დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ წითელწყაროს (ხორნაბუჯი) საჯარო სკოლაში სექტემბრიდან რუსული სექტორის გაუქმება იგეგმება და სამსახურის გარეშე დარჩენა 31 მასწავლებელს ემუქრება. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უკვე გააფრთხილა პედაგოგები მოსალოდნელი შემცირების თაობაზე, რაც დაფინანსების შემცირებით ახსნა. სკოლაში რუსულ სექტორზე 100 -მდე ბავშვი სწავლობს.
რუსული სექტორის მასწავლებლებმა და ეთნიკურად რუსი, სომეხი და ბერძენი მოსწავლეების მშობლებმა სექტორის გაუქმების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი შვილები რუსულენოვან ოჯახებში იზრდებიან და ქართულ სექტორზე სწავლას ვერ შეძლებენ.