მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 აგვისტოს რადიო "პალიტრა" 5 წლის გახდა
17 აგვისტოს რადიო "პალიტრა" 5 წლის გახდა

"მე ვუს­მენ პა­ლიტ­რას - 103.9" - ხში­რად იხი­ლავთ ავ­ტო­მო­ბილს ამ წარ­წე­რით უკა­ნა მი­ნა­ზე. რა­დიო "პა­ლიტ­რა" დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რა­დი­ოა, რა­საც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­და­ცე­მე­ბი­სა და დახ­ვე­წი­ლი მუ­სი­კის ეთერ­ში გას­ვლის წყა­ლო­ბით მი­აღ­წია. ტალ­ღის - 103.9 ეთერ­ში გას­ვლა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომს უკავ­შირ­დე­ბა: "პა­ლიტ­რამ" მა­უ­წყებ­ლო­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მით, 2008 წლის 17 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო.

"პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბაია ცა­ნა­ვა ეთერ­ში გას­ვლას "ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ას" უწო­დებს. ამ­ჟა­მად, რო­გორც რა­დი­ოს დი­რექ­ტო­რი, ზაზა ქან­თა­რია აღ­ნიშ­ნავს, "პა­ლიტ­რა" თა­ვის სი­ტყვას ამ­ბობს და მო­მავ­ლის­თვის უფრო დიდი გეგ­მე­ბი აქვს და­სა­ხუ­ლი, ხოლო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თა­მარ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რა­დიო "პა­ლიტ­რას" უკვე 5 წე­ლია, ქვეყ­ნის მა­ჯის­ცე­მა­ზე უდევს ხელი და უდი­დე­სი მი­სია - სა­ქარ­თვე­ლოს სამ­სა­ხურ­ში დგო­მა აკის­რია.

ბაია ცა­ნა­ვა, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ომის და­წყე­ბის პე­რი­ოდ­ში ახალ სა­ე­თე­რო ბა­ზას ვამ­ზა­დებ­დით. გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, რომ რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი მე­დი­ა­ში, "პა­ლიტ­რის" მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა და მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეთე­რით წარ­დგო­მა სექ­ტემ­ბრი­დან მომ­ხდა­რი­ყო. გან­ვი­თარ­და ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ანუ და­ი­წყო სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან დიდი იყო და სა­ჭი­რო იყო, ეთერ­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გავ­სუ­ლი­ყა­ვით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეთერ­ში გას­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბო­და სა­ე­თე­რო ბა­ზა­ში ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მა­უ­წყებ­ლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. კარ­გად მახ­სოვს, იმ დროს, როცა თბი­ლი­სის თავ­ზე რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი დაფ­რი­ნავ­და, რა­დიო "პა­ლიტ­რის" ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი ან­ძა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და გა­დამ­ცე­მის და­მონ­ტა­ჟე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამის გა­კე­თე­ბა ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო... ეთერ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბით გა­ვე­დით. გვქონ­და სლო­გა­ნი: "ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლურ დრო­ში". სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­დი­ო­და, არ გვქო­ნია გან­სა­ზღვრუ­ლი დრო, სრუ­ლი სა­ა­თი ან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი. ფაქ­ტობ­რი­ვად, 24-სა­ა­თი­ან სა­მა­უ­წყებ­ლო რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დით. ალ­ბათ, ის სიყ­ვა­რუ­ლი და ნდო­ბა, რაც რა­დიო "პა­ლიტ­რას" აქვს, სწო­რედ იმ დრო­ი­დან მოჰ­ყვე­ბა, როცა ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ვი­ყა­ვით, რო­მე­ლიც მსმე­ნელს ინ­ფორ­მა­ცი­ას ოპე­რა­ტი­უ­ლად და ძა­ლი­ან ფრთხი­ლად აწ­ვდი­და, რად­გან გარ­და იმი­სა, რომ სან­დო­ო­ბა არ­სე­ბობ­და, იყო გარ­კვე­უ­ლი თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან და სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვფიქ­რობ, ეს მო­ვა­ხერ­ხეთ. მთე­ლი გუნ­დი და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, არა მხო­ლოდ იმ 5 დღის, არა­მედ ომის შემ­დგო­მი თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფი­სი­დან არ გა­მოვ­სულ­ვართ, ვმუ­შა­ობ­დით იმის­თვის, რომ რა­დი­ომსმე­ნე­ლის­თვის რე­ა­ლუ­რად სან­დო და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა. იმ დრო­ის­თვის, რო­გორც ჩვენ, ისე­ვე ჩვე­ნი მსმე­ნე­ლი ძალ­ზე შეშ­ფო­თე­ბუ­ლი და აღელ­ვე­ბუ­ლი იყო იმით, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის თავს ხდე­ბო­და. აი, ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­აა ამ რა­დი­ოს ეთერ­ში გას­ვლა, თუმ­ცა ეს გუნ­დის­თვის დიდი გა­მოც­და იყო. იყო ბევ­რი ისე­თი პე­რი­ო­დი, როცა ჩვენ ერ­თად სხვა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რეთ, მა­გა­ლი­თად - 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის და­კა­ვე­ბის საქ­მე, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი. მი­ხა­რია, რომ "პა­ლიტ­რა" ძა­ლი­ან ბევ­რი მსმე­ნე­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი რა­დი­ოა, ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, კარ­გი და რე­ი­ტინ­გუ­ლი, რო­გო­რიც 5 წლის წინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ის თა­ვად ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­დი­ა­სახ­ლის ნა­წი­ლია: "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას" აქვს ბევ­რი რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­მო­ცე­მა: გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა", სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ეს გა­მარ­თუ­ლი, აწყო­ბი­ლი მე­დი­ა­სახ­ლია და დიდი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი აქვს. რაც მთა­ვა­რია, "პა­ლიტ­რა" ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის, პრო­დი­უ­სე­რი­სა და რე­დაქ­ტო­რის­თვის სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ეს კი უმ­თავ­რე­სია. ასე იყო მთე­ლი მისი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე და ვიცი, რომ ახ­ლაც ასეა. ეს შო­რი­დან უფრო კარ­გად ჩანს, რად­გან ამ მე­დი­ა­სახლს არ წარ­მო­ვად­გენ და კარ­გად ვგრძნობ, რომ იქ ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისეა, რო­გორც ჩემი მუ­შა­ო­ბის დროს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ვუ­ლო­ცავ რა­დიო "პა­ლიტ­რას" 5 წლის იუ­ბი­ლეს!

ზაზა ქან­თა­რია, რა­დიო "პა­ლიტ­რი­სა" და ტე­ლე­ვი­ზია "პა­ლიტ­რა TV"-ს დი­რექ­ტო­რი:

- "პა­ლიტ­რა­ში" საქ­მი­ა­ნო­ბა 2012 წელს, ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში და­ვი­წყე. დამ­ხვდა რა­დიო და ტე­ლე­ვი­ზია, მაგ­რამ ეს უკა­ნას­კნე­ლი ეთერ­ში "გლო­ბალ TV"-ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დი­ო­და, აგ­რეთ­ვე, ვებგ­ვერ­დზე, დღე­ვან­დელ­თან შე­და­რე­ბით, და­ბა­ლი ხა­რის­ხით იტ­ვირ­თე­ბო­და. ჩემი მოს­ვლის შემ­დგომ ტექ­ნი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­კა­ბე­ლო ქსელ­ში ჩარ­თვა და­ვი­წყეთ, რად­გა­ნაც სიხ­ში­რე არ გვქონ­და. სა­კა­ბე­ლო­ებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ვა­ფორ­მეთ, ხა­რის­ხი ავა­მაღ­ლეთ და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ხა­რისხზე დავ­სვით, ამის შემ­დეგ მა­უ­წყებ­ლო­ბა და­ვი­წყეთ.

- ყვე­ლა გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც "რა­დი­ოს" ეთერ­შია, "პა­ლიტ­რა TV"-ზეც გა­დის. ხომ არ აპი­რებთ, რომ შემ­დგომ­ში, რა­დიო და ტე­ლეპ­როგ­რა­მე­ბი უფრო მე­ტად გა­მიჯ­ნოთ ერ­თმა­ნე­თის­გან?

- ამ ეტაპ­ზე ეს ორი სა­შუ­ა­ლე­ბა - ტე­ლე­ვი­ზია და რა­დიო გა­ნუყ­რე­ლი "მე­გობ­რე­ბი" არი­ან. სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი დიდი გვაქვს, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რა იქ­ნე­ბა, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. გვინ­და, რომ ტე­ლე­ვი­ზია გან­ვი­თარ­დეს. შეგ­ნე­ბუ­ლად არ მსურს, წი­ნას­წარ ვი­სა­უბ­რო იმ დე­ტა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვაა რო­გორც რა­დი­ოს­თვის, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის. ჩვე­ნი გეგ­მე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მარ­თვის სის­ტე­მი­სა და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დატ­ვირ­თვის თვალ­საზ­რი­სით, მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას დრო სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს და­სა­ხუ­ლი და ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დახ­მა­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, ჯერ ე.წ. სა­ტე­ლე­ვი­ზიო იმი­ჯი შევ­ქმნათ და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე შემ­დეგ ვი­ფიქ­როთ. არ ვიცი, ვინ რო­გორ ფიქ­რობს, - თუ ამ მოკ­ლე ხან­ში რა შეგ­ვე­მა­ტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახა­ლი, - მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, რა თქმა უნდა - უკე­თე­სო­ბის­კენ. ანა­ლო­გი­უ­რი სი­ურპრი­ზე­ბი მსმე­ნელს აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­წევთ წინ. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა ხდე­ბა და ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა, ეს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყოს. ჩვე­ნი რა­დიო თა­ვის სი­ტყვას ამ­ბობს, რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო, ასე­ვე - მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტს იტყვის.

- რა­დიო "პა­ლიტ­რას" ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა აქვს, რო­მელ­თა მი­მართ მსმე­ნე­ლე­ბი დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტა­ვენ, მაგ­რამ ხომ არ გგო­ნი­ათ, რომ რა­დიო ამ მხრივ ცო­ტა­თი გა­დატ­ვირ­თუ­ლია და გა­სარ­თო­ბი სეგ­მენ­ტი "იჩაგ­რე­ბა"?

თა­მარ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, რა­დიო "პა­ლიტ­რის" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ერთი შე­ხედ­ვით, ეს ნამ­დვი­ლად ასეა. ზო­გა­დად, ჩვენ ქვეყ­ნის მა­ჯის­ცე­მა­ზე გვე­დო და გვი­დევს ხელი. ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია ჯერ კი­დევ ვერ და­ლაგ­და, რომ ჩვენს პრი­ო­რი­ტე­ტად გარ­თო­ბა იქ­ცეს. იქ, სა­დაც პრი­ო­რი­ტე­ტი გარ­თო­ბაა, ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. ჩვენ­თან პრობ­ლე­მა მე­ტია და ამ­დე­ნად, გარ­თო­ბა ნაკ­ლე­ბად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ სეგ­მენ­ტის ამუ­შა­ვე­ბის­კენ არ მი­ვი­წევთ. ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბი მეტ ფიქ­რს, ანა­ლიზს, ჩვენ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ჩაწ­ვდო­მას მო­ი­თხოვს. ამი­ტომ, ჩვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვით, ეს ჩვენს მსმე­ნელს გა­ცი­ლე­ბით მე­ტად სჭირ­დე­ბო­და, ვიდ­რე - გარ­თო­ბა. ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე უნდა დად­გეს და ამ ნა­ბი­ჯებს ახლა ვდგამთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან 22 წე­ლია გა­სუ­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სის­თვის ხელ­შე­წყო­ბა უპირ­ვე­ლე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო და არის. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ რა­დი­ოს­თვის ძა­ლი­ან დაკ­ვირ­ვე­ბით ვარ­ჩევთ წამ­ყვა­ნებს, თე­მებს. ეს იმის­თვის კეთ­დე­ბა, რომ მა­ყუ­რე­ბელს, მსმე­ნელს რე­ა­ლო­ბის აღ­ქმა­ში, გა­აზ­რე­ბა­სა და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ში და­ვეხ­მა­როთ.

- აღ­ნიშ­ნეთ, რომ ძა­ლი­ან დაკ­ვირ­ვე­ბით არ­ჩევთ კად­რებს. კონ­კრე­ტუ­ლად, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ამა თუ იმ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბის შერ­ჩე­ვი­სას?

- პირ­ველ რიგ­ში, ეს არის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა იმ სა­კი­თხებ­ში, რა­საც ისი­ნი აშუ­ქე­ბენ. ასე­ვე - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და მათი ავ­ტო­რი­ტე­ტი. ეთერ­ში გა­მოს­ვლი­სა და გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა უნდა გქონ­დეს: უფ­ლე­ბის ქო­ნა­ში ის იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ რო­დე­საც შენს სა­ხელ­სა და გვარს გა­ი­გო­ნე­ბენ, არ უნდა თქვან, რომ შენი აზრი არ აინ­ტე­რე­სებთ, რად­გან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლად გთვლი­ან. კად­რებს ძი­რი­თა­დად, ამ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევთ.

- რა­დიო "პა­ლიტ­რის" ლო­ზუნგზე გკი­თხავთ: "სი­მარ­თლე უმ­თავ­რე­სია" - ზუს­ტად ეს სი­ტყვე­ბი გა­მო­ხა­ტავს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­ზანს...

- დიახ, ეს სი­ტყვე­ბი იმ მრწამსს გა­მო­ხა­ტავს, სა­ი­თაც მივ­დი­ვართ. ახლა 5 წლის ვართ და ახა­ლი ლო­ზუნ­გიც შე­მოგ­ვე­მა­ტა: "პა­ლიტ­რა" - შენი სან­დო თა­ნამ­გზავ­რი". ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა გვენ­დოთ, იმი­ტომ, რომ ინ­ფორ­მა­ცია ისე არ მო­ი­პო­ვე­ბა, მიხ­ვი­დე და სა­დღაც, ხის ძირ­ში იპო­ვო, აიღო და რაც გინ­და, ის გა­დას­ცე. ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა და სან­დო­ო­ბა - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბია. 5 წელი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, რად­გან მა­უ­წყებ­ლო­ბა ომის დროს და­ვი­წყეთ. შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბო­და ომი - ვგუ­ლის­ხმობ არა მხო­ლოდ რუ­სეთ­თან და არა მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, არა­მედ - ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მთე­ლი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ომში ვართ და ის ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. სა­ნამ არ მოვა ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, როცა ჩვენ მოგ­ვე­ცე­მა უფ­ლე­ბა, ხე­ლე­ბი და­ვიკ­რი­ფოთ და გარ­თო­ბა­ზე ვი­ფიქ­როთ, მა­ნამ ალ­ბათ, მე ვი­ტყო­დი, რომ ჩვე­ნი მრწამ­სი, კრე­დო და არა ლო­ზუნ­გი, არ შე­იც­ვლე­ბა. უნდა ვიდ­გეთ იმის სამ­სა­ხურ­ში, რაც ქვე­ყა­ნას ფეხ­ზე დად­გო­მა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ეკა აბა­ში­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

17 აგვისტოს რადიო "პალიტრა" 5 წლის გახდა

17 აგვისტოს რადიო "პალიტრა" 5 წლის გახდა

"მე ვუსმენ პალიტრას - 103.9" - ხშირად იხილავთ ავტომობილს ამ წარწერით უკანა მინაზე. რადიო "პალიტრა" დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოა, რასაც მრავალფეროვანი გადაცემებისა და დახვეწილი მუსიკის ეთერში გასვლის წყალობით მიაღწია. ტალღის - 103.9 ეთერში გასვლა 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება: "პალიტრამ" მაუწყებლობა საინფორმაციო გადაცემით, 2008 წლის 17 აგვისტოს დაიწყო.

"პალიტრამედიის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ბაია ცანავა ეთერში გასვლას "ტრაგიკულ ისტორიას" უწოდებს. ამჟამად, როგორც რადიოს დირექტორი, ზაზა ქანთარია აღნიშნავს, "პალიტრა" თავის სიტყვას ამბობს და მომავლისთვის უფრო დიდი გეგმები აქვს დასახული, ხოლო საზოგადოებრივი პროგრამების ხელმძღვანელი, თამარ ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ რადიო "პალიტრას" უკვე 5 წელია, ქვეყნის მაჯისცემაზე უდევს ხელი და უდიდესი მისია - საქართველოს სამსახურში დგომა აკისრია.

ბაია ცანავა, "პალიტრამედიის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი:

- ომის დაწყების პერიოდში ახალ საეთერო ბაზას ვამზადებდით. გადაწყვეტილი იყო, რომ როგორც ყველაფერი ახალი მედიაში, "პალიტრის" მუშაობის დაწყება და მსმენელის წინაშე განახლებული ეთერით წარდგომა სექტემბრიდან მომხდარიყო. განვითარდა ცნობილი მოვლენები ანუ დაიწყო საომარი მოქმედებები და "პალიტრამედიის" ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციაზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და საჭირო იყო, ეთერში დაუყოვნებლივ გავსულიყავით. ფაქტობრივად, ეთერში გასვლის პარალელურად ხდებოდა საეთერო ბაზაში ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისად, მაუწყებლობა ძალიან რთული იყო. კარგად მახსოვს, იმ დროს, როცა თბილისის თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავდა, რადიო "პალიტრის" ტექნიკური ჯგუფი ანძაზე იმყოფებოდა და გადამცემის დამონტაჟება მიმდინარეობდა. ამის გაკეთება ფიზიკურად ძალიან სახიფათო იყო... ეთერში საინფორმაციო გამოშვებით გავედით. გვქონდა სლოგანი: "ინფორმაცია რეალურ დროში". საინფორმაციო გამოშვება ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე გადიოდა, არ გვქონია განსაზღვრული დრო, სრული საათი ან ნახევარი საათი. ფაქტობრივად, 24-საათიან სამაუწყებლო რეჟიმში ვმუშაობდით. ალბათ, ის სიყვარული და ნდობა, რაც რადიო "პალიტრას" აქვს, სწორედ იმ დროიდან მოჰყვება, როცა ერთ-ერთი მედიასაშუალება ვიყავით, რომელიც მსმენელს ინფორმაციას ოპერატიულად და ძალიან ფრთხილად აწვდიდა, რადგან გარდა იმისა, რომ სანდოობა არსებობდა, იყო გარკვეული თემები, რომლებიც საზოგადოებისთვის ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიგვეწოდებინა სახელმწიფო ინტერესებიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. მთელი გუნდი დაუღალავად შრომობდა. ფაქტობრივად, არა მხოლოდ იმ 5 დღის, არამედ ომის შემდგომი თვე-ნახევრის განმავლობაში ოფისიდან არ გამოვსულვართ, ვმუშაობდით იმისთვის, რომ რადიომსმენელისთვის რეალურად სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია მიგვეწოდებინა. იმ დროისთვის, როგორც ჩვენ, ისევე ჩვენი მსმენელი ძალზე შეშფოთებული და აღელვებული იყო იმით, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდებოდა. აი, ასეთი ტრაგიკული ისტორიაა ამ რადიოს ეთერში გასვლა, თუმცა ეს გუნდისთვის დიდი გამოცდა იყო. იყო ბევრი ისეთი პერიოდი, როცა ჩვენ ერთად სხვა, ძალიან სერიოზული გამოცდები ჩავაბარეთ, მაგალითად - 26 მაისის მოვლენები, ფოტორეპორტიორების დაკავების საქმე, წინასაარჩევნო პერიოდი. მიხარია, რომ "პალიტრა" ძალიან ბევრი მსმენელისთვის საყვარელი რადიოა, ისეთივე წარმატებული, კარგი და რეიტინგული, როგორიც 5 წლის წინ ჩამოყალიბდა. ის თავად ძალიან წარმატებული მედიასახლის ნაწილია: "პალიტრამედიას" აქვს ბევრი რეიტინგული გამოცემა: გაზეთი "კვირის პალიტრა", საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", რომელიც ძალიან მიყვარს. ეს გამართული, აწყობილი მედიასახლია და დიდი პერსპექტივები აქვს. რაც მთავარია, "პალიტრა" ყველა ჟურნალისტისთვის, პროდიუსერისა და რედაქტორისთვის სრულ თავისუფლებას იძლევა, ეს კი უმთავრესია. ასე იყო მთელი მისი არსებობის მანძილზე და ვიცი, რომ ახლაც ასეა. ეს შორიდან უფრო კარგად ჩანს, რადგან ამ მედიასახლს არ წარმოვადგენ და კარგად ვგრძნობ, რომ იქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ჩემი მუშაობის დროს, წლების განმავლობაში იყო, რაც ძალიან მახარებს. ვულოცავ რადიო "პალიტრას" 5 წლის იუბილეს!

ზაზა ქანთარია, რადიო "პალიტრისა" და ტელევიზია "პალიტრა TV"-ს დირექტორი:

- "პალიტრაში" საქმიანობა 2012 წელს, ნოემბრის დასაწყისში დავიწყე. დამხვდა რადიო და ტელევიზია, მაგრამ ეს უკანასკნელი ეთერში "გლობალ TV"-ის საშუალებით გადიოდა, აგრეთვე, ვებგვერდზე, დღევანდელთან შედარებით, დაბალი ხარისხით იტვირთებოდა. ჩემი მოსვლის შემდგომ ტექნიკური განვითარება, სხვადასხვა საკაბელო ქსელში ჩართვა დავიწყეთ, რადგანაც სიხშირე არ გვქონდა. საკაბელოებთან ხელშეკრულებები გავაფორმეთ, ხარისხი ავამაღლეთ და სატელევიზიო ხარისხზე დავსვით, ამის შემდეგ მაუწყებლობა დავიწყეთ.

- ყველა გადაცემა, რომელიც "რადიოს" ეთერშია, "პალიტრა TV"-ზეც გადის. ხომ არ აპირებთ, რომ შემდგომში, რადიო და ტელეპროგრამები უფრო მეტად გამიჯნოთ ერთმანეთისგან?

- ამ ეტაპზე ეს ორი საშუალება - ტელევიზია და რადიო განუყრელი "მეგობრები" არიან. სამომავლო გეგმები დიდი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. გვინდა, რომ ტელევიზია განვითარდეს. შეგნებულად არ მსურს, წინასწარ ვისაუბრო იმ დეტალებზე, რომლებიც მომავლის პერსპექტივაა როგორც რადიოსთვის, ასევე ტელევიზიისთვის. ჩვენი გეგმები ძალიან საინტერესოა, მართვის სისტემისა და შინაარსობრივი დატვირთვის თვალსაზრისით, მათ განხორციელებას დრო სჭირდება, მაგრამ დიდი გეგმები გვაქვს დასახული და ჩვენი ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველაფერი იქნება. მთავარია, ჯერ ე.წ. სატელევიზიო იმიჯი შევქმნათ და განვითარებაზე შემდეგ ვიფიქროთ. არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, - თუ ამ მოკლე ხანში რა შეგვემატა განსხვავებული და ახალი, - მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, რა თქმა უნდა - უკეთესობისკენ. ანალოგიური სიურპრიზები მსმენელს აუცილებლად ექნება მომავალში, რადგან ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ალბათ ყველაფერი ნელ-ნელა ხდება და ამიტომ შეიძლება, ეს შეუმჩნეველი იყოს. ჩვენი რადიო თავის სიტყვას ამბობს, როგორც საინფორმაციო, ასევე - მუსიკალური კუთხით და მომავალში კიდევ უფრო მეტს იტყვის.

- რადიო "პალიტრას" ძალიან ბევრი პოლიტიკური გადაცემა აქვს, რომელთა მიმართ მსმენელები დიდ ინტერესს გამოხატავენ, მაგრამ ხომ არ გგონიათ, რომ რადიო ამ მხრივ ცოტათი გადატვირთულია და გასართობი სეგმენტი "იჩაგრება"?

თამარ ცაგარეიშვილი, რადიო "პალიტრის" საზოგადოებრივი პროგრამების ხელმძღვანელი:

- ერთი შეხედვით, ეს ნამდვილად ასეა. ზოგადად, ჩვენ ქვეყნის მაჯისცემაზე გვედო და გვიდევს ხელი. ქვეყანაში სიტუაცია ჯერ კიდევ ვერ დალაგდა, რომ ჩვენს პრიორიტეტად გართობა იქცეს. იქ, სადაც პრიორიტეტი გართობაა, ნაკლები პრობლემა არსებობს. ჩვენთან პრობლემა მეტია და ამდენად, გართობა ნაკლებად პრიორიტეტულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სეგმენტის ამუშავებისკენ არ მივიწევთ. ზოგადად, პოლიტიკური გადაცემები მეტ ფიქრს, ანალიზს, ჩვენ გარშემო არსებული პრობლემების ჩაწვდომას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენი თვალთახედვით, ეს ჩვენს მსმენელს გაცილებით მეტად სჭირდებოდა, ვიდრე - გართობა. ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს და ამ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 22 წელია გასული, ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით. ჩამოყალიბების პროცესისთვის ხელშეწყობა უპირველესი პრიორიტეტი იყო და არის. სწორედ ამიტომაა, რომ რადიოსთვის ძალიან დაკვირვებით ვარჩევთ წამყვანებს, თემებს. ეს იმისთვის კეთდება, რომ მაყურებელს, მსმენელს რეალობის აღქმაში, გააზრებასა და ცივილიზებული ნაბიჯების გადადგმაში დავეხმაროთ.

- აღნიშნეთ, რომ ძალიან დაკვირვებით არჩევთ კადრებს. კონკრეტულად, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ ჟურნალისტებისა და ამა თუ იმ გადაცემის წამყვანების შერჩევისას?

- პირველ რიგში, ეს არის კომპეტენტურობა იმ საკითხებში, რასაც ისინი აშუქებენ. ასევე - პროფესიონალიზმი და მათი ავტორიტეტი. ეთერში გამოსვლისა და გადაცემის წაყვანის უფლება უნდა გქონდეს: უფლების ქონაში ის იგულისხმება, რომ როდესაც შენს სახელსა და გვარს გაიგონებენ, არ უნდა თქვან, რომ შენი აზრი არ აინტერესებთ, რადგან არაპროფესიონალად გთვლიან. კადრებს ძირითადად, ამ პრიორიტეტების მიხედვით ვარჩევთ.

- რადიო "პალიტრის" ლოზუნგზე გკითხავთ: "სიმართლე უმთავრესია" - ზუსტად ეს სიტყვები გამოხატავს ძალიან მარტივად ჟურნალისტიკის მიზანს...

- დიახ, ეს სიტყვები იმ მრწამსს გამოხატავს, საითაც მივდივართ. ახლა 5 წლის ვართ და ახალი ლოზუნგიც შემოგვემატა: "პალიტრა" - შენი სანდო თანამგზავრი". ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვენდოთ, იმიტომ, რომ ინფორმაცია ისე არ მოიპოვება, მიხვიდე და სადღაც, ხის ძირში იპოვო, აიღო და რაც გინდა, ის გადასცე. ოპერატიულობა და სანდოობა - ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. 5 წელი ძალიან რთული იყო, რადგან მაუწყებლობა ომის დროს დავიწყეთ. შემდეგაც გრძელდებოდა ომი - ვგულისხმობ არა მხოლოდ რუსეთთან და არა მხოლოდ ტერიტორიების შესანარჩუნებლად, არამედ - ადამიანების უფლებების დაცვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთელი 5 წლის განმავლობაში ამ ომში ვართ და ის ჯერ არ დასრულებულა. სანამ არ მოვა ისეთი ხელისუფლება, როცა ჩვენ მოგვეცემა უფლება, ხელები დავიკრიფოთ და გართობაზე ვიფიქროთ, მანამ ალბათ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მრწამსი, კრედო და არა ლოზუნგი, არ შეიცვლება. უნდა ვიდგეთ იმის სამსახურში, რაც ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმარება.

იხილეთ ვიდეო

ეკა აბაშიძე

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები