ავსტრალიელმა ქალმა 2 ცალი Apple iPhone-ის ნაცვლად 2 მწვანე ვაშლი იყიდა. შენაძენში მან 1500 დოლარი გადაიხადა. 21 წლის გოგონა უყურადღებობის გამო სასტიკად მოტყუვდა.
მან ინტერნეტში Apple iPhone-ის შეძენის შესახებ განცხადება განათავსა. გოგონას დაუკავშირდა ქალი, რომელმაც შესთავაზა Apple iPhone მისგან ეყიდა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, გოგონამ ქალს ყუთები გამოართვა და მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ შეფუთვაში 2 ცალი მწვანე ვაშლი იდო.
დაზარალებულმა პოლიციას მაშინვე მიმართა, თუმცა სამართალდამცავებმა უარი თქვეს დამნაშავის მოძებნაზე და ეს შემთხვევა სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელ მაგალითად აქციეს.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.