პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გაჩეჩილაძე: "სერიალი რეალობას ასახავს - სიგარეტს ჩვენთან არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს?"
ნინო გაჩეჩილაძე: "სერიალი რეალობას ასახავს - სიგარეტს ჩვენთან არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს?"

ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სე­რი­ა­ლის, "ალი და თეოს" გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ექ­ტში პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი, ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს. რო­გორც ნი­ნომ გვი­თხრა, მას"ალი და თეოს" გარ­და, წმინ­და ნი­ნოს შე­სა­ხებ მხატ­ვრულ ფილმშიც იღე­ბენ. ნი­ნოს ამ პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­სა­უბ­რეთ და ასე­ვე, და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ აფა­სებს იმ აჟი­ო­ტაჟს, რო­მე­ლიც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ზეა" ატე­ხი­ლი - თით­ქოს სე­რი­ალ­ში სი­გა­რე­ტი­სა და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის პრო­პა­გან­დაა...

ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე:

- მიწ­ვე­უ­ლი ვარ სე­რი­ალ­ში "ალი და თეო". ეს ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრო­ექ­ტია, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, ყვე­ლა მათ­გა­ნის სა­ხე­ლის ჩა­მოთ­ვლა გა­მი­ჭირ­დე­ბა. თა­მა­შობს ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც რე­ჟი­სორ­თან რე­კო­მენ­და­ცია მე გა­ვუ­წიე და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ აიყ­ვა­ნეს, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბია და თა­ნაც, რუ­სუ­ლე­ნო­ვან ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ერ­თხელ მი­უ­ღია. რა თქმა უნდა, ში­ნა­არსს წი­ნას­წარ ვერ გა­გიმ­ხელთ, რად­გან ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ი­დუმ­ლოა. მა­ყუ­რე­ბელს სე­რი­ა­ლის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ნო­ემ­ბრი­დან ექ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რად­გან ჟან­რობ­რი­ვად ეს დე­ტექ­ტი­უ­რი მე­ლოდ­რა­მაა. მე ვთა­მა­შობ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის, ალი ნურ­ბე­კო­ვის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, პო­ლო­ნელ ბე­ა­ტას, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ქმრის­გან ჰყავს ექ­ვსი წლის შვი­ლი, მა­რი­კი, მაგ­რამ მისი მე­ო­რე ქმა­რი ყო­ფი­ლი თა­ნა­კურ­სე­ლი, საშა ბორტნი­კია. სე­რი­ა­ლი სულ 16 სე­რი­ის­გან შედ­გე­ბა, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თუ­ლად გა­ახ­მო­ვა­ნე­ბენ. ჯერ არ ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზია იყი­დის. ლა­პა­რა­კი ორ ტე­ლე­არხზეა - "რუს­თა­ვი 2"-ზე და იმედ­ზე მი­დის. სხვა ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ რო­გორც ვიცი, თა­ვად სცე­ნა­რისტს აქვს სურ­ვი­ლი, რომ სე­რი­ა­ლი გაგ­რძელ­დეს და იან­ვრი­დან მე­ო­რე სე­ზო­ნი გა­და­ი­ღოს. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად ყუ­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა.

- ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას გის­ვა­მენ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად, მხო­ლოდ ერთ კი­თხვას, ახალ და ამ დრო­ის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე და­გის­ვამთ. ხალ­ხში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმაა, თით­ქოს სე­რი­ალ­ში სი­გა­რე­ტის, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის და გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­დაა...

- პრო­პა­გან­და რა შუ­ა­შია? კარ­გით რა, მე ამ სე­რი­ალ­ში ვე­რაფ­რის პრო­პა­გან­დას ვერ ვხე­დავ. თუ ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან უნდა, რომ პრო­პა­გან­და და­ი­ნა­ხოს, მა­შინ ყვე­ლა­ფერ­ში და­ი­ნა­ხავს ამას. მე მგო­ნია, რომ სე­რი­ა­ლი რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს. სი­გა­რეტს ჩვენ გარ­შე­მო არ ეწე­ვი­ან? თუ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი მე­გობ­რე­ბი არ გვყავს? ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბია ასა­ხუ­ლი, ისე­თი­ვე, რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში. სი­მარ­თლის და­ნახ­ვა ადა­მი­ან­ში ასეთ აჟი­ო­ტაჟს რა­ტომ იწ­ვევს, არ მეს­მის, უბ­რა­ლოდ, ხალ­ხს სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვის ეში­ნია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ნინო გაჩეჩილაძე: "სერიალი რეალობას ასახავს - სიგარეტს ჩვენთან არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს?"

ნინო გაჩეჩილაძე: "სერიალი რეალობას ასახავს - სიგარეტს ჩვენთან არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს?"

ამჟამად თბილისში ქართულ-აზერბაიჯანული სერიალის, "ალი და თეოს" გადაღებები მიმდინარეობს. პროექტში პოპულარული მსახიობი, ნინო გაჩეჩილაძე მონაწილეობს. როგორც ნინომ გვითხრა, მას"ალი და თეოს" გარდა, წმინდა ნინოს შესახებ მხატვრულ ფილმშიც იღებენ. ნინოს ამ პროექტებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ და ასევე, დავინტერესდით, როგორ აფასებს იმ აჟიოტაჟს, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებზეა" ატეხილი - თითქოს სერიალში სიგარეტისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა...

ნინო გაჩეჩილაძე:

- მიწვეული ვარ სერიალში "ალი და თეო". ეს ქართულ-აზერბაიჯანული პროექტია, მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მსახიობები, ყველა მათგანის სახელის ჩამოთვლა გამიჭირდება. თამაშობს ზუზუ ბეჟაშვილიც, რომელსაც რეჟისორთან რეკომენდაცია მე გავუწიე და ძალიან გამიხარდა, რომ აიყვანეს, რადგან ძალიან კარგი მსახიობია და თანაც, რუსულენოვან ფილმებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია. რა თქმა უნდა, შინაარსს წინასწარ ვერ გაგიმხელთ, რადგან ეს გარკვეულწილად საიდუმლოა. მაყურებელს სერიალის ნახვის საშუალება ნოემბრიდან ექნება. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, რადგან ჟანრობრივად ეს დეტექტიური მელოდრამაა. მე ვთამაშობ მთავარი პერსონაჟის, ალი ნურბეკოვის ყოფილ მეუღლეს, პოლონელ ბეატას, რომელსაც ყოფილი ქმრისგან ჰყავს ექვსი წლის შვილი, მარიკი, მაგრამ მისი მეორე ქმარი ყოფილი თანაკურსელი, საშა ბორტნიკია. სერიალი სულ 16 სერიისგან შედგება, რუსულენოვანია, მაგრამ სავარაუდოდ, ქართულად გაახმოვანებენ. ჯერ არ ვიცი, კონკრეტულად რომელი ტელევიზია იყიდის. ლაპარაკი ორ ტელეარხზეა - "რუსთავი 2"-ზე და იმედზე მიდის. სხვა ის შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ვიცი, თავად სცენარისტს აქვს სურვილი, რომ სერიალი გაგრძელდეს და იანვრიდან მეორე სეზონი გადაიღოს. თუმცა, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ყურებადი იქნება.

- ვიცით, რომ ძალიან ბევრ კითხვას გისვამენ "ჩემი ცოლის დაქალების" შესახებ. ამჯერად, მხოლოდ ერთ კითხვას, ახალ და ამ დროისთვის აქტუალურ თემაზე დაგისვამთ. ხალხში დიდი მითქმა-მოთქმაა, თითქოს სერიალში სიგარეტის, ჰომოსექსუალიზმის და გარყვნილების პროპაგანდაა...

- პროპაგანდა რა შუაშია? კარგით რა, მე ამ სერიალში ვერაფრის პროპაგანდას ვერ ვხედავ. თუ ვიღაცას ძალიან უნდა, რომ პროპაგანდა დაინახოს, მაშინ ყველაფერში დაინახავს ამას. მე მგონია, რომ სერიალი რეალობას ასახავს. სიგარეტს ჩვენ გარშემო არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს? ძალიან ჩვეულებრივი მოვლენებია ასახული, ისეთივე, როგორც ცხოვრებაში. სიმართლის დანახვა ადამიანში ასეთ აჟიოტაჟს რატომ იწვევს, არ მესმის, უბრალოდ, ხალხს სარკეში ჩახედვის ეშინია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება