პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ღლონტი - "მაესტრო" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი
მამუკა ღლონტი - "მაესტრო" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" ამ ეტა­პის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" არ­ხის ერთ-ერ­თმა მფლო­ბელ­მა, მა­მუ­კა ღლონტმა გა­ნუ­ცხა­და.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" გა­და­ვიდ­ნენ: თეა სი­ჭი­ნა­ვა, არ­ხის თოქ-შო­უ­ე­ბის მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი, არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუ­სე­რი. ამ­ჟა­მად მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­თან და ეჭვი მაქვს, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან, ვინც "მა­ესტროს" ეთერ­ში ჩანს. ამ ეტა­პის­თვის "მა­ესტრო" სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი და გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია მთლი­ა­ნად. ასე­ვე ვიცი, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, თუმ­ცა ამას ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ და არ მინ­და ჭო­რა­ო­ბა გა­მო­ვი­დეს. იმე­დი მაქვს, რომ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს მთა­ვა­რი ბირ­თვი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა თოქ-შო­უ­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას, ასე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­მუ­კა ღლონტმა.

მომ­ხდა­რის მი­ზეზს ღლონ­ტი "იმ ზედ­მეტ ფულ­ში ხე­დავს, რო­მე­ლიც "იმედს" ბი­უ­ჯეტ­ში 16 მი­ლი­ო­ნის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო აქვს". მან აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ არც ერთ ჟურ­ნა­ლისტზე და არც ერთ იმ ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც "მა­ესტრო­დან" წა­ვი­და, ნა­წყე­ნი არ არის და უშუ­ა­ლოდ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნია.

"ეს არის სის­ტე­მუ­რი შე­ტე­ვა "მა­ესტრო­ზე". ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ყვე­ლას წას­ვლა - ეს გა­ვი­გე ერთ დღეს, ერთი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე. ფაქ­ტობ­რი­ვად ცა­იტ­ნოტ­ში ჩაგ­ვაგ­დეს" - აცხა­დებს მა­მუ­კა ღლონ­ტი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მამუკა ღლონტი - "მაესტრო" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი

მამუკა ღლონტი - "მაესტრო" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი

ტელეკომპანია "მაესტრო" ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არხის ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა.

"ტელეკომპანია "იმედში" გადავიდნენ: თეა სიჭინავა, არხის თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი, არხის საინფორმაციოს მთავარი რეჟისორი, პოლიტიკური განყოფილების თითქმის ყველა პროდუსერი. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ნინო ჟიჟილაშვილთან და ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრ ადამიანთან, ვინც "მაესტროს" ეთერში ჩანს. ამ ეტაპისთვის "მაესტრო" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი და გამოცარიელებულია მთლიანად. ასევე ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს საინფორმაციოს ჟურნალისტებთან, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ და არ მინდა ჭორაობა გამოვიდეს. იმედი მაქვს, რომ საინფორმაციოს მთავარი ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ რაც შეეხება თოქ-შოუების განყოფილებას, ასეთი კატასტროფული ვითარება გვაქვს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამუკა ღლონტმა.

მომხდარის მიზეზს ღლონტი "იმ ზედმეტ ფულში ხედავს, რომელიც "იმედს" ბიუჯეტში 16 მილიონის გადაუხდელობის გამო აქვს". მან აქვე აღნიშნა, რომ არც ერთ ჟურნალისტზე და არც ერთ იმ ადამიანზე, რომელიც "მაესტროდან" წავიდა, ნაწყენი არ არის და უშუალოდ მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

"ეს არის სისტემური შეტევა "მაესტროზე". ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ყველას წასვლა - ეს გავიგე ერთ დღეს, ერთი სატელეფონო ზარით. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ახალ სატელევიზიო სეზონამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტობრივად ცაიტნოტში ჩაგვაგდეს" - აცხადებს მამუკა ღლონტი.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები