საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია მაისაშვილი - "კოჰაბიტაციამ ძველი და ახალი ხელისუფლება ლამის სიამის ტყუპებად აქცია"
გია მაისაშვილი - "კოჰაბიტაციამ ძველი და ახალი ხელისუფლება ლამის სიამის ტყუპებად აქცია"

"კრე­ი­სე­რის გემ­ბან­ზე ორი ან­ჩხლი და უმ­წი­ფა­რი შვი­ლი ერ­თმა­ნეთს ეკინ­კლა­ვე­ბა - არა მე, არა მეო, მამა კი მშვი­დად დგას მათ შო­რის, ორი­ვეს ტუქ­სავს და წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­დებს. ამის შემ­დეგ, ამ ორ ან­ჩხლს ჩა­ბა­რე­ბულ ქვე­ყა­ნას რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პა­ტივს სცემ­დნენ სად­მე? რო­დემ­დე უნდა გე­ძი­ნოთ, ხალ­ხო? შვი­ლე­ბი არ გიყ­ვართ? ან სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა?" - ასე შე­ა­ფა­სა "ფე­ის­ბუ­ქის" თა­ვის გვერ­დზე ამე­რი­კულ ხო­მალ­დზე პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­პი­რის­პი­რე­ბა "ლი­დერ­თა სკო­ლის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ეკო­ნო­მის­ტმა გია მა­ი­საშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ჩვენ ვართ მოწ­მე პრო­ცე­სი­სა, რო­დე­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს თავი გა­და­ირ­ჩი­ნოს, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი სრუ­ლი­ად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია და წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს რა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნე­ბი უნდა და­სა­ხოს ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ესე­ნია: გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო და ეკო­ნო­მი­კა, რაც ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა ვერ მი­იღ­წე­ვა, ჩვენ კი ვხე­დავთ, რომ წინა უტი­ფა­რი და ახა­ლი უმ­წი­ფა­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი, პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ერ­თმა­ნეთ­თან მდა­ბი­ოდ კინ­კლა­ო­ბენ ამე­რი­კის ელ­ჩის თან­დას­წრე­ბით. ეს არის ჩვე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა, მე­ცო­დე­ბა ამის მომსწრე ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ახა­ლი თა­ო­ბა, ასეთ ერს პა­ტივს არა­ვინ სცემს.

- ბა­ტო­ნო გია, მსგავ­სი რამ თუ გახ­სენ­დე­ბათ უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­დან ან მსოფ­ლიო დიპ­ლო­მა­ტი­ის ის­ტო­რი­ა­ში თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ელჩს სა­კუ­თა­რი მი­მი­კის გამო გან­მარ­ტე­ბა გა­უ­კე­თე­ბია…

- ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ უახ­ლე­სი დიპ­ლო­მა­ტი­ის ის­ტო­რი­ას და მსგავ­სი რამ არ მახ­სენ­დე­ბა. ახლა იმას კი არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ამე­რი­კის ელჩი სად გა­ი­ღი­მებს ან სა­ელ­ჩო რა გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თებს, არა­მედ ისაა ფაქ­ტი, რომ მათ წი­ნა­შე, ეს ორი უტი­ფა­რი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს ეკინ­კლა­ვე­ბა და მათ კინ­კლა­ო­ბა­ში გამ­შვე­ლე­ბე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამე­რი­კის ელჩი გა­მო­დის. ამა­ზე მეტი სირ­ცხვი­ლი და უბე­დუ­რე­ბა რა უნდა იყოს. ეს ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის გა­რეთ მუდ­მი­ვად იფიქ­რე­ბენ, რომ ჩვენ უნდა ჩა­ვე­რი­ოთ ამათ საქ­მე­ში და მო­ვუ­წეს­რი­გოთ სი­ტუ­ა­ცი­აო. ისი­ნი მოგ­ვი­წეს­რი­გე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას არა ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­მედ ამ რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი ბოლო ხანს ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მე­ბი არ წყდე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი რჩე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მისი წას­ვლის შემ­დეგ კი - ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვლე­ბა…

- ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო ზღაპ­რე­ბი, პა­ტივ­სა­ცე­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნდა ცხოვ­რობ­დეს ამ­გავრ ზღაპ­რებ­ში. ჩვენ რომ ვი­ტანთ ამ­გვარ ზღაპ­რებს, იმი­ტომ გვყავს ასე­თი უნი­ა­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რომ ხელი შე­უ­შა­ლოს არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ იმა­ში ვინ უშ­ლით ხელს, რომ მკა­ფიო ამო­ცა­ნე­ბი და­სა­ხონ ამა თუ იმ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბი­სა?!. ამ ორ უგ­ვან, ძველ და ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას აწყობთ ერ­თმა­ნე­თი, სა­ა­კაშ­ვილს აწყობს ასე­თი არა­კომ­პენ­ტენ­ტუ­რი მამ­რთვე­ლო­ბა, რომ თავი გა­და­ირ­ჩი­ნოს და აქ­ტუ­ა­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მე­ო­რე მხრივ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც აწყობს სა­ა­კაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ოპო­ზი­ცია, რათა თა­ვი­სი უსუ­სუ­რო­ბა დაბ­რა­ლოს მას. მოკ­ლედ, ამ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ამ ეგე­ნი ლა­მის სი­ა­მის ტყუ­პე­ბად აქ­ცია, ეს მა­გათ კი აწყობთ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს აწყობს?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

გია მაისაშვილი - "კოჰაბიტაციამ ძველი და ახალი ხელისუფლება ლამის სიამის ტყუპებად აქცია"

გია მაისაშვილი - "კოჰაბიტაციამ ძველი და ახალი ხელისუფლება ლამის სიამის ტყუპებად აქცია"

"კრეისერის გემბანზე ორი ანჩხლი და უმწიფარი შვილი ერთმანეთს ეკინკლავება - არა მე, არა მეო, მამა კი მშვიდად დგას მათ შორის, ორივეს ტუქსავს და წესრიგისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ, ამ ორ ანჩხლს ჩაბარებულ ქვეყანას როგორ შეიძლება პატივს სცემდნენ სადმე? როდემდე უნდა გეძინოთ, ხალხო? შვილები არ გიყვართ? ან საკუთარი ქვეყნის ღირსება?" - ასე შეაფასა "ფეისბუქის" თავის გვერდზე ამერიკულ ხომალდზე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება "ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელმა, ეკონომისტმა გია მაისაშვილმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გვესაუბრება:

- ჩვენ ვართ მოწმე პროცესისა, როდესაც წინა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს თავი გადაირჩინოს, ამჟამინდელი ხელისუფლება კი სრულიად არაკომპეტენტურია და წარმოდგენა არ აქვს რა მთავარი ამოცანები უნდა დასახოს ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, ესენია: განათლების სფერო და ეკონომიკა, რაც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. განათლების გარეშე ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა ვერ მიიღწევა, ჩვენ კი ვხედავთ, რომ წინა უტიფარი და ახალი უმწიფარი ხელისუფალი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ერთმანეთთან მდაბიოდ კინკლაობენ ამერიკის ელჩის თანდასწრებით. ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა, მეცოდება ამის მომსწრე ჩვენი საზოგადოება, ახალი თაობა, ასეთ ერს პატივს არავინ სცემს.

- ბატონო გია, მსგავსი რამ თუ გახსენდებათ უახლესი ისტორიიდან ან მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ელჩს საკუთარი მიმიკის გამო განმარტება გაუკეთებია…

- ძალიან კარგად ვიცნობ უახლესი დიპლომატიის ისტორიას და მსგავსი რამ არ მახსენდება. ახლა იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ამერიკის ელჩი სად გაიღიმებს ან საელჩო რა განცხადებებს გააკეთებს, არამედ ისაა ფაქტი, რომ მათ წინაშე, ეს ორი უტიფარი ადამიანი ერთმანეთს ეკინკლავება და მათ კინკლაობაში გამშველებელი, ფაქტობრივად, ამერიკის ელჩი გამოდის. ამაზე მეტი სირცხვილი და უბედურება რა უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთ მუდმივად იფიქრებენ, რომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ ამათ საქმეში და მოვუწესრიგოთ სიტუაციაო. ისინი მოგვიწესრიგებენ სიტუაციას არა ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, არამედ ამ რეგიონში თავისი ინტერესიდან გამომდინარე.

- ახალი ხელისუფლების წარმომადგენელები ბოლო ხანს ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში პრობლემები არ წყდება იმიტომ, რომ სააკაშვილი რჩება ხელისუფლებაში, მისი წასვლის შემდეგ კი - ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება…

- ეს არის სამარცხვინო ზღაპრები, პატივსაცემი საზოგადოება არ უნდა ცხოვრობდეს ამგავრ ზღაპრებში. ჩვენ რომ ვიტანთ ამგვარ ზღაპრებს, იმიტომ გვყავს ასეთი უნიათო ხელისუფლება. რასაკვირველია წინა ხელისუფლება ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს არსებულ ხელისუფლებას, მაგრამ იმაში ვინ უშლით ხელს, რომ მკაფიო ამოცანები დასახონ ამა თუ იმ სფეროს განვითარებისა?!. ამ ორ უგვან, ძველ და ახალ პოლიტიკურ ძალას აწყობთ ერთმანეთი, სააკაშვილს აწყობს ასეთი არაკომპენტენტური მამრთველობა, რომ თავი გადაირჩინოს და აქტუალობა შეინარჩუნოს, მეორე მხრივ ახალ ხელისუფლებასაც აწყობს სააკაშვილისნაირი ოპოზიცია, რათა თავისი უსუსურობა დაბრალოს მას. მოკლედ, ამ კოჰაბიტაციამ ეგენი ლამის სიამის ტყუპებად აქცია, ეს მაგათ კი აწყობთ, მაგრამ საქართველოს აწყობს?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა