ქუთაისის მერიაში თვითმმართველობის ბალანსზე მყოფი მანქანების ჰიბრიდული ავტომობილებით ჩანაცვლების იდეას განიხილავენ. ვიცე-მერის, თენგიზ თოფურიძის განმარტებით, ჩანაცლება ეტაპობრივად უნდა მოხდეს, თუმცა ამ ეტაპზე ქუთაისის თვითმმართველობა მანქანების შეცვლისათვის მზად არ არის.
"ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა. ამ წელიწადში ამაზე საუბარი გამორიცხულია, ბიუჯეტში გარღვევა გვაქვს, რომელიც უნდა გადავფაროთ - არავითარი ახალი მანქანა, არავითარი ფუფუნება" , - ამბობს თოფურიძე.