მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონად გაყიდული ერთცენტიანი რარიტეტული მარკა
მილიონად გაყიდული ერთცენტიანი რარიტეტული მარკა

XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ფი­ლა­ტე­ლია რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ჯერ ისევ "ახალ ხი­ლად" ით­ვლე­ბო­და - მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სულ რამ­დე­ნი­მე კაცი აგ­რო­ვებ­და მარ­კებს. მათ შო­რის იყო დიდი თა­ვა­დი ალექ­სეი მი­ხე­ი­ლის ძე რო­მა­ნო­ვიც. პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი ფი­ლა­ტე­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა 1883 წელს, პე­ტერ­ბურ­გში და­ა­არ­სა მის­მა მე­გო­ბარ­მა, ავ­სტრი­ელ­მა ვილ­ჰელმ ბრე­ი­ტფუს­მა. ალექ­სეი მი­ხე­ი­ლის ძეს კი რუ­სე­თის სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში ფი­ლა­ტე­ლი­ის მუ­ზე­უ­მის გახ­სნა სურ­და და მე­გო­ბარს სთხოვ­და, მისი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცია სა­მუ­ზე­უ­მოდ მი­ე­ყი­და. ბრე­ი­ტფუს­მა კო­ლექ­ცია არ მიჰ­ყი­და, თუმ­ცა და­უთ­მო 30-ათა­სი­ა­ნი მარ­კა "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნა", რო­მე­ლიც 1853 წელს იყო გა­მოშ­ვე­ბუ­ლი და თა­ვის დრო­ზე, 1 ცენ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ეს მარ­კა ერ­თა­დერ­თი ეგ­ზემპლა­რის სა­ხით არ­სე­ბობ­და და ვილ­ჰელმ ბრე­ი­ტფუსს ხელ­ში 1878 წელს ჩა­უ­ვარ­და.

1895 წელს, დიდი თა­ვა­დი ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩი 20 წლის ასაკ­ში, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მარ­კე­ბის კო­ლექ­ცია კი 1917 წლამ­დე, იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლე­ში ინა­ხე­ბო­და და ბოლ­შე­ვი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დგომ გა­იბ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იო­სებ სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით, თით­ქმის ყვე­ლა მარ­კა შე­აგ­რო­ვეს, თუმ­ცა "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნას" ვე­ღარ­სად მი­აგ­ნეს. მხო­ლოდ 1938 წელსღა გა­მოჩ­ნდა მისი კვა­ლი - ცნო­ბი­ლი ფი­ლა­ტე­ლის­ტი­სა და მი­ლი­ო­ნე­რის, არ­ტურ ჰინ­დის ცოლ­მა, მარ­კა 42 ათას დო­ლა­რად მიჰ­ყი­და ირა­ნელ სო­მეხ სოვ­და­გარს, კა­რა­პეტ ბჟიშ­კი­ანს.

II მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ სტა­ლინს სუ­ლაც გა­და­ა­ვი­წყა "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნა", თუმ­ცა 1941 წელს, როცა საბ­ჭო­თა არ­მი­ამ ჩრდი­ლო­ეთ ირა­ნის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნა, ჩე­კის­ტებ­მა კა­რა­პეტ ბჟიშ­კი­ა­ნი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ თავ­რი­ზი­დან გა­ი­ტა­ცეს, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, "კა­გე­ბეს" ცი­ხე­ში ჩას­ვეს და მოს­თხო­ვეს ეღი­ა­რე­ბი­ნა, რო­მე­ლი ფი­ლა­ტე­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ჰქონ­და მი­ბა­რე­ბუ­ლი "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნა".

კა­რა­პეტ ბჟიშ­კი­ან­მა ჩე­კის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ რა­რი­ტე­ტუ­ლი მარ­კა მარ­თლაც შე­ი­ძი­ნა და სახ­ლში ინა­ხავ­და, თუმ­ცა­ღა მა­შინ, რო­დე­საც ირან­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბი შე­იჭრ­ნენ, "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნა" და­ი­კარ­გა: "სა­ვა­რა­უ­დოდ, ის მომ­პა­რეს, მაგ­რამ ვინ - წარ­მოდ­გე­ნა არა მაქვს!" - ირ­წმუ­ნე­ბო­და სო­მე­ხი სოვ­და­გა­რი. ჩე­კის­ტებ­მა კა­რა­პეტ ბჟიშ­კი­ანს არ და­უ­ჯე­რეს და აწა­მეს კი­დეც, სი­მარ­თლე რომ შე­ე­ტყოთ, თუმ­ცა­ღა მან წა­მე­ბის მე­რეც იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა. სა­ბო­ლო­ოდ, ბჟიშ­კი­ანს შო­რე­ულ მა­გა­დან­ში ამოხ­და სული და სტა­ლი­ნიც ისე მოკ­ვდა, რომ "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნი­სა" ვე­რა­ფე­რი შე­ი­ტყო.

ამ ამ­ბე­ბი­დან ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ - 1972 წელს, თბი­ლი­სის ერთ-ერთ ძველ უბან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და: შუ­ა­ღა­მი­სას, ვი­ღაც უც­ნობ­მა 70 წლის ილო მარ­ქა­რი­ა­ნი სა­კუ­თარ ბი­ნა­ში­ვე სი­ცო­ცხლეს უხ­მა­უ­როდ გა­მო­ა­სალ­მა და მი­ი­მა­ლა. მი­ლი­ცია კი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას დი­ლით­ღა მი­ვი­და. წი­ნას­წარ­მა მოკ­ვლე­ვამ მი­იჩ­ნია, რომ მკვლე­ლი მარ­ქა­რი­ა­ნის ბი­ნა­ში ძარ­ცვის მიზ­ნით შე­ი­პა­რა და არ ეგო­ნა, თუკი მო­ხუ­ცი სახ­ლში დახ­ვდე­ბო­და. ერთი სი­ტყვით, დას­კვნა მე­ტად ბა­ნა­ლუ­რი რამ იყო და გა­მო­სა­ძი­ებ­ლად ეს საქ­მე ახალ­ბე­და გა­მომ­ძი­ე­ბელს - აკა­კი ჩა­ლა­ძეს (სა­ხე­ლი და გვა­რი შეც­ვლი­ლია) გა­დას­ცეს.

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჩა­ლა­ძემ მოკ­ვლე­ვის მა­სა­ლე­ბი დაწ­ვრი­ლე­ბით შე­ის­წავ­ლა და ყუ­რა­დღე­ბა ერთ დე­ტალ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა - დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ მკვლე­ლი ბი­ნა­ში ძარ­ცვის მიზ­ნით შე­იჭ­რა, ბი­ნი­დან კი არა­ფე­რი იყო წა­ღე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, ილო მარ­ქა­რი­ა­ნი მე­წა­ღე იყო და საკ­მა­ოდ ღა­რი­ბუ­ლა­დაც ცხოვ­რობ­და. საკ­ვირ­ვე­ლი იყო, რა უნ­დო­და მძარ­ცველს მას­თან. აკა­კი ჩა­ლა­ძე სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბებ­მა აი­ძუ­ლა, მოკ­ლუ­ლის ვი­ნა­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო.

მოკ­ლუ­ლის მე­ზობ­ლე­ბი­სა­გან აკა­კი ჩა­ლა­ძემ შე­ი­ტყო, რომ ილო მარ­ქა­რი­ა­ნი რე­პატ­რი­ან­ტი იყო - იგი ომის შემ­დგომ წლებ­ში ირა­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი­ყო თბი­ლის­ში და აქ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი­ყო. არც ცოლი ჰყავ­და, არც შვი­ლი და თავ­საც მე­წა­ღე­ო­ბით ირ­ჩენ­და. მე­ზობ­ლებ­თან ხში­რად ამ­ბობ­და, რომ ჩრდი­ლო ირან­ში საბ­ჭო­თა წეს­წყო­ბი­ლე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად იბ­რძო­და და საბ­ჭო­თა კავ­შირ­შიც ამი­ტომ გა­მო­იქ­ცა.

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჩა­ლა­ძემ მოს­კოვ­ში სა­გან­გე­ბო წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნა და შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს ილო მარ­ქა­რი­ა­ნის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გა­მოს­თხო­ვა. მცი­რე ხან­ში, მან და­ად­გი­ნა, რომ ირა­ნის ქა­ლაქ თავ­რიზ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ილია მარ­ქა­რი­ან­მა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზღვა­რი 1946 წელს გად­მო­ლა­ხა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ოთხი წლის შემ­დეგ მი­ე­ცა. ამის მერე, ის თბი­ლის­ში და­სახ­ლდა და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში შემ­ჩნე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. ეს იყო და ეს - აკა­კი ჩა­ლა­ძემ მეტი ვე­რა­ფე­რი სა­გუ­ლის­ხმო ვერ შე­ი­ტყო. გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და.

გა­მომ­ძი­ე­ბელს ფარ-ხმა­ლი მა­ინც არ და­უყ­რია და, მე­წა­ღის მე­ზობ­ლე­ბი­სა და ნაც­ნო­ბე­ბი­სა­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას შე­უდ­გა. რო­გორც გა­მო­არ­კვია, მოკ­ლუ­ლი კარ­ჩა­კე­ტი­ლად ცხოვ­რობ­და და არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თობ­და. ერთ-ერთი მე­ზობ­ლის თქმით, მარ­ქა­რი­ა­ნი ათი­ო­დე წლის წინ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­და - ვი­ღაც ფი­ლა­ტე­ლის­ტმა საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მარ­კა დას­ტყუა და უკ­ვა­ლოდ გაქ­რა. "იმ მარ­კას მო­ხუ­ცი თვა­ლის­ჩი­ნი­ვით უფრთხილ­დე­ბო­და და ძლივს გა­და­წყვი­ტა, გა­ე­ყი­და... ასე ამ­ბობ­და, მა­მა­ჩე­მის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მერ­გო და მი­ლი­ო­ნე­ბი ღირ­სო. გვე­გო­ნა, გვა­ტყუ­ებ­და და დავ­ცი­ნო­დით კი­დეც. სწო­რედ ჩვენს და­სარ­წმუ­ნებ­ლად გა­და­წყვი­ტა გა­ყიდ­ვა და ფუ­ლის შოვ­ნა..." - გა­ნუ­ცხა­და გა­მომ­ძი­ე­ბელს მოკ­ლუ­ლის მე­ზო­ბელ­მა, 30 წლის გი­ორ­გიმ. მი­სი­ვე თქმით, ილო მარ­ქა­რი­ანს რო­მე­ლი­ღაც კლი­ენ­ტმა თბი­ლის­ში სტუმ­რად მყო­ფი ლე­ნინ­გრა­დე­ლი ფი­ლა­ტე­ლის­ტი, სა­ხე­ლად სე­რი­ოჟა გა­აც­ნო. მე­წა­ღემ თა­ვი­სი მარ­კა მას უჩ­ვე­ნა. "ერთი დღით და­მი­ტო­ვეთ და ღი­რე­ბუ­ლე­ბას და­გიდ­გენთ!" - უთ­ქვამს ფი­ლა­ტე­ლისტს ილოსთ

ვის და ისიც მინ­დო­ბია. მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც ამ­ბის გა­სა­გე­ბად მი­სუ­ლა, სე­რი­ოჟა სას­ტუმ­რო­ში აღარ დახ­ვედ­რია - დი­ლა­ად­რი­ან ლე­ნინ­გრად­ში წა­ვი­დაო, უთ­ქვამს ად­მი­ნის­ტრა­ტორს. ასე და­უ­კარ­გავს მარ­კა მე­წა­ღეს და იმის შემ­დეგ ძალ­ზე გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გამ­ხდა­რა.

თა­ვის­თა­ვად, ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც არაფ­რისმთქმე­ლი ჩან­და და აკა­კი ჩა­ლა­ძემ მას ჯე­რო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბა არც მი­აქ­ცია. კი­ე­ვე­ლი ფი­ლა­ტე­ლის­ტის თაღ­ლი­თო­ბის ამ­ბა­ვი მხო­ლოდ მა­შინ გა­ახ­სენ­და, რო­დე­საც ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­ი­ტყო, რომ უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ფი­ლა­ტე­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვინ­მე სერ­გეი კარ­პენ­კო გა­ე­ძარ­ცვათ და მო­ეკ­ლათ. უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს - იგი ქალი აღ­მოჩ­ნდა, სა­ხე­ლად კა­ტია ლიტ­ვიშ­კო, მრა­ვალ­გზის ნა­სა­მარ­თლე­ვი რე­ცი­დი­ვის­ტი. რო­გორც გა­მო­ირ­კვა, მას მო­ეს­წრო და კარ­პენ­კოს მარ­კე­ბის კო­ლექ­ცი­ის მცი­რე ნა­წი­ლი უცხო­ე­ლი ფი­ლა­ტე­ლის­ტე­ბის­თვის მი­ე­ყი­და. და­კა­ვე­ბი­სას, კა­ტია ლიტ­ვიშ­კო მძი­მედ და­იჭ­რა და იზო­ლა­ტო­რის ნაც­ვლად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს.

ამ ყვე­ლაფ­რის შე­ტყო­ბის­თა­ნა­ვე, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი აკა­კი ჩა­ლა­ძე სას­წრა­ფოდ კი­ევ­ში გა­ემ­გზავ­რა და და­კა­ვე­ბულ­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვა. ლიტ­ვიშ­კოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და ექი­მებ­მა ამის ნება არ დარ­თეს. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა თა­ვი­სი არ და­ი­შა­ლა და ბო­ლოს, მა­ინც მო­ა­ხერ­ხა კა­ტი­ას­თან პა­ლა­ტა­ში შეს­ვლა. უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი უკვე საქ­მის კურ­სში ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა და თა­ვად და­კა­ვე­ბულ­მაც იცო­და, ვინც იყო აკა­კი ჩა­ლა­ძე. "ალ­ბათ უკვე იცით, რომ თბი­ლის­ში მე მოვ­კა­ლი ის გა­რე­წა­რი, თავს რომ მე­წა­ღედ ასა­ღებ­და", - უთხრა გა­მომ­ძი­ე­ბელს ქალ­მა. აკა­კი ჩა­ლა­ძე ვერც წარ­მო­იდ­გენ­და ამას, მაგ­რამ არ შე­უ­ცხა­დე­ბია: "რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი და გე­ძებ­დით კი­დეც... აბა, ამ­ხე­ლა გზას ტყუ­ი­ლად ხომ არ გა­მო­ვივ­ლი­დი!" - უპა­სუ­ხა ქალს, თან ჰკი­თხა - მა­ინც რის­თვის მო­კა­ლი ის უპო­ვარ-უქო­ნე­ლი სო­მე­ხი მე­წა­ღეო?

კა­ტია ლიტ­ვიშ­კომ გა­მომ­ძი­ე­ბელ ჩა­ლა­ძეს გა­ნუ­ცხა­და, რომ სოვ­და­გარ კა­რა­პეტ ბჟიშ­კი­ა­ნის შვი­ლი გახ­ლდათ: "მა­გა­დან­ში და­ვი­ბა­დე. მა­მა­ჩე­მი პა­ტი­მა­რი იყო, დედა - შრო­მა-გას­წო­რე­ბი­თი კო­ლო­ნი­ის ექთა­ნი. მამა არ მახ­სოვს, მაგ­რამ 18 წელი როცა შე­მის­რულ­და, დე­დამ მისი და­წე­რი­ლი წე­რი­ლი მაჩ­ვე­ნა და მთხო­ვა, წა­მე­კი­თხა. სწო­რედ ამ­გვა­რად გა­ვი­გე, რომ მა­მა­ჩე­მი თა­ვის დრო­ზე მდი­და­რი სოვ­და­გა­რი ყო­ფი­ლა თურ­მე და ირა­ნის ქა­ლაქ თავ­რიზ­ში ცხოვ­რობ­და..." - და­ი­წყო თხრო­ბა ქალ­მა. მი­სი­ვე თქმით, მა­მა­მი­სი წერ­და, რომ ფი­ლა­ტე­ლი­ით სე­რი­ო­ზუ­ლად II მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე და­ინ­ტე­რეს­და და ლონ­დონ­ში, მი­ლი­ო­ნერ არ­ტურ ჰინ­დის ქვრი­ვი­სა­გან რა­რი­ტე­ტუ­ლი მარ­კა "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნა" შე­ი­ძი­ნა. ორი­ო­დე წლის შემ­დეგ - 1940 წელს, მარ­კა მას ყო­ფილ­მა მო­უ­რავ­მა, გარო ღუ­კა­სი­ან­მა მოჰ­პა­რა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სოვ­და­გარ­მა შე­ი­ტყო, რომ ღუ­კა­სი­ა­ნი პო­ლი­ცი­ას კი და­ე­კა­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ მარ­კა მის­თვის ვერ აღ­მო­ე­ჩი­ნათ და შეშ­ვე­ბოდ­ნენ. არა­და, კა­რა­პეტ­მა მე­ტად სარ­წმუ­ნო წყა­რო­დან იცო­და, რომ გარო ღუ­კა­სი­ა­ნი ნამ­დვი­ლად დამ­ნა­შა­ვე იყო და მარ­კის მყიდ­ვე­ლებ­საც კი და­ე­ძებ­და. ერთი სი­ტყვით, პო­ლი­ცი­ას ად­ვი­ლად და­უძ­ვრა ხე­ლი­დან და არა­ლე­გალ კო­მუ­ნის­ტებს მი­ე­კედ­ლა.

ამა­სო­ბა­ში, ჩრდი­ლო­ეთ ირან­ში საბ­ჭო­თა ჯა­რიც შე­ვი­და. ოკუ­პა­ცია 5 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და და II მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბი­დან წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის შემ­დეგ­ღა დას­რულ­და. ოკუ­პან­ტებ­მა სოვ­და­გა­რი ბჟიშ­კი­ა­ნი გა­ი­ტა­ცეს და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­იქ­ცა გარო ღუ­კა­სი­ა­ნიც, როცა ჩრდი­ლო ირა­ნი­დან სტა­ლინ­მა ჯარი გა­მო­იყ­ვა­ნა. მარ­კაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თან წა­ი­ღო, მაგ­რამ სა­ნამ დიდი დიქ­ტა­ტო­რი არ გარ­და­იც­ვა­ლა და მისი პი­როვ­ნე­ბის კულ­ტი არ დაგ­მეს, არ გა­მო­უ­ჩე­ნია - გავ­ლე­ნი­ა­ნი ნაც­ნო­ბე­ბის­გან იცო­და, რომ კა­რა­პეტ ბჟიშ­კი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი სწო­რე­დაც რომ "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნა" გახ­ლდათ.

თბი­ლის­ში ილო მარ­ქა­რი­ა­ნი მე­წა­ღე­ო­ბით ირ­ჩენ­და თავს და თა­ნაც ქურ­დე­ბის­თვის "საქ­მის მიმ­ცე­მი" იყო. ციმ­ბი­რე­ლი რე­ცი­დი­ვის­ტი ქალი კა­ტია ლიტ­ვიშ­კოც სწო­რედ "საქ­მის მი­ცე­მის" დროს გა­იც­ნო. ერთ-ერთი შეხ­ვედ­რი­სას, მე­წა­ღეს არა­ყი ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­და და რუს ქურდ ქალს "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნას" მთე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი დე­ტა­ლუ­რად უამ­ბო. არც იმის თქმა და­ვი­წყნია, რომ ვი­ღაც უკ­რა­ი­ნელ­მა ის მარ­კა თაღ­ლი­თუ­რად დას­ცინ­ცლა. კა­ტია ლიტ­ვიშ­კომ თაღ­ლი­თის სა­ხე­ლი ათ­ქმე­ვი­ნა, მერე კი შე­უმ­ჩნევ­ლად, არაყ­ში სა­წამ­ლა­ვი გა­უ­რია და სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა.

"მას შემ­დეგ, რაც "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნას" შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, სულ მისი ხელ­ში ჩაგ­დე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, გარო ღუ­კა­სი­ა­ნი რო­გორ მო­მე­ძებ­ნა... როცა ასე­თი შან­სი მო­მე­ცა, უკან აღარ და­ვი­ხიე და ის გა­რე­წა­რი უხ­მა­უ­როდ გა­მო­ვა­სალ­მე წუ­თი­სო­ფელს. მერე ორი კვი­რა ვი­მა­ლე­ბო­დი და რომ დავ­რწმუნ­დი, არა­ვინ მე­ძებ­და, კი­ე­ვის­კენ გა­მოვ­წიე", - აგ­რძე­ლებ­და მო­ყო­ლას კა­ტია ლიტ­ვიშ­კო.

კი­ევ­ში ჩას­ვლი­სას, მან ად­ვი­ლად მო­ნა­ხა სერ­გეი კარ­პენ­კო, მთე­ლი თა­ვი­სი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და და­უ­ახ­ლოვ­და. უკ­რა­ი­ნელ ფი­ლა­ტე­ლისტს ციმ­ბი­რე­ლი ქურ­დი ქალი შე­უყ­ვარ­და კი­დე­ვაც და გა­უმ­ხი­ლა, რომ სახ­ლში რა­რი­ტე­ტულ მარ­კას - "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნას" ინა­ხავ­და. ჰოდა, კა­ტი­ა­მაც გა­სა­ღე­ბი მოჰ­პა­რა და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, როცა სერ­გეი სამ­სა­ხურ­ში იყო, უჩუმ­რად შე­ი­პა­რა მის ბი­ნა­ში. სე­ი­ფე­ბის გა­ღე­ბა იმ­თა­ვით­ვე კარ­გად ეხერ­ხე­ბო­და და არც იქ გას­ჭირ­ვე­ბია. სწო­რედ იმ დროს, როცა მა­მი­სე­უ­ლი მარ­კა უკვე ხელ­ში ეჭი­რა, სერ­გე­იც და­ად­გა თავს.

"სერ­გე­იმ გაკ­ვირ­ვე­ბით შეჰ­ყვი­რა, კა­ტია, აქ რა გინ­დაო, მე კი მა­შინ­ვე მა­ყუ­ჩი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტით ვეს­რო­ლე და ად­გილ­ზე­ვე მოვ­კა­ლი. მერე მარ­კა სა­თუ­თად ჩავ­დე მი­ნის ყუთ­ში, ბი­ნი­დან გა­მო­ვე­დი, გა­სა­ღე­ბით გა­დავ­კე­ტე და წა­მო­ვე­დი..." - უყ­ვე­ბო­და კა­ტია გა­მომ­ძი­ე­ბელს. მისი თქმით, ის მე­ზობ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­ლი­ცი­ა­საც მათ­ვე აღუ­წე­რეს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა. ამი­ტო­მაც, ქალი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. "მაგ­რამ მე მა­ინც შევ­ძე­ლი და "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნა" სან­დო კაცს გა­და­ვე­ცი, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ ვე­ღა­რა­სო­დეს იპო­ვის!" - და­ას­რუ­ლა კა­ტია ლიტ­ვიშ­კომ თხრო­ბა. სერ­გეი კარ­პენ­კოს მარ­კე­ბის კო­ლექ­ცი­ის ეგ­ზემპლა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ლიტ­ვიშ­კოს კი­ევ­ში­ვე გა­ე­ყი­და და რომ არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, აღე­ბუ­ლი ფუ­ლით სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას აპი­რებ­და.

აკა­კი ჩა­ლა­ძე იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩა - ჩან­და, მკვლელს ამ­ქვეყ­ნად დარ­ჩე­ნა აღარ ეწე­რა, "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნა" კი უკვე, ღმერ­თმა უწყო­და, ვის ხელ­ში ან სად იყო. არა­ნაკ­ლებ შეც­ბუ­ნე­ბუ­ლე­ბი ჩან­დნენ უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც. კა­ტია ლიტ­ვიშ­კო მარ­თლაც, იმ სა­ღა­მოს გარ­და­იც­ვა­ლა ისე, რომ აღარ უთ­ქვამს, თუ ვის გა­დას­ცა მარ­კა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა აკა­კი ჩა­ლა­ძემ შე­ი­ტყო, რომ "ბრი­ტა­ნე­თის გვი­ა­ნა" საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ის­რა­ელ­ში, წიგნ­ში ჩა­დე­ბუ­ლი გა­და­ე­ტა­ნა კა­ტია ლიტ­ვიშ­კოს საყ­ვა­რელს - ყო­ფილ პო­ლიტ­პა­ტი­მარ ცვი რო­ზენ­ბა­უმს (სა­ხე­ლი და გვა­რი ამ­ჯე­რა­დაც შეც­ვლი­ლია). მან­ვე, 1974 წელს, შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში 1 ცენ­ტის ნო­მი­ნა­ლი მარ­კა 934 ათას დო­ლა­რად გა­ყი­და.

მი­ხე­ილ ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მილიონად გაყიდული ერთცენტიანი რარიტეტული მარკა

მილიონად გაყიდული ერთცენტიანი რარიტეტული მარკა

XX საუკუნის დასაწყისში, ფილატელია რუსეთის იმპერიაში ჯერ ისევ ”ახალ ხილად” ითვლებოდა - მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ რამდენიმე კაცი აგროვებდა მარკებს. მათ შორის იყო დიდი თავადი ალექსეი მიხეილის ძე რომანოვიც. პირველი რუსული ფილატელისტური საზოგადოება 1883 წელს, პეტერბურგში დააარსა მისმა მეგობარმა, ავსტრიელმა ვილჰელმ ბრეიტფუსმა. ალექსეი მიხეილის ძეს კი რუსეთის სატახტო ქალაქში ფილატელიის მუზეუმის გახსნა სურდა და მეგობარს სთხოვდა, მისი ძვირად ღირებული კოლექცია სამუზეუმოდ მიეყიდა. ბრეიტფუსმა კოლექცია არ მიჰყიდა, თუმცა დაუთმო 30-ათასიანი მარკა ”ბრიტანეთის გვიანა”, რომელიც 1853 წელს იყო გამოშვებული და თავის დროზე, 1 ცენტის ღირებულება ჰქონდა. ეს მარკა ერთადერთი ეგზემპლარის სახით არსებობდა და ვილჰელმ ბრეიტფუსს ხელში 1878 წელს ჩაუვარდა.

1895 წელს, დიდი თავადი ალექსეი მიხაილოვიჩი 20 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მისი საკმაოდ ძვირად ღირებული მარკების კოლექცია კი 1917 წლამდე, იმპერატორის სასახლეში ინახებოდა და ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომ გაიბნა. მოგვიანებით, იოსებ სტალინის ბრძანებით, თითქმის ყველა მარკა შეაგროვეს, თუმცა ”ბრიტანეთის გვიანას” ვეღარსად მიაგნეს. მხოლოდ 1938 წელსღა გამოჩნდა მისი კვალი - ცნობილი ფილატელისტისა და მილიონერის, არტურ ჰინდის ცოლმა, მარკა 42 ათას დოლარად მიჰყიდა ირანელ სომეხ სოვდაგარს, კარაპეტ ბჟიშკიანს.

II მსოფლიო ომის დაწყებამ სტალინს სულაც გადაავიწყა ”ბრიტანეთის გვიანა”, თუმცა 1941 წელს, როცა საბჭოთა არმიამ ჩრდილოეთ ირანის ოკუპაცია მოახდინა, ჩეკისტებმა კარაპეტ ბჟიშკიანი მშობლიურ ქალაქ თავრიზიდან გაიტაცეს, საბჭოთა კავშირში ჩაიყვანეს, ”კაგებეს” ციხეში ჩასვეს და მოსთხოვეს ეღიარებინა, რომელი ფილატელისტური საზოგადოებისათვის ჰქონდა მიბარებული ”ბრიტანეთის გვიანა”.

კარაპეტ ბჟიშკიანმა ჩეკისტებს განუცხადა, რომ რარიტეტული მარკა მართლაც შეიძინა და სახლში ინახავდა, თუმცაღა მაშინ, როდესაც ირანში საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ, ”ბრიტანეთის გვიანა” დაიკარგა: ”სავარაუდოდ, ის მომპარეს, მაგრამ ვინ - წარმოდგენა არა მაქვს!” - ირწმუნებოდა სომეხი სოვდაგარი. ჩეკისტებმა კარაპეტ ბჟიშკიანს არ დაუჯერეს და აწამეს კიდეც, სიმართლე რომ შეეტყოთ, თუმცაღა მან წამების მერეც იგივე გაიმეორა. საბოლოოდ, ბჟიშკიანს შორეულ მაგადანში ამოხდა სული და სტალინიც ისე მოკვდა, რომ ”ბრიტანეთის გვიანისა” ვერაფერი შეიტყო.

ამ ამბებიდან ათწლეულების შემდეგ - 1972 წელს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მკვლელობა მოხდა: შუაღამისას, ვიღაც უცნობმა 70 წლის ილო მარქარიანი საკუთარ ბინაშივე სიცოცხლეს უხმაუროდ გამოასალმა და მიიმალა. მილიცია კი შემთხვევის ადგილას დილითღა მივიდა. წინასწარმა მოკვლევამ მიიჩნია, რომ მკვლელი მარქარიანის ბინაში ძარცვის მიზნით შეიპარა და არ ეგონა, თუკი მოხუცი სახლში დახვდებოდა. ერთი სიტყვით, დასკვნა მეტად ბანალური რამ იყო და გამოსაძიებლად ეს საქმე ახალბედა გამომძიებელს - აკაკი ჩალაძეს (სახელი და გვარი შეცვლილია) გადასცეს.

გამომძიებელმა ჩალაძემ მოკვლევის მასალები დაწვრილებით შეისწავლა და ყურადღება ერთ დეტალზე გაამახვილა - დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მკვლელი ბინაში ძარცვის მიზნით შეიჭრა, ბინიდან კი არაფერი იყო წაღებული. გარდა ამისა, ილო მარქარიანი მეწაღე იყო და საკმაოდ ღარიბულადაც ცხოვრობდა. საკვირველი იყო, რა უნდოდა მძარცველს მასთან. აკაკი ჩალაძე სწორედ ამ გარემოებებმა აიძულა, მოკლულის ვინაობით დაინტერესებულიყო.

მოკლულის მეზობლებისაგან აკაკი ჩალაძემ შეიტყო, რომ ილო მარქარიანი რეპატრიანტი იყო - იგი ომის შემდგომ წლებში ირანიდან ჩამოსულიყო თბილისში და აქ დამკვიდრებულიყო. არც ცოლი ჰყავდა, არც შვილი და თავსაც მეწაღეობით ირჩენდა. მეზობლებთან ხშირად ამბობდა, რომ ჩრდილო ირანში საბჭოთა წესწყობილების დასამყარებლად იბრძოდა და საბჭოთა კავშირშიც ამიტომ გამოიქცა.

გამომძიებელმა ჩალაძემ მოსკოვში საგანგებო წერილი გაგზავნა და შესაბამის ორგანოებს ილო მარქარიანის თაობაზე ინფორმაცია გამოსთხოვა. მცირე ხანში, მან დაადგინა, რომ ირანის ქალაქ თავრიზში დაბადებულმა ილია მარქარიანმა საბჭოთა კავშირის საზღვარი 1946 წელს გადმოლახა და მოქალაქეობა ოფიციალურად ოთხი წლის შემდეგ მიეცა. ამის მერე, ის თბილისში დასახლდა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეული არ ყოფილა. ეს იყო და ეს - აკაკი ჩალაძემ მეტი ვერაფერი საგულისხმო ვერ შეიტყო. გამოძიება ჩიხში შევიდა.

გამომძიებელს ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია და, მეწაღის მეზობლებისა და ნაცნობებისაგან ინფორმაციის მოძიებას შეუდგა. როგორც გამოარკვია, მოკლული კარჩაკეტილად ცხოვრობდა და არავისთან ურთიერთობდა. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მარქარიანი ათიოდე წლის წინ თაღლითობის მსხვერპლი გახდა - ვიღაც ფილატელისტმა საკმაოდ ძვირად ღირებული მარკა დასტყუა და უკვალოდ გაქრა. ”იმ მარკას მოხუცი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა და ძლივს გადაწყვიტა, გაეყიდა... ასე ამბობდა, მამაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო და მილიონები ღირსო. გვეგონა, გვატყუებდა და დავცინოდით კიდეც. სწორედ ჩვენს დასარწმუნებლად გადაწყვიტა გაყიდვა და ფულის შოვნა...” - განუცხადა გამომძიებელს მოკლულის მეზობელმა, 30 წლის გიორგიმ. მისივე თქმით, ილო მარქარიანს რომელიღაც კლიენტმა თბილისში სტუმრად მყოფი ლენინგრადელი ფილატელისტი, სახელად სერიოჟა გააცნო. მეწაღემ თავისი მარკა მას უჩვენა. ”ერთი დღით დამიტოვეთ და ღირებულებას დაგიდგენთ!” - უთქვამს ფილატელისტს ილოსთ

ვის და ისიც მინდობია. მეორე დღეს, როდესაც ამბის გასაგებად მისულა, სერიოჟა სასტუმროში აღარ დახვედრია - დილაადრიან ლენინგრადში წავიდაო, უთქვამს ადმინისტრატორს. ასე დაუკარგავს მარკა მეწაღეს და იმის შემდეგ ძალზე გულჩათხრობილი გამხდარა.

თავისთავად, ეს ინფორმაციაც არაფრისმთქმელი ჩანდა და აკაკი ჩალაძემ მას ჯეროვანი ყურადღება არც მიაქცია. კიეველი ფილატელისტის თაღლითობის ამბავი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს შეიტყო, რომ უკრაინის დედაქალაქში ადგილობრივი ფილატელისტური საზოგადოების ხელმძღვანელი, ვინმე სერგეი კარპენკო გაეძარცვათ და მოეკლათ. უკრაინელმა სამართალდამცველებმა მკვლელი ცხელ კვალზე დააკავეს - იგი ქალი აღმოჩნდა, სახელად კატია ლიტვიშკო, მრავალგზის ნასამართლევი რეციდივისტი. როგორც გამოირკვა, მას მოესწრო და კარპენკოს მარკების კოლექციის მცირე ნაწილი უცხოელი ფილატელისტებისთვის მიეყიდა. დაკავებისას, კატია ლიტვიშკო მძიმედ დაიჭრა და იზოლატორის ნაცვლად, საავადმყოფოში მოათავსეს.

ამ ყველაფრის შეტყობისთანავე, გამომძიებელი აკაკი ჩალაძე სასწრაფოდ კიევში გაემგზავრა და დაკავებულთან შეხვედრა მოითხოვა. ლიტვიშკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა ამის ნება არ დართეს. გამომძიებელმა თავისი არ დაიშალა და ბოლოს, მაინც მოახერხა კატიასთან პალატაში შესვლა. უკრაინელი კოლეგები უკვე საქმის კურსში ჩაეყენებინა და თავად დაკავებულმაც იცოდა, ვინც იყო აკაკი ჩალაძე. ”ალბათ უკვე იცით, რომ თბილისში მე მოვკალი ის გარეწარი, თავს რომ მეწაღედ ასაღებდა”, - უთხრა გამომძიებელს ქალმა. აკაკი ჩალაძე ვერც წარმოიდგენდა ამას, მაგრამ არ შეუცხადებია: ”რა თქმა უნდა, ვიცოდი და გეძებდით კიდეც... აბა, ამხელა გზას ტყუილად ხომ არ გამოვივლიდი!” - უპასუხა ქალს, თან ჰკითხა - მაინც რისთვის მოკალი ის უპოვარ-უქონელი სომეხი მეწაღეო?

კატია ლიტვიშკომ გამომძიებელ ჩალაძეს განუცხადა, რომ სოვდაგარ კარაპეტ ბჟიშკიანის შვილი გახლდათ: ”მაგადანში დავიბადე. მამაჩემი პატიმარი იყო, დედა - შრომა-გასწორებითი კოლონიის ექთანი. მამა არ მახსოვს, მაგრამ 18 წელი როცა შემისრულდა, დედამ მისი დაწერილი წერილი მაჩვენა და მთხოვა, წამეკითხა. სწორედ ამგვარად გავიგე, რომ მამაჩემი თავის დროზე მდიდარი სოვდაგარი ყოფილა თურმე და ირანის ქალაქ თავრიზში ცხოვრობდა...” - დაიწყო თხრობა ქალმა. მისივე თქმით, მამამისი წერდა, რომ ფილატელიით სერიოზულად II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაინტერესდა და ლონდონში, მილიონერ არტურ ჰინდის ქვრივისაგან რარიტეტული მარკა ”ბრიტანეთის გვიანა” შეიძინა. ორიოდე წლის შემდეგ - 1940 წელს, მარკა მას ყოფილმა მოურავმა, გარო ღუკასიანმა მოჰპარა.

მოგვიანებით, სოვდაგარმა შეიტყო, რომ ღუკასიანი პოლიციას კი დაეკავებინა, მაგრამ მარკა მისთვის ვერ აღმოეჩინათ და შეშვებოდნენ. არადა, კარაპეტმა მეტად სარწმუნო წყაროდან იცოდა, რომ გარო ღუკასიანი ნამდვილად დამნაშავე იყო და მარკის მყიდველებსაც კი დაეძებდა. ერთი სიტყვით, პოლიციას ადვილად დაუძვრა ხელიდან და არალეგალ კომუნისტებს მიეკედლა.

ამასობაში, ჩრდილოეთ ირანში საბჭოთა ჯარიც შევიდა. ოკუპაცია 5 წელიწადს გაგრძელდა და II მსოფლიო ომის დამთავრებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგღა დასრულდა. ოკუპანტებმა სოვდაგარი ბჟიშკიანი გაიტაცეს და საბჭოთა კავშირში გადაიყვანეს. საბჭოთა კავშირში გაიქცა გარო ღუკასიანიც, როცა ჩრდილო ირანიდან სტალინმა ჯარი გამოიყვანა. მარკაც, რასაკვირველია, თან წაიღო, მაგრამ სანამ დიდი დიქტატორი არ გარდაიცვალა და მისი პიროვნების კულტი არ დაგმეს, არ გამოუჩენია - გავლენიანი ნაცნობებისგან იცოდა, რომ კარაპეტ ბჟიშკიანის დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი სწორედაც რომ ”ბრიტანეთის გვიანა” გახლდათ.

თბილისში ილო მარქარიანი მეწაღეობით ირჩენდა თავს და თანაც ქურდებისთვის ”საქმის მიმცემი” იყო. ციმბირელი რეციდივისტი ქალი კატია ლიტვიშკოც სწორედ ”საქმის მიცემის” დროს გაიცნო. ერთ-ერთი შეხვედრისას, მეწაღეს არაყი ზედმეტი მოუვიდა და რუს ქურდ ქალს ”ბრიტანეთის გვიანას” მთელი თავგადასავალი დეტალურად უამბო. არც იმის თქმა დავიწყნია, რომ ვიღაც უკრაინელმა ის მარკა თაღლითურად დასცინცლა. კატია ლიტვიშკომ თაღლითის სახელი ათქმევინა, მერე კი შეუმჩნევლად, არაყში საწამლავი გაურია და სიცოცხლეს გამოასალმა.

”მას შემდეგ, რაც ”ბრიტანეთის გვიანას” შესახებ შევიტყვე, სულ მისი ხელში ჩაგდება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, გარო ღუკასიანი როგორ მომეძებნა... როცა ასეთი შანსი მომეცა, უკან აღარ დავიხიე და ის გარეწარი უხმაუროდ გამოვასალმე წუთისოფელს. მერე ორი კვირა ვიმალებოდი და რომ დავრწმუნდი, არავინ მეძებდა, კიევისკენ გამოვწიე”, - აგრძელებდა მოყოლას კატია ლიტვიშკო.

კიევში ჩასვლისას, მან ადვილად მონახა სერგეი კარპენკო, მთელი თავისი მომხიბვლელობა გამოიყენა და დაუახლოვდა. უკრაინელ ფილატელისტს ციმბირელი ქურდი ქალი შეუყვარდა კიდევაც და გაუმხილა, რომ სახლში რარიტეტულ მარკას - ”ბრიტანეთის გვიანას” ინახავდა. ჰოდა, კატიამაც გასაღები მოჰპარა და ერთ მშვენიერ დღეს, როცა სერგეი სამსახურში იყო, უჩუმრად შეიპარა მის ბინაში. სეიფების გაღება იმთავითვე კარგად ეხერხებოდა და არც იქ გასჭირვებია. სწორედ იმ დროს, როცა მამისეული მარკა უკვე ხელში ეჭირა, სერგეიც დაადგა თავს.

”სერგეიმ გაკვირვებით შეჰყვირა, კატია, აქ რა გინდაო, მე კი მაშინვე მაყუჩიანი პისტოლეტით ვესროლე და ადგილზევე მოვკალი. მერე მარკა სათუთად ჩავდე მინის ყუთში, ბინიდან გამოვედი, გასაღებით გადავკეტე და წამოვედი...” - უყვებოდა კატია გამომძიებელს. მისი თქმით, ის მეზობლებმა დაინახეს და მოგვიანებით, მილიციასაც მათვე აღუწერეს მკვლელის ვინაობა. ამიტომაც, ქალი მალევე დააკავეს. ”მაგრამ მე მაინც შევძელი და ”ბრიტანეთის გვიანა” სანდო კაცს გადავეცი, რომელსაც ვერავინ ვეღარასოდეს იპოვის!” - დაასრულა კატია ლიტვიშკომ თხრობა. სერგეი კარპენკოს მარკების კოლექციის ეგზემპლარების უმეტესობა ლიტვიშკოს კიევშივე გაეყიდა და რომ არ დაეკავებინათ, აღებული ფულით საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა.

აკაკი ჩალაძე იმედგაცრუებული დარჩა - ჩანდა, მკვლელს ამქვეყნად დარჩენა აღარ ეწერა, ”ბრიტანეთის გვიანა” კი უკვე, ღმერთმა უწყოდა, ვის ხელში ან სად იყო. არანაკლებ შეცბუნებულები ჩანდნენ უკრაინელი სამართალდამცველებიც. კატია ლიტვიშკო მართლაც, იმ საღამოს გარდაიცვალა ისე, რომ აღარ უთქვამს, თუ ვის გადასცა მარკა.

მოგვიანებით, გამომძიებელმა აკაკი ჩალაძემ შეიტყო, რომ ”ბრიტანეთის გვიანა” საბჭოთა კავშირიდან ისრაელში, წიგნში ჩადებული გადაეტანა კატია ლიტვიშკოს საყვარელს - ყოფილ პოლიტპატიმარ ცვი როზენბაუმს (სახელი და გვარი ამჯერადაც შეცვლილია). მანვე, 1974 წელს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 1 ცენტის ნომინალი მარკა 934 ათას დოლარად გაყიდა.

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს