივები დაასაქმეს.

- მათ რუსეთი არ ზღუდავს?

- 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი პატარა აფხაზეთის გამო ლამის მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდა და ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთმა თურქული ეკონომიკური ინტერესების "შევიწროება" დაიწყო, - იმ დროისთვის ინვესტიციების განხორციელება პრაქტიკულად შეჩერდა, მაგრამ ამან ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან უმუშევრების რაოდენობა ერთბაშად მკვეთრად გაიზარდა. ანუ დამოუკიდებლობის ფასად, პრაქტიკულად შიმშილობა გვიწევდა, რადგან სამუშაოს გარეშე დარჩენილი აფხაზური მოსახლეობა ძვირად ღირებულ რუსულ პროდუქციას ვერ შეიძენდა... ამ შემთხვევაში მოსახლეობის ინტერესები მტკიცედ დაიცვა აფხაზეთის ხელმძღვანელობამ და თურქულ ბიზნესს ისევ გაუხსნა ხელ-ფეხი. როგორც ჩანს, რუსეთი დათმობაზე წავიდა, რადგან თურქული კომპანიების შევიწროება შეწყდა. სულ რაღაც ორ წელიწადში, 2010 წელს, აფხაზეთმა ტურისტების რეკორდული რაოდენობა მიიღო...

მანალ ხაშიგი, 27 წლის, სოხუმის მკვიდრი:

- დედის მხრიდან ქართველი ნათესავები მყავს და ხშირად ვათვალიერებ მათ ფოტოებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კურორტზე აქვთ გადაღებული. არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა... ჩემი ქართველი ნათესავები ჩამოდიან ჩვენთან. ძალიან უყვართ სოხუმი. მზად ვარ, ყველა ჩამოსვლაზე ღირსეული მასპინძლობა გავუწიო, მაგრამ ისინი აქ საცხოვრებლად ვერ დაბრუნდებიან. ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის, აფხაზმა ხალხმა არჩია ასე და ამისთვის სისხლი დაღვარა. ამ საქმეს ჩემი ახალგაზრდა ბიძები შეეწირნენ. არც ერთს ოჯახი არ ჰყოლია. გვარის გამგრძელებელი მხოლოდ მე დავრჩი... ძალიან მიყვარს ჩემი ქართველი ნათესავები, მათაც დაკარგეს ოჯახის წევრი ამ ომში. კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი სისხლის ღვრის გარეშე მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა. ახლა კი ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. წინა წლებში ქვეყნიდან წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ წელს უკეთესი მდგომარეობაა, გაჩნდა სამუშაო ადგილები, რაც აქ დასარჩენად სტიმულია.

- თქვენ სად მუშაობთ?

- მე ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმროს ბარში ვმუშაობ. ბარმენის კურსები მოსკოვში გავიარე და შემდეგ თანდათან, ჩემი გამოცდილებიდანაც მივამატე რაღაცები. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე... სეზონზე, 5 ათას დოლარამდე ავსულვარ. აქ დოლარის კურსი არც ისე მაღალია, მაგრამ მე მეყოფა.

- თქვენი თანატოლი გოგონები სად არიან დასაქმებული?

- ბანკებში, კომერციულ ორგანიზაციებში ამ ბოლო დროს უკვე კაფეებში, სასტუმროებსა და რესტორნებშიც დაიწყეს მუშაობა. ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ თანდათან შეეგუებიან. პირადად ჩემთვის, ამაში მიუღებელი არაფერია, თუ ადამიანი პატიოსანი შრომით ცდილობს თავის გატანას. პირიქით, პატივსაცემია...

დავინტერესდი, თუ რა სერვისს სთავაზობენ მაღალი დონის სასტუმროები ტურისტებს... ინტერნეტში რუსულ-აფხაზური ტურისტული სააგენტოების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე. სასტუმროების, სანატორიუმებისა და პანსიონატების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ფასებიც განსხვავდებოდა, თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს იქ მოცემული სერვისის ჩამონათვალი, სხვა საკითხია... ისე კი, სასტუმრო "გაგრა" დამსვენებლებს სტანდარტულ ოთახში სთავაზობს: ტელევიზორს, მაცივარს, კონდიციონერს, ტუალეტს, თმის ფენსა და საშხაპეს. იქვე წერია - "მუდმივი წყლით"... ასევე: ოთახის დალაგებას ყოველდღიურად, თეთრეულის გამოცვლა - ყოველ მეხუთე დღეს. ოდნავ განსხვავებულ მომსახურებას, ოდნავ მაღალ ფასში სთავაზობს სანატორიუმი "აიბგა", რომელსაც თურმე აუზიც აქვს და ზამთარში თბება... ამ მომსახურებით აღჭურვილი სტანდარტული ნომერი ორჯერადი კვებით (შვედური მაგიდა) 70-110 დოლარი ღირს. გარდა ამისა, დამსვენებლებს ჰპირდებიან, რომ მათთან ახლოს ფასიანი აკვა-პარკით სარგებლობაც შეუძლიათ.

უფრო ძვირი სიამოვნებაა გაგრის სასტუმრო Alex Beach Hotel-ში დასვენება: - ორჯერ მეტია მისი ღირებულება, ოღონდ ინტერნეტიც გექნებათ და მინიბარიც, სეიფი და ლოჯიაც. ჰიგიენის მხრივ იქ უკეთესი პირობებია, თეთრეულს 3-4 დღეში ერთხელ ცვლიან... ნომრებში სარეცხი მანქანებიცაა დამონტაჟებული.

აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღიარებს, რომ თურქული ბიზნესი მათთვის უფრო მისაღებია, რადგან რუსებისგან განსხვავებით, ისინი არ აპირებენ, ყველაფერი პირად ქონებად აქციონ. ახსოვთ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ქმედებები. მან აფხაზეთში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი შეიძინა: კონკრეტულად, გაგრაში: სანატორიუმი "ამრა", პანსიონატი "გაგრიფში", "კოლხიდა", სასტუმრო "ოქროს კარიბჭე"... ბიჭვინთაში: დასასვენებელი ბაზა "ოქროს გორა", დასასვენებელი კომპლექსი "კურორტი ბიჭვინთა"; სოხუმში: სასტუმრო "რიწა", "აფხაზეთი", "სოხუმი"; სოხუმის ცენტრში - მიწის დიდი ნაკვეთი, სადაც გასართობ ცენტრსა და გოლფკლუბს აშენებდა, მაგრამ მისი დასრულება ვერ მოასწრო და ახლა იქაურობა აფხაზებმა გადაიბარეს...

როგორც აფხაზეთის ტურიზმის კომიტეტში აცხადებენ, მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადება იგეგმება კოდორის ხეობაშიც. "ჩვენთვის მთავარია, ინფრასტრუქტურის განვითარება და უსაფრთხოების ზომების დაცვა, სხვა დანარჩენს ბუნება გვჩუქნის", - აცხადებენ აფხაზური ტურიზმის სამსახურში.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?