თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა. როგოც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება ლადო პაპავამ 10 ხმა მიიღო, 2 ხმა კი  -  ირმა რატიანმა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო უბანი 14 .00 საათზე გაიხსნა. თსუ-ში ახალი,  რიგით 28-ე რექტორი აირჩიეს.     

არჩევნებზე რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან კენჭს იყრიდა 13 კანდიდატი - ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე.  

კიდევ ერთმა კანდიდატმა, მარინა ჩიტაშვილმა ლადო პაპავას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.  

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია