საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსა მორჩილაძე : გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები ვაგონებით არიან, ვისაც სურს, ჩემს სახელსა და გვარს ჩირქი მოსცხოს
რუსა მორჩილაძე : გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები ვაგონებით არიან, ვისაც სურს, ჩემს სახელსა და გვარს ჩირქი მოსცხოს

"ახა­ლი ტალ­ღის" წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სი გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძის უდა­ვო წარ­მა­ტე­ბას ერი ერ­თსუ­ლოვ­ნად აღი­ა­რებს და ულო­ცავს. არ გვე­ზა­რე­ბა სა­ლან­ძღა­ვი სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იტა­ლი­ე­ლი მომ­ღერ­ლი­სა და ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ტოტო კუ­ტუ­ნი­ოს, ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი­სა და კუ­ბე­ლი კონ­კურ­სან­ტის მი­სა­მარ­თით. ამ უკა­ნას­კნელ­მა სულ რა­ღაც ერთი ქუ­ლით აჯო­ბა სა­ლო­მეს და გა­მარ­ჯვე­ბაც მო­ი­პო­ვა. მაპ­ზე უკე­თე­სის არ იყოს, ჩვენ მა­ინც გვგო­ნია, რომ ეს მე­ო­რე ად­გი­ლი იმ პირ­ველს სჯობ­და. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სა­ლო­მეს პრო­დი­უ­სერს ამ პრო­ექ­ტში, რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს აკ­რი­ტი­კებს. დიდი აქ­ცენ­ტი ასეთ დროს ეროვ­ნულ ტურ­ზე მო­დის, სა­დაც სა­ლო­მემ "კინ­ტო­უ­რი" შე­ას­რუ­ლა. სწო­რედ ეს ტური აღ­მოჩ­ნდა გა­დამ­წყვე­ტი მომ­ღერ­ლის­თვის.

კონ­კურ­სის დე­ტა­ლებ­ზე, კუ­ლუ­ა­რებ­ზე სა­სუბ­როდ რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" ვეს­ტუმ­რეთ.

- რუსა, პირ­ველ რიგ­ში, მინ­და სა­ლო­მეს წარ­მა­ტე­ბა მო­გი­ლო­ცოთ, რო­გორც მის პრო­დი­უ­სერს.

- მად­ლო­ბა და პა­ტა­რა შეს­წო­რე­ბას შე­ვი­ტან. მე ვარ სა­ლო­მეს პრო­დი­უ­სე­რი ამ პრო­ექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "იმე­დის" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლა­ვართ და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტს ამ კუ­თხით ვკუ­რი­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა "ახალ ხმას", მე და დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა მო­ვი­ტა­ნეთ ეს პრო­ექ­ტი "იმედ­ში" . ვი­ნა­ი­დან იყო სა­სიმ­ღე­რო კონ­კურ­სი და კას­ტინ­გი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი მე გა­ვა­კე­თე, მომ­ღე­რა­ლიც ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­ით აარ­ჩი­ეს, გა­მო­დის, რომ სა­ლო­მეს პრო­დი­უ­სე­რიც ამ კონ­კურ­სზე მე ვი­ყა­ვი. ზო­გა­დად მომ­ღერ­ლე­ბის პრო­დი­უ­სინ­გით არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- რას ნიშ­ნავს, მომ­ღე­რა­ლიც თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ით შე­ირ­ჩა?

- ქარ­თუ­ლი კას­ტინ­გის ბო­ლოს ორი კონ­კურ­სან­ტი დარ­ჩა - სა­ლო­მე და ნინი ცნო­ბი­ლა­ძე. ორი მხა­რე ვის­ხე­დით, ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი. ნი­ნიც ჩემი გო­გოა, გა­მორ­ჩე­უ­ლი წე­სი­ე­რე­ბით, ზრდი­ლო­ბით, ნი­ჭი­ე­რე­ბით, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ხმით. დიდ წარ­მა­ტე­ბას და თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეხ­მა­რე­ბი. ჩემი სურ­ვი­ლი იყო, ორი­ვე წა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნეს, სა­ლო­მე ვარ­ჩიე. კარ­გად ვიც­ნობ ამ კონ­კურსს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქამ­დე არა­ვინ წა­მიყ­ვა­ნია, ვიცი მათი გე­მოვ­ნე­ბა. სა­ლო­მეს ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ამ კონ­კურ­სის­თვის უფრო მი­სა­ღე­ბი იყო.

- ანუ ის, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ დაბ­ლო­კა ნინი, ტყუ­ი­ლია?

- დაბ­ლოკ­ვა ძა­ლი­ან შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სი­ტყვაა ამ შემ­თხვე­ვა­ში. ქარ­თუ­ლი მხა­რე ორი­ვეს უწევ­და რე­კო­მენ­და­ცი­ას. რევ­ზი­ნი ხუმ­რობ­და კი­დეც, ქარ­თვე­ლებ­მა არ იცით, არ­ჩევ­ნე­ბი რას ნიშ­ნავ­სო?!

- თუ შე­იძ­ლე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყო­ლო­და, მა­გა­ლი­თად, რუ­სეთს, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ორი კონ­კურ­სან­ტი წა­სუ­ლი­ყო?

- თა­ვი­დან გვი­თხრეს, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ორი მო­ნა­წი­ლე. ამის­თვის მე­ო­რე ტური კი­ევ­ში შედ­გა. ამ ში­და­შე­სარ­ჩევ ტურს იგორ კრუ­ტო­იც ეს­წრე­ბო­და. სა­ლო­მე და ნინი იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი არი­ან, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ორი­ვეს გა­იყ­ვან­დნენ, ორი­ვე კარ­გი ფერი იქ­ნე­ბო­და იმ კონ­კურ­სის­თვის. მე ორი­ვეს ავიყ­ვან­დი, მაგ­რამ იქ ქარ­თუ­ლი მხა­რე არ ჩა­რე­უ­ლა, ჩვენ მა­ყუ­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვით მხო­ლოდ. იქ ქა­თა­მა­ძე კრუ­ტო­იმ აირ­ჩია.

- რუსა, მი­უ­ხე­და­ვად იმ წარ­მა­ტე­ბი­სა, რა­საც მი­აღ­წი­ეთ, კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მო­გიჩ­ნდათ. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­მე უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვეთ, რომ მისი პრო­დი­უ­სე­რი არ ზრუ­ნავ­და სა­ლო­მეს პი­არ­ზე, იმიჯ­ზე, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტუ­რის სიმ­ღე­რა შე­სა­ფე­რი­სად არ იყო შერ­ჩე­უ­ლი.

- ვინ თქვა ეს?

- მაია ყი­ფი­ან­მა "რე­ი­ტინგთან" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- მაია ყი­ფი­ა­ნი ვინ არის?

- მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია.

- არ არის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი იყოს?!.. ასე­თი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერს მე არ ვიც­ნობ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუსა მორჩილაძე : გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები ვაგონებით არიან, ვისაც სურს, ჩემს სახელსა და გვარს ჩირქი მოსცხოს

რუსა მორჩილაძე : გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები ვაგონებით არიან, ვისაც სურს, ჩემს სახელსა და გვარს ჩირქი მოსცხოს

''ახალი ტალღის'' წლევანდელი კონკურსი გასაგები მიზეზების გამო კვლავ აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში. სალომე ქათამაძის უდავო წარმატებას ერი ერთსულოვნად აღიარებს და ულოცავს. არ გვეზარება სალანძღავი სიტყვების გამოყენება იტალიელი მომღერლისა და ჟიურის წევრების ტოტო კუტუნიოს, ლეონიდ აგუტინისა და კუბელი კონკურსანტის მისამართით. ამ უკანასკნელმა სულ რაღაც ერთი ქულით აჯობა სალომეს და გამარჯვებაც მოიპოვა. მაპზე უკეთესის არ იყოს, ჩვენ მაინც გვგონია, რომ ეს მეორე ადგილი იმ პირველს სჯობდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სალომეს პროდიუსერს ამ პროექტში, რუსა მორჩილაძეს აკრიტიკებს. დიდი აქცენტი ასეთ დროს ეროვნულ ტურზე მოდის, სადაც სალომემ ''კინტოური'' შეასრულა. სწორედ ეს ტური აღმოჩნდა გადამწყვეტი მომღერლისთვის.

კონკურსის დეტალებზე, კულუარებზე სასუბროდ რუსა მორჩილაძეს ტელეკომპანია ''იმედში'' ვესტუმრეთ.

- რუსა, პირველ რიგში, მინდა სალომეს წარმატება მოგილოცოთ, როგორც მის პროდიუსერს.

- მადლობა და პატარა შესწორებას შევიტან. მე ვარ სალომეს პროდიუსერი ამ პროექტიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ''იმედის'' მუსიკალური პროდიუსერი გახლავართ და შესაბამისად, ყველა მუსიკალურ პროექტს ამ კუთხით ვკურირებ. რაც შეეხება ''ახალ ხმას'', მე და დათო ოქიტაშვილმა მოვიტანეთ ეს პროექტი ''იმედში'' . ვინაიდან იყო სასიმღერო კონკურსი და კასტინგიდან დაწყებული ყველაფერი მე გავაკეთე, მომღერალიც ჩემი რეკომენდაციით აარჩიეს, გამოდის, რომ სალომეს პროდიუსერიც ამ კონკურსზე მე ვიყავი. ზოგადად მომღერლების პროდიუსინგით არ ვარ დაკავებული.

- რას ნიშნავს, მომღერალიც თქვენი რეკომენდაციით შეირჩა?

- ქართული კასტინგის ბოლოს ორი კონკურსანტი დარჩა - სალომე და ნინი ცნობილაძე. ორი მხარე ვისხედით, ქართული და რუსული. ნინიც ჩემი გოგოა, გამორჩეული წესიერებით, ზრდილობით, ნიჭიერებით, არაორდინარული ხმით. დიდ წარმატებას და თავისი ოცნებების ასრულებას ვუსურვებ, ყოველთვის ყველაფერში დავეხმარები. ჩემი სურვილი იყო, ორივე წასულიყო, მაგრამ ვინაიდან არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, სალომე ვარჩიე. კარგად ვიცნობ ამ კონკურსს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არავინ წამიყვანია, ვიცი მათი გემოვნება. სალომეს ვოკალური მონაცემები ამ კონკურსისთვის უფრო მისაღები იყო.

- ანუ ის, რომ ქართულმა მხარემ დაბლოკა ნინი, ტყუილია?

- დაბლოკვა ძალიან შეუფერებელი სიტყვაა ამ შემთხვევაში. ქართული მხარე ორივეს უწევდა რეკომენდაციას. რევზინი ხუმრობდა კიდეც, ქართველებმა არ იცით, არჩევნები რას ნიშნავსო?!

- თუ შეიძლებოდა, რამდენიმე წარმომადგენელი ჰყოლოდა, მაგალითად, რუსეთს, რატომ არ შეიძლებოდა, რომ საქართველოდანაც ორი კონკურსანტი წასულიყო?

- თავიდან გვითხრეს, რომ შეიძლებოდა ორი მონაწილე. ამისთვის მეორე ტური კიევში შედგა. ამ შიდაშესარჩევ ტურს იგორ კრუტოიც ესწრებოდა. სალომე და ნინი იმდენად განსხვავებული მომღერლები არიან, დარწმუნებული ვიყავი, ორივეს გაიყვანდნენ, ორივე კარგი ფერი იქნებოდა იმ კონკურსისთვის. მე ორივეს ავიყვანდი, მაგრამ იქ ქართული მხარე არ ჩარეულა, ჩვენ მაყურებელი ვიყავით მხოლოდ. იქ ქათამაძე კრუტოიმ აირჩია.

- რუსა, მიუხედავად იმ წარმატებისა, რასაც მიაღწიეთ, კრიტიკოსებიც გამოგიჩნდათ. ამბობენ, რომ სალომე უყურადღებოდ დატოვეთ, რომ მისი პროდიუსერი არ ზრუნავდა სალომეს პიარზე, იმიჯზე, რომ ნაციონალური ტურის სიმღერა შესაფერისად არ იყო შერჩეული.

- ვინ თქვა ეს?

- მაია ყიფიანმა ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში.

- მაია ყიფიანი ვინ არის?

- მუსიკალური პროდიუსერია.

- არ არის მუსიკალური პროდიუსერი. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელსაც მუსიკალური განათლება არ აქვს, მუსიკალური პროდიუსერი იყოს?!.. ასეთი სახელისა და გვარის მუსიკალურ პროდიუსერს მე არ ვიცნობ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება