პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”საქართველოში დაგეგმილ კონკურსს ჟიურის ჰოლივუდელი წევრი შეაფასებს”
”საქართველოში დაგეგმილ კონკურსს ჟიურის ჰოლივუდელი წევრი შეაფასებს”

საპ­რო­დი­უ­სე­რო ცენ­ტრი - Star Media Production- სა­ქარ­თვე­ლო­ში (ამ­ჯე­რად - ბა­თუმ­ში) სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ "ოქ­როს ნი­ჟა­რას" მე­ო­რედ მარ­თავს. ფეს­ტი­ვალს კონ­კურ­სის სახე აქვს. მას­ში 2 ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია მო­ნა­წი­ლე­ობს: 9-დან 12-მდე და 13-დან 17 წლამ­დე კონ­კურ­სან­ტე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვან მუ­სი­კა­ლურ ნომ­რებს 25-დან 28 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ. ჟი­უ­რის ქარ­თვე­ლი წევ­რი ისევ ანრი ჯო­ხა­ძე იქ­ნე­ბა...

ვი­ა­ჩეს­ლავ დმიტ­რი­ენ­კო, სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რო­დი­უ­სე­რო ცენ­ტრ Star Media Production-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

- საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია Star Media Production-ს ბევ­რი გეგ­მა აქვს: ჰყავს მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლის გარ­და, კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებს. "ოქ­როს ნი­ჟა­რა" ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი გახ­ლავთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს კონ­კურ­სი შარ­შა­ნაც გავ­მარ­თეთ. საპ­რო­დი­უ­სე­რო ცენ­ტრს თბი­ლის­ში ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია აქვს, სა­დაც ბავ­შვებს ვო­კალ­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­ში ვამ­ზა­დებთ. მას­წავ­ლებ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­დან, რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან ვიწ­ვევთ. ამ­ჟა­მად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უკ­რა­ი­ნი­დან ქო­რე­ოგ­რა­ფი ჩა­მოგ­ვყავს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის შო­უ­ბიზ­ნესს "ამოძ­რა­ვებს". ჩვე­ნი კომ­პა­ნია ხა­რისხზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

- კომ­პა­ნი­ის შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ვხე­დავ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია, რომ­ლე­ბიც მღე­რი­ან, ცეკ­ვა­ვენ... მინ­და, მათ კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნა, რაც პა­ტა­რებს ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნის და სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის უცხო­ეთ­ში (ინ­გლი­სი, იტა­ლია, ის­რა­ე­ლი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა...) "გა­ტა­ნის" შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

- საპ­რო­დი­უ­სე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში რო­გორ ჩა­ერ­თეთ?

- პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ვარ, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან მსურ­და, მემ­ღე­რა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცხოვ­რე­ბა­ში ზოგ­ჯერ იმ გზას არ ირ­ჩევ, რაც გინ­და. ეკო­ნო­მის­ტო­ბით - იცხოვ­რებ, სიმ­ღე­რით - ვერა... როცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ისე გავძლი­ერ­დი, რომ შე­მეძ­ლო, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, აღარ და­ვა­ყოვ­ნე. მინ­და, ბავ­შვებს იმ საქ­მე­ში და­ვეხ­მა­რო, რაც თა­ვის დრო­ზე თა­ვად ვერ გა­ვა­კე­თე.

- რუ­სეთ­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი ისეთ დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ სიმ­ღე­რით თა­ვის გა­ტა­ნა არ გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ.

- როცა მღე­რი, ან ძა­ლი­ან მა­გა­რი უნდა იყო, ან - თუ დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბა, საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სე­ბი გქონ­დეს... ამი­ტომ ისეთ პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევ, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ხვა­ლინ­დელ დღეს გულ­დამ­შვი­დე­ბუ­ლად შეხ­ვდე. ეს გზა ამი­ტომ ავირ­ჩიე, მაგ­რამ სიმ­ღე­რა დღემ­დე ჩემი ჰო­ბია. მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებს ამი­ტომ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ.

- გვი­ამ­ბეთ, წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი­სათ­ვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბით?

- აჭა­რის მთავ­რო­ბა გვეხ­მა­რე­ბა - ფეს­ტი­ვა­ლი­სათ­ვის დარ­ბა­ზი გა­მოგ­ვი­ყო. ძი­რი­თად საქ­მეს ჩვე­ნი კომ­პა­ნია აკე­თებს.

ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი არ­სე­ბობს, რის გა­მოც სა­ხელ­მწი­ფო ვერ გვეხ­მა­რე­ბა. კონ­კურ­სი გა­ი­სად და მომ­დევ­ნო წლებ­შიც ჩა­ტარ­დე­ბა. ისე­თი სა­ხის იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც - მა­გა­ლი­თად, იურ­მა­ლას "ახა­ლი ტალ­ღა". დიდ იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბა.

- თავ­და­პირ­ვე­ლად, "ოქ­როს ნი­ჟა­რა" ერთჯე­რად პრო­ექ­ტად ხომ არ იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი?

- არა. გვსურ­და, რომ პრო­ექ­ტი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. გვინ­და, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და ვაჩ­ვე­ნოთ, სა­ქარ­თვე­ლოს რა შე­უძ­ლია. ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია. ამი­ტომ "ოქ­როს ნი­ჟა­რის" ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბის ამ­ბი­ცი­აც თა­ვი­დან­ვე გვქონ­და.

- კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა ხომ არ არის?

- სა­ერ­თო ჯამ­ში, კონ­კურ­სან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერ მო­ნა­წი­ლე­ობს. ეს ჩვე­ნი ბრა­ლია: სა­მი­ნის­ტროს­გან დახ­მა­რე­ბის მო­ლო­დინ­ში, ცო­ტა­თი და­ვაგ­ვი­ა­ნეთ, ბავ­შვებ­მა კი უკვე სხვა რა­ღა­ცე­ბი და­გეგ­მეს. შარ­შან კონ­კურ­სში ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, წელს კი ევ­რო­პაც შე­მოგ­ვი­ერ­თდა: ინ­გლი­სი, იტა­ლია და შე­იძ­ლე­ბა - საფ­რან­გე­თიც (ამ ეტაპ­ზე, მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვა­წარ­მო­ებთ). "ოქ­როს ნი­ჟა­რა" სხვა ფეს­ტი­ვა­ლე­ბის გა­მარ­თვის დროს ემ­თხვე­ვა. კონ­კურ­სან­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, - გამ­გზავ­რე­ბა სად ჯო­ბია? სამ­წუ­ხა­როდ, წელს სცე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და. ძა­ლი­ან მცი­რე დრო გვაქვს, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, უამ­რავ საქ­მეს ვა­კე­თებთ. ამ­ჟა­მად, სოჭ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებთ. დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ კონ­კურ­სზე ბა­თუმ­ში ისი­ნიც ჩა­მო­ვიდ­ნენ.

- სო­ჭე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ექ­ტში ჩარ­თვას სტუმ­რის სტა­ტუ­სით გეგ­მავთ, თუ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც მი­ი­ღე­ბენ?

- ისი­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

- ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია?

- დიახ, მაგ­რამ მათ ვი­ნა­ო­ბას სი­ურპრი­ზად დავ­ტო­ვებთ. წინ სა­სი­ა­მოვ­ნო და ემო­ცი­უ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი გე­ლით...

- ჟი­უ­რის წევ­რე­ბი ვინ იქ­ნე­ბი­ან?

- სხვა­დას­ხვა საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლებს ისი­ნიც მარ­თა­ვენ. ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი ყა­ზა­ხეთ­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც ჟი­უ­რის წევ­რად ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი - გი­ორ­გი ბენ­დე­ლი­ა­ნი მი­იწ­ვი­ეს. ყა­ზა­ხეთ­ში ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი - საბა ჩა­ჩუა (რო­მელ­მაც შარ­შან­დელ "ოქ­როს ნი­ჟა­რა­ზე" მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა) წა­იყ­ვა­ნეს, უკან კი გრან-პრით დაგ­ვიბ­რუნ­და. საბა "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სან­ტიც გახ­ლდათ. ის ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ჩვე­ნი კონ­კურ­სი იმის გა­რან­ტი გახ­ლავთ, რომ ქარ­თვე­ლი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბით უცხო­ე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და პა­ტა­რებს სა­კუ­თა­რი ნი­ჭის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც ექ­ნე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ კონ­კურსს ჟი­უ­რის ჰო­ლი­ვუ­დე­ლი წევ­რი შე­ა­ფა­სებს: ლენა-ლო­რე­ნა სვილ­პე ჰო­ლი­ვუ­დის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გახ­ლავთ.

- შარ­შან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის - საშა ლავ­რო­ვის მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა რო­გორ გან­ვი­თარ­და?

- საშა გა­ი­ზარ­და, ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს. წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალ­ზეც გვეს­ტუმ­რე­ბა...

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის პრი­ზი რა იქ­ნე­ბა?

- რაც მთა­ვა­რია, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია გვაქვს, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯვე­ბულს სიმ­ღე­რას ჩა­ვუ­წერთ და მის გა­ჰი­ტე­ბას ხელს შე­ვუ­წყობთ. გრან-პრის მფლო­ბელს - პლა­ტი­ნის, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულ კონ­კურ­სანტს - ოქ­როს, მე­ო­რე­ზე - ვერ­ცხლის, მე­სა­მე­ზე კი - ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბე­ბი გა­და­ე­ცე­მათ. ასე­ვე, ფი­ნა­ლის­ტე­ბი ფა­სი­ა­ნი პრი­ზე­ბით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან.

- ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა რო­გო­რი იქ­ნე­ბა?

- კონ­კურ­სან­ტე­ბი პირ­ველ დღეს ეროვ­ნულ სიმ­ღე­რებს შე­ას­რუ­ლე­ბენ, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში კი - მსოფ­ლიო ჰი­ტებს და სა­კუ­თარ სიმ­ღე­რებს. ბო­ლოს გალა-კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­ზეც მოწ­ვე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და­უ­ვი­წყარ სა­ნა­ხა­ო­ბას შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ... სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ვი­თა­რე­ბამ ხელი ბევრ რა­მე­ში შეგ­ვი­შა­ლა. ვფიქ­რობ, თუკი სა­ხელ­მწი­ფოს­გან მხარ­და­ჭე­რა გვექ­ნე­ბა, რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს კარ­ნა­ვა­ლის დო­ნის ფეს­ტი­ვალს გავ­მარ­თავთ. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მიერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი მსოფ­ლი­ო­ში "გაგ­ვაქვს". ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

”საქართველოში დაგეგმილ კონკურსს ჟიურის ჰოლივუდელი წევრი შეაფასებს”

”საქართველოში დაგეგმილ კონკურსს ჟიურის ჰოლივუდელი წევრი შეაფასებს”

საპროდიუსერო ცენტრი - Star Media Production- საქართველოში (ამჯერად - ბათუმში) საერთაშორისო მუსიკალურ პროექტ ”ოქროს ნიჟარას” მეორედ მართავს. ფესტივალს კონკურსის სახე აქვს. მასში 2 ასაკობრივი კატეგორია მონაწილეობს: 9-დან 12-მდე და 13-დან 17 წლამდე კონკურსანტები მრავალფეროვან მუსიკალურ ნომრებს 25-დან 28 აგვისტოს ჩათვლით შემოგვთავაზებენ. ჟიურის ქართველი წევრი ისევ ანრი ჯოხაძე იქნება...

ვიაჩესლავ დმიტრიენკო, საერთაშორისო საპროდიუსერო ცენტრ Star Media Production-ის გენერალური დირექტორი:

- საპროდიუსერო კომპანია Star Media Production-ს ბევრი გეგმა აქვს: ჰყავს მუსიკალური ბენდები და ფესტივალის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას აპირებს. ”ოქროს ნიჟარა” ჩვენი პირველი პროექტი გახლავთ. მოგეხსენებათ, ეს კონკურსი შარშანაც გავმართეთ. საპროდიუსერო ცენტრს თბილისში ხმის ჩამწერი სტუდია აქვს, სადაც ბავშვებს ვოკალსა და ქორეოგრაფიაში ვამზადებთ. მასწავლებლებს საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიწვევთ. ამჟამად, ხელშეკრულების საფუძველზე, უკრაინიდან ქორეოგრაფი ჩამოგვყავს, რომელიც რუსეთის შოუბიზნესს ”ამოძრავებს”. ჩვენი კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული.

- კომპანიის შექმნა საქართველოში რატომ გადაწყვიტეთ?

- მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვხედავ, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომლებიც მღერიან, ცეკვავენ... მინდა, მათ კომფორტი შევუქმნა, რაც პატარებს ნიჭის გამოვლენის და საკუთარი შემოქმედების უცხოეთში (ინგლისი, იტალია, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა...) ”გატანის” შესაძლებლობას მისცემს.

- საპროდიუსერო საქმიანობაში როგორ ჩაერთეთ?

- პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ ბავშვობიდან მსურდა, მემღერა. მოგეხსენებათ, ცხოვრებაში ზოგჯერ იმ გზას არ ირჩევ, რაც გინდა. ეკონომისტობით - იცხოვრებ, სიმღერით - ვერა... როცა მატერიალურად ისე გავძლიერდი, რომ შემეძლო, მუსიკალური პროექტი განმეხორციელებინა, აღარ დავაყოვნე. მინდა, ბავშვებს იმ საქმეში დავეხმარო, რაც თავის დროზე თავად ვერ გავაკეთე.

- რუსეთში შოუბიზნესი ისეთ დონეზეა განვითარებული, რომ სიმღერით თავის გატანა არ გაგიჭირდებოდათ.

- როცა მღერი, ან ძალიან მაგარი უნდა იყო, ან - თუ დახმარება გჭირდება, საკმარისი ფინანსები გქონდეს... ამიტომ ისეთ პროფესიას ირჩევ, რომელიც საშუალებას გაძლევს, ხვალინდელ დღეს გულდამშვიდებულად შეხვდე. ეს გზა ამიტომ ავირჩიე, მაგრამ სიმღერა დღემდე ჩემი ჰობია. მუსიკალურ პროექტებს ამიტომ ვახორციელებ.

- გვიამბეთ, წლევანდელი ფესტივალისათვის როგორ ემზადებით?

- აჭარის მთავრობა გვეხმარება - ფესტივალისათვის დარბაზი გამოგვიყო. ძირითად საქმეს ჩვენი კომპანია აკეთებს.

ობიექტური მიზეზები არსებობს, რის გამოც სახელმწიფო ვერ გვეხმარება. კონკურსი გაისად და მომდევნო წლებშიც ჩატარდება. ისეთი სახის იქნება, როგორიც - მაგალითად, იურმალას ”ახალი ტალღა”. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში საქართველოს კულტურის სამინისტრო გვერდში დაგვიდგება.

- თავდაპირველად, ”ოქროს ნიჟარა” ერთჯერად პროექტად ხომ არ იყო ჩაფიქრებული?

- არა. გვსურდა, რომ პროექტი გაგრძელებულიყო. გვინდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთ და ვაჩვენოთ, საქართველოს რა შეუძლია. ხარისხიანი პროექტის განხორციელება ნამდვილად შეგვიძლია. ამიტომ ”ოქროს ნიჟარის” ყოველწლიურად ჩატარების ამბიციაც თავიდანვე გვქონდა.

- კონკურსში მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილება ხომ არ არის?

- საერთო ჯამში, კონკურსანტების რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი ვერ მონაწილეობს. ეს ჩვენი ბრალია: სამინისტროსგან დახმარების მოლოდინში, ცოტათი დავაგვიანეთ, ბავშვებმა კი უკვე სხვა რაღაცები დაგეგმეს. შარშან კონკურსში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, წელს კი ევროპაც შემოგვიერთდა: ინგლისი, იტალია და შეიძლება - საფრანგეთიც (ამ ეტაპზე, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ). ”ოქროს ნიჟარა” სხვა ფესტივალების გამართვის დროს ემთხვევა. კონკურსანტები ფიქრობენ, - გამგზავრება სად ჯობია? სამწუხაროდ, წელს სცენასთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა. ძალიან მცირე დრო გვაქვს, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში, უამრავ საქმეს ვაკეთებთ. ამჟამად, სოჭში მცხოვრებ ქართველებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ კონკურსზე ბათუმში ისინიც ჩამოვიდნენ.

- სოჭელი ქართველების პროექტში ჩართვას სტუმრის სტატუსით გეგმავთ, თუ კონკურსში მონაწილეობასაც მიიღებენ?

- ისინი კონკურსანტები იქნებიან.

- ქართველი კონკურსანტების ვინაობა უკვე გადაწყვეტილია?

- დიახ, მაგრამ მათ ვინაობას სიურპრიზად დავტოვებთ. წინ სასიამოვნო და ემოციური მუსიკალური ნომრები გელით...

- ჟიურის წევრები ვინ იქნებიან?

- სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები. ფესტივალებს ისინიც მართავენ. ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალი ყაზახეთში ჩატარდა, სადაც ჟიურის წევრად ჩვენი კომპანიის გენერალური პროდიუსერი - გიორგი ბენდელიანი მიიწვიეს. ყაზახეთში ქართველი კონკურსანტი - საბა ჩაჩუა (რომელმაც შარშანდელ ”ოქროს ნიჟარაზე” მესამე ადგილი დაიკავა) წაიყვანეს, უკან კი გრან-პრით დაგვიბრუნდა. საბა ”ევროვიზიის” კონკურსანტიც გახლდათ. ის ჩვენმა კომპანიამ აღმოაჩინა. ჩვენი კონკურსი იმის გარანტი გახლავთ, რომ ქართველი ნიჭიერი ბავშვებით უცხოელი პროდიუსერები დაინტერესდებიან და პატარებს საკუთარი ნიჭის საზღვარგარეთ გამოვლენის საშუალებაც ექნებათ. საქართველოში დაგეგმილ კონკურსს ჟიურის ჰოლივუდელი წევრი შეაფასებს: ლენა-ლორენა სვილპე ჰოლივუდის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი გახლავთ.

- შარშანდელი ფესტივალის გამარჯვებულის - საშა ლავროვის მუსიკალური კარიერა როგორ განვითარდა?

- საშა გაიზარდა, ჩამოყალიბდა და მუსიკალურ კარიერას წარმატებით აგრძელებს. წლევანდელ ფესტივალზეც გვესტუმრება...

- გამარჯვებულის პრიზი რა იქნება?

- რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის ხმის ჩამწერი სტუდია გვაქვს, რომელშიც გამარჯვებულს სიმღერას ჩავუწერთ და მის გაჰიტებას ხელს შევუწყობთ. გრან-პრის მფლობელს - პლატინის, პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს - ოქროს, მეორეზე - ვერცხლის, მესამეზე კი - ბრინჯაოს ქანდაკებები გადაეცემათ. ასევე, ფინალისტები ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

- ფესტივალის პროგრამა როგორი იქნება?

- კონკურსანტები პირველ დღეს ეროვნულ სიმღერებს შეასრულებენ, მომდევნო დღეებში კი - მსოფლიო ჰიტებს და საკუთარ სიმღერებს. ბოლოს გალა-კონცერტი გაიმართება, რომელზეც მოწვეული ვარსკვლავები დაუვიწყარ სანახაობას შემოგვთავაზებენ... საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი ბევრ რამეში შეგვიშალა. ვფიქრობ, თუკი სახელმწიფოსგან მხარდაჭერა გვექნება, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის დონის ფესტივალს გავმართავთ. ჩვენი კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებით საქართველოს სახელი მსოფლიოში ”გაგვაქვს”. ამიტომ სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანია.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება