მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე და დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი და­ი­ბა­რეს. საქ­მე სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ფაქ­ტებს ეხე­ბა, რა­ზეც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­აც და­ი­კი­თხე­ბა.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის უწყე­ბის სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტი­მარ­თა ცემა-წა­მე­ბი­სა და მათ მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­სა და რე­გი­ო­ნულ და­ნა­ყო­ფებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის ათე­უ­ლო­ბით საქ­მის, ასე­ვე ამ საქ­მე­ებ­ზე დამ­დგა­რი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შე­დე­გად, გა­მო­იკ­ვე­თა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის ფუნ­ქცი­ის რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის, და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის შემ­ცვე­ლი ფაქ­ტე­ბი.

"კერ­ძოდ, დად­გე­ნი­ლია, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტი­მარ­თა ცემა-წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებს ად­გი­ლი ჰქონ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის თით­ქმის ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სის­ტე­მა­ტუ­რად, ჯგუ­ფუ­რად, რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე, ყო­ველ­დღი­უ­რად, სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით, რო­გორც საკ­ნებ­ში, ასე­ვე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ღია ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბო­და სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცია ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ რე­გუ­ლა­რუ­ლად აი­სა­ხე­ბო­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, აგ­რეთ­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შებ­ში და ვრცელ­დე­ბო­და მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2013 წლის 25 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტროს უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის ცალ­კე­ულ პირ­თა მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე. აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მოწ­მის სტა­ტუ­სით და­კი­თხვის მიზ­ნით, გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე და დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი. ამა­ვე საქ­მე­ზე, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, მოწ­მის სტა­ტუ­სით ასე­ვე და­ი­კი­თხე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი დაიბარეს. საქმე საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს ეხება, რაზეც უახლოეს მომავალში ბაჩანა ახალაიაც დაიკითხება.

არჩილ კბილაშვილის უწყების სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამებისა და მათ მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პროკურატურის ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ დანაყოფებში წარმოებული სისხლის სამართლის ათეულობით საქმის, ასევე ამ საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების დეტალური შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ქმედებებზე უფლებამოსილი სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლის ფუნქციის რეგულარული შეუსრულებლობის, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები.

"კერძოდ, დადგენილია, რომ წლების განმავლობაში პატიმართა ცემა-წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში და ხორციელდებოდა სისტემატურად, ჯგუფურად, რამდენიმე წლის მანძილზე, ყოველდღიურად, სხვადასხვა საშუალებებითა და მეთოდებით, როგორც საკნებში, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულების ღია ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტები წლების განმავლობაში რჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ ფაქტების შესახებ რეგულარულად აისახებოდა სახალხო დამცველის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში და ვრცელდებოდა მასმედიის საშუალებებით. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით, გამოძახებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი. ამავე საქმეზე, უახლოეს დღეებში, მოწმის სტატუსით ასევე დაიკითხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ