მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ძაგანიას ექსცენტრიკული ურთიერთობები - ”ქორწინების გარეშე 2 რომანი მქონდა”
მაკა ძაგანიას ექსცენტრიკული ურთიერთობები - ”ქორწინების გარეშე 2 რომანი მქონდა”

"ბუ­ნე­ბით ამა­ყია, სა­სურ­ველ მა­მა­კაცს დევ­ნას არას­დროს და­უ­წყებს. ურ­ჩევ­ნია, მო­ხიბ­ლოს თა­ვი­სი რჩე­უ­ლი და აი­ძუ­ლოს, თვი­თონ მი­ელტვო­დეს. მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს ქორ­წი­ნე­ბის გარე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სად­მი, რაც ცხოვ­რე­ბას ურ­თუ­ლებს. მოს­წონს ფლირ­ტი და იო­ლად იქ­ცევს სხვის ყუ­რა­დღე­ბას. კარ­გად ახერ­ხებს გრძნო­ბე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­ი­მუ­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ კუ­როს. ეს მსა­ხი­ობ მაკა ძა­გა­ნი­ას ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გი­ით ნაკ­ლე­ბად ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჩემი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბაც კი არ მაქვს წა­კი­თხუ­ლი. ჩემი მე­გო­ბა­რიც კუ­როს ნიშ­ნი­თაა და­ბა­დე­ბუ­ლი და მან მი­თხრა, კარ­გი, ძლი­ე­რი ნი­შა­ნი­აო.

- "მას ყო­ველ­თვის ად­ვი­ლად შე­იც­ნობთ მშვი­დი და მდუ­მა­რე გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით. ლა­პა­რა­კი­სა და მოძ­რა­ო­ბის დროს აუჩ­ქა­რე­ბე­ლია".

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ასეა. სწრა­ფი არ ვარ, ყვე­ლა­ფერს დინ­ჯად ვწყვეტ. ფო­რი­ა­ქი არ მა­ხა­სი­ა­თებს, ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი და ფი­ცხიც არ ვარ.

- "სო­ლი­დუ­რი, მშვი­დი არ­სე­ბაა. თუ რა­მე­ში არ გე­თან­ხმე­ბა, რაც უნდა გა­უ­კე­თო, ვე­რა­ფერს და­უმ­ტკი­ცებ. თავი და­ა­ნე­ბეთ და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა".

- კა­მა­თი არ მიყ­ვარს. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვკა­მა­თობ, ჩემი გა­დარ­წმუ­ნე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. რიგ სა­კი­თხზე ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა და აზრი მაქვს.

- ხომ შე­იძ­ლე­ბა, ცდე­ბო­დე?..

- რა თქმა უნდა. ამ შემ­თხვე­ვა­ში იმ შემ­თხვე­ვას ვგუ­ლის­ხმობ, როცა ზუს­ტად ვიცი, რომ ასეა.

- "თუ გაბ­რაზ­და, უფრთხილ­დით. მისი გან­რის­ხე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა, სტი­ქი­ა­სა­ვით და­უნ­დო­ბე­ლია და ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს".

- არ ვიცი, ას­ტრო­ლო­გებ­მა სი­ტყვა "გა­ნად­გუ­რე­ბა" რამ­დე­ნად სწო­რად შე­არ­ჩი­ეს. წო­ნას­წო­რო­ბი­დან ძალ­ზე ძნე­ლად გა­მოვ­დი­ვარ. მოთ­მი­ნე­ბის პიკს თუ მი­ვაღ­წიე, მერე მარ­თლა მრის­ხა­ნე ვხდე­ბი. მა­ნამ­დე ბევ­რს ვით­მენ, ბევრ რა­მეს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, მაგ­რამ წო­ნას­წო­რო­ბი­დან თუ გა­მო­მიყ­ვა­ნეს, მერე შე­მიძ­ლია, იმ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თოდ გავ­წყვი­ტო.

- ასე ბევ­რი ვინ­მე და­გი­კარ­გავს?

- არა.

- "სა­სურ­ველ მა­მა­კაცს დევ­ნას არას­დროს და­უ­წყებს. ურ­ჩევ­ნია, მო­ხიბ­ლოს თა­ვი­სი რჩე­უ­ლი და აი­ძუ­ლოს, თვი­თონ ელტვო­დეს".

- მგო­ნი, ას­ტრო­ლო­გე­ბის­თვის აქამ­დე მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­მეთ­მო (იცი­ნის)... მარ­თა­ლია: სა­სურ­ველ მა­მა­კაცს დევ­ნას არას­დროს და­ვუ­წყებ. ასე­თი რამ ჩემს წარ­სულ­ში არას­დროს ყო­ფი­ლა, არას­დროს არა­ვის გავ­კი­დე­ბი­ვარ.

- სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის მო­ხიბ­ვლის მცდე­ლო­ბა ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბით გა­მოგ­დის?

- კი (იცი­ნის), არ ვუ­ჩი­ვი. ზო­გა­დად, პრან­ჭია არ ვარ. რომ გი­თხრა, მა­მა­კა­ცის­თვის ხში­რად გავპ­რან­ჭულ­ვარ-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა.

- "ბუ­ნე­ბით ამა­ყია".

- არა. სი­ა­მა­ყე ნაკ­ლე­ბად მაქვს, თავ­მოყ­ვა­რე უფრო ვარ.

- "ყო­ველ­გვარ უსი­ა­მოვ­ნე­ბას ვაჟ­კა­ცუ­რად ხვდე­ბა, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ მტკი­ცედ მი­ი­წევს".

- საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ვარ. ვი­ღებ იმას, რაც არის. რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა არ მი­ჭირს. მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ თუ - არა? ნაკ­ლე­ბად. მიზ­ნის­კენ იშ­ვი­ა­თად მი­ვილ­ტვი. დაბ­რკო­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მხვდე­ბა, შე­უ­ში­ნებ­ლად ვლა­ხავ. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა მაკ­ლია.

- დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვი­სას, ძა­ლას რა გმა­ტებს?

- სულ ვფიქ­რობ, რომ ცხოვ­რე­ბით უნდა დავ­ტკბე. ყო­ვე­ლი დღე ძალ­ზე ლა­მა­ზი და მშვე­ნი­ე­რია, პა­ტა­რა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გამო ადა­მი­ან­მა გან­წყო­ბა არ უნდა გა­ი­ფუ­ჭოს. ეს თვი­სე­ბა ძა­ლი­ან მშვე­ლის.

- "ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბი­სად­მი მისი ერ­თგუ­ლე­ბა უსა­ზღვროა".

- ყო­ველ­გვა­რი ყალ­ბი თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე გე­ტყვი: ნამ­დვი­ლად ასეა.

- სი­ჯი­უ­ტე შენი თვი­სე­ბაა?

- მი­მაჩ­ნია, რომ ჯი­უ­ტი სა­ერ­თოდ არ ვარ, მაგ­რამ სხვებს სი­ჯი­უ­ტე­ში არა­ერ­თხელ და­ვუ­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ვარ. შე­ნიშ­ვნას ვე­რას­დროს მი­ვი­ღებ.

- პრინ­ცი­პუ­ლი ხარ?

- კი. რა­საც ვი­ტყვი, ვას­რუ­ლებ.

- "მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს ქორ­წი­ნე­ბის გარე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სად­მი, რაც ცხოვ­რე­ბას ურ­თუ­ლებს".

- გარ­თუ­ლე­ბი­სა რა გი­თხრა, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე 2 რო­მა­ნი მქონ­და. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­და­ნაც არ ვთვლი, რომ იმ ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა ცხოვ­რე­ბა გა­მირ­თუ­ლა, პი­რი­ქით - ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. არ ვნა­ნობ, ჩემი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი მათ რომ და­ვუ­კავ­ში­რე.

- და ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თა­ვად და­ამ­თავ­რე?

- კი.

- დღეს შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- არა­ფე­რი არ ხდე­ბა. ამ 9 თვემ თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბო­ბა მას­წავ­ლა. ად­რე­ულ ასაკ­ში გავ­თხოვ­დი. ის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვამ­თავ­რე, მერე ახა­ლი რო­მა­ნი და­ი­წყო, რო­მე­ლიც 6 წელს გაგ­რძელ­და. ახ­ლა­ხან კი 5-წლი­ა­ნი რო­მა­ნი და­ვას­რუ­ლე და მივ­ხვდი, მარ­ტო ყოფ­ნა რა მა­გა­რია.

- ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად მზად ხარ?

- კი, მზად ვარ.

- შენ გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის აზრს რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებ? სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი რამ ბევ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- გა­მი­მარ­თლა - ჩემ გარ­შე­მო ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, არ მაკ­რი­ტი­კე­ბენ.

- "ცვა­ლე­ბა­დი, ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვა".

- ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ჩემს ხა­სი­ათ­შია.

- "ჭკვი­ა­ნი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია".

- რომ გი­თხრა, ჭკვი­ა­ნი ვარ-მეთ­ქი, უხერ­ხუ­ლი არ იქ­ნე­ბა?.. მო­ხერ­ხე­ბუ­ლიც ვარ, ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბი­თა და გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი. მაგ­რამ დიპ­ლო­მა­ტი ვარ.

- "იო­ლად უმკლავ­დე­ბა ყვე­ლა­ზე რთულ პრობ­ლე­მებ­საც კი".

- უჰ! მედგრად ვხვდე­ბი.

- "ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და მიღ­წე­ვა იმ წუთ­ში­ვე, მო­მენ­ტა­ლუ­რად სურს და ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც კი ხა­სი­ათს უფუ­ჭებს".

- მგო­ნი, მა­ი­მუ­ნი არ ვარ. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი სა­სურ­ვე­ლი არა­ვის­თვი­საა, მაგ­რამ არც ბრძო­ლა მი­ჭირს, არც მოთ­მე­ნა და ლო­დი­ნი.

- "ბევ­რი მათ­გა­ნი გა­უ­ბე­და­ო­ბი­თა და ყოყ­მა­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა".

- გა­უ­ბე­და­ვი ვარ; მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი ალ­ბათ ამ თვი­სე­ბამ გა­მო­მი­მუ­შა­ვა. ყვე­ლა­ფე­რი პი­კამ­დე მიმ­ყავს. ვი­სურ­ვებ, მე­ტად გა­ბე­დუ­ლი ვიყო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას ბევ­რს ვყოყ­მა­ნობ.

- "ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, თავ­ნე­ბა და ფეთ­ქე­ბა­დია".

- თავ­ნე­ბა არ ვარ. ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი ვარ თუ არა, ეს სხვას უნდა ჰკი­თხო, მე ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- "არ იცის წყე­ნის გულ­ში ჩახ­ვე­ვა".

- წყე­ნა მალე მა­ვი­წყდე­ბა. ჩემს შვილს არა­ერ­თხელ დავ­მუქ­რე­ბი­ვარ, ხმას აღარ გაგ­ცემ-მეთ­ქი და ნათ­ქვა­მი ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში დამ­ვი­წყე­ბია.

- "მში­შა­რაა".

- ბევ­რი ფო­ბია მაქვს. კა­ლი­ე­ბის, მწე­რე­ბი­სა და ხო­ჭო­ე­ბის ისე მე­ში­ნია, ქუ­ჩა­ში არ გავ­დი­ვარ.

- "წარ­მა­ტე­ბუ­ლია თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბის გამო".

- არა­ნა­ი­რი ამ­ბი­ცია არ გა­მაჩ­ნია, არც ჯან­სა­ღი და არც - არა­ჯან­სა­ღი. ეს ძა­ლი­ან ცუ­დია.

- "სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერ­თგუ­ლია და ყვე­ლა დე­ტალს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა".

- ერ­თგუ­ლე­ბა ჩემი თვი­სე­ბაა, არა მხო­ლოდ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. იმ ადა­მი­ან­საც კი შე­მიძ­ლია ვუ­ერ­თგუ­ლო, რო­მე­ლიც ჩემ მი­მართ დიდი ერ­თგუ­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ცუ­დია, როცა სით­ბოს გას­ცემ და უკან არ გიბ­რუნ­დე­ბა.

- "საქ­მეს ად­ვი­ლად უღებს ალ­ღოს; რის გა­კე­თე­ბა­საც სხვე­ბი 1 სა­ათს ან­დო­მე­ბენ, მას შე­უძ­ლია, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­ა­კე­თოს".

- მგო­ნი, ეს უნდა შე­ვი­ფე­რო...

- "იმა­ვე წარ­მა­ტე­ბით ხარ­ჯავს ფულს, რო­გორც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს".

- ფუ­ლის ხარ­ჯვა მიყ­ვარს. თუ მაქვს, და­უ­ნა­ნებ­ლად ვხარ­ჯავ, მაგ­რამ უფუ­ლო­ბა დეპ­რე­სი­ა­ში არ მაგ­დებს.

- ალ­ბათ იც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­მოსს გან­ვა­დე­ბით იძე­ნენ, მოგ­ზა­უ­რო­ბენ; რო­მელ­თათ­ვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­მე­ლი ბრენ­დი აც­ვი­ათ და ა.შ.

- მსგავ­სი რამ არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია. სა­ბანს იქამ­დე ვი­ფა­რებ, სა­დამ­დეც მწვდე­ბა.

- პირ­და­პი­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი?

- კი. სუ­ლერ­თია, ის ადა­მი­ა­ნი ვინ იქ­ნე­ბა, - დედა, მე­გო­ბა­რი თუ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, - მირ­ჩევ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ ვუ­თხრა, გულ­წრფე­ლი ვიყო.

- "არც ერთ სხვა ნი­შანს არ შე­უძ­ლია ხალ­ხთან ისე მარ­ტი­ვად კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გორც მა­ი­მუნს. შე­უძ­ლია გა­გა­ცი­ნოს, როცა ტი­რი­ლის გან­წყო­ბა­ზე ხარ".

- ზო­გა­დად, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მი­ჭირს. თუ სურ­ვი­ლი მაქვს, ადა­მი­ან­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა არ მიძ­ნელ­დე­ბა. თუ სურ­ვი­ლი არ მაქვს, ვერ და­მა­ლა­პა­რა­კებ, შე­მიძ­ლია, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩუ­მად ვიჯ­დე.

- "მოს­წონს ფლირ­ტი და იო­ლად იპყრობს სხვის ყუ­რა­დღე­ბას".

- ფლირ­ტი ყვე­ლას მოს­წონს. იო­ლად ვიქ­ცევ თუ არა სხვე­ბის ყუ­რა­დღე­ბას?.. მგო­ნი, ამ კი­თხვით სხვას უნდა მი­მარ­თო.

- "კარ­გად ახერ­ხებს გრძნო­ბე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას".

- ტყუ­ი­ლია. სხვის გრძნო­ბებ­ზე თა­მა­ში არ მიყ­ვარს, არ შე­მიძ­ლია. ასე­თი შემ­თხვე­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთხე­ლაც კი არ ყო­ფი­ლა. მირ­ჩევ­ნია, ადა­მი­ან­თან გულ­წრფე­ლი ვიყო, ვიდ­რე ვი­თა­მა­შო.

- "მა­ი­მუ­ნის­თვის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი მო­დის გო­ნე­ბით და არა - გუ­ლით".

- ჩემს შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით ხდე­ბა: ყვე­ლა რო­მა­ნი გუ­ლის აყო­ლა იყო, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გო­ნე­ბა არას­დროს ჩა­მირ­თავს. ეს კარ­გი არ არის. სწო­რედ ამი­ტო­მაა ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ასე­თი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

მაკა ძაგანიას ექსცენტრიკული ურთიერთობები - ”ქორწინების გარეშე 2 რომანი მქონდა”

მაკა ძაგანიას ექსცენტრიკული ურთიერთობები - ”ქორწინების გარეშე 2 რომანი მქონდა”

”ბუნებით ამაყია, სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონ მიელტვოდეს. მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც ცხოვრებას ურთულებს. მოსწონს ფლირტი და იოლად იქცევს სხვის ყურადღებას. კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას”, - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ კუროს. ეს მსახიობ მაკა ძაგანიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით ნაკლებად ვარ დაინტერესებული. ჩემი ნიშნის დახასიათებაც კი არ მაქვს წაკითხული. ჩემი მეგობარიც კუროს ნიშნითაა დაბადებული და მან მითხრა, კარგი, ძლიერი ნიშანიაო.

- ”მას ყოველთვის ადვილად შეიცნობთ მშვიდი და მდუმარე გამომეტყველებით. ლაპარაკისა და მოძრაობის დროს აუჩქარებელია”.

- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. სწრაფი არ ვარ, ყველაფერს დინჯად ვწყვეტ. ფორიაქი არ მახასიათებს, ექსცენტრიკული და ფიცხიც არ ვარ.

- ”სოლიდური, მშვიდი არსებაა. თუ რამეში არ გეთანხმება, რაც უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაუმტკიცებ. თავი დაანებეთ და ბედნიერი იქნება”.

- კამათი არ მიყვარს. ძალიან იშვიათად ვკამათობ, ჩემი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია. რიგ საკითხზე ჩემი შეხედულება და აზრი მაქვს.

- ხომ შეიძლება, ცდებოდე?..

- რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში იმ შემთხვევას ვგულისხმობ, როცა ზუსტად ვიცი, რომ ასეა.

- ”თუ გაბრაზდა, უფრთხილდით. მისი განრისხება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერს ანადგურებს”.

- არ ვიცი, ასტროლოგებმა სიტყვა ”განადგურება” რამდენად სწორად შეარჩიეს. წონასწორობიდან ძალზე ძნელად გამოვდივარ. მოთმინების პიკს თუ მივაღწიე, მერე მართლა მრისხანე ვხდები. მანამდე ბევრს ვითმენ, ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ წონასწორობიდან თუ გამომიყვანეს, მერე შემიძლია, იმ ადამიანთან ურთიერთობა საერთოდ გავწყვიტო.

- ასე ბევრი ვინმე დაგიკარგავს?

- არა.

- ”სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონ ელტვოდეს”.

- მგონი, ასტროლოგებისთვის აქამდე მეტი ყურადღება უნდა დამეთმო (იცინის)... მართალია: სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დავუწყებ. ასეთი რამ ჩემს წარსულში არასდროს ყოფილა, არასდროს არავის გავკიდებივარ.

- სასურველი მამაკაცის მოხიბვლის მცდელობა ყოველთვის წარმატებით გამოგდის?

- კი (იცინის), არ ვუჩივი. ზოგადად, პრანჭია არ ვარ. რომ გითხრა, მამაკაცისთვის ხშირად გავპრანჭულვარ-მეთქი, ტყუილი იქნება.

- ”ბუნებით ამაყია”.

- არა. სიამაყე ნაკლებად მაქვს, თავმოყვარე უფრო ვარ.

- ”ყოველგვარ უსიამოვნებას ვაჟკაცურად ხვდება, დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს”.

- საკმაოდ ძლიერი ვარ. ვიღებ იმას, რაც არის. რეალობისთვის თვალის გასწორება არ მიჭირს. მიზანდასახული ვარ თუ - არა? ნაკლებად. მიზნისკენ იშვიათად მივილტვი. დაბრკოლებებს, რომელიც ცხოვრების გზაზე მხვდება, შეუშინებლად ვლახავ. ძალიან ცუდია, რომ მიზანსწრაფულობა მაკლია.

- დაბრკოლებების გადალახვისას, ძალას რა გმატებს?

- სულ ვფიქრობ, რომ ცხოვრებით უნდა დავტკბე. ყოველი დღე ძალზე ლამაზი და მშვენიერია, პატარა უსიამოვნებების გამო ადამიანმა განწყობა არ უნდა გაიფუჭოს. ეს თვისება ძალიან მშველის.

- ”ოჯახისა და მეგობრებისადმი მისი ერთგულება უსაზღვროა”.

- ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი: ნამდვილად ასეა.

- სიჯიუტე შენი თვისებაა?

- მიმაჩნია, რომ ჯიუტი საერთოდ არ ვარ, მაგრამ სხვებს სიჯიუტეში არაერთხელ დავუდანაშაულებივარ. შენიშვნას ვერასდროს მივიღებ.

- პრინციპული ხარ?

- კი. რასაც ვიტყვი, ვასრულებ.

- ”მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც ცხოვრებას ურთულებს”.

- გართულებისა რა გითხრა, მაგრამ ქორწინების გარეშე 2 რომანი მქონდა. დღევანდელი გადასახედიდანაც არ ვთვლი, რომ იმ ურთიერთობებმა ცხოვრება გამირთულა, პირიქით - ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. არ ვნანობ, ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდები მათ რომ დავუკავშირე.

- და ეს ურთიერთობები თავად დაამთავრე?

- კი.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არაფერი არ ხდება. ამ 9 თვემ თავისუფლებით ტკბობა მასწავლა. ადრეულ ასაკში გავთხოვდი. ის ურთიერთობა დავამთავრე, მერე ახალი რომანი დაიწყო, რომელიც 6 წელს გაგრძელდა. ახლახან კი 5-წლიანი რომანი დავასრულე და მივხვდი, მარტო ყოფნა რა მაგარია.

- ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად ხარ?

- კი, მზად ვარ.

- შენ გარშემო მყოფი ადამიანების აზრს რამდენად ითვალისწინებ? საქართველოში ასეთი რამ ბევრისთვის მიუღებელია.

- გამიმართლა - ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები არიან, არ მაკრიტიკებენ.

- ”ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა”.

- ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემს ხასიათშია.

- ”ჭკვიანი, მოხერხებული და გამომგონებელია”.

- რომ გითხრა, ჭკვიანი ვარ-მეთქი, უხერხული არ იქნება?.. მოხერხებულიც ვარ, ორიგინალურობითა და გამომგონებლობით არ გამოვირჩევი. მაგრამ დიპლომატი ვარ.

- ”იოლად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი”.

- უჰ! მედგრად ვხვდები.

- ”ყველაფრის გაკეთება და მიღწევა იმ წუთშივე, მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს”.

- მგონი, მაიმუნი არ ვარ. წინააღმდეგობები სასურველი არავისთვისაა, მაგრამ არც ბრძოლა მიჭირს, არც მოთმენა და ლოდინი.

- ”ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა”.

- გაუბედავი ვარ; მოთმინების უნარი ალბათ ამ თვისებამ გამომიმუშავა. ყველაფერი პიკამდე მიმყავს. ვისურვებ, მეტად გაბედული ვიყო. გადაწყვეტილებების მიღებისას ბევრს ვყოყმანობ.

- ”ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია”.

- თავნება არ ვარ. ტემპერამენტიანი ვარ თუ არა, ეს სხვას უნდა ჰკითხო, მე ვერ გიპასუხებ.

- ”არ იცის წყენის გულში ჩახვევა”.

- წყენა მალე მავიწყდება. ჩემს შვილს არაერთხელ დავმუქრებივარ, ხმას აღარ გაგცემ-მეთქი და ნათქვამი ნახევარ საათში დამვიწყებია.

- ”მშიშარაა”.

- ბევრი ფობია მაქვს. კალიების, მწერებისა და ხოჭოების ისე მეშინია, ქუჩაში არ გავდივარ.

- ”წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო”.

- არანაირი ამბიცია არ გამაჩნია, არც ჯანსაღი და არც - არაჯანსაღი. ეს ძალიან ცუდია.

- ”სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება”.

- ერთგულება ჩემი თვისებაა, არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში. იმ ადამიანსაც კი შემიძლია ვუერთგულო, რომელიც ჩემ მიმართ დიდი ერთგულებით არ გამოირჩევა. ცუდია, როცა სითბოს გასცემ და უკან არ გიბრუნდება.

- ”საქმეს ადვილად უღებს ალღოს; რის გაკეთებასაც სხვები 1 საათს ანდომებენ, მას შეუძლია, ნახევარ საათში გააკეთოს”.

- მგონი, ეს უნდა შევიფერო...

- ”იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს”.

- ფულის ხარჯვა მიყვარს. თუ მაქვს, დაუნანებლად ვხარჯავ, მაგრამ უფულობა დეპრესიაში არ მაგდებს.

- ალბათ იცნობ ადამიანებს, რომლებიც ძვირად ღირებულ სამოსს განვადებით იძენენ, მოგზაურობენ; რომელთათვისაც მნიშვნელოვანია, რომელი ბრენდი აცვიათ და ა.შ.

- მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია. საბანს იქამდე ვიფარებ, სადამდეც მწვდება.

- პირდაპირობით გამოირჩევი?

- კი. სულერთია, ის ადამიანი ვინ იქნება, - დედა, მეგობარი თუ საყვარელი მამაკაცი, - მირჩევნია, ყველაფერი პირდაპირ ვუთხრა, გულწრფელი ვიყო.

- ”არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ”.

- ზოგადად, ხალხთან ურთიერთობა არ მიჭირს. თუ სურვილი მაქვს, ადამიანთან საერთო ენის გამონახვა არ მიძნელდება. თუ სურვილი არ მაქვს, ვერ დამალაპარაკებ, შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში ჩუმად ვიჯდე.

- ”მოსწონს ფლირტი და იოლად იპყრობს სხვის ყურადღებას”.

- ფლირტი ყველას მოსწონს. იოლად ვიქცევ თუ არა სხვების ყურადღებას?.. მგონი, ამ კითხვით სხვას უნდა მიმართო.

- ”კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას”.

- ტყუილია. სხვის გრძნობებზე თამაში არ მიყვარს, არ შემიძლია. ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში ერთხელაც კი არ ყოფილა. მირჩევნია, ადამიანთან გულწრფელი ვიყო, ვიდრე ვითამაშო.

- ”მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით”.

- ჩემს შემთხვევაში პირიქით ხდება: ყველა რომანი გულის აყოლა იყო, ურთიერთობაში გონება არასდროს ჩამირთავს. ეს კარგი არ არის. სწორედ ამიტომაა ჩემი ურთიერთობები ასეთი ექსცენტრიკული.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება