პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოსტავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს
კოსტავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, სა­დაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. #140 ავ­ტო­ბუს­ში შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა . უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა დღეს მოხ­და.

ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, თუმ­ცა მა­მა­კა­ცი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­უღ­ლე და შვი­ლი აცხა­დე­ბენ, რომ მა­მა­კა­ცი გუ­ლით ავად­მყო­ფი იყო და გუ­ლის სტი­მუ­ლა­ტო­რით და­დი­ო­და. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, ვი­ნა­ი­დან მას გუ­ლის სტი­მუ­ლა­ტო­რის აპა­რა­ტი ჰქონ­და, წე­სით, არ უნდა გარ­დაც­ვლი­ლი­ყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას #140 ავ­ტო­ბუ­სის მძღოლ­მა გა­ნა­ცხა­და, გა­ჩე­რე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი­ო­რი ამო­ვი­და ბი­ლე­თე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად და ერთ-ერთ მგზავრს ბი­ლე­თის წარ­დგე­ნა მოს­თხო­ვა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ მგზავრს გა­მო­ე­სარ­ჩლა შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის გამო ინერ­ვი­უ­ლა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც ელო­დე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კოსტავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

კოსტავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

კოსტავას ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები მივიდნენ. #140 ავტობუსში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა . უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.

ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. როგორც ექიმები ამბობენ, სამედიცინო დახმარება ოპერატიულად მივიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილი აცხადებენ, რომ მამაკაცი გულით ავადმყოფი იყო და გულის სტიმულატორით დადიოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ვინაიდან მას გულის სტიმულატორის აპარატი ჰქონდა, წესით, არ უნდა გარდაცვლილიყო.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას #140 ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა ბილეთების შესამოწმებლად და ერთ-ერთ მგზავრს ბილეთის წარდგენა მოსთხოვა. სწორედ აღნიშნულ მგზავრს გამოესარჩლა შუახნის მამაკაცი და, სავარაუდოდ, ამის გამო ინერვიულა.

შემთხვევის ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია